ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

მოდის ეპოქის სათავეებთან

Posted by vekoo on February 4, 2010

“ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო”


ludoviko IV

უთქვამთ დიად სტანდარტებს … ვგონებ, ყველაზე მეტად ეს მოდაზე ითქმის…


მაგრამ საინტერესოა, როდის ან სად გაჩნდა ეს “ძველიც”?


ამ პოსტში მე მოდის წარმოშობის საზღვრებთან დავბრუნდები:


მოდის არსებობას , რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, “მეფე-მზე” ლუდოვიკო მეთოთხმეტეს მიაწერენ.


იმ დროს საფრანგეთში ოქროს ხანა იყო – გამუდმებული დიდებული ცერემ,ონიები, ყოველდღიური ზეიმები და მეჯლისები, ფუფუნება და ზრუნვა ახალ ტანსაცმელზე.


ლუდოვიკო IV-ს დაწყებული საქმე მარია ანგტუანეტამ განაგრძო, რომელიც საფრანგეთში ავსტრიიდან ჩამოვიდა და გადაწყვიტა, თავისი ჩაცმულობით ყველა გაეკვირვებინა.


დედოფალისთვის ახალ-ახალ კაბებს კარის მკერავი როზა ბერტენი ქმნიდა. მას მოგვიანებით “მოდის მინისტრის” ტიტული მიანიჭეს.


სწორედ როზა ბერტენის ნამუშევარია სახელგანთქმული კრინოლინი, ასევე წარმოუდგენელი სიმაღლისა და “არქიტექტურის” ვარცხნილობები, რომელშიც მარტო ყვავილებს კი არა, არამედ ბაფტებსა და ლენტებ, ძვირფასეულობებს, მინიატურულ ხომალდებსა და წისქვილსაც კი იპოვიდით ( o_0 ) .


ბერტენის შემდეგ დაიწყო ის ეპოქა, როცა მკერავები უბრალოდ მკერავები კი არ იყვნენ, არამედ ნელ -ნელა “კუტიურიეებად” გადაიქცნენ.


მაგალითად, მადამ ბერტენის შეკერილი კაბა იმაზე ოცჯერ მეტი ღირდა, ვიდრე იმ დროინდელი მკერავის წლიური შემოსავალი.


“მაღალი მოდის” ნამდვილი მამა, ინგისელი ჩარლზ ფრედერიკ ვორტი იყო, რომელმაც 20 წლის ასაკში გადაწყვიტა , დაეპყრო ქალბატონების გულები. 1858 წელს მან საკუთარი სახელოსნო გახსნა. ბიზნესში ცოლი ეხმარებოდა.


ის მოდის სამყაროში პირველ მოდელად იქცა.


არასტანდარტული მოდელებითა და ტანსაცმლის სტილით ვორტმა მალე გაითქვა სახელი, ის საფრანგეთის საიმპერატორო კარის მთავარ დიზაინერად იქცა. იმპერატრიცა , ნაპოლეონ III-ის მეუღლე მხოლოდ მის შეკერილ კოსტიუმებს იცვამდა.


მალე მოდის მიმდევაი ყველა ფრანგი ქალი ოცებობდა, რომ ვორტთან ჩეცვა,


ვორტი პირველი იყი, ვინც კოლექციების შექმნა დაწყო, თანაც პირველმა დაყო ის სეზონების მიხედვით.

1868 წელს ვორტმა დაარსა პირველი სინდიკატი “მაღალი მოდს სახლების პალატა”, რომელიც დღემდე არსებობს.

2 Responses to “მოდის ეპოქის სათავეებთან”

  1. archily said

    საღოლ კაი პოსტი იყო🙂 მართლა ძალიან მომეწონა🙂 :*

  2. rockyourbaby said

    aladec veriCka!!!kai iyo!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: