ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

საფლავები და ახალი სიცოცხლე

Posted by vekoo on February 28, 2010

მეტისმეტად დავიღალე, დასვენება 2 კვირა დასვენებას სულ არ გავდა , ამიტომ ბოლო 2 დღე სოფელში გადავწყვიტე გავრიდებოდი ამ არანორმალურ რიტმს … პრობლემებს ხომ ვერაფერი გამოლევს … ხოდა წავედი, წავედი და წავედი …

თბილისიდან გასული არ ვიყავი, რომ სულ 40 წუთში სოფელში ამოვყავი თავი , – ისე ვერ ვახერხებდი ტვინის დასვენებას და იქნებ, იქ მაინც მომეხერხებინა რამე, მითუმეტეს, რომ ივლისამდე თავისუფალი დღეები აღარ მეღირსებოდა.

… რა კარგი იყო ცხელი ღუმელი, რა სასიამოვნოდ ტკაცუნობდა შეშა , ისვროდა ნაპერწკლებს …

წასვლისას მეგონა, თბილი სვიტრები დამჭირდებოდა, არადა იმ საღამოს გადავჩიჩქნე ძველი გარდერობი, ზაფხულის ბრიჯი ვიპოვე , თხელი მაიკა და ისე ვიყავი…

შემიყვარდა წითლად დაშაშხული ნაკვერჩხლების ყურება … მსიამოვნებს მოსმენა, თუ როგორ იწვის შეშა …

ამ დროს საფიქრალი არაფერი მაქვს, სრულიად არაფერი … გარდა ერთისა …

ის ერთიც მრავალ ასპექტში , მრავალგვარი ინტერპრეტაციით წარმოდგება ჩემში….

ჩემ ტვინში, რომელიც ამ დროს ისვენებს , –

მე ვნებივრობ იქვე , ვწევარ და ვფიქრობ, ვფიქრობ ყველაფერზე, ვფიქრობ არაფერზე.

მთავარი კი ისაა, რომ არაფერი მაწუხებს სერიოზული, – რაც მინდოდა მივიღე, გავერიდე და განვთავისუფლდი.

რა კარგი იქნებოდა ეს სიმღერა გუშინ რომ მცოდნოდა, როცა იქ ვიყავი …

მართლა უხდება იმ მელოდიას …

მეტყობა ხოო როგორ ხასითზეც ვარ, აუცილებლად მოუსმინე ამ ვიდეოს .

ჰო, დღეს წამოსვლისას მე და სალო- ჩემი და სასაფლაოებზე ვიყავით, სულ ნახევარი საათი მქონდა დრო, მაგრამ მაინც წავედი, ძალიან მინდოდა ….

რატომღაც მიყვარს აქ სურათები … ჯერ “ცივილური ” საფლავები მოვინახულე და მერე მიტოვებულ სასაფლაოებზე გადავედი … ძირითადად, 1800 წლიდან იყო დასაფლავებულები … 1 საუკუნეზე მეტი ხნის საფლავები …

ამ საფლავს კარგა ხნის წინ მიაყარეს მიწა. ადრე ჩვეულება ყოფილა, სადაც კაცს დამარხავდნენ, ზევიდან დიდ ქვას ადებდნენ და აღარც შემოღობა უნდოდა და არც- არაფერი.

ჰოდა, უკვე სანახევროდ მიწაშია თითქმის ყველა ქვა, ზოგი გადმოვარდნილია სადგამიდან.

მახსოვს, რამოდენიმე წლის წინ , თუმცა, რაღა რამოდენიმე წლის წინ, 5 წელი მაინც იქნება გასული მას შემდეგ, ( მე ხომ ძალიან ახტაჯანა ბავშვი ვიყავი) ჰოდა, სოფელში ერთი ჭკუამხიარული ბიჭი იყო, იმასთან ერთად წავედი ამ მიტოვებულ სასაფლაოზე და ასეთი ლოდი გადავაგორეთ და დავიწყეთ საფლავის თხრა.

ღმერთმა მაპატიოს… ხის ნაფოტებით ვთხრიდით სანამ არ დავიღალეთ … თიხის ფირფიტებს რომ მივადექით მაშინღა ამოვიხედეთ ზევთ, – უკვე მზე ჩადიოდა … ღამდებოდა …

არ გვინდოდა უფრო დაგვგვიანებოდა , არადა

ძალიან გვაინტერესებდა რა დაგვხვდებოდა, კუბო თუ გამოხრული ძვლები …

რა დებილი ვიყავი : D

უკვე საკმაოდ მიწა გვქონდა ამოთხრილი სულელ ბავშვებს, გარშემო ჯაგები იყო … ჩვენ ხომ მიტოვებული სასაფლაოს სიღრმეში ვიყავით შესულები, რომ არავის დავენახეთ და არ დაეშალა ამოთხრა : |

მაგრამ უკვე ღამდებოდა და მივაყარეთ მიწა ისევ საფლავს , გადმოვაგორეთ საფლავის ლოდი როგორც იყო და წამოვედით, მეორე დღეს უნდა გაგვეგრძელებინა, მაგრამ ვიღას გაახსენდა …

ეს ამბავი ამ სურათებს რომ ვიღებდი მაშინ არ გამხსენებია, პოსტის წერისას მეწვია მოგონება : )

ნეტა, გადახრები მაქვს? რომ იცოდე როგორ მიყვარს სასაფლაოები , სოფლიდან ძაღლის ყეფის ხმა ისმოდა, ყურში ნიავი ჩამწუოდა და მე ვიჯექი იქვე ლოდზე გარინდებული, არც მახსოვს ამ დროს რაზე ვფიქრობ ხოლმე, ან ვფიქრობ თუ არა რამეზე.

ის კი ზუსტად ვიცი, რომ სურათების გადაღება არ მავიწყდება და ჩემი თავიც დავაფიქსირე : P

გრაფ დრაკულას მინდა ვგავდე : P ზუსტად არ ვიცი ვინაა და როგორია, მაგრამ , რაც მთავარია, სახელი მომწონს .

დავაკვირდი, რომ ჩემი ჩაცმულობაც ზუსტად შეესაბამება კუბოებს: ძველებური, ჰიტლერის სტილის პალტო, – სწორი და მკაცრი, ნაცრისფერი . ყველაზე კარგად სიბნელეში ვგრძნობ თავს კარგად.

თუმცა, ეს ჩემი განწყობაა და შეიძლება ბევრი თქვენგანი დათრგუნოს რაღაც დონეზე. ეს ნამდვილად არ მინდა.

ამიტომ, დასასრულს ნაადრევი გაზაფხულის სურათებს დავდებ, დღეს გადავიღე …

ვუყურებდი როგორ იბადებოდა ბუჩქის ძირას ახალი სიცოცხლე იასამნისფერი იის სახით.

პ.ს. შეიძლება ფერები მერევა, ხშირად ხდება ხოლმე .

12 Responses to “საფლავები და ახალი სიცოცხლე”

  1. archily said

    ძალიან კარგი პოსტია ვეკო🙂 მეც მინდა მანდ ან ეგეთ ადგილას სადმე:)სასაფლაოები მეც მიყვარს😀

  2. sunwaited said

    წავიდეთ და ვიხეტიალოთ : ) თუმცა, ამისთვის განწყობაა საჭირო და მე როცა შენთან ვარ, რაღაც ეგეთ განწყობაზე რაღაც არ მახსენდება ოდესმე რომ ვიყოთ😛

  3. archily said

    ჰო ერთად რომ ვართ ამგისთვის ნჰამდვიალად არ გვცალია😀😀 თავსივა მყავხარ რა :****** უფრო კარგი რაღაცეებიც არსებობს ერთად ყოფნისას რაც შეგვიძლია გავაკეთოთ🙂 მაგალითად უცებ დაგვიტრიალდეს და სადმე შOრს დავაწვეთ🙂 მაგალითად ბათუმში😀

  4. Marr said

    ვაიმე დამბურძგლა ვეკო.. კიდევ კარგი მართლა არ ამოთხარეთ ის საფლავი.

    ვერ ვიტან სასაფლაოებს. მერეც მეყოფა იქ ყოფნა როცა დრო იქნება =)))

  5. LiLaC said

    რა მაგარია. სხვათა შორის, ჩემს სოფელში სასაფლაო ზუსტად ჩემს ეზოს ესაზღვრება, საერთო ღობე გვაქვს. ძალიან მიყვარს იქ ჯდომა, რაღაცნაირად მისთიკური და წყნარი ადგილია…

    ისე, წინა პოსთში, როგორც ჩანს, არც ისე კარგად გამიგია შენი, და კარგია ! : ))

  6. sunwaited said

    Marr
    ოოოF😛 მერეც გეყოფა არადა ის კიდე😀 მე საფლავში ჩაწოლას არ ვაპირებ :DDDD

    ნუ, კუბო კი მინდა ვცადო იქამდე😀😀😀 მართლა🙂
    ნუ, როცა სასაფლაოზე (ან სადმე) სიარულს გაიძულებენ, ბუნებრივია გძულდეს ის ადგილი, მაგრამ მე ხომ მხოლოდ ჩემი სურვილით მივდივარ🙂

    LiLaC
    ვაა, ეგრე არ მინახავს , – ეზოსთან მოსაზღვრე სასაფლაო. წარმომიდგენია სანამ ბავშვი იყავი რა დღეში იყავი საღამოობით სპირფარეშოში გასვლისას😀

    ისე, ფოსფორები თუ შეგინიშნავს? მე შენ ადგილას ალბათ დაძინებამდე სულ მაგეების ყურებაში ვიქნებოდი😀
    პ.ს. გაგებას რაც შეეხება, მე მგონი გამიგე, მარა გამოსწორდა ყველაფერი🙂 ან მეორე ვარიანტია – მე და შენ სხვა რაღაცის გაგებაზე ვსაუბრობთ🙂
    მისამართს რატო არ აწერ? შენ უყურებ იასამნისფერი სათვალეებით ცხოვრებას?🙂

  7. veko said

    Zalian momewona Seni blogi. Cemi yofili meuRlis gasvenebaze ar vyofilvar, mas Semdeg roca ki movxvdebi sasaflaoze yovelTvis veZeb…minda vipovo da raRac vuTxra…

  8. LiLaC said

    ho, me var… aq pirdapir weria LiLaC-iT xar shemosulio da ar michvenebs, sad udna chavwero misamarTi ;;)

    ara, erT “gagebaze” vsaubrobdiT da dzalian mixaria, rom yvelaferi gamsoworda…

    sxvaTa shoris, bavshvobdian shechveuli viyavi mag ambavs da shishi arasodes mqonia, arc fosforebi daminaxavs. wels chemi megobari myavda chayvanili da vashinebdiT, Tu gidna chvens ojaxshi shemoxvide, pirveli game sasaplaoze udna gaaTeno da Tu cocxali gadarchi, e.i. chvenma winaprebma girsad chagTvalesO =D

    memgoni, agarsadoes gvesTumreba : ))))

  9. Marr said

    ფოსფორები მასე ადვილი დასანახი არ არის ვერიკო =))

  10. gijmaj said

    სასაფლაოები მეც მყვარს. ერთ ბნელ ღამეს წავიდეთ😀

  11. LooLaa said

    mgoni goti xar da ver xvdebi😀

  12. Marr said

    ვეკო, მაღლივთან რომ სასაფლაოებია, იქაც ხომ არ დაიარები?:D😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: