ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Nail-Art – მხატვრობა ფრჩხილებზე

Posted by vekoo on January 27, 2010

ნეილ-არტი, ანუ ფრჩხილების დიზაინი, ჯერ კიდევ ფარაონების დროს არსებობდა.

იმ პერიოდში ფრჩხილების მოხატულობა სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს განასხვავებდა.

ფრჩხილების თანამედროვე დიზაინი ძალიან მრავალფეროვანია და ყველსთვის ხელმისაწვდომი. ]

ფრჩხილების დიზაინი იქმნება სხვადასხვა ტექნოლოგიებით: მხატვრული მოხატვა, მოცულობითი დიზაინი და აკვარიუმის მსგავსი დიზაინი.

ყველაზე გავრცელებული ტექნოლოგიაა ფრჩხილების მხატვრულად მოხატვა. სპეციალისტი აკრილის საღებავებით ხატავს ნახატს წინასწარ ლაქწასმულ ფრჩხილებზე, რისთვისაც მას სჭირდება ფუნჯი, ნემსები, ჩხირები და სხვა პროფესიონალური ინსტრუმენტები.

თქვენ შეგიძლიათ ფრჩხილებზე ნებისმიერი ნახატის დახატვა, ასევე მისი გაფორმება ფოლგით, მაქმანით, პატარა ბრჭყვიალებით, ქვიშით.

ზოგიერთი გამჭვირვალე ლაქის ქვეშ ათავსებს გამხმარი ყვავილების ფურცლებს, პატარა მწერებს, მაგ. ობობას.

მხატვრული მოხატვის მთავარი ღირსებაა, რომ ნახატი გლუვი და პრიალა გამოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრჩხილის ამობურცული ნაწილები ხელს არ შეგიშლით

დღევანდელი სამყარო ქმნის საქმიანი ქალბატონებისთვის უამრავ შესაძლებლობებს რასაც ვერც კი წარმოვიდგენდით 50 წლის უკან.

ქალის თავისუფალი არჩევანი, კარიერა, თვითრეალიზაცია უკვე არავის არ უკვირს.

ქალი იბრძვის თავისი უფლებებისთვის, ავიწროვებს მამაკაცს, არის ერთდროულად ცოლიც, დედაც და მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტიც კი. ერთად-ერთი ფაქტორი რომელიც თამაშობს ამის საწინააღმდეგოდ არის დრო, რის სვლას ვერ აჩერებს ყველაზე თანამედროვე გამოგონებებიც.

დროის ეკონომიისთვის ბრიტანელმა სტუდენტებმა გამოიგონეს აორთქლებადი ლაკი ფრჩხილებისთვის. არ გაქვთ დრო განაახლოდ ლაქი? მაშინ ეს გამოგონება თქვენთვისაა!

ამ ლაკის განმასხვავებელი ნიშანი არის ის ფაქტორი, რომ გარეთ არის კაშკაშა წითელი, შიგნით შენობაში ის თითქმის არ ჩანს, ხდება ღია ვარდისფერი. ფერების შეცვლა ხდება ქიმიური რეაქციების შედეგად.

როდესაც ამ ვიდეოს ვუყურე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ იმისათვის, რათა გქონდეს კარგი NailArt, თითებიც უნდა გიწყობდეთ ხელს😉

ახლა კი ლამაზი NailArt-ები

11 Responses to “Nail-Art – მხატვრობა ფრჩხილებზე”

  1. archily said

    მშვენიერე ინFოა🙂 მარა მაგას მე მირჩევნია კბილში ჩასმული ბრილიანტი😀

  2. sunwaited said

    მართლა?😀 ჩამისვამ?😛

    • archily said

      ჩასმაზე ადვილი არაფერია😀

      პროსტო აი ბრილიანტის შოვნაა სულ სულ ოდნავ სახლაფორთო ამბავი😀

  3. Marr said

    მარაგარია.. ეჰ რადროს აღარ მაქვს ფრჩხილები…

  4. ლამაზია ძალაინ. თუმცა მე ჩემს ხელზე ვერ გავიჩერებდი😦 რა საშინელებაა რომ ფრჩხილის ნასახს ვერ ვიტან საკუთარ ხელზე :)))

  5. ლამაზებია…მაგრამ მე არ გავიკეთებდი🙂

  6. ძალიან მიყვარს ფრჩხილზე რომ ნახატი მაქვს, ყველა თითზე არ ვიკეთებ, მხოლოდ 1 ან ორ თითზე სადა ნახატს, თუმცა ზაფხულში შეიძლება უფრო მეტის გარისკვაც :))

  7. Sandro said

    რა საშინელებაა.. საერთოდ რა მოგწონთ გოგოებს ასეთებში?!😀 ჩემი აზრით ყველას მოვლილი და დაჭრილი ფრჩხილები ჯობია. თან პრაქტიკულია.
    იმედია ოდნავ განსხვავებულ აზრს არ მიწყენთ🙂

  8. Marr said

    გუშინ მივიჩხაპნე რაღაცა ფრჩხილზე ნემსით :))

  9. Taa said

    ჩემი სფეროა
    ვოცნებობ ნაილ არტ პრინერზე
    რომელსაც აქვს რამდენიმე 1000 ნახატი და გიხატავს რაც გინდა
    მე ძალიან ხშირად ვიხატავ ფრჩხილებს
    პრინციპში ყველა სალონში სტუმრობისას

  10. Great articles

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: