ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ხანგრძლივი კოცნის Records

Posted by vekoo on January 19, 2010

წესები:


* კოცნა უნდა გრძელდებოდეს და ტუჩები უნდა ეხებოდნენ ერთმანეთს მთელი დროის განმავლობაში. ( ნეტა, სხვანაირი კოცნა, ტუჩების შეხების გარეშე როგორია :O )

* თუკი ტუჩები დაშორდებიან ერთმანეთს, წყვილი გამოეთიშება კონკურსს.

* მონაწილეთა საშუალო ასაკი უნდა იყოს ქალაქის მოსახლეობის საშუალო ასაკის ტოლი. ( არადა, როგორც მე ვიცოდი, სიყვარულმა და შესაბამისად კოცნამ, ასაკი არ იცისო😆 )

* წყვილებს უნდა ეღვიძოთ მთელი შეჯიბრის განმავლობაში ( ისე, საინტერესოა მძინარე კოცნა როგორ ხდება : D )

* მონაწილეები მთელი შეჯიბრის განმავლობაში ფეხზე უნდა იდგნენ და არ უნდა დაეყრდნონ ერთმანეთს მკლავებით . ( მომიკვდეს თავი : D )

* არანაირი შესვენება არაა ნებადართული . (ეგღა აკლიათ პერერივზე ყავაზე წაიჭორაონ : D ა, ხალხი, უქმად არ კარგავს დროს😆 )

* თავშეუკავებელი ქმედებები მოწიფული ქალიშვილებისა/ვაჟიშვილებისა არაა ნებადართული ( არადა, საწყლებიიიი : D : D : D ისე, მემგონი როცა ამას შეჯიბრისთვის აკეთებ და ყველა გიყურებს და მოგებაზე ხარ ორიენტირებული, შეიძლება არც იჩინოს რამე “გრძნობებმა” თავი )

* წყვილებმა არ უნდა დატოვონ “პოსტი” ზედამხედველების თანხმობის გარეშე.


რეკორდები:

29:00 hrs Mark and Roberta Griswold (USA) 1998
30:45 hrs Dror Orpaz and Carmit Tsubara (Israel) 1999
30:59 hrs Rich Langley and Louisa Almedovar (USA) 2001
31:18:33 St. Andrea Sarti und Anna Chen (Italy) 2004 (not yet confirmed)

ჩატარდა სხვა მარათონიც, რომელსაც განსხვავებული წესები ქონდა.

ყველაზე ექსტრემალური კოცნის მარათონი-შეჯიბრი ჩატარდა ბრაზილიაში და გასტანა 62 დღეს, 8 საათსა და 15 წუთს და ის მოიცავდა “კოცნის დროს” 833:45 საათს.

1999წელს დაფიქსირდა ნელი ვან დერ ჰევენის ( ნიდერლანდები) და ვენდერლი კოსტა ე სილვას ( ესპანეთი) კოცნა, რომელიც გრძელდებოდა 34:11 საათს, მაგრამ ეს რეკორდი არ შემოწმებულა.



ეხლა კი, ზოგადი ცნობები კოცნის შესახებ

1. კოცნას მოქმედებაში მოყავს სახის 200 კუნთი. ასეთი სახის “ვარჯიში” წარმოადგენს ნაოჭების პროფილაკტიკას.

2. კოცნის დროს წყვილი ერთმანეთს გადასცემს ნივთიერებათა კომპლექსს (ცხიმებს, მარილებს), რაც თავის მხრივ აძლიერებს იმუნიტეტს.

3. ადამიანების 66 % კოცნის დროს თვალებს ხუჭავს, დანარჩენები კი ამჯობინებენ კოცნის პროცესში პარტნიორის ყურებით დატკბნენ.

4. ამერიკული სტატისტიკის მიხედვით ქალი გათხოვებამდე სულ მცირე 80 მამაკაცს კოცნის.

5. რომანტიკული კოცნისას იწვება 2-3 კალორია, ხოლო ფრანგული კოცნის დროს კი ხუთი და მეტი.

6. კოცნისას ტუჩები 200-ჯერ უფრო მგრძნობიარეა ვიდრე თითები.

7. მამაკაცები რომლებიც სამსახურში წასვლის წინ კოცნიან მეუღლეებს, 5 წლით მეტხანს ცოცხლობენ.

8. ვნებიანი კოცნა რომელიც 90 წამზე მეტხანს გრძელდება იმ მომენტში ზრდის წნევას, პულსს და ჰორმონების რაოდენობას სისხლში.

9. 2002 წლის 28 იანვარს ამერიკელებმა ლუიზა ალმოდოვარმა და რიჩ ლენგლიმ გაიმარჯვეს კონკურსში “ყველაზე ხანგრძლივი კოცნა”, რომელიც გრძელდებოდა 30 საათი, 59 წუთი და 27 წამს.

10.სამშობლოში ფრანგულ კოცნას სხვანაირად სულთა გამას, სულთა შერწყმას ეძახიან. კოცნაში მონაწილეობას მხოლოდ ტუჩები არ მონაწილეობენ, მთავარ როლში აქ ენა გვევლინება. ფრანგები ამაზე როდი გაჩერდნენ. მგრძნობიარე ფრანგებმა გამოიგონეს ამ ჯადოსნური კოცნის მეორე ვარიანტი, სადაც მხოლოდ ენები მოქმედებენ.

11.იაპონიაში, კორეაში, ჩინეთსა და ტაივანში არააა მიღებული ყველას თვალწინ კოცნა. იაპონელი წყვილის კოცნა მოგვაგონებს ორი პიონერის კოცნას 70-იან წლებში.

12.კოცნის დროს ორგანიზმში გამომუშავდება ნარკოტიკული ნივთიერება რომელიც 200-ჯერ ძლიერია მორფინზე. სწორედ ამიტომ კოცნისას ადამიანი განიცდის სიხარულს, ბედნიერებას, გაოცებას.

13.ქალებს კოცნა ეხმარებათ დამშვიდებაში და სტრესის მოხსნაში.

14.საშუალოდ ცხოვრებაში ადამიანი ხარჯავს 20160 წუთს (ორი კვირა) კოცნაში.

და ბოლოს Just For Fun

პ.ს. ნეტა ამდენი თარგმნებზე ინგლისურის მასწალვებელთან მემუშავა : D

One Response to “ხანგრძლივი კოცნის Records”

  1. =))))) ლოლ რამდენი ვიცნე განსაკუთრებით იაპონელებზე მაგრამ აი რეკორდმა დამშოკა : წესებს თუ გავითვალისწინებთ 31 საათი ფეხზე იდგნენ და კოცნიდნენ ერთმანეთს თან შესვენების გარეშე? :0:0 ვაიმეეეეეეეე შეზიზღდათ ალბათ ერთმანეთი :D:D:D:D:D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: