ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

changes in my life …

Posted by vekoo on February 22, 2010

თურმე გავიზარდე, გავიზარდე და შევიცვალე. ამას ერთი მარტივი მაგალითის საფუძველზე მივხვდი.
მეგობარი მყავდა, სკოლის დამთავრების ასაკში მასზე ახლობელი ერთეულები თუ იყვნენ ჩემთან, ჩემ “მეორე მეს” ვეძახდი …
ჩემი იდეალი არასოდეს ყოფილა, არც რჩევას ვეკითხებოდი მას, მითუმეტეს, მაშინაც არ მოსწონდა ის ბევრს … მაგარამ მე მისი არაფერი მაღიზიანებდა …
მისი არანორმალური საქციელი არ ყვიროდა ჩემში… არ მიჩენდა პროტესტის გრძნობას …

გავიდა დრო… დავამთავრე სკოლა …

მე ჩავაბარე…

ის არც ეცადა … მერე საზღვარგარეთ წავიდა 2 წლით…

ერთმანეთი არ გვინახავს მთელი ეს დრო … ინეტში თუ დავეკონტაქტებოდით ერთმანეთს…

ისიც ძალიან იშვიათად…

ამ დროის განმავლობაში მე სრულიად გამოვიცვალე გარემო, ტყავიც კი თურმე … ბავშვობის მეორე მეგობარი თვლიდა, რომ მე უნივერსიტეტმა შემცვალა ( თვითონ ვერ ჩააბარა, თან მე სადაც მინდოდა იქ მოვხვდი პირველივეზე და თან 100%იანი გრანტით, ის კი ვერსად ) … შეიძლება შურის მომენტიც იყო … არ ვიცი … დროს იშვიათად ვნახულობდი მასთან ურთიერთობისათვის…
არადა ერთი იმასთანღა ვმეგობრობდი რასაც ქვია და მეორე იმასთან, ვინც უცხოეთში წავიდა 2 წლით…

გავიდა დრო… ერთი … ორი წელი …

თეო ჩამოვიდა , სრულიად მოულოდნელად …

ჩვენი შეხვედრაც მოულოდნელი იყო … ურთიერთობა კიდევ უფრო მოულოდნელად გაგრძელდა … მოულოდნელი იყო მისთვისაც ჩემი ცვლილებელი … თურმე სრულიად გამოვიცვალე… ამას მეც კარგად ვისიგრძეგaნებ …

ის წავიდა 2 წლით და შეიცვალა მისი ისედაც დამახინჯებული ფსიქიკა თავაშვებული ცხოვრებით, ღამის კლუბებით … შეიძინა ექსცეnტრიულობა, რომელიც საშინლად მაღიზიანებდა … ეს უკვე მერე თავიდან, ჩამოსვლის პირველ კვირებში მხოლოდ ვაკვირდებოდი …

ვაკვირდებოდი როგორ მეგობრობდა იმ ხალხთან, ვიზეც ადრე ჩემთან ჭორაობდა… როგორ წავიდა ზაფხულში ქობულეთში მასთან ერთად  და ეს მეორე დაქალისგან გავიგე … ეტყობა, ისიც გრძნობდა ჩემ დამოკიდებულებას და ბევრ რამეს მიმალავდა …

რა ვქნა, ვერ დავიყენებდი სიფათს , რომ ყველაფერი რიგზე იყო, არ მსიამოვნებდა მისი ახალი მეგობრის კამპანიაში ყოფნა… რა გარანტია მქონდა, რომ ჩემზეც ისევე არ საუბრობდა მასთან, როგორც ჩემთან ჭორავდა თვითონ იმ საცოდავს, ამბობდა, რომ ქუჩაში მასთან ერთად გასვლის ცხვენოდა, რომ ყველაზე ამორალური გოგო იყო მთელ უბანში , რომ მეგობარი ბიჭები მასთან კონტაქტს უკრძალავდნენ … მერჩივნა ყველაფერ ამას გავრიდებოდი და შორიდან მეცქირა მათი სიამ-ტკბილობისათივს…

ამ წლების განმავლობაში ჩემი შეხედულების საზღვრებიც დაიხვეწა, აქამდე თუ ფართო იყო, მაგრამ რაღაც დოგმებით მაინც შემოსაზღვრული, ეხლა ეს დოგმებიც შემოიხსნა და დარჩა მარტო საღი აზრი… როცა თეო ამ საღ აზრს შეეჯახა, შეცბუნდა ძველებური პატარა გოგო რომ არ შერჩა ხელთ …

ასე ჩამოვშორდით ერთმანეთს რამოდენიმე თვით … იყო იშვიათი კონტაქტები …

მერე იმ ახალ გამომცხვარ დაქალსაც დაშორდა და ყველაზე მეტად რაც მეზიზღება ცხოვრებაში, ვიგრძენი როგორ უნდოდა ჩემთან დაბრუნება … მაგრამ მე ვინ ვარ ვინმე რომ განვიკიცხო, – ისე მივეცი ჩემგან წასვლის უფლება, არც არაფერი მიკითხავს და არც მითხოვია,უბრალოდ გადავუსვი ყველაფერს ხაზი , ვითომ არც არაფერი ყოფილა, შეიძლება ითქვას, დროებით მივაყარე სილა ყველაფერს … ჩემ “მეორე მეს” …

სამნი ვიყავით : მე, თეო და ლიკა (ვიზეც ზევით უკვე ვთქვი) . ლიკას დაბ დღეზე 2 თვის წინ ერთად წავედით … ვიგრძენი როგორ ცდილობდა ჩემთან დაბრუნებას … უკვე ძველ მეგობრობას მახსენებდა : “ვერო, გახსოვს, ჩვენ ხომ მეორე მეები ვიყავით” 😐 მაინც გავატარე ეს ლაპარაკი … ასეთი გავხდი, გისმენ მაგრამ არ ვიგებ რას ამბობ … გისმენ გულს გარეთ … მეგობრობა უნოდა? ჰოდა, მივეცი ნება თვითონვე მოეშორებინა სილა, რომელიც ადრე მივაყარე …

მას მერე დღეს ვნახე … ჩემთან იყვნენ ორივე. თითქოს, გამიხარდა ძველი მეგობრების სახლში სტუმრება, მეგონა ძველებურად დავსხდებოდით , ჭიქა ყავაზე წავიჭორავებდით .

როგორც იტყვიან ფატალური იყო შედეგი : შემოსვლიდან რამდენიმე ხანში ჩემ ოთახში გადმოვედით კომპიუტერთად და მას მერე მე დავიკარგე. ერთად იშვიათად ხვდებიან კომპთან და წავიდა ვიღაც ვიღაცების ჩვენება, მოსავლის აღება, თავის დაფასება უცნობი ბიჭის გაცნმობის სურვილებზე და მსგავსები  :უჟაააას:

მე გამოვეცალე … ისევ შორიდან ვუყურებდი … მერე წამოვწექი ლოგინზე და ჩემთვის ვიპოზიორე , – ყველაზე ნაყოფიერი მგონი ის იყო, მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემ გაკეთებულ დასკვნებს თუ არ ჩავთვლით.

თქვენც გააკეთეთ რამე დასკვნა? გამიზიარეთ … ძალიან მაინტერესებს.

დასასრულს კი, ამ გამძლეობისთვის ბონუსი ჩემი იმ დროს გადაღებული სურათები იქნება , რითიც ამ პოსტს ვაფორმებ კიდეც …
შეხვედრამდე .

ეს კი თეოა, რომელიც მე ყველაფრის მიუხედავად მაინც მიყვარს , მერე რა, თუ ისევ ძველებურად აღარ ვუყურებ მის ხასიათს , – გულს ვერ უბრძანებო ნათქვამია.
უბრალოდ მიყვარს და უბრალოდ …

15 Responses to “changes in my life …”

  1. archily said

    ძალიან კარგი პოსტია🙂 ხვალ დაახლოვებით ამ თემაზე მინდა დავწერო რაღაც რაღაცეები,განვავრცო ან რავიცი ეხლა როგორ ხასიათზევც ვარ ისეთ ხასიათზე თუ დავდექი დავწერ რამეს😀

    :UP: :* :* :*

  2. Marr said

    “მეორე მე” მგონია რომ სისულელეა ვინმეს უწოდო. ვერასოდეს იქნება ორი ადამიანი ერთნაირი და თუ მაინც ასე თვლიან, ესეიგი ერთმანეთის ზეგავლენის ქვეშ არიან. მგონია რომ ასეა. ჰოდა კიდევ, როცა ადამიანი ერთხელ რაღაცაში ჩაიჭრება, ამას მეორედაც იზამს და თუ დააცადე მთელი ცხოვრება გააგრძელებს. ძნელია, მაგრამ უნდა ჩამოიშორო გზიდან, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს. ისე შურის ფაქტორის გამო გოგოების მეგობრობა ხშირად მთავდება კრახით, მაგრამ რაც მალე დამთავრდება, მით უკეთესია.

  3. sunwaited said

    archily
    ჰო, მართლა მაინტერესებს, აჩო, რას ფიქრობს ამ თემაზე სხვა. მართლა ველი შენ პოსტს თუკი შეაჯამებ ამ სიტუაციას.
    up და pau😛 :*

    Marr
    ზეგავლენას რაც შეეხება, – ანუ ადრე მე ვიყავი მისი ზეგავლენის ქვეშ? არა, პრინციპში, პირველად ფრაზა “მეორე მე” მე წარმოვთქვი, მაგრამ შემდეგ უფრო ხშირად თვითომ იმეორებდა ხოლმე . მართლა კარგი მეგობრები ვიყავით მაშინ .

    ჩამოშორებას რაც შეეხება, ჩამოსაშორებელი, ვგონებ, არც არაფერია. ის ისევ მიდის 1-2 თვეში და უკან როდის ჩამოვა არც ვიცი. უბრალოდ, არ მიღირს ჩემით შევიქმნა პრობლემები, ადამიანს ასე ხელს ვერ ვკრავ.

    ამიტომ, ისიც უბრალოდ იქნება ჩემ გვერდზე მაშინ, როცა ამას სიტუაცია მოითხოვს… არ ვიცი… შეიძლება ვცდები ბევრ რამეში .

    მიმახვედრეთ .

  4. Marr said

    მე უფრო ზოგაგდად ვთქვი, შენს შემთხვევაში შეიძლება უფრო სხვანაირად ან მარტივად იყოს ყველაფერი. ის წავა და მორჩა. “ჩამოშორება” უხეში გაგეგით გაიგე უფრო შენ, არაა აუცილებელი მაინცდამაინც ხელი კრა. უფრო რბილი მეთოდებითაც შეიძლება. რაღაც მსგავსი შემთხვევა მეც მაქვს, თანაც უფრო რთული, ის არ მიდის საზღვარგარეთ და ყოველდღე მაღლივში ვხედავ, მაგრამ რაც სკოლა დავამთავრე, მხოლოდ მისალმებით შემოვიფარგლები. გული მტკივა ასე რომ არის, მაგრამ ტილს ფეხზე რომ დაისვამ, მერე ისევ თავზე აგაბობღდება.

  5. გაიზარდე და შეიცვალე, ისიც შეიცვალა. ეს ბუნებრივია და ხასიათიც ორივეს სხვა და სხვანაირი ჩამოგიყალიბდათ თუ სამივეს. დარწმუნებული ვარ ეს სიტუაცია 99% აქვს გამოვლილი.

  6. gijmaj said

    ჩემი საყვარელი ფრაზაა: დრონი იცვლებიან და ჩვენც მათტან ერთად ვიცვლებით. და თუ ჩვენთან ერთად გარემოცვაც არ შეიცვალა, მტრისაააასს.. მაშინ ბევრ რამეზე გვიწევს დაფიქრება, უარის თქმა, ჭიდილი… მეგობრების დაკარგვაც ისეთივე ბუნებრივი მოვლენაა, როგორც წვიმა და ქარიშხალი. მგონი ბოლო კლასში ვიყავი, ჩვენი პატარა სასტავი მორიგ ერთად ყოფნას სიყვარულით აღვნიშნავდით. ერთ-ერთის ბიძაშვილმა მეგობრობის სადღეგრძელოში ჩააყოლა, გისურვებთ რომ თქვენი სამეგობრო არასოდეს დაშლილიყოსო. ისე იტკიცა ერთიორმა!! :)) წარმოუდგენლად მოეჩვენათ, მაგრამ ახლა არც ერთი ჩვენგანი აღარაა ახლოს… განა იმიტომ რომ ვინმე გაბოზდა, ან ციხეშია, ან სადმე გადაიკარგა… ცხოვრება მოიტანა ასე😀 ცოტა ხანს ვეღარ (ან შეიძLება აღარ) დავეკონტაქტეთ ერთმანეთს და… ახლა მხოლოდ კარგი ნაცნობები ვართ. ახლა მათთვის გულის გადაშლა ისევე წარმოუდგენლად მეჩვენება, როგორც მაშინ უიმათოდ ცხოვრება.🙂 რომ იზრდები, რაღAცეებს აფასებ, ახალი ღირებულებები გიყალიბდება, შენს თავში მტკიცდები და…. საერტოდ, მეჩვენება რომ ისეთი რამ იკითხე, რისი პასუხიც უკვე იცი🙂

    დაააა ….. ნანობ შენს (ყოფილ) მეგობართან რამეს?

  7. CGsaba said

    რა ვთქვა აბა? ჩემი აზრით არ არსებობს ისეთი მიგობრობა რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე იქნება ისეთი ერთგული როგორც გაცნობის პირველ წლებში. მე სკოლის არცერთი მეგობარი არ მყავს, ვაფშემცტა ჩობია სიახლე შეიტანო შენ ცხოვრებაში და ახალი ხალხი გაიცნო. ძველთანაც გქონდეს ურთიერთობა და ახალთანაც. ძალიან ბერვს რარაცას ისწავლი. ურთიერთობა ადამიანს ზრდის!

  8. archily said

    დრო ყველაფერს ცვლის,შეხედულებები და ფასეულობები გეცვლება ადამიანს🙂 ოდესღაც თუ მულტფილმები განიტერესებდა ეხლა აღარ განიტერესებს და ასეა თითქმის ყველაფერში🙂 კაროჩე…ხზ😀

  9. sunwaited said

    gijmaj
    გასაგებია რაც მითხარი🙂 ჰო, დრომ სჰემცვალა მე, ტორე ის ყოველტვის ისეტი იყო . უბრალოდ, მაშინ მე ვიყავი სხვანაირი , არ გამიტყდება და ვიტყვი, სუსტი მეთქი, რაღაც პონტში (ეხლა ვხვდები ამას) რომ საკმაოდ კომპლექსაც კი. რაღაცნაირად ჩემთვის თეო იყო გარემოსთან დამაკავშირებელი. Fუ, ცუდად ვხდები ახლა ამას რომ ვაანალიზებ😀😀😀 შეიძლება ტეხავს კიდეც რასაც ვამბობ, მაგრამ ეს იმიტომ, რომ მართლა სხვა ღირებულებები მაქვს უკვე და ბევრ რამეს სხვანაირად ვუყურებ.
    კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო და მინდა , კარგად გამიგო, უკვე სხვადასხვა დონეებზე მგონია თავი…
    ეს იმიტომ, რომ მე სხვა მისწრაფებები მაქვს, ელემენტარული ცხოვრებაში მიზანი მაქვს და საკმაოდ პერსპექტიულად ვტვლი თავს. არასოდეს უგულვებელვყოფ ადამიანს, რომელსაც რაღაც მიზეზების გამო არ შეუძლია წინ წაიწიოს ცხოვრებაში, მაგრამ როცა ადამიანს თვითონ არ გაქვს ამისი სურვილი, იქ უკვე ყველაფერი უკუღმა ტრიალდება.
    ბოზობაზე და გაბოზებაზე არაა საქმე😀 მთლად მაქამდეც არ მისულა ყველაფერი, და ეგრეც რომ იყოს მერე რა. თუ იქნება ე.წ. კულტურული ბოზი (:D) არ მაქვს დიდი პრობლემა, მარა როცა ვიცი ვინცაა და რაცაა და მაინც თავით ეშვება ტყლაპოში, მერე მეც გული მიცრუვდება მასზე.

    რაც შეეხება ვნანობ თუ არა,- თეო მე ეხლაც მიყვარს, მაგრამ სანანებლად მაინც არაფერი მაქვს . ყველას ჩვენ-ჩვენი ცხოვრება გვაქვს, მე არ გავკიცხავდი არაფერზე კარგად იცოდა, მაგრამ მაინც ცანცარა გოგოებთან ურთიერთობა ამჯობინა.
    პ.ს. დღედ დამირეკა და მომიკითხა … გამომიარეო … : )

    CGsaba
    ურთიერთობა ადამიანს ზრდის >>>>>>>>>> ძალიან მომეწონა ეს ფრაზა (up) მაგრამ რა ვქნათ, როცა მაინც გვწყდება გული რაღაცებზე🙂

    archily
    ამაში არავინ გედავება . ყველანი მართალნი ხართ, მაგრამ მე რა ვქნა თუ წყენას მარტივად ვივიწყებ?😀

  10. archily said

    Sunwaited
    შენ ივიწყებ წყენას იადვილად?😀 კარგად დაფიქრდი აბა😀

    • sunwaited said

      ნუ, კაი, ხო😀 შენ ხომ ყველაში არ შედიხარ და ასე რომ არც ეგ გეხებოდა შენ😛 :bigena:

      • archily said

        ხო არ შევდივარ და არც არასდროს შევალ მე ‘ყველა’-ში და ვერც ვერასდროს შემეხება მე ებ :ბოლი:

        უთენგენათალე თენა :* :* :* :*

  11. CGsaba said

    sunwaited
    მადლობა.
    იცი რა არის? რეალურად რო შევხედოთ, ყველას წყდება გული, ყველას უყვარს, ყველას ძულს, ყველას შურს, ყველა იტყუება, ყველა ადამიანი თავისებურად ცუდია და ამავდროულად კარი, ყველას აქვს ოცნება, ყველას უნდა რაღაც, ყევლას აქ მიზანი…. ყველას ეცვლება ფასეულობები მარა ადამიანი არასდროს არ იცვლება!!! რაც 5 წლის იყო ის ქინება 15 ისაც, 25 ისაც და 35 ისაც, უბრალოდ შეიცვლება მისი აზრი მისი ფსიქიკა, მისი შეხედულებები, და ამ ყველაფრის გამო გული რო დაგვწყდეს მგონი არ იცსე სასიკეთოა ჩვენი ნერვული სისტემისთვის.

    • sunwaited said

      როდესაც ამბობ, რომ ადამიანს დროთა განმავლობაში ეცვლება ფსიქიკა- აზრი, შეხედულებები, ცხოვრებისეული მიზნები, ეს რაა თავად ამ ადამიანის შინაგან ცვლილებას არ ნიშნავს?

      რაც შეეხება იმას, რომ მე გული მწყდება და ვიზიანებ ნერვულ სისტემას : D – არ ვიცი სადმე ეგ ვთქვი თუ არა ზევით, მარა ის კი ზუსტად მახსოვს, რომ ვთQვი: 1-“ისე მივეცი ჩემგან წასვლის უფლება, არც არაფერი მიკითხავს და არც მითხოვია,უბრალოდ გადავუსვი ყველაფერს ხაზი , ვითომ არც არაფერი ყოფილა, შეიძლება ითქვას, დროებით მივაყარე სილა ყველაფერს” 2- “თეო მე ეხლაც მიყვარს, მაგრამ სანანებლად მაინც არაფერი მაქვს . ყველას ჩვენ-ჩვენი ცხოვრება გვაქვს, მე არ გავკიცხავდი არაფერზე კარგად იცოდა, მაგრამ მაინც ცანცარა გოგოებთან ურთიერთობა ამჯობინა.”
      მგონი აქ ჩანს, რომ მე არ მოვთქვავ : ))

  12. gijmaj said

    ძალიან ნაცნობია ჩემთვის ეგ სიტუაციებიც და გრძნობებიც… და ყველაფერს უკვე ისე ვუყურებ, როგორც ლამაზ ზღაპარს🙂 იყო, ჩაიარა და ტკბილ მოგონებებში დარჩა.😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: