ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ფრჩხილი ჩვენი არსობისა : D

Posted by vekoo on January 19, 2010

1

მოამზადეთ თითები მანიკურისათვის: პატარა ფილაში  ჩაასხით თბილი  წყალი, შეურიეთ ცოტაოდენი “დუშ-  გელი” და რამდნეიმე წვეთი ლიმონის  წვენი  ( ფრჩხილების გასათეთრებლად) , ჩყავით თIთები და  გააჩერეთ 15  წუთი.

2

სეციალური ქლიბით (სასურველია,რომ ის არ იყოს  ლითონის) მივცეთ ფრჩხილებს სასურველი ფორმა,  რომელიც ჩვენ მოგვეწონება და რომელიც უხდება  ნებისმიერი სიგრძისა და კონფიგურაციის თითებს:  სუფთა ოვალი და უნივერსალური სიგრძე- ესაა სამი  მილიმეტრით გადაცილებული ფრჩილი თითის  დაბოლოებასთან.

3

თუ კანი ფრჩილების გვერდებში გაქვთ გაუხეშებული, კარგად გალესილი სპეციალური პატარა მაკრატლით ფრთხილად მოიჭერით, თუ შემთხვევით გაგეჭრათ, მაშIნვე დაიმუშავეთ წყალბადის ზეჟანგით ( “პერეკისით” ). ნუნებს ნუ შეეხებით.

4

თუ ფრჩხილების ძირში თხელი კანი წამოგეზრდებათ, ნუ მოიჭრით. სპეციალური თხელი ჩხირით მსუბუქად მიაწექით და შიგნით შეწიეთ. წინასწარ კი წაისვით სპეციალური კრემი ან ზეთI, რომ ნუნები დარბილდეს და არ გაუხეშდეს.

5

იმის მიუხედავად, აპირებთ თუ არა ფერადი ლაქის წასმას, სპეციალური ხელსაწყოთი გაიკეთეთ ფრჩხილების პოლირება ( გაპრიალება) , – მკვეთრი ფერის ლაკიც კი მხოლოდ კარგად მოვლილ ფრჩხილზე გამოიყურება ეფექტურად.

და კიდევ: სანამ ლაკს წაისვამთ, წინასწარ აუცილებლად გაიკეთეთ ” ბაზა” – წაისვით ფრჩხილების დამცავი უფერო ლაკი.

6

მანიკურის ოსტატები ფრჩილებზე ლაკს შტრიხებად უსვამენ: პირველი შტრიხი კეთდება ფრჩხილის შუაში, მერე კი – აქეთ-იქით ნაპირებზე. უნდა წაისვათ სწრაფად.

მანიკური ჯობია წაისვათ ორ ფენად, მაგრამ პირველი ფენის წასმის შემდეგ ცოტა ხანს უნდა აცალოთ გაშრობა.

ფრჩხილების მოვლა ისევე აუცილებელია ქალისთვის ( და არამარტო), როგორც თმის დავარცხნა ან პირის დაბანა.

მოუვლელი, აქერცლილი და ულამაზო ფრჩხილები გააუფერულებს როგორც თქვენს ძვირფას ჩაცმულობას, ისე მოდურ ვარცხნილობას და სუნამოს საუცხოო სურნელს : ))

ასე რომ, არ დაიზაროთ😉

მოგვიანებით ფრჩხილების მოხატვის ხელოვნებაზე მოგიყვებით, თუ სად ჩაეყარა nail art-ს საფუძველი…

არ გამოგრჩეს მომდევნო პოსტი, თუ გსურს გახდე სრულყოფილი ქალი : )))

5 Responses to “ფრჩხილი ჩვენი არსობისა : D”

  1. Marr said

    ააჰა ძალიან საინტერესოა. თმის მერე ფრჩხილნია ჩემი არსობისა :))) რატომღაც მანიკური ერთ დღეზე მეტს არ მიძლებს და ყოველდღე მიწევს შესწორება ან ახლიდან წასმა. არადა ჭურჭლისა და სარეცხის რეცხვით მე არ ვიკლავ თავს და… რავიცი რავიცი…

    შენ ფრჩხილებს მიაწექი, მე თმების თემას მივხედავ😀

  2. sunwaited said

    Marr

    ოკ😀 აგვიწყვია საქმე და ეგაა😀😀😀

    ისე, მიწოლა არაფერ შუაშია და მართლა აუცილებელია ყველა თავმომწონე გოგონასათვის ფრჩხილები სულ წესრიგში ქონდეს.

    კაცს ვერ ვიტან მოუწესრიგებელი თითებით და გოგოზე ორმაგად უარესი სანახავია.

    ამ ღამესაც საქმე მაქვს, ჩემ ფრჩხილებს უნდა მივხედო : ))) აბა , ხვალ მაღლივში ისე ხომ არ ავალ😆

    • Marr said

      აუ მართლა საშინელებაა მოუვლელი ფრჩხილები. მარტო მანიკურის წასმაც ხომ არაა, ჯერ ისე უნდა გქონდეს წესრიგში.

  3. netai tqven qalebs raa :D:D:D:D

  4. ძალიან საინტერესო სტატიაა, რაღაცები არ ვიცოდი.
    რის მიხედვით გაქვს პოსტი მომზადებული? პირადი გამოცდილებაა თუ სადმე ნახე? ნუნების მოჭრა რატომ არ შეიძლება, გაპრიალება ყოველთვის საჭიროა? მოკლედ, ბერმა რაღაცამ დამაინტერესა…
    nail arts-ს ველოდები დიდი ინტერესით🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: