ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

თუთბერიძე-ქართველი მადონა სიცრუის დეტექტორზე !

Posted by vekoo on February 24, 2010

საიდან დავიწყო არ ვიცი, ამიტომ, ეგრევე დავიწყებ : ))

გუშინდელ “სიმართლის დროზე” მინდა ვისაუბრო. ვაღიარებ, რომ თავიდანვე განვეწყვე დადებითად ნანკასადმი, რაც იმ ინფორმაციის შედეგი იყო, რაც FB-ზე სტატუსებიდან გავიგე, გადაცემისთვის ტვ-ში არ მიყურებია, ეხლა თან myvideoze ვუყურებ და თან შევეცდები, პოსტი დავწერო.

გადაცემის დაწყებისთანავე გამიქრა ის გრძნობა, რომ მე ვიწონებდი წამყვანის ან სტუმრის ქცევებსა და შეხედულებებს. სხვებისაგან განსხვავებით არც ნანკა გამხდარა გადაცემის შემდეგ მმკ-ს სასურველი სარძლო და ამის გამო საზულველი მისი პირმოთნეობის გამო და არც თუთბერიძისთვის მიმიკერებია ჩემ ქვეცნობიერში ისეთი იარლიყი, რომელიც იქამდე არ ბუდობდა ჩემში. გადავალ უშუალოდ გადაცემაზე:

თვითონ გადაცემის ფორმატი კითხვა-პასუხის რეჟიმზეა აგებული, ეს არაა უბრალო დაქალური წაჭორავება ჭიქა ყავაზე და ვინმეს გაკილვა, აქ მოსული სტუმარი საუბრობს საკუთარ პირადულზე პიკანტურად და სახალხოდ. როდესაც ადამიანს გაქვს პრეტენზია სხვების გაუნათლებლობაზე, ელემენტარული კულტურული განათლების საკითხია ისიც, რომ როცა გელაპარაკებიან უნდა უსმინო. ეს ელემენტარული ეთიკაა და არავისთვისაა უცხო.

როგორც აღვნიშნე, არ ყოფილა ეს შემთხვევითი შეხვედრა, რომ თეა თუთბერიძეს არ სდომოდა ნანკა კალატოზიშვილის საუბრის მოსმენა და ყურს გარეთ გაეტარებინა ნათქვამი. სრულიად ბუნებრივად მომეჩვენა ნანკას რეაქცია მსგავს უკულტურობაზე:

“- იქიდან გამომდინარე, რომ შენ მე არ მისმენ, ბუნებრივია, რომ ეს თანხაც არ გაინტერესებს” .

კომენტარებისა და პოსტების უმრავლესობაში, რაც მე წავიკითხე, ყველა კიცხავდა ნანკას ძალით სწერვობისა და დაყენებული მანერობისათვის, მაგრამ, ვგონებ, რომ ისიც დასაფასებელია, რომ როცა ზუსტადაც გამჯდარი გაქვს კანში ეს ძალად სწერვობა და ამის გამო მაინც ცდილობ დაიცვა ელემენტარული ეტიკეტი ან თუნდაც, წამყვანის მოვალეობები (თუმცა, ნანკა უბრალოდ, ლამაზი მსახიობი ქალია და არა ჟურნალისტი, რომ მას ეს ყველაფერი მოეთხოვებოდეს აუცილებლად ). ის მაინც ცდილობდა დასაწყისში თუთბერიძის კეთილგანწყობის მოპოვებას.

თუნდაც ძალით, მაგრამ მაინც სანდომიანად იღიმებოდა : D

“მომიწონე (იდეაში წამყვანობა) ? როგორი განწყობა გაქვს? “

“განსაკუთრებული არაფერი “.

ვაღიარებ, ვიხალისე ამ დროს ნანკას სარკასტულ გამონათქვამზე :

“- როგორ მეგონა, რომ რამე განსაკუთრებულ დღეს მოგიწყობდი”.

ეს უბრალო წამყვანისა და სტუმრის წათამშებად მივიღე , ჩემთვის, როგორც მაყურებლისთვის ბევრად უფრო საინტერესოა მსგავსად წაყვანილი გადაცემები, სადაც წამყვანი არ ჩანს როგორც უბრალოდ დაპროგრამებული არსება და იმის გარდა, რასაც ყურში გადაცემის შემქმნელები უბრძანებენ, საკუთარ ემოციებსაც გამოამჟღავნებს.

” მე მიმაჩნია”, ” მე ვთვლი” , ” მე ვფიქრობ” – მე კი ვფიქრობ, რომ მსგავსად საუბრის დაწყება სამათლიანია როცა საკუთარ შეხედულებებზე ლაპარაკობ , მაგრამ ცოტა მომაბეზრებელიცაა …

გარდა ამისა, მიჩნდება ვარაუდო, რომ სტუმარი უბრალოდ საშინლად ეგოცენტრული პიროვნებაა და მიკვირს, რატომღა გაუჩნდა მავანთ პრობლემები, როცა თუთბერიძეს მოიხსენიებდა ტელეკომპანია “იმედი”, როგორც ერის ხმით მოსაუბრეს. “მე მიმაჩნია” არ უნდა გახდეს აქსიომა არცერთი ჭეშმარიტად საღად მოაზროვნე ადამიანისათვის.

ჩემი აზრი თავს რომ არ მოგახვიოთ, უბრალოდ გავყვები გადაცემის მსვლელობას :

“მე მიმაჩნია, რომ არის ძალიან ბევრი ისეთი ტრადიცია, რომელიც არ უნდა შეინარჩუნო” – თ.თ.

მართლა მაინტერესებს : D ამ ტრადიციებში იმას ხომ არ გულისხმობს მართლმადიდებელი თეა თუთბერიძე, რომ დავემსგავსოთ ეშმაკებს და გავაშარჟოთ ყველაფერი, მივემსგავსოთ ეშმაკებს – იხილე ვიდეო youtube-ზე და გავაშარჟოთ პატრიარქი.

გადავიდეთ შემდეგ საკითხზე : : D
სტუდენტს პირდაპირ ეხება მიღებული ქულები- უწინ ნიშნები.

“- როგორც გავიგე, გერმანულში დამიწერეს ორიანი” თ.თ

მართლა მაინტერესებს საიდან გაიგო ეს ? ნეტა, მეგობარი ეშმაკუნიასგან ხომ არა, ვისგანაც რქები ითხოვა და ზევით ნახსენებ კლიპში ახალგამომცხვარ ეშმაკად მოგვევლინა ?😛

ისიც არ ვიცი გამიკვირდა თუ არა როცა გავიგე, რომ იმას, რასაც ებრძვის თ.თ. – კორუფციას უნივერსიტეტსა და მთავრობაში და მისთანანი , ის თავად ანხორციელებს :huh:

მორიგ ემოციურ შოკს ვერ დავარქმევ, მაგრამ სკამიდან გადმოვვარდი სიცილით, როცა მან განაცხადა :

“დიახ, მე მართლმადიდებელი ვარ . მე ვცდილობ, რომ ვიცხოვრო მართლმადიდებლურად” .

საინტერესოა, რაში გამოიხატება ეს მართლმადიდებლობა? ვაი, რომ ცუდად ცდილობს და მარტო მარტო არა-ფარისევლობა და 7 ბავშვის მონათვლა არაა საკმარისი … ისე, საინტერესოა, ნათლია თეა თუთბერიძე ნათლულ ბავშვებს 19 იანვარს ნათლისღების დღეს სად ყიდულობს პატარა და საყვარელ ეშმაკუნიების ქუდებს ნათლულებისთვის საჩუქნელად?😀

“- რატომ განიკითხავ სხვას მაშინ, თუკი შენ მართლმადიდებელი ხარ?”- ნ.კ.

“მე მიმაჩნია, რომ … ” თ.თ.

და ჩვეული ბლა ბლა ბლაა, რომელიც მართლა აღარ მაინტერესებს უკვე იმდენჯერ მოვისმინე … ძალიან ბევრი ფრაზა მიაჩნია ამ გოგოს საკუთარი თავიდან გამომდინარე, მიჩნდება განცდა, რომ ყველა (მათ შორის მეც ) ვცდები და მარტო ისაა მართალი, რომ ისაა დიდი რელიგიური თუ პოლიტიკური ლიდერი, ამომავალი ვარსკვლავი და საქართველოს გამაბრწყინებელი. ვუყურებ გადაცემას და მგონია, რომ სამყარო, მზეც და დედამიწაც თეას გარშემო ბრუნავს , – ხედავთ რა შეუძლია თეა თუთბერიძის მართლმადიდებლობას, მტკიცე რწმენას ? – მზესაც კი თავის გარშემო აცეკვებს და “თავის რტყმევა” დააწყებინა …😀

და პ.ს. როცა ხარ თეა თუ თია თუთბერიძე და საუბრობ მასის გაუნათლებლობაზე, ისიც გაუნათლებლობის მაჩვენებელი ხომ არაა, რომ სახალხოდ კამერების წინ იწმენდ საკუთარ ჭუჭყიან ფრჩხილებს? ამის შემდეგ მე აღარც მომდევნო შეკითხვა გამკვირვებია :

“იმედია, ხშირად ბანაობ” ნ.ნ.

ბრავო, ნანკა😀 შენმა სარკაზმმა მწვერვალს მიაღწია. მაგრამ მწვერვალის მერე წინ დიდი დაღმართია ხოლმე და ასეთი მეტისმეტად პირადული და დამამცირებელი შეკითხვის გამო შენც ამ დაღმართზე მოგიწევს დაშვება😀 თუ არ გჯერა, გადახედე პოსტებსა და კომენტარებს სრულიადში😛
ისე, პრინციპში, თუკი თეა თუთბერიძე ისეთი დატვირთული ქალია, ისეა გადაგებული მთელი ერის ხსნაზე, იმდენად ზრუნავს სხვებზე, რომ შეიძლება საკუთარი თავისთვისაც ვერ მოიცალოს…

წესით, ყველასათვის გასაგები უნდა იყოს ის, რომ ამ გადაცემის შექმნაზე მარტო ნანკა არ მუშაობს, ალბათ, არსებობს სპეციალური ჯგუფი, რომელიც წინასწარ ამუშავებს კითხვებს , მუშაობს პოტენციური სტუმრის ცხოვრების გარშემო და გარკვეული დროის განმავლობაში გადაცემამდე კრებს ინფოს, რომლისგანაც შემდგომ უკვე ასეთი კითხვები იბადება.

ასე რომ, ეჭვი მეპარება ამ საკითხზეც რამე კონკრეტული არ სცოდნოდათ გადაცემის ჯგუფს და მხოლოდ ჰაერზე დაესვათ კითხვა … რიავიცი რიავიცი … ყველანი ადამიანები ვართ და დასკვნები თავად გააკეთეთ😛

ისე, შეიძლება ჩემზეც საუბრობდა გადაცემის დასაწყისში თ.თ., როცა საზოგადოების გაუნათლებლობაზე წუხდა. ანუ შეიძლება ჩემი გაუნათლებლობის ნაყოფიცაა ის, რომ ვერ ვხვდები რას ნიშნავს სექსში თავისუფლება. არ მესმის როგორ უნდა იყო ადამიანთან, რომელთანაც როგორც თ.თ.-მ თქვა გრძნობები-ც აკავშირებს რამით შეზღუდული სექსში და ჩარჩოებში მოქცეული.
შეიძლება აქ დამატებითი ურთიერთობები იგულისხმებოდა სხვა პირებთან, რიავიცი რიავიცი , ვერ გავიგე . მაოატიეთ ამ კონკრეტულ საკითხში გაუნათლებლობა : D

თ.თ.-სთვის მთავარი მოტივაცია სკანდალია. გარკვეული მსგავსებაც კი დავიჭირე პოპ-ვარსკვლავ მადონასა და კმარელ თეა თუთბერიძეს შორის : D

თავის დროზე მადონამ განაცხადა:

“-ვაღიარებ, რომ სკანდალებით გავხდი პოპულარული”.

თიასთვისაც სკანდალები ცხოვრების ჩვეულებრივი თანმდევია, მისი აზრი მუდმივად სკალის წყარო ხდება და როგორი შთაბეჭდილებაც გადაცემიდან დამრჩა, ის ამითი ნამდვილად კმაყოფილია.

პოსტი მეტისმტად გამიგრძელდა და მთლად თავი რომ არ შეგაწყინოთ, დასასრულს დავძენ, რომ თანაგრძნობით განვეწყვე სტუმრისადმი და გარკვეულწილად სიბრალულის გრძნობაც კი გამიჩნდა თუთბერიძისადმი, როცა თქვა, რომ თავს არ მიიჩნევდა მომხიბვლელ ადამიანად.

რას იზამთ, ქალია და გუნებაო .

დღეს ეს იყო, შეხვედრამდე

17 Responses to “თუთბერიძე-ქართველი მადონა სიცრუის დეტექტორზე !”

  1. archily said

    ძალიან კარგი პოსტია🙂 მომეწონა და გეთანხმები აბსოლუტურად🙂

  2. Marr said

    ზუსტად იმას ამბობ ამ პოსტში, რასაც ვფიქრობდი მე გუშინ, ამ გადაცემის ყურებისას. 100%-ით გეთანხმები.

  3. ვგიჟდები ნანკაზე. თეასნაირ სოფლიდან ჩამოთრეულ ვიგინდარებს უარესადაც უნდა მოექცე!!!
    ურალოდ ადამიანური მომენტია რო ხედავ მაგ ქალს ლანზღვა გინდება !!!!

  4. თანგრძნობით კი არა გადაცემის ყურება შემაზიზღა😀

  5. gijmaj said

    აუუუ რამდენი დაგიწერია😀 ღირდა?😀

  6. zina said

    ”ვინ არის შენი ყველაზე დიდი მტერი და საკუთარი თავი”- ნეტავ, გადაცემაში მოსვლამდე იცოდა ეს თეამ?

  7. sunwaited said

    სიყვარულოვნა
    ის, რომ თეა სოფლიდან ჩამოსულია, სულაც არ ნიშნავს, რომ ის ვიგინდარაა. და საერთოდაც, ზესტაფონი სოფელი არაა😀 დზალიან კარგი ქალაქია და მეც დზალიან მიყვარს😛

    სალომეა_მზე
    ჰო, მეც ზუსტად ეგრე, პოსტის დაწერა მინდოდა, თორე ნამდვილად აღარ მაინტერესებდა რას იტყოდა …

    გიჯმაჯ
    ღირდა? რაღაცნაირ მუღამზე მოვედი ამდენი პოსტი რომ დავინახე, სადაც ნანკას ლანძღAვდნენე, თავიდან ამიტომ დავიწყე გადაცემის ყურება, მაგრამ მერე სულ სხვა აზრები დამებადა .

    ზინა
    არამგონია ეგ თუნდაც გადაცემის მერე სცოდნოდა თეას.

    მაგან კი არა, მეც არ ვიცი ….

  8. zurriuss said

    ეს პოსტი ბოლომდე არ წავიკითხე…
    არ არის ნანკა წამყვანი – მსახიობია!
    არანაკლებ გარყვნილ ცხოვრებას ეწევა, ვიდრე თეა!
    ნანკა მაგ კითხვებს თვითონ სავარაუდოდ ვერ მოიფიქრებს და ყურში კარნახობენ – ხელის მოძრაობას დააკვირდი მარცხენა ყურთან მიმართებაში და თავის ოდნავ დაქნევას, რაც თანხმობას ნიშნავს, რომ რაც უთხრეს ყურში, ის გაიგო.
    გავაგრძელო იმაზე საუბარი, რომ უაზროა ამ თემაზე წერა? :))
    გასაგებია, რომ საინტერესო გადაცემა იყო, მაგრამ ჩაწყობის სუნი უდიოდა – ბოლო კითხვასთან დაკავშირებით და მივესალმები ყველას, ვინც ასე ფიქრობს. თეას ათქმევინეს, რაც ხალხს უნდა სცოდნოდა ი ვსიო. ესეც ჩემი პოსტი ამ თემაზე🙂

  9. Gilmour said

    kaia nanka magaria😀 da ai tea tutberize ro popularuli eg aris sasircxvilo😀

  10. კარგი პოსტი იყო ვეკო აი ძალიან :* ფბ-ზე ისე დაგრუზა მავანთა სტატუსებმა რომ შენი პოსტი წყალი იყო პირდაპირ უდაბნოში🙂 მარა ზურიუსსაც ვეთანხმები.. ამ თემაზე დავა თუთბერიძე უფრო დიდი “ის” არის თუ ნანკა წყლის ნაყვაა. მე აქამდე ძალიან მიყვარდა ნანკა და ახლაც! ყველაფერში გეთანხმები და კიდევ ბევრს დავამატებდი მაგრამ ამ თემაზე და საერთოდ ისეთ თემებზე რაც ბლოგოსფეროში აქტუალური ხდება ვერიდები ხოლმე წერას :))))) დიდი მადლობა :*

    პ.ს. ფბ თუ გქონდა არ ვიცოდი და თუ გინდა დამამატე :))))

  11. sunwaited said

    zurriuss
    ჰო, აზრიანად რომ არც მეჩვენებოდა იმიტომაც არ ვაპირებდი წერას, მაგრამ პოსტი რომ წაგეკითხა ნახავდი, რომ სხვა პოსტებმა გამაღიზიანა და იმიტომაც შევეხე მეც ამ თემას🙂
    არავის გარყვნილი ცხოვრება მე არ მეხება მე თუ არ შემეხება თვითონ და თუთბერიძე კიდე ყველას ეხება, იმიტომ, რომ ის “ჩვენი” განათლებისა და “კეთილმოწყობისთვის” იღწვის. არადა არაფერში მჭირდება.

    Gilmour
    ჰო, მაგარია😀 მაგრამ მაგარსა და ნაგავს შორის ერთი ასოა განსხვავება😀😀😀

    Kate_AlukaЯD
    გამიხარდა ეს პოსტი მართლა ასე თუ მოგეწონა და ამდენს რომ მოეწონა. ანუ ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ ბევრი ფიქრობს ჩემნაირად…
    ჰო, მონახაზში ბევრად მეტ თემას შევეხე, პატრიარქზე და ა.შ… მაგრამ, ძალიან რომ გამიგრძელდა პოსტი, შევამოკლე🙂

    დაგამატე ფბ-ზე😉 :*

  12. violetmia said

    რა აქვს ნანკას მაგარი? ფეხები? კი ბატონო, ალბათ ტუჩებიც და ბევრი სხვა რამეც, თუმცა მე ამ გადაცემაში წამყვანი უფრო მაღიზიანებდა ვიდრე სტუმარი. თEა დიდი ხნის წინ ვიცოდით რასაც წარმოადგენდა და ამ მხრივ, გადაცემაში რამე განსაკუთრებული სიურპრიზები არ ყოფილა. აი ნანკამ კი ნამდვილად გამოავლინა თავისი ტავი. “მიგეტევება, აუცილებლად მიგეტევება” …. მიდიიიი რა. თავის სულში ჩAიხედოს და კიდევ, რაც ყველაზე მთავარია, “პირველი ქვა იმან ისროლოს, ვინც უცოდველია”. ისე არ მინდა გამომივიდეს , რომ გადაცემის არსი არ მესმის, თუმცა წამყვანის როლიც ვიცი და მე, როგორც მაყურებელი, საერთოდ არ ვარ მოწადინებული, ნანკას აზრი და დამოკიდებულება ვნახო სტუმრის მიმართ გადაცემაში. მითუმეტეს ესე მკვეთრად გამოხატული. ზედმეტად ცდილობდა შთაბეჭდილების მოხდენას მაყურებელზე, ისედაც გასაცოდავებული თეა თუთბერიზის ხარჯზე.

  13. თეოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ახლა მაინც არ დაიჯერებთ?

    ნარკომანი ნანკა გახდა ჭეშმარიტების მქადაგებელი და ზნეობის საზომი?

    სიმართლის დროა იაფფასიანი გადაცემაა იაფფასიანი ეფექტების მოყვარულთათვის. შესაბამისად – კარგად იყიდება. ლარიანი ფენოვანი გაყიდვებით ბევრად აჯობებს 16 ლარიან პიცას. და პოპულარულიც იქნება, ოღონდ ეს მის მაღალ ხარისხზე არ მეტყველებს.

    • sunwaited said

      სადმე ჩემ პოსტში წაიკითხე, რომ ნანკა ჭეშმარიტების მქადაგებლად და ზნეობის ეტალონად მყავს შერაცხული?

      მე არ მაინტერესებს გადაცემა ფასიანია თუ იაფფასიანი: ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ პოსტებში ყველამ ნანკა გაკიცხა, მაშინ, როცა ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება თუთბერიძემ უფრო გამოიწვია.

  14. წმინდა დაბანილ მართლად წოდებული ნანკა კალატოზიშვილის ხსენების დღეს რომ დააწესებენ არ გამომაპაროთ🙂
    ნუ თეა რომ გადადებულია ეს უკვე საზოგადოდ იყო ცნობილი მაგრამ ”ნარკუშა” ”ბოზი” ”ფარისეველი” ნანკა მართლმადიდებლობით რომ ითამაშებდა ეგ ცოტა არ იყოს და არ მეგონა. თქვენ თუ გახსოვთ მაგ ”წმინდა ნანკას” რეაქციები ბეგაშვილს რომ კითხა ქათან ნაკოცნი გაქვს თუ არაო … არადა თვითონაც გადასარევად აქვს ნაზასავები მდედრთან.
    თუთბერიძე დაიბანს თუ არა ეგ არა მგონია წმ ნანკას გასარჩევი იყოს . თვითონ ბოდიშით და ”ჩაჯ..მდე” კაიფში რომ არის ხოლმე მაშინ თუ ახსენდება პატრიარქი ”რომელიც თურმე სწორედ თეას შეუნდობს რადგან მას ყველა თავისი სულიერი შვილი უყვარს”. უბრალოდ სასაცილო იყო იმდენად ყალბად იქცეოდა…
    ისე ნანკა მაინც მაგარი ქალია მე თუ მკითხავთ (ფიზიკურად) და რავი იმედია ჩემს კომენტარზე ცუი რეაქცია არ გექნებათ :))

  15. fsiQe said

    ra samarcsvinoa : )

  16. gijmaj said

    RIrda- nankasa da teas exeboda. zogadi kiTxva iyo. saerTod Rirs msgavsi tipis adamianebis mimarT amdeni yuradRebis daTmoba?🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: