ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ქორწილი უჩემოდ

Posted by vekoo on February 5, 2010

“წინ წასული მელაო, უკან ჩამორჩებაო” – ძველი ხალხური ანდაზა.

ზუსტად ეს სიტყვები აღმოხდა დედაჩემს წეღან დეიდასთან ლაპარაკს რომ მორჩა ტელეფონზე. მოკლედ გეტყვით რა ხდება:

ერთმა ჩემმა ნათესავმა, – გელამ, რომელსაც ყველა კონჩხოს ვეძახით, (ალბთ იმიტომ, რომ ძალიან გამხდარია) ცოლი მოიყვანა. ამ ზედმეტ სახელის ეტიმოლოგია საიდან მოდის ვერ ვხვდები, ალბათ კუთხურად ნიშნავს მეტისმეტად გამხდარს : D

ძაან მაგარი კაცია კონჩხო, ჰოდა ცოლი მოიყვანა და ეს რომ გავიგე უკვე გამიხარდა. თან წინა დღეებში ჩემი ძმის ნათლიის ქორწილში ვიყავი, იმანაც ცოლი მოიყვანა და მაგრად დამევასა იქაური სიტუცია : D მაგარი ვიხალისე სადღეგრძელოებს შუა “ტანცი-მანცებზე” : D

ხოდა, დაჟე რამოდენიმე მიზეზი მქონდა, რის გამოც მაგრად მიხაროდა წასვლა:

1- ჯერესერთი, კონჩხო სოფლიდანაა წარმოშობით და ქორწილსაც იქ გადაიხდიდა და ამ ზამთარში ხარაგაულში ჩასვლა ერთი დიდი ბედნიერებაა, თან იქ სულ თოვლია ამ დროს

უკან მთლად ასეთი მყინვარწვერები არ მოჩანს, მაგრამ სოფლის ზევით ავდივართ ხოლმე მინდვრებზე და წარმოიდგინე, სულ გადაშლილი სივრცეა, სადაც არ უნდა გაიხედო მთებია , სულ მთები გარშემო … და შუაში უზარმაზარი მინდვრებია გადაშლილი. ზაფხულში ხო ძაან ლამაზია იქაურობა და ზამთარშიც 2ჯერ ვიყავი და დათოვლილი მთის ფერდობები უფრო მეტად მიმზიდველიც კი იყო : D

რა ცუდია, რომ ძველ ვინდოუსს მაშინდელი სურათებიც გადავაყოლე … : (

2- მეორე მიზეზი ჩემი სიხარულისა ის იყო, რომ იქ ერთ ჩემ ნათესავს ვნახავდი, რომელსაც ამ ზაფხულს მაგრად ვენაგლე და მაგარს ვბავშვობთ ორივე … : D და მაინტერესებდა რას იზავდა მეც რომ იქ ვიქნებოდი.

3- უბრალოდ (ზოგიერთ) მონატრებულ ნათესავს ვნახავდი და რავი, გამისწორდებოდა ასე მეგონა რაა.

4- ძალიან მიყვარს ხარაგაულის გზაზე მანქანით მოძრაობა :წუბ: ვგიჟდები ფანჯრის მინიდან რომ ვიყურები და ასეთი ლამაზი ხედებია გარშემო, მთავარი ტრასიდან რომ გადავუხვევთ მერე უკვე მართლა ალისას სასწაულების ქვეყანაში მგონია თავი.


ისე, გავკარით ალისას და მის ქვეყანას, : D

ჩვენი საქართველო ყველას ჯობია არ შემეწინააღმდეგოთ არავინ : D

ჰოდა, უკვე 3 კვირით წინ მიხაროდა რომ იქ წასვლა მეღირსებოდა ამ ზამთარში და ველოდებოდი როდის დავგირეკავდნენ რომ დრო და თარიღი ეთქვათ.

ჰოდა, დარეკეს და გამისწორდა, მეთქი ოოოო : D დაჟე, სამოსიც კი უკვე შევარჩიე და ზუსტად დავგეგმე რამდენი ხანი ვიქნებოდი : D

მარა ჩამეკუკა გეგმებში : ( ხვალ დანიშნეს ქორწილი და მე კიდე ხვალ “კორპორაციულ ფინანასებში ” მაქვს გამოცდა. ასე  დავრჩი ხახამშრალი. ბოლო 3 დღეა ამ აზრს ვურიგდები : D

პ.ს. ხო, კიდე, თავიდან წასვლას მარტო მე და ბიძაჩემი ვაპირებდით და ეხლა ისე გამოვიდა, რომ ვერც ის მიდის და ვერც მე და ისინი მიდიან, ვინც საერთოდ არ აპირებდა წასვლას : D

ბედის დაცინვაც ამას ქვია რაა . ამიტომ არ მიყვარს წინასწარ არაფრის დაგეგმვა .

პ.პ.ს. იმედია, გელა არ მიწყენს ცოტას თუ გავიხუმრებ : D და მე იმედი მაქვს, რომ ხვალ ხარაგაულში ჩასულ სტუმრებს ასეთი პატარძალი არ დახვდებათ : D

პ.პ.პ.ს ის წინა ადნაკლასნიკის ლოგოს გარეშე ვერ ვნახე და მეც გამიკვირდა გოოგლეში რომ ამ ლოგოთი მოხვდა სურათი .

4 Responses to “ქორწილი უჩემოდ”

  1. Marr said

    ოჰ ეს რა მოგსვლია… რას გვიშვრება ეს გამოცდები…

  2. sunwaited said

    სხვ გზა არ არის : ((

    ჩემები უკვე წავიდნენ და მე კიდე ახლა მაღლივში მიწევს ასვლა, თან ამ თოვლში.

  3. ვაიმე შენ მოგიკვდი:D😀
    როგორ ვერ ვიტან რომ ესე უაზროდ მეფუშება გეგმები.
    და გამოცდის გაცდენა არ მოსულა?

  4. Marr said

    ეხლა რომ ის გამოცდა ჩაიშალოს რას ვიცინებ… :)))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: