ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

მორიგი "თავის მართლება"

Posted by vekoo on January 26, 2010

სულ დავივიწყე, ვითომ აღარ მახსოვს?…

გგონია “დავიკიდე” შენი სურვილები? დამავიწყდა შენი მომლოდინე თვალები?

ის ინტერესიც კარგად მახსოვს ჩემი ყოველი მომდევნო პოსტის დროს რომ გიპყრობს ხოლმე … : )))

იცი როგორ მიყვარს ეგ გრძნობა? : )

დროდადრო შემოდიხარ ჩემ ბლოგზე, ელოდები ახალ პოსტებს, გაინტერესებს რას ვიტყვი ახალს, საინტერესოს, თუნდაც ძველს … : ))) დაგამშვიდებ😉

არსად დავკარგულვარ, არც დამვიწყებიხარ, არ მიღალატია შენთვის : ))

მეც შენსავით განვიცდი პოსტების სიმცირეს, ბლოგზე ობის მარცვლებს … : (( რა ვქნა, მეტენება საგნები : ((( რა ვქნა, ვერ ვუმკლავდები მე თვითონ პრობლემებს : (((

რა ვქნა, ვერ ვსწავლობ ასე ერთდროულად ერთ დღეში/ღამეში მთელი სემესტრის მასალას : ((

ვერ ვსწავლობ ეკონომეტრიკის 80 თემას 10 საათში : ((

😐 როგორ არ მიყვარს ეს თავის მართლება😐

არადა აქ შენთან სალაპარაკოდ შემოვედი : )) ხო იცი, ყოველთვის მიხარია შენი დანახვა : ))

შენი, ჩემო მკითხველო ! ! !

სანუგეშოდ ისღა დაგვრჩენია, რაც ბევრს მოვასწრებ ვისწავლო, მით მეტად განვავითარებ ჩემ ტვინის ხვეულებს და ბლოგისთვისაც უფრო კრეატიულ პროექტებს , პოსტებს მოვიფიქრებ : ))

ეხლა დროებით, ხვალ მარკეტინგი2-ის გამოცდა მაქვს, ჩავუჯდები ისევ მას … : ))

პ.ს. გამიხარდა მაინც რომ მოვახერხე შენთან გასაუბრება😉

10 Responses to “მორიგი "თავის მართლება"”

  1. Acho said

    სულაც არაა საჭირო რომ თავი იმართლო🙂 :*

  2. zurriuss said

    გულმოდგინედ წავიკითხე, მაგრამ აშკარად მე არ მეკუთვნოდა: სად მაქ მე კბილები? :))) ჩემი დაფსებული თვალები სად ნახე შენ? :))) უი, ილარიონ, რაფერ მაცინა ამ წერილმა! :))))

  3. Marr said

    მე მეუბნები ამას ხო? კი კი, ჩემზეა ეს პოსტი. მივითვისე უკვე :)))

  4. sunwaited said

    Acho
    მაგრამ ეგრე გამოდის ხო?😀 :* :* :*

    zurriuss
    ჰა ჰა ჰააა😛

    Marr
    ჰო, მაარ, შენზეა, შენზე მეტი ერთგული მკითხველი ერთი თუ მეყოლება :*
    აუ, არადა როგორ მომწონს ეს პირდაპირ ლაპარაკის სტილის პოსტები,😀 მაგრად ვამუღამებ მაგაზე😀😀😀 :*

    • Marr said

      ბევრი გყავს ბევრიიი🙂

      ხო, მაგარია ესე წერა. თან მაგრად იკითხება, თითქოს ინტონაციაც გესმის.
      ე ვიდეოპოსტზე არ გიფიქრია?

      • sunwaited said

        გაიხარეეეეე :* :* :* :*

        ვიდეო პოსტები ? ? ? 😀😀😀

        მოდი, გავამჟღავნებ, საიდუმლოს ავხდი ფარდას და გეტყვი, რომ ვიდეო პოსტი იყო ზუსტადაც ჩემი წინა ბლოგის გაუქმების მიზეზი😀

        არასწორი შეფასებები წამოვიდა და აფექტის მდგომარეობაში დანაშაული ჩავიდინე ….😀 მეპატიება ხო?😛

  5. Marr said

    სად გქონდა წინა ბლოგზე ვიდეოპოსტი? სურათებზე ხომ არ ამბობ?

  6. sunwaited said

    არა, სურათებზე არა : ))) მქონდა და ეგრევე წაიშალა : )

  7. elenpeter said

    chemi tavi gamaxsenda kitxvisas :user: :DDD

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: