ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ბლოგის ყველა მკითხველს…

Posted by vekoo on January 22, 2010

ზურიუსის პოსტი წავიკითხე და კიდევ ერთხელ დავფიქრდი, თუ რა იყო ჩემთვის ბლოგი.

ამაზე ხშირად ვფიქრობ ხოლმე . . .

მაგალითად, გზაში, ცოცხალ ქუჩას გავყურებ და ნაცვლად იმისა, რომ ჩემმა ყოფითმა პრობლემებმა დამიხუნძლონ ფიქრთა მარყუჟები, გონებაში ბლოგის თემა ამომიტივტივდება;

“- რატომ დაწერა მან ის ასე? “

“- სახლში რომ მივალ, მცირე დრო უნდა დავიკიდო და პოსტი დავწერო ამ თემაზე”

“- აი, ასე დავიწყებ… “

“- ისე, უკეთესი იქნება, თუ ასე გადავასწორებ, სურათებს ამ თემატიკით განვალაგებ”

“- ქართული კომენტარების სისტემაც რომ დამემატებინა, ბლოგი ტექნიკურად უფრო გამემართა, უსარგებლო ბმულები წამეშალა, რა კარგი იქნებოდა : )) “

“- თეზისებად ჩამოვაყალიბებ და ისე დავწერ ჩემ აზრებს, თან დავბოლდავ, გამოვკვეთავ, რომ ზედმეტი ტვინის ჭყლეტვის გარეშე გაიგონ რისი თქმა მინდოდა”

… ეს და სხვა უამრავი… რომლებსაც ეხლა ზუსტად ვერ ვიხსენებ …

იცი რას ვფიქრობ ხოლმე ყველაზე ხშირად?

ბლოგი ვისია?

გაგიკვირდება და მართლა “მაწუხებს” ეს კითხვა.

ვორჭოფობ და ვერ გადამიწყვეტია:

ბლოგი ჩემია თუ ჩემი მკითხველის.

არც ის ვიცი ეს ცუდია თუ კარგი პასუხი რომ ვერ მიპოვია დაზუსტებით.

ვერ მიხვდი რას ვგულისხმობ კითხვაში? –

ანუ მე რაზე ვწერო, რაც მე გამიხარდება იმაზე,რაც მე მაწუხებს, სულს მიფორიაქებს და მართლა გული შემტკივა იმაზე

თუ იმაზე, რაც შეიძლება მკითხველს აინტერესებდეს, გამოადგეს და დააკმაყოფილოს მისი ცნობისმოყვარეობა.

ანუ ჭიდილი პირად პოსტებსა და ზოგადად სასარგებლო ინფოს მიწოდებას შორის მიდის ხოლმე

… როგორც მახსოვს, ყოველთვის ეს უკანასკნელი მარცხდება. : )

ადამიანი მარტო მოდის, ტირილით მოდის ამ ქვეყნიერებაზე და მარტოვე მიდის… ასე ვიქნები მეც. ის ხალხი, ვინც აქ შემოვა და დამიკომენტებს, გულწრფელად მოიწონებს ჩემ პოსტს თუ თვალში ნაცარს შემაყრის და ისე დამიწერს მაღალ შეფასებას,

საბოლოოდ, როცა მე გვერდით მეგობარი დამჭირდება, ჩემთან უბრალოდ ფიზიკურად ვერ იქნებიან ახლოს.

ვერ შევძლებ მათთან ემოციებისაგან დაცლას, საკუთარ კანში დაბრუნებას. ამას ისევ მირჩევნია, ვწერო იმაზე, რაც მე თავად მინდა.

ამას მირჩევნია ვწერო იმაზე, რაც მე იმ წუთას პირველ ხარისხოვან საკითხად მიმაჩნია… რაც მე მაწუხებს თუ მახარებს… ვისაც არ დააინტერესებს მსგავსი პოსტები, დაე, აღარც შემოსულან : )))

ხოლო ვინც თბილად წაიკითხავს ჩემს აფექტის მდგომარეობაში შექმნილ ნაბოდვარს, დაე მხოლოდ ის დაბრუნდეს კვლავაც ჩემ ბლოგზე.

დაე, ისევ მისთვის ვწერო მე ახალი პოსტები. არ დავადუმებ მაინც ბლოგს : )))

ასე რომ, შენ, რომელსაც ახლა ეს პოსტი წლის სისულელე მიგაჩნია, მე სულ ფეხებზე მკიდია😉

მე ეს მაწუხებდა და დავწერე. და შენ კი, რომელსაც გესმის ჩემი ახლანდელი აფორიაქებული ყოფა, ჩემი ბლოგის კარს სამუდამოდ გიღებ.

შენგან მარტო თბილი და აღტაცების გამომხატველი კომენტარი არ მჭირდება,

უბრალოდ შენი აზრი დამიწერე, მთავარია, რომ შენ ჩემი გესმის და მე შენთან თამაში არ მჭირდება . : )))

შეხვედრამდე : )

16 Responses to “ბლოგის ყველა მკითხველს…”

  1. Marr said

    ჭიდილი არაა საჭირო პირად და ზოგად პოსტებს შორის, შეგიძლია ორივე მშვენივრად შეათანხმო ერთმანეთთან და ახარხებ კიდევაც ამას.

    გზაში მეც ხშირად ვფიქრობ ხოლმე ბლოგზე, უფრო სწორად ადრე უფრო ვფიქრობდი, ახლა ცოტა მოვეშვი.

    მისამართი გადავაკეთე და დამამატე ხელახლა.

  2. zurriuss said

    ჩემი აზრით, ვეკო (მგონი, სწორად მოგმართავ :)) ბლოგერმ შუალედურზე უნდა წეროს, რაც თავადაც აინტერესებს და მის მკითხველებსაც. რაღაც დათმობაზე წასვლა მაინც გიწევს ყველა ვარიანტში, თორე ისე ძირითადად მარტო იმას დააინტერესებს, ვინც ცხოვრებაშიც გიცნობს.
    დახაზე ორი წრე. ერთში ჩაწერე შენი ინტერესები, მეორეში – შენი მკითხველების. რაც საერთო იქნება, იმათ გარშემო მესამეწრე შემოხაზე და ეს იქნება ოქროს შუალედი (უნარებში მასწავლეს)🙂
    ისე, მეც ბევრჯერ გამქცევია გონება სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ კეთილმა მკითხველებმა შემომილაწუნეს😉

  3. archily said

    შეხვედრამდეო რომ თქვი ეს მე მივიღე მთელი 100% ით ჩემ თავზე😀 :*

  4. Dodka said

    შენია, შენი. რაზეც გინდა, იმაზე უნდა წერო – თანამოაზრეებიც გიპოვიან.

    : )

    ბლოგზე ფიქრი კი ჩვეულებრივი რამაა, როგორც ფოტოგრაფი ყველაფერს რარაც… კადრებად შლის და წარმოსახვით ”ჩარჩოში” სვამს, ისეა ბლოგერიც (მე, ყოველ შემთხვევაში) – ყველა მოვლენას ბლოგერის თვალით უყურებ :დ ეს ცუდი არაა. პირიქით, რარაც სხვანაირ ფიქრს გასწავლის, გავითარებს, პასუხისმგებლობის გრძნობას აღვივებს (მკითხველებისადმი) და ა.შ.

  5. khatiaa said

    ხშირად მიდის ხოლმე ჩემ ფიქრებში იგივე ჭიდილი რაც შენ გაქვს🙂 ასე რომ მე პირადად ყველაფერზე ვწერ. თუმცა კომენტარები აშკარად პირადულ თემებზე უფრო მეტია ხოლმე. აბა ანა ფრანკის დღიურზე და მარკესზე არავინ დამიკომენტარა🙂 წერე იმაზე რაც იმ წუთას გინდა გულიდან ამოუშვა, მიიღე ახალბედა ბლოგერის რჩევა🙂

  6. mchxapneli said

    ტირილზე გამახსენდა და დაბადებაზე🙂
    ვიღაცამ თქვა: “როდესაც ადამიანი იბადება, თვითონ ტირის და სხვები იცინან, ხოლო როდესაც კვდება თუ თვითონ იცინის და სხვები ტირიან, ესე იგი, ცხოვრება ფუჭად არ გაუტარებიაო” – რა შუაში იყო ბლოგებთან, მაგრამ მაინც🙂

    მე მგონი, ბლოგი ორივესია: თუ მხოლოდ იმას დაწერ, რაც შენ გინდა, მკითხველი ცოტა იქნება და მალე მოგწყინდება
    თუ მხოლოდ იმას დაწერ, რაც მკითხველს უნდა, წერის ხალისი აღარ გექნება ცოტა ხანში და მაინც მოგწყინდება

    რა კარგი გამოგონებაა ეს “ოქროს შუალედი” 🙂

  7. sunwaited said

    Marr

    დაგამატე მაარ ახალ მისამართზე. ზოგჯერ “ფიქრთა გასართველად”, ხო იცი ყველაფერი სასარგებლოა : D

    zurriuss

    ჰო, ვეკო მქვია, სად მცალია ახლა მე წრეების სახაზად და გრძელვადიანი სტრატეგების ჩამოსაყალიბებლად : D

    უბრალოდ ვაკეთებ იმას, რაც მომწონს და ყველაზე კარგი ისაა, რომ ისიც მომწონს, რაც ჩემ მკითხველს აინტერესებს.😉

    archily

    და შეხვედრის მოლოდინის გარეშეც😉 :* :* :*

    Dodka

    ჰო, აფსოლიტურად გეთანხმები. ბლოგი ჩემია და მკითხველებიც ბლოგის შემადგენლები არიან.
    ვწერ იმაზე, რაც მე მსიამოვნებს და მე ისიც მსიამოვნებს, როცა სხვას ვასიამოვნებ.

    ასე რომ, ოქროს შუალედი მიღწეულია imho

    khatiaa

    მეც შემოვედი და ვნახე შენი ბლოგი, აშკარად, მეც თვალი უფრო პირადი პოსტებისკენ გამექცა, ვიდრე ანა ფრანზე სტატიისკენ : D

    mchxapneli

    ნეტა ჩემი სიკვდილის დროს როგორ იქნება😀😀😀

    მემგონი ამ შუალედს არ ვარღვევ. ყველგან, სადაც ვარ სულ ბლოგი მახსენდება რამე განსაკუთრებულს თუ ვხედავ : D მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ისეთI გადაღლილი ვბრუნდები მერე სახლშI, ვერ ვახერხებ წერას : (

    ბევრი განუხორციელებელი პოსტი მაქვს : )

    • Marr said

      ეგ თავიდანაა ეგრე თორემ აი ფეთი ცოტა დიდხანს ითამაშე და მერე ნახე როგორც გაგახსენდება ბლოგი😀

  8. PRSchool said

    😀

  9. PRSchool said

    😀😀😀 :*

  10. sunwaited said

    PRSchool

    ეს საიტის რეკლამა იყო თუ რა იყო? o_0

  11. pelagiaa said

    ლამის კურცხალი მომადგა

    ყოჩაღ! ჭეშმარიტად სწორი აგდაწყვეტილება მიიღე––იმაზე უნდა წერო შენს ბლოგში რაც შენ გინდა რომ წერო (გინდა წერო? უნდა წერო :)))––კარგი მოწოდებაა რაღაც ძალიან:)

    ჰოდა ისა, თქვენი ღია კარებით ვისარგებლებ მეცა

  12. nokami said

    coool🙂

  13. […] ბლოგის ყველა მკითხველს! […]

  14. cinikosi said

    ვეკო მადლობა.🙂🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: