ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

sun_waiting – sun_waited – sun_waiting

Posted by vekoo on January 16, 2010

როგორია, როცა ხვდები, რომ იქცევი არასწორად?

როცა იცი, რომ შენთვის, შენი აწმყოსა და მომავკლისთვის ისევ და ისევ შენი წარსულის გამო ეს საბედისწერო ნაბიჯია, მაგრამ მაინც აკეთებ …

რას გრძნობ მაშინ?

როცა იცი, რომ ეხლა უმჯობესია, რომ შეჩერდე, იმოქმედო საპირისპიროდ და შეცვალო აწმყო,

რომელიც შენვე შექმენი ან შენი სურვილით, შენი თხოვნით შეიქმნა.

რას აკეთებ მაშინ?

ფარ-ხმალი არავითარ შემთხვევაში არ დაყარო!

მაშინაც კი, როცა იცი, რომ თითოეული განვლილი წამი უფრო და უფრო გაშორებს ბედნიერებასთან ,

როცა ხვდები, რომ რაც უფრო მეტად გაკერპდები, მითუ უფრო მალე წავა ყველაფერი მოგონებების საუფლოში…

გგონია მოგონებებით იცხოვრებ?

არ შეცდე! არც დაეცე! იმედი ასაზრდოვე.

მოგონებაც ქრება, მოგონება დროს მიყვება …

დრო რამდენია?

წუთი, წამი, ერთი, ორი, სამი თუ წელი.

არ აქვს მნიშნვნელობა!

მოსალოდნელი მაინც მოხდება : )) რასაც აკეთებ სხვა დროსაც გინდოდა გაგეკეთებინა…

როგორც იქნა გაბედე და მე გილოცავ!

ახლა ცადე არჩეულ გზას არ გადაუხვიო, არც მიწყინო : ))

არ მიყვარს მოღრუბლული დღეები, ამ დროს თითქოს წვალებით ნაგროვები ოპტიმიზმი ქარწყლდება : ((

ტყუილად გავხდი sun_waited…

მე კვლავ მზეს ველოდები, ისევ მინდა გავხდე sun_waiting , მზემ მინდა გამათბოს და მომხვიოს თბილი ხელები …

არც ისეთი “მყარი” და ძლიერი ვარ, როგორც გგონია.

…………………………………………………

ყავაზე და ერთ ორ სიგარეტზე თვალები ნათდება…

მგონი მომელიან…

მზე მეძახის, დავბრუნდები : ))

5 Responses to “sun_waiting – sun_waited – sun_waiting”

  1. archily said

    შენ რომ ასეთი თავსივა არ მყავდე რა მეშველებოდა?😀 :*

  2. sunwaited said

    არც არაფერი გეშველებოდა უჩემოდ😀😛

  3. archily said

    ტკბილია🙂 :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: