ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

დროის საფანტი სიახლე

Posted by vekoo on January 14, 2010

გული გამისკდა, დღეს შემოვედი ჩემ ბლოგზე და ამას მიწერდა…

This webpage is not available. The webpage at http://sunwaited.wordpress.com/ might be temporarily down or it may have moved permanently to a new web address.

იმ წუთებში ზუსტად მივხვდი რას ნიშნავდა ჩემთვის ეს ბლოგიც რომ გამუქმებოდა ( არ ვიცი ზუსტი ფორმაა თუ არა : D ) მესამე ბლოგის გაკეთება ნაღდად აღარ მინოდადა : ( (

ნეტა, არც ის პირველი არ მქონდეს გაუქმებული … )

ასე მგონია, ბლოგზე “მოღვაწეობით” ჩემ სიმდიდრეს ვაგროვებ : D

ჰო, ბლოგი ჩემი ინტელექტუალური სიმდიდრეათქო ვერ ვიტყვი, მაგრამ მაინც სიმდიდრეა და ჩემი განძი : D

ისე, განძზე გამახსენდა, აი ლამის უკვე საუკუნეა მინდოდ და ძლივს დავიწყე pet society-s თამაში.

უკვე ახალი ოთახიც დამიმატეს, არადა ჯერ ის თავიდან მოცემულებიც არ მომიწყვია : D ნელ- ნელა დავამუღამებ ყველაფერს, ჯერ 2 დღისაა ჩემი pet-ი, სახელიც აჯაფსანდლური ქვია, muffin, (თავიდანვე არ შემიცვლია და ახლა აღარ მომიძებნია საიდან ხდება ეგ ) ნუ, ჯერ ერქვას : )

ბურთით თამაში და სტაიდონზე გარბენები დავამუღამებინე ჩემ პეტს : D ეხლა გაზქურაში გამოსაცხობად მაქვს შედებული რაღაცა ღვეზელი, 5 წუთიღაა დარჩენილი, ეზოში 3 ნერგისაც ვზრდი და შემოსავალს იქიდანაც ველოდები : D

ვიცი ჩამიყოლიებს, მაგრამ … რიავიცი რიავიცი : D უსაქმურობის დროს რამით ხომ უნდა გავერთო : D

მეორე დღის იუბილე ხომ უნდა გადამეხადა , ჰოდა ტორტიც გამოვუცხვე და ფოტოგრაფთანაც მყავდა ვიზიტზე ჩემი ჭუკლი ( გადავწყვიტე ასე დავარქვა ჩემ პეტს : D) ესეც მისი სურათი : )))

პ.ს. ისე, არ მინდოდა ჩემი ბლოგი ჩემ დღიურს დამსგავსებოდა(რომელიც სინამდვილეში არც მაქვს) და წვრილმანი ყოველდღიურებები მეწერა , მაგრამ როგორც ვატყობ, სერიოზული პოსტების საწერად ვეღარ “ვთოკავ” თავს, 2 დღის წინანდელი ლიკას დაბადების დღის ამბების დაწერა მინდოდა და ჯერ ვერ მოვიცალე რა : (

პ.პ.ს უკვე ბლოგროლის მერამდენე მომხმარებელმა ჩაიმატა ფავრიტებში ჩემი ძველი ბლოგი, რით ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ ის უკვე აღარ ფუნქციონირებს : ( ერთი წამით მაინც შეეხედათ დანახავდნენ, რომ საიტი გაუქმებულია , ესე ჩამატება რა უბედურებაა : (( ხედავენ რეიტინგებში ბლოგს და ამატებენ ( ისე, გული კი დამწყდა ამ “რეიტინგებზე”, მარა ახლითაც შევალ😉 )

ხალხნო, სანამ დააფავორიტებთ ბლოგს, ჯერ შეიხედეთ მაინც, წაშლილი არ იყოს …

7 Responses to “დროის საფანტი სიახლე”

  1. archily said

    შენ შვილი გჭირდება😀 :* :* :* :*

  2. salolas said

    😀😀😀 ეს კიდე ახალი გასართობი იპოვე და ვგრძნობ რომ მალე ჩამითრევ, აი ვგრძნოოოობ😀

    იმდენი მელაპარაკე ბლოგზე სანამ მეც არ მომანდომე გაკეთება და ახლა მაგ რაღაცის თამაშის მუღამზეც მომიყვან როგორც ვატყობ 😀

  3. Marr said

    საერთო გასართობები არ გველევა მე და შენ. ფორუმი, ბლოგი, ეხლა კიდე ეს ფეთი…

    ისე მაგარი საყვარელი ვიღაცა კი არის. თან მწვანეა😀

  4. tskaro said

    ერთხელ მეც მეგონა რო ჩემი ბლოგი წაიშალა, ვერ შედიოდა საერთოდ, მარა მეგობრებმა დამამშვიდეს ჩვენგან შედისო, კომპიუტერი გადავაყენე და გასწორდა : ) “pet მა კიდე ჩათრევა იცის ფრთხილად იყავი : )) მე მომბეზრდა და თავი გავიკოტრე და ეხლა მეზარება მაგის თამაში, “facebooze მარტო პოკერს ვთამაშობ

  5. mrsmarch said

    რაღა დროს პეტია გოგო!!😀

  6. sunwaited said

    archily

    ოღონც შენგან : )))

    salolas

    ახალი არ არის, ძალიან ძველია : ) პროტსტა, მე ხალხს რომ ბეზრდება მაშინ ვიწყებ : )მაგრამ მე მაინც მათზე მალე მომბეზრდება : )

    Marr

    ჰო, მეც გამიკვირდა მწვანე რომ მაქვს, მაგრამ მაგ ფერებიდან ყველაზე მეტად ეგ მომეწონა : )

    mrsmarch

    აკვნით უნდა ვიჯდე : D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: