ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

გაჩხერილები – ნაყოფიერი დღეები გრძელდება : D

Posted by vekoo on February 12, 2010

თურმე, დაუწერელი ყოფილა, რომ სტიქიით დაზარალებულები ერთმანეთს დაუზარლად ეხმარებიან.


თუმცა, ამაზე ბოლოს … ეხლა კი ჯერ დღევანდელ თოვლზე წავიჭორაოთ : ))


წინა პოსტიდან უკვე იცით, რომ დღეს წესით, ხარაგაულში ქორწილში უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ, ამის მაგივრად კორპორაციის ფინანსების გამოცდა დავწერე 36 ქულაზე (ჩემი გამოთვლებით)

ისე, რად მინდოდა სადმე წასვლა, როცა იქვე , სადაც ვიყავი, მაღლივშივე ასეთი თოვლი იყო , ნაძვები და ექსკლუზიურად მაღლიველებისთვის ტროპოკულ მცენარეებზე თოვლის დასტები : D = >>>

ჰოდა, გამოცდიდან გამოსული ნეხვატკაში ვიყავი ასე ვთქვათ და აჩომ შემომთAვაზა, მაინც აქაცაა თოვლი და ცოტა შორს გავისეირნოთო. მეთქი ოოო : დ მეც მეტი რა მინდოდა და გავუყევით ტრასას მცხეთისკენ …

ლამაზია ხო ?


გზაში თან Infected Mushroom – Elevation ჩავრთეთ და ერთი სიტყვით, განცხრომაში ვიყავი.


მცეთასთან მარცხნივ ვგადავუხვიეთ და ის ეს ადგილი ყოველთვის გვიყვარდა და ხშირად ვსტუმრობთ ხოლმე, ეს სურათებიც იქ მაქვს გადაღებული.ტრასიდან როგორც კი გადავუხვევთ, ამ გზაზე სულ მე ვჯდები ხოლმე, მაგრამ ამ თოვლში მაგას ვერ გავრისკავდი, ისედაც ძლივს ავდიოდით…

ბევრი რომ არ გავაგრელო, ერთ დიდ აღმართს მივადექით და მიუხედავად იმისა, რომ წინა წამყვანი თვლებით ვმოძრაობდით, მაინც ვეღარ ავედით, ცუდი ის იყო, რომ უკანაც ვეღარ მოვტრიალდით – მეტისმეტად წვრილი იყო სავალი ნაწილი, არადა ზევითაც ვეღარ ავდიოდით და შემხვედრი მანქანა რომ გამოჩენილიყო ვერც ის გააჩერებდა იმ მოყინულ დაღმართაზე და დაგვეხეოდა ერთი სიტყვით. : (

მე მაინც თავი მქონდა გაყოფილი ფანჯრიდან და სურათებს ვიღებდი. მაგრამ ყველაზე პრიკოლი ის იყო, რომ ჩემი სანაქებო შუბლი ტალახის წინწკლებით დაიფარა და გაშპაკლულ მულატკას დავემსგავსე : D : D : D

და ჰოი საოცრებავ : D

მართლა გავიჭედეთ …….. მოხვევის ყველანაირი შანსი რომ გამოირიცხა აჩომ “ზადნით” გადაწყვითა უკან დაღმართზე ჩასვლა, გული მიკანკალებდა , სულ ვსრიალ ვსირუალებდით ისე მოვგორავდით უკან, მოცურების საწინააღმდეგო სისტემაც ჩვენს წინააღმდეგ მუშაობდა, : ( რომ გასრიალდებოდა ბორბალs ბლოკავდა და სადაც და როგორც უნდოდა, ვეღარ უხვევდა : (

და ამ ფრიად “ბედნი-ერ” მომენტში უკან მეორე მანქანა გამოჩნდა, – ჩვენკენ (ზემოთ) მოდიოდა.

ისევ ის გაჩერდა და უკან წავიდა, გაგვითავისუფლა გზა, მაგრამ ამ დროს ჩვენც გზის მარჯვნივ გავსრიალდით და თოვლში სანახევროდ ჩავეფალით და ისინიც რაღაც საეჭვოდ გაეჩხირნენ დაყირავებულად.


to cut the long story short, იმ მანქანაში მჯდომი 2 კაცი მოგვაწვა : D და ასე წვალებ წვალებით დაგვაყენეს გზაზე …

მაგრამ ისინიც გაჭედილიყვნენ: როცა უკან იხევდნენ, რათა ჩვენთვის გზა გაენთავისუფლებინათ, უკანა ბორბლებს შორის სათადარიგო ბორბლით რაღაც ლოდზე შემჯდარან და ახლა ორივე უკანა ბორბალი ჰაერში ქონდათ ( ნეტა, როგორ მოახერხეს ასე : O ) თან უკანებით მოძრაობდენენ და იყვნენ ასე გაჩხირულები ჩვენზე უარესად.

ისეთი მიყრუებული ადგილი არის არც ბევრი ხალხი მოძრაობს … აქვე მონასტერია და იქ ამსვლელები და იქვე ნაკვეთების პატრონები თუ გამოივლიან მარტო.

საბოლოოდ, ისინიც ჩვენი გამოსათრევები/გადასარჩენები გახდნენ : D (ამაყი სმაილიკი აქ : D )

წინდახედულ თავებს თავი ნაკლებად უტყდებათო : D ესეც დიად სტანდარტებს უთქვამთ : D

ხოდა, ჩვენც ნაკლებად გვაქვს ხოლმე ოცნებად თავის გატეხვა : D და აჩოს თოკიც აღმოაჩნდა რაღაცა : D ძალიან მესიმპატიურად მე ის თოკი, თან სულ ახალი იყო და მაგარი ფერი : D მართლი რომ გითხრა, დამენანა კიდევაც იმის გამოყენება და დასვრა იმ კაცების მანქანის გამოსათრევად ( მერე რა, რომ ჩვენ გამო გაიჭედნენ : D ) მარა, თან მანქანაში 3 ბავშვი და 2 ქალი ყავდათ და ისინი შემეცოდნენ : (

.

.

.

.

არადა ისინი თავისთვის მშვენივრად ერთობოდნენ, “ციგაც” კი აქვთ წამოღებული.

მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, ისინი იქ იყინებიან, მე კი ეხლა მანქანაში თბილად ვზივარ, მუხლებზე ლეპტოპი მიდევს, – ამ პოსტს ვწერ, მარჯვნივ ფანტის ახალ გახსნილი ბოთლი მაქვს და მარცხნივ ჩემი საყვარელი ტრიგორაჩკები და შოკოლადიანი ჩხირები😛 თან, კაია აჩომ სიგარეტის კოლოფი თავისი სანთებელით აქ რომ დამიტოვა : D

მარა, მაინც მეცოდება იქ რომ იყინება, არადა , ტეხავს რომ წამოვიდეს, სტიქიით დაზარალებულთა დაუწერელ კანონს ხომ არ დავივიწყებთ. : DD

ხოდა ახლა, ვზივარ მარტო და ველოდები როდის გამოათრევენ იმ მანქანასაც. არადა, ჩვენ ვერ ავედით იმ აღმართებზე და ეს რას იზავდა . ტვინი სად აქვთ ამ კაცებს რაა : D

ესეც ხედი ჩემგან, რაღაცა სირცხვილის გრძნობამ შემაწუხა : ( გაზულუქებული ბავშვი მგონია ჩემი თავი, მარა მე ხომ არ გადავხტები ეხლა და მივაწვები იმ მანქანას ? : D

თან, სურათზე დააკვირდით, (ამას მერე ჩავამატებ ) მანქანის უკან დიდი ბალახებია და იქაა გაჭედილი.

=========================================================

ვსო. აქ მთავრდებოდა ჩემი პოსტი . ამის მერე ბევრი რამე მოხდა, მერე კლავიატურაც გამიფუჭდა, რაზეც უკვე ვწერდი…და საბოლოოდ ამ პოსტის დამთავრებასაც დაადგა საშველი : D

საბოლოოდ, ის იქიდან გამოიყვანეს და გზაზე დააყენეს და ჩვენც წამოვედით სახლებში.

მართალია როგორც დავგეგმეთ ისე არ გამოვიდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც ნაყოფიერი დღე იყო. – კიდევ ერთი კეთილი საქმე გავაკეთე : D

11 Responses to “გაჩხერილები – ნაყოფიერი დღეები გრძელდება : D”

  1. Marr said

    ვა რა მაგარია… თან რა მაგარი თოვლი ყოფილა, რამ გაგაჩერა მანქანაში. ერთხელ ეგეთ თოვლში, კახეთის გზატკეცილზე მოვდიოდით როცა მანქანას ბორბალი გაუსკდა. :)))მართალია ფეხები მომეყინა, მარა კაი გუნდაობა კი შემრჩა :))

  2. sunwaited said

    Marr

    კაი, გოგო, ტეხავდა ჯერესერთი😀 ისინი გასაჭირში იყვნენ (თან ჩვენ გამო) და მე გიჟივით მემხიარულა?😀 იმენა სასტიკად იყვნენ გაჭედილები😀 ბოლოს სადანღაც ფიცრები მოათრიეს და ის შეუყუდეს ბორბლებს და იმაზე გაიარა მანქანამ😀 თორე დარხეული ქონდათ, იქ მოუწევდათ ჩარჩენა ჩვენ გამო და მე დარტყმული იდიოტივით მომენტით მესარგებლა და მათ 5 წლის ბავშვებთან მეგუნდავა?😀
    თან გავყინულიყავი?😀
    ნურას უკაცრავად ! სითბოში ვიჯექი საკაიფოდ და პერსპექტიული დრო მქონდა პოსტს ვწერდი, გავსულიყავი და მეც გავყინულიყავი და მერე ცუდ ხასიათზე დავმდგარიყავი ეგღა მაკლდა რააა😀
    დაპოსტე რაა შენც თოვლზე😛

  3. Marr said

    ეხლა ახალი რარაცეები გამახსენდა კიდე და იმეებს მივუმატებ.😛

  4. თქვენ მოგიკვდათ ჩემი თავი:Dმარა თოვლი ასწორებს თან ძაან ძააან.გეგუნდავა ერთი შე ქალო რა იყო. თან ნახე რა კაი თოვლიაა

  5. sunwaited said

    Marr
    აუ, მაარ, მიდი, დაამთავრე რაა. მიყვარს ხოლმე შენი პოსტების წაკითხვა🙂

    siyvarulovna
    რატო კვდები კაცო, იყავი “პაწა ხანს ” ცოცხალი😀😀😛
    მერე ჩვენ წავიდეთ და ისე ვიგუნდავოთ😀 თქვენთან ვიგუნდავებ, თოვლსაც გაჭმევთ და კისერშიც უხვად ჩაგაყრით😀 ვატყობ, შენ და მარი ძაან გაგიტაცათ გუნდაობის იდეამ😛😀😀

    • Marr said

      მივედი ხოო. რატო გიყვარს ნეტავ ჩემი პოსტების კითხვა😀

      • sunwaited said

        მსიამოვნებს როცა ვიგებ, რომ ვინმეს პოსტის საწერად განვაწყობ😛

  6. archily said

    ჰოოოო კაი პრიკლოლი დღე კი იყოოოო😀 და ძალიან კარგად მახოსვს ეგ დღე🙂 მიუხედავად იმისა რომ ოთხივე კიდური გამეყონა რასაქ ქვია და ატალახებული დავბრუნდი ჩემ პიპოში ჩემ ჭუკლისთან მიანც პოზიტიურად მახსოვს ყველაფერი😀

  7. Marr said

    იმდენი მიჩიჩინე დაწერე დაწერეო… განმაწყობ კი არადა მაიძულებ :))

  8. […] ბლოგერს ევერესტის მწვერვალზეც, მთაში თოვლიან ნამქერში ჩარჩენილსაც უნდა ქონდეს ნოუთებში პოსტი დაწერილი […]

  9. […] ლიბ.ბანკის სათაო ოფისიდან, ვწერდი მთაში თოვლიან ნამქერში ჩარჩენილიც და ვულკანიზაციაშიც ცალფეხა […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: