ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ხელმარჯვე ვარ

Posted by vekoo on February 11, 2010

ხელმარჯვეობა ძალიან კარგი რამ არისო, ხომ გაგიგიათ?

თუ არ ან ჯერ არ გაგიგიათ, მე გეტყვით. : D

რაა, გგონია რომ ცუდია ხელმარჯვეობა? : D ნუ, გააჩნია როგორ ასპექტში.

აი , მე კი, ძალიანაც გამომადგა ის, რომ მე ხელმარჯვე “ოსტატი” გამოვედი.

ჰოო, ჰოო, მე ხელმარჯვე  ვარ !!!

ორაზროვნება რომ გაგიფანტოთ, დავაზუსტებ, რომ ეს ის არ არის, რაც შენ გგონია : D : D : D

ეს დღეები პოსტებს იმიტომ არ ვწერდი, რომ კლავიატურა გამიფუჭდა , აღარ იკრიფებოდა და ყიდვისგანაც თავი შევიკავე, ბოლო გამოცდას აღარ მოვრჩებოდი.

აჩო მაცდუნებდა (თავის ჭკუაში) “ბლოგზე არ გინდა დაპოსტვაო? გამოგივლი მე მოგიტან ახალ კლავიატურასო”, მაგრამ მე მყარად ვიდექი ჩემ პოზიციაzე, რომ ეკონომეტრიკის გამოცდამდე მხოლოდ პასიური ინტერნეტ მომხმარებლის როლი უნდა მომერგო.

მაგრამ, გუშინ საღამოს ვეღარ მოვითმინე, თან მეტისმეტად უსაქმურად ვიყავი, თან გამიტაცა ხელმარჯვეობის იდეამ , მოვიმარაგე “იარაღები” და დავშალე კლავიატურა.

მინდა გითხრათ, რომ ეს იარაღი ბლაგვ წვერიანი პატარა (ძველი ) მაკრატელი იყო და “ატვიორკის” (ქართულად ნეტა როგორაა, სახრახნისი ნეტა? ) მაგივრად ამითი დავშალე “შურუპები”.

ძალიან ბევრი კი იყო – 12 ცალი დიდი და 5 ცალი პატარა შავი . იმ მეხუთესაც ზევიდან სკოჩივით ეკრო რაღაც სტიკერი და ვერ ვხედავდი და მერე ძლივს აღმოვაჩინე და გავხსენი ერთი სიტყვით.

შნურებს მოველოდი და მარტო 1 ცალი საწყალი შნური დამხვდა შიგნით , ისიც ძალიან მოკლე , ამიტომ თვითონ “ასოების” ქვეშ სქემასავით იყო 2 ცალი გამჭვირვალე ფურცელი , (ზედ სქემასავით ეხატა და აქედან დავასკვენი) , თან ფიზიკას ასე თუ ისე, კარგად ვსწავლობდი და მივხვდი, რომ სიგნალის გადაცემა აქედან ხდებოდა ( აბა, შნურები არსად იყო და ) .

ჰოდა, ჩავთვალე რომ “არხები” იყო დაზიანებული- ჩემ შემთხვევაში დაბინძურებული და სულ გავაპრიალე ის გამჭვირვალე ფურცელი- სქემა სავარაუდოდ.

ჰოდა, მერე შევაერთე და მუშაობს დღეს უკვე და მე ბედნიერი ვარ ! ! !

ასე მივიწებე თავად კიდევ ერთი წოდება “ხელმარჯვე ოსტატი” .

13 Responses to “ხელმარჯვე ვარ”

  1. archily said

    ნამდვილი თავსივა😀 თან ხელმარჯვე😀

  2. Marr said

    შენ რა მაგარი ხარ… ერთი ჩემი კლავიატურა უნდა მოგიტანო იქნებ მოუხერხო რამე, ნამეტანი რახრახებს😀😀

  3. sunwaited said

    archily
    ჯასნია :ბოლი:😀😀😀

    Marr
    რა პრობლემაა😀 მომიტანე😀 მაგრამ შედეგზე 100%ით თავს ვერ დავდებ😀
    აუ, მართლა მომიტანე რაააა😀😀😀

  4. Marr said

    ერთხელ დავშალე და სულ დამეფანტა ის მრგვალი რარაცეები რომ აქვს შიგნით, ძლივს ავაწყვე. ეხლა კლავიშები უმოძრავებსსავით და რომ ვაჭერ ჩხაკუნობს. რა ვუყო ექიმო?

  5. dembo said

    ara ra es kvebis bloki rom damewva shentvis udna metxova sheketeba

  6. zurriuss said

    მე მასეთ ხელმარჯვეობაში სიზარმაცე მიშლის ხელს :))

  7. sunwaited said

    Marr
    ჩემი რჩევა : გადააგდე და ახალი იყიდე😀

    dembo
    ხოოო😀 მარა ახლა უკვე გვიანია😀

    zurriuss
    ზარმაცოოო😛

  8. Marr said

    sunwaited
    არა, ამას კლავიშები წაშლილი აქვს და დედაჩემი ვერ ცნობს. ახალი რომ ვიყიდო, მიუჯდება და ეხვეწე მერე 5 წუთი დამსვიო😀😀

    • sunwaited said

      მაშინ, დაშალე ისევ და სადაც ჩავარდნილია იქ ბამბები შეუწყვე, ისე, როგორც ეხლა ბევრი პატარა მკერდიანი გოგო იქცევა : DDDD
      “ღრმული” ამოვისება და შენც ბედნიერად იქნები 😛

  9. Marr said

    არაა ჩავარდნილი. ყველაფერი ადგილზე აქვს, მარა ეტყობა კარგად ვერ ჩავსვი. მართლა უნდა დავშალო ეხლა.

  10. კიდევ კაი ჩემს კლავიატურას არაფერი ჭირს. რამდენი წელია მაქვს აღარც მახსოვს. მეც ხო არ მენახა შიგნით რეებია? ვეკო სემიჩკის მარცვლები არ დაგხვდა? თუ შენ არ ჭამ?😀 ჩემთან უეჭველი ეყრება

  11. sunwaited said

    Marr
    ხო, ანუ ის გამჭვირვალე თეთრი რაღაცები კარგად უნდა ჩასვა “კნოპკების” ადგილას😀 მიდი მააარ, გბალეშიკობ😀

    siyvarulovna
    არა, მზესუმზირას აქ არ ვჭამ : D ძირითადად წამწამები ეყარა. :O თურმე, წამწამები მცვივა და არ ვიცოდი : D კიდე რაღაცა მტვრის ნაწილაკები.
    მაგრამ , ეგ არ უშლიდა ხელს. მთავარი იყო ის გამჭვირვალე ფირფიტა- სქემა იყო გასაწმენდი : )

  12. Marr said

    პრაბელი ჩხაკუნობს მაინც😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: