ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

აზღუდი დამკვირვებლებისათვის :ორა:

Posted by vekoo on February 15, 2010

გულზე ლოდი მედო და გადამაგორეს.


მაგრამ, ჯერ არ ვიცი მის ადგილას ეხლა როგორ კონსტრუქციას ააშენებენ მავანნი უნივერსიტეტისანი.


მოკლედ: ბოლო გამოცდა დავწერე მრავალტანჯულ ეკონომეტრიკაში და დაველოდები ეხლა მეც შედეგებს, თუ ეს საგანი შემრჩა, მე9 სემესტრი მომიწევს და ცუდია : (


მაგრამ, ეჭვი მაქვს 21 ქულას მაინც დამიწერენ – სიპსა ლოდსა ზედა ჰრტყენი თავი ვეკო, რამეთუ გეტენებაი საგანი იგი საძულველი მაღლივსა შიგან…


მაგრამ, თავს ზემოთ ძალა არ არისო, – როცა თავს ყველაფრით გამოიტენი “ნორმალური გენერალური ერთობლიობის უცნობი საშუალოს ნდობის ინტერვალის განსაზღვრა უცნობი დისპერსიის პირობებში”-ს გარდა ( ლოოოლ : ( ) მერე აღარ უნდა გიკვირდეს გამოცდაზე მოსული ბილეთები.

მაგრამ რა ვქნა, გუშინ საღამოს ვურტყი თავი წიგნს, ბალიშის ქვეშაც დავიდე, მაგრამ რაც ვისწავლე ეგ იყო რაა … საბოლოოდ ერთი თემა მაინც გადავიწერე აი ამ შპარგალკიდან.

პარაააამმმმმ ! ! !წარმოგიდგენთ უნიკალურ დანადგარს სუპერ ბუპერ ხეროხს მაშინას. ის არ იბურძგლება, არ წვავს ზედმეტ ელ ენერგიას და გიმსუბუქებთ შრომას ცოდნისაგან ეულად შთენილ უნივერსიტეტის სტუდენტებს.

ესაა მაგნიFიზენთ მინიმიზენთ ( : D ) ძველებური შპარგალკა, ოღონდ თანამედროვე ინტერპრეტაციით, ე.წ. რიმეიქიკია რააა😉

მოსახერხებელია, კომპაქტურია, ადვილად თქვენთვის და ძნელად აღქმადია დამკვირვებელთათვის.

აქ მინიმალური (ფურცლის) დანახარჯებით მიღწეულია მაქსიმალური ინფორმაციის გაჯერება საგამოცდო რვეულში.

შპარგალკის ზომები შეგიძლიათ თავადაც შეამოწმოთ მის გვერდით მდებარე პასტის მასშტაბის მაგალითზე. შემდეგ ეგ დაიკეცება 4-ად ან 2-ად, გააჩნია თემის სიგრძეს და დისლოკაციის ნუ შეგეშინდებათ. (პ.ს. აუ, ეს სიტყვა მგონი ლოკაციაში ამერია და თუ არ ჯდება კონტექსტში, მე მომიტევეთ : D 3 ღამის უძილო ვარ😉 )

თუმცა, აქვს ერთი უკუჩვენებაც, აღმოჩენის შემთხვევაში ავტომატურად ტოვებთ წერას და “სვეშამი” გადიხართ გამოცდიდან.

ჩემი რჩევა იქნება, თუკი არ ხართ (ჩემსავით) სპეცი გადაწერაში, ესეთი დამხმარე ნაწილაკები ( არ ვიხმარ სიტყვა “შპარგალკას” ) ჩადოთ დაჭმუჭნულ სელპაკში და დროდადრო, როცა დამკვირვებელი მოგიახლოვდებათ ნარნარად გადაისვათ ეს სელპაკი საულვაშეზე ცხვირზე მდებარე ღრმულიდან სისველის მოწმენდის ქვე მიზნით. თუმცა, ეს მხოლოდ თქვენი აზღუდი კი არა : D , ფარია, რომ დაგიცვათ მან ჩავარდნისაგან.

ასე რომ, ყველაფერი თქვენთვის მომინდვია. და ერთს დავამატებდი კიდე:

ეს მეთოდი ფართოდ იყო აპრობირებული ჩემს მიერ რამოდენიმე საძულველ გამოცდაზე 1 კურსზე, თუმცა, უკვე მე2 კურსზე, როცა უკვე ეროვნული ცენტრი ატარებს გამოცდებს, ამის გამო განმეორებითაც მოიწია გასვლა … შემდეგ დავგმე ეს მეთოდი

და დადგა ჟამი იგი ნეტარი და მე3 კურსზე მე კვლავ დავბრუნდი ჩემს ახალგაზრდობაში, როცა ყველანი 37 მანეთად მივფრინავდით მოსკოვში და ვგულაობდით … და ერთი თემა აქედან დავწერე.

ჰო, ეს ის საკითხი არაა რაც მე შემხვდა, ის ფურცელი განისვენებს ჩემი პალტოს ჯიბეში.

ღმერთი თქვენკენ .


4 Responses to “აზღუდი დამკვირვებლებისათვის :ორა:”

  1. archily said

    იო ჩვენ 37 მანეთად მივფრინავდით მოსკოვში და ვგულაობდით,ვგულაობდი9თ ვგულა….ვგლულა…ვგულაობდით (როცკ)

    კაი ხერხია ეგ😀 მარა მაგის გამო საგანი შემრჩა😀 ერთადერთი სგანი რომელიც შემრჩა😀

    რა ჩემი ბრალია კიარადა ხო რა ჩემი ბრალია😀 მოუქნელი ვარ მაგ სკითხში😀 ერთხელ დამიჭირა იმ დამკვირვებელმა,ჩემი ერთერთი ლექტორის ასისტენტი იყო და დამინდო და არ გამაგდო,ჩუმად წამართვა,ისე რომ არავის დაენახა😀

    ხოლო შემდეგ…ვეკო აი სწორედ შენი,შენი რიგის დამკვირვებელმა დამინახა თავისი გამადიდებლებიანი თვალებით იმ სიშორიდან და სწორედ შენი რიგის დამკვირვებელმა გამაგდო გამოცდიდან😀

    მოიცა დაიწყოს მეორე სემესტრი😀😀😀😀😀😀😀

  2. sunwaited said

    რა ცუდია : ( მახსოვს როგორ გამიტყდა მაგ მომენტში😦

    არადა მე გირჩიე , გადაიწერეთქო : )

    ისე, როცა ვიცი ყველაზე “მსუბუქად” მაშინ ვწერ😀 რა დამთხვევაა არაა?😀

  3. Marr said

    სელპაკი სულ მიჭირავს ხელში. დღესაც გამოცდაზე მეჭირა და ვფიქრობდი, ნეტავ ეხლა შპარგალკა რომ მეჭიროს სელპაკის მაგივრად რას მიხვდებოდნენ მეთქი.მარა მაინც ვერ გავრისკავ, ერთხელ სკოლაში გრიპიანი ვწერდი საკონტროლოს სელპაკით ხელში და მასწავლებელი დამადგა შპარგალკა მოიტაო :)))

  4. fsiQe said

    გილოცავ ლოდის გადაგორებას გულიდან!😀

    მე ხვალ მოვიშორებ მაგ საშინელ ლოდს😐 იმედია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: