ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

საზამთრო ნუგბარი: საზამთრო თუ გოზინაყი?

Posted by vekoo on February 17, 2010

ზამთარიც გავიდა და ახალი წელიც, მაგრამ ნათქვამია, “არ ვიქნები 100 წლისაც ბებერი, გული იყოს მხოლოდ უბერებელი”-ო : )

ჰოდა, არ მომენატრა საზამთროც და “საზამთრო” ტკბილეულებიც.

ნუ, საზამთრო ჯერ შორს არის და ამიტომ, ისევ “საზამთრო” ტკბილეულით დავაპირე პირის ჩაკოკლოზინება : ))

ეს კი სასარგებლო ბმული, თუ

როგორ ავარჩიოთ მწიფე საზამთრო?

დავტეხე თხილი, მოვხალე პატარა ტაფაზე, გავარჩიე ნაფრცქვენებისაგან და შუებში გადავჭერი, მერე ზემოდან ჩემი სოფლის უგემრიელესი ტაფლი მოვასხი და ავურიე,

რა გამოვიდა ვინ ვერ მიხვდება? რა და უგემრიელესი გოზინაყი : ))

ამ სურათზე ჩანს გასუფთავებული (ნუ, რამოდენიმე დამწვარი) თხილი .

ჯერ არ არის არეული თაფლში და არ შეუძენია ის სასიამოვნო თვისებები, რაც ასე რიგად მიზიდავს გოზინაყში : D

ეხლა ვფიქრობ , ნეტა, რომელი უფრო ჯობია, ჩაშაქრული, კარგი მწიფე ჩაციებული საზამთროს უგემრიელესი ნაჭერი თუ გემრიელი საზამთრო ნუგბარი- გოზინაყი.

ნეტა, თქვენ რომელი გირჩევნიათ ძვირფასო მკითხველებო?

აი, ამ წუთას, როცა გოზინაყი უკვე ვიგემე, მე საზამთროს ავირჩევ, მაგრამ ზაფხულში, დარწმუნებული ვარ, გოზინაყი უფრო მომენატრება😛

მითუმტეს, რომ ცხელ თაფლში არევის მერე უგემრიელესი გამოვიდა და ბევრად უკეთესიც ვიზუალურადაც.

თუ არ გჯერათ, თავად დარწმუნდით😉

ხომ ვამბობდი, მიყურე და ისწავლე მეთქი😛

2 Responses to “საზამთრო ნუგბარი: საზამთრო თუ გოზინაყი?”

  1. Marr said

    აუ მომინდა ეხლა სახამთროც და გოზინაყიც. ოო რას გამახსენე რა გინდოდა ვახ! :)))

  2. აუ ვგიჟდები გოზიინაყზე. განსაკუთრებით თხილისაზე. რო ვკითხულობდი სულ ნერწყვი მომდიოდა. =((( უეჭველი გავაკეტებ ამ დღეებში :ჵ
    ხო და რაც შეეხება საზამტროს ნებისმიერ დროს მიყვაარს, ისევე როგორც გოზინაყი. ამ შემთხვევაში ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს წელიწადის დროებს.
    რაც მთავარია ხომ გემრიელია დაა დალშე მკიდია :

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: