ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Archive for მარტი, 2010

როცა შვილზე მხოლოდ 15 წლით ხარ დიდი…

Posted by vekoo on მარტი 31, 2010

“თქვენი ნომრიდან ზარია შემოსული და რომელი ხარ? “

აღარ მეგონა ასე თუ კიდე ვინმე ვინმეს იცნობდა : დ

წეღან ჩემ დას დაურეკეს ასეთი ტექსტით  და უმტკიცებდა თქვენგან დამირეკესო. სალომ გავარკვევ კარგითო.   ამას ეგრევე მესიჯიც მოყვა :

“ara, nu shewuxdebi genacvale ubralod damainteresa da shemidzlia gavigo tqven romeli xar tu tavxedobashi ar chamomartmev aa ”

ნუ, მეტს არც მოველოდი, ზუსტად  ძველი და მრავალნაცადი, კარგად გახუნებული სტილია გოგოს გაცნობისა,   მითუმეტს, რომ ჩემი დის და იმ ვიღაცის ნომრებს შორის მხოლოდ ერთი ციფრია განსხვავება .

ამ ყველაფერმა  ჩემი ყოფილი კლასელი გამახსენა : ძველ სკოლაში რომ დავდიოდი, მერვე კლასში  სამგორიდან ერთი გოგო გადმოიყვანეს, როგორც თვითონ მოგვიყვა, ობოლი იყო და მეზობლები ზრდიდნენ სამადლოდ, შვილად აღიარეს და თავიანთ ბიჭებთან ერთად საკუთარ გოგონად მიიღეს.

ჰოდა,  ეს გოგო  ჯერ კიდევ მაშინ არ იყო  მთლად დალაგებული , ორიოდე თვეში გადავიდა ჩვენგან და მას  მერე  თვალიც აღარ მოგვიკრავს.

მოგვიანებით  ერთი გოგო გავიცანი, მისი სოფლელი იყო და იმან მოგვიყვა : თურმე, ტელეფონზე ასე 1 ციფრით განსხვავებულ ნომერზე ვიღაც ბიჭი გაუცნია, ( ნეტა, ზარებს თვითონ უშვებდა თუ იმ ბიჭმა იპოვა? : დ ) , ის ბიჭი პატიმარი ყოფილა, ეს დებილიც იქ აკითხავდა და დაორსულდა : დ ეს რომ გაიგეს, სახლიდან გამოუშვეს ამ დედობილ–მამობილმაც , ამ დროს 7–8 თვის ორსული იყო უკვე  …

მერე სულ დაიკარგა და მისი აღარც კარგი და აღარც ცუდი აღარ გაგვიგია.

ნეტა, სად არის ეხლა, რას აკეთებს, წესით,  უკვე 5–6 წლის შვილი უნდა ყავდეს , ნეტა როგორაა და რა ცხოვრებით ცხოვრობს, ან იმ ბავშვს როგორ ზრდის  თუ საერთოდ არ გაუშვილებია.

წარმოვიდგინე ეხლა, რომ თავად მესამე კურსელს  I-II კლასელი შვილი მყავს მოსავლელი და ოოოო  … არ მინდა, გმადლობთ, თან რა სიტუაციაში .

რა სამწუხაროა, რომ ადამიანების ბედი ბოლოს ასე წარიმართება ხოლმე. არადა მშვენიერი გოგო იყო, მეგობრული და თბილი ,  ალბათ, ასაკის ბრალი იყო რომ თავში ტვინი ჯერ არ ქონდა და  ასეთ კაცთან დაიჭირა საქმე …

პ.ს. აქ ბოლოს წესით, უნდა მიმეწერა :  თუკი ვინმეს გეცნობათ ეს ისტორია და იცით ამ გოგონას შესახებ რამე, გამომეხმარურეთთქო :  ))

Advertisements

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , | 8 Comments »

ვერ გამიგეს…

Posted by vekoo on მარტი 30, 2010

აღარც ვიცი რა დავწერო, ან ღირს თუ არა კიდე ჩემთვის აქ წერა, რადგან უკვე  ვატკინე რამოდენიმე ადამიანს გული ჩემი პოსტებით.

მე ვიმოქმედე პრინციპით : “მივედი, ვნახე, გავიმარჯვე” . ჩემ შემთხვევაში  :  “მოვნახე იდეა, დავწერე პოსტი, პოსტი გახდა  წაკითხვადი, ე.ი. მე გავიმარჯვე” .

ყველა ბლოგერისთვის პირდაპირ ვთქვათ და საოცნებოა, წეროს ისეთი თემები, რომელიც გამოიწვევს დიდ რეზონანსს მკითხველში,   გააკეთებენ ბევრ კომენტარს, რაც უტყუარი ნიშანია იმისა, რომ შენ შენი შესასრულებელი შეასრულე. ამ ყველაფრის გაკეთება კი მხოლოდ რამე ისეთით, არაცხოვრებისეულის დაწერით, ისეთით, რაც ჩვენ გარშემო ხშირად ხდება, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს  მაგრამ რომ დაიწეროს, ნამდვილ “პატარა რევოლუციას” მოახდენს მავანთა ტვინებსა და გაგებებში , აი ესაა.

ჩემი დანაშაული მარტო ისაა, რომ მე მეცნიერის თვისებები შევითავსე : დ მოვინდომე, რომ თავად შთამებერა სული ახალი სიცოცხლისათვის,  – ვნახე ჩემი მეგობრის (როგორც თავად ეხლა ამბობს ყოფილი “მეგობრის” ) ერთი პატარა წინადადება ” სიყვარული არ არსებობს, მე ასე ვთვლი”  და შემდეგ ამ წინადადებაზე ავაგე მთელი  ისტორია.

მოდით, ყველაფერი გახსნილად ვთქვათ,  იმის დაწერას, რომ ჩემი აზრით ზევით მოყვანილი რამოდენიმე სიტყვა მართლა ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგი იყო , მართლა ვაპირებდი.

სწორედ ამ სიუჟეტზე მქონდა გონებაში აგებული პოსტი, რომ ცხოვრებისეული სირთულეები ადამიანს ხშირად ისეთ აბსურდულ დასკვნებამდეც კი მიიყვანს, როგორსაც ჩვეულებრივ სიტუაციაში არ იტყოდა.

შემდეგ წამოვიდა და წამოვიდა აზრები და ამ დროს მე უკვე ჩემ სტიქიაში ვიყავი …  თვითონ პოსტში მე დავწერე არც ისე ბევრი რამ, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ  მე უკვე არა იმ წინადადების ავტორი, არამედ ზოგადად ადამიანი-X  დავხატე,  დავახასიათე, როგორც მარტივად რომ ვთქვათ,  უძღები გოგო , რომელიც იყენებს კაცებს, რადგან თვითონ დაკარგული აქვს ყველაფრის რწმენა  და ა.შ.

მერე კომენტარებიც  მოყვა ამ პოსტს, ზოგი განიკითხავდა ამ გოგოს, ზოგიც, თანაუგრძნობდა  , უმეტესმა კი განიკითხა …   მე მათ ვეთანხმებოდი და ჩემ სინანულს ვაჩვენე ამ ადამიანი-X–ს დეგრადაციაზე.

შემდეგ ვნახე ის ჩემი მეგობარი და ვუთხარი, რომ მქონდა ბლოგი, სადაც მასზე დავწერე პოსტი და შემოსულიყო და ენახა. იმენი კი ვერ მოვიფიქრე, რომ იქ მასზე დაწერილი მარტო ის წინადადება  იყო და დანარჩენი სრულიად ჩემი  ფანტაზიის ნაყოფი იყო.

ჰოდა, შემოვიდა, წაიკითხა, ყველაფერი თავისად მიიღო , გაუტყდა აქ რატომ წერ ამ ყველაფერს და პირში არაფერს მეუბნებიო.

მე მასზე ათმაგად გამიტყდა, მართლა ცუდად გამომივიდა,– ადამიანი მასზე პოსტს ელოდებოდა და ხელთ რა შერჩა. რაც წაიკითხა თავის თავზე მიიღო და მომიძულა მლიქვნელობისა და ორპირობის გამო…

ეხლა კი , არც კი ვიცი რა ვაკეთო, ახალი პოსტიც კარგა ხანია აღარ დამიდია აქ, რაღა აზრი აქვს საერთოდ რამის წერას, თუკი ბლოგის პოპულარობის და მკითხველების დაინტერესების გამო, უახლოეს ადამიანებს ვაყენებთ სულიერ ზიანს, ვაკარგვინებთ ჩვენდამი ნდობას და ვკარგავთ მათ?!

ნუთუ, ჩემი გამართლება საერთოდ არ შეიძლება? “ბლოგისთვის დავწერე ეს ყველაფერი და ყველაფერს შენ თავზე ნუ მიიღებ, შენ მხოლოდ მუზა იყავი , ბიძგი მომეცი იმ სტატიის დასაწერად მეთქი ” და “შენც კაი ჟურნალისტი არ მყავდე, რა სტატიებს წერ ჩემზეო” : |  არც ვამტყუვნებ, გასაგებია, რომ არ იცის რა არის ბლოგინგი, არც ის იცის რამდენს ნიშნავს ეს ჩემთვის.   ბავშვობიდანვე ჟურნალისტობა მინდოდა, მერე კი ეკონომიურზე ჩავაბარე რიგი მიზეზების გამო და დღემდე მივტირი იმ დროს,  რეპორტაჟებს რომ ვაკეთებდი და “დებატ–კლუბში” ვმონაწილეობდი . ის იყო ჩემი ცხოვრება, რომელიც მე ძალიან მომწონდა და ოცნებად მქონდა  “გავმხდარიყავი ეკა ბერიძესნაირი ჟურნალისტი”  . ეკა ბერიძე ცხრაას ხუთში იყო პოპულარული და ჯერ კიდევ იქიდან მოვდივარ მე ჟურნალისტობაზე ოცნებით. ბერიძე შემდეგ ინგა გრიგოლიამ შეცვალა, ოღონდ იმ დროისთვის მეც და ჩემი  მიზნებიც უფრო დაიხვეწნენ და შემდეგ უკვე “გრიგოლიაზე მაგარი ჟურნალისტი უნდა გავხდე” ამას ვფიქრობდი : დ

მთავარი კი ის იყო, რომ  მთელი ცხოვრება საკუთარი სიმართლის დაცვა მიწევდა და მინდოდა, ეს საკუთარ ცხოვრების საქმედაც გამეხადა. ჰოდა, ჩემ თავს ამ ბლოგზე მივეცი გარკვეულწილად ბავშვური ოცნებების ახდენის საშუალება და გამიტყდა, როცა დაქალი  შენც ჟურნალისტი არ მყავდეო აგდებულად ამბობს, გასაგებია, რომ გაბრაზებულია, რომ უტდება რაც გამომივიდა, რომ გავუკეთე.

მაგრამ, დავიჯერო, მართლა არ შეიძლება ჩემი გაგება?

მართლა არ შემიძლია მეგობრობა?

თქვენ როგორ ფიქრობთ ჩემო მკითხველებო?

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , | 30 Comments »

ველოდები სხივს

Posted by vekoo on მარტი 27, 2010

წავედი მე სოფელში.

იმედი მაქვს, გაზაფხულის სხივს დავიჭერ და  თქვენც გაგანდობთ მის ამბავს : ))

ხვალ დავბრუნდები : ))

Posted in ყველაფერი ჩემზე | 3 Comments »

კოღო

Posted by vekoo on მარტი 25, 2010

კოღო მოვკალი მონიტორის წინ დაწუილობდა : |

მოვიდა ვითომ უკვე ზაფხული?

თუ ეს კოღო საიდან მოფრინდა? წეღანაც შევამჩნიე, მაგრამ მეგონა მომეჩვენა :ო

მომრავლდნენ უკვე ეს სისხლისმსმელები რა : |

ან საიდან ჩნდებიან ზამთარში რომ არ ჩანან და მერე რომ მოდიან.

იქამდე სად მიდიან ნეტა.

არ მჯერა რომ გადამფრენები არიან ესენიც  😀

Posted in განწყობისათვის, ჰიგიენა | Tagged: | 9 Comments »

სტერეოტიპების ცვლა .

Posted by vekoo on მარტი 23, 2010

ვხვდები, რომ თუკი ადამიანი იქნები დაკვირვებული, ბევრ რამეს ისეთ შეიტყობ შენ გარშემომყოფებზე, რასაც ისინი არასდროს გეტყვიან და შეიძება, საქმე საქმეზე რომ მიდგეს არ აღიარონ კიდეც.

ვუკვირდები სიტყვებს, რეპლიკებს, შეხედულებებს ერთი ჩემი მეგობრისას, და ვხვდები, რომ  რომ არა ის გზა, რაც მან გამოიარა, ის ამ აზრზე არ იქნებოდა.  არ იტყოდა :

“სიყვარული სისუელეა ჩემი აზრით” …

ეს ერთ–ერთი შედევრია, უფრო დაწვრილმანება არ მინდა, არავისთვის არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ, მაგრამ როცა ამ ადამიანს ვუყურებ, ვხვდები, როგორ შეუძია შეცდომაში შეიყვანოს სხვა: დააბრეხვოს და ამტკიცოს ისეთი  სისულელეები, რაც რომ არა მისი ცხოვრების გზა, ასე არ იფიქრებდა.

მას რომ ის ყველაფერი არ გამოევლო, არც ამ აზრზე იქნებოდა და სრულიად საპირისპიროც შეიძლებოდა ემტკიცებინა.

მიტყდება, როცა ვხვდები, რომ ეს ადამიანი “გარემოების მსხვერპლი” გახდა და ასე შეიცვალა შეხედულებები და სტერეოტიპები, ეს გარკვეულწილად მის დაცემასაც მანიშნებს.

ვერც გავამტყუვნებ, ძნელია არ გაეთელინო ცხოვრებას ზოგიერთი სირთულეების დროს…

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , | 46 Comments »

ა.მ.ო.

Posted by vekoo on მარტი 22, 2010

1) ერთჯერადი სელპაკი.

2) შავი ტუშის პასტა.

3) პატარა სარკე.

4) პრიშიკი.

თუკი ვინმე მიხვდება, თუ რა კავშირია ამ 4 ნივთს შორის,  მე პირადად ძეგლის დადგმას ვერ შევპირდები, ვერც სანუკვარი სურვილის შესრულებას, მაგრამ ერთ პატარა ვიჯეტს მაინც გამოვუყოფდი ბლოგზე :დ

ეს მერე იყოს და  მეც გამაოგნა დღეს ისეთ ანომალიასთან მქონდა კონტაქტი.   მესმის, რომ ადამიანს შეგეძლოს ითხოვო დახმარება, მაგრამ დახმარებაცაა და დახმარებაც …

სეუ2–ის ლექციაზე ადრე შევედი და ჩემ მეგობარ სალომეას ველაპარაკებოდი, იქვე ფანჯარასთან ვიჯექით შემაღლებულ იატაკზე და ნანატრი მზით ვთბებოდით. ამ დროს ერთი გოგო მოგვიახლოვდა და  მოწიწებით სელპაკი ითხოვა.  არა, კი გაგვიკვირდა, თუ სურდო აქვს უსელპაკოდ როგორ დადისთქო, მაგრამ … რომ მივეცით, დაადო თავი და აუდიტორიიდან გავიდა :დ  ნუ, მივხვდით, რომ “გაჭირვებული” იყო და გავატარეთ ..  : D

იმ წუთასვე დავფიქრდი, რომ კარგია, როცა შეგიძლია დახმარება ითხოვო.  ზოგადად, ეს ნიჭად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან არის ხალხი, რომელიც შეიძლება კვდებოდეს, მაგრამ უბრალოდ, გაუტყდეს რამის თხოვნა და მითუმეტეს ასეთი ინტიმური ნივთის …

ლექტორის მოსვლისას , რატომღაც, ამ გოგონას  გვერდით მომიწია დაჯდომა, რაღაცას ხატავდა ბლოკნოტში : ინგლისური ასოებისთვის კონტური შემოევლო და მის გარეთ შავი უბრალო ფანქრით მთლიან ფონს აკეთებდა და თვითონ ასოებს თეთრად ტოვებდა.

იდეაში, კარგი რაღაც გამოვიდოდა. უცებ, მომიტრიალდა და :

“– ტუშის პასტა ხომ არ გაქვს,?  ხატვა მინდა ” – მკითხა.

რა ტუშის პასტა, სხვა ჩანთა მეკეთა და დილის 9 საათიანი სემინარისთვის ისე გამოვვარდი სახლიდან, კოსმეტიჩკა ჩანთაც არ ჩამიგდია შიგნით ტუშის პასტა საიდან მექნებოდა. არა–მეთქი ვუპასუხე.

ცოტა ხნის მერე  შევატყვე, უსიამოვნოდ იშმუშნებოდა და რაღაც აწუხებდა. ისევ შემომიტრიალდა :

“– სარკე ხომ არ გაქვს? ” – მკითხა.

“–არა–მეთქი, ” – ვუპასუხე .

“- იცი, პრიშიკი ამომდის ცხვირზე ორი ცალი და მაწუხებს,  ”

“– …” – უკომენტაროთ იყო ჩემი კომენტარი : D

“- ძალიან მეტყობა? “

“– მობილურზე კარგად ჩანს და დაათვალიერე” –   დავაბრეხვე მოხერხებულად : დ

აი, რასაც ქვია შევედი და გამოვედი მის მდგომარეობაში : დ არ ვიცი მე მეკაიფებოდა თუ რა იყო, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, სრული სერიოზულობით ლაპარაკობდა.

საერთოდ, ამ საგანში ერთი დიდი კრეტინული უცხოური წიგნით გავდივართ და დღეს გაირკვა, რომ უკვე სტამბაშია ქართული ვერსია და ამ ჩემმა მერხის მეზობელმა ლექტორს 500 კაციან აუდიტორიაში ხმამაღლა განუცხადა :

“– რა უნამუსობაა რაა.  მთელი “კრუგმანი” ბოლომდე გადავბეჭდე, მეგონა, რომ სულ გავივლიდით და თქვენ კიდე ეხლა ბეჭდავთ ქართულ წიგნს. მთელი 15 ლარის ზარალი ვნახე და  რა უსამართლობაა, ვინ ამინაზღაურებს? ” –

და ჩარგო თავი ხელებში და იყო 2 წუთი ასე გატრუნული.

ყველანი გავშეშდით მოულოდნელობისგან და პირზე ღიმილი გადაგვეკრა : ))

სასიამოვნოა, რომ დღესდღეისმობით, ვიღაცას კიდე შეუძლია ასე გაგვახალისოს .

Posted in განწყობისათვის | Tagged: , , , , , | 10 Comments »

Beloved Granny ;)

Posted by vekoo on მარტი 20, 2010

არადა, თითქოს, არაფერი იყო  ჩემთვის :  არც ნათესავი, მეზობელი, ოჯახის მეგობარი …

უბრალოდ ნაცნობიც კი არაა …

არ ქონდა არანაირი მიზეზი, რომ მოვწონებოდი,  არ ქონდა არანაირი მიზეზი დადებითი დამოკიდებულებისა … ეს იმიტომ, რომ  თვალიც კი არ მქონდა მოკრული .

ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, რომ არა “რაღაც და რაღაც”    არც  არასდროს თუ ვერასდროს შევხვდებოდით ერთმანეთს და ისე მიებარებოდა გამჩენს, თვალსაც ვერ მოვკრავდით.

მაგრამ, ქვეყანაზე ის “რაღაც” , უფრო სწორად კი “ვიღაც”  არსებობს და ორი სრულიად უცხო ადამიანიც დაკავშირდა ერთმანეთთან.

ბევრს გაგიცრუებთ იმედებს და ვიტყვი, რომ ეს პოსტი ბიჭს არ ეძღვნება, აქ უბრალოდ ლაპარაკია ერთ ~75 წლის ქალბატონზე, რომლის ზოგად კრიტერიუმებს  სრულებითაც არ ვაკმაყოფილებ: არ ვარ ცისფერთვალება, ქერა და არ ვარ მეგრელი. და მთავარი: არ ვარ პროფესიით მომავალი ექიმი მასავით და მთელი მისი გრძელი სანათესაოსავით.

ოოოო, ეს ბოლო აღარ იყო საჭირო ხო? მაგრამ, 75 წლის ქალბატონისთვის სასურველი სარძლო ასეთ “პარამეტრებში ჯდებოდა” ,  მაგრამ მოვევლინე მე ქვეყანას , შევიჭერი მის  წიაღში და მისი პარამეტრული გარსიც ჩემი მწიფე მაყვალივით გიშრისფერი შავი აშოლტილი წამწამებით დავჩხვლიტე . ( : დდდდდდდდდ )


შევუცვალე წარმოდგენები და ყველა დილა ეხლა ჩვენზე, ჩვენ დაქორწინებაზე  ოცნებით იწყება …

მისი აქტიურობა, მე ცოტა არ იყოს და მაბნევს, მისი მიპატიჟებები  მაწითლებს, მისი ყურადღება მსიამოვნებს და პოზიტიურად განმაწყობს.

არ ეტყობა ასაკი, არის ჩემზე ძლიერიც კი და ჩემზე მოვლილი o_0

დღესაც სასიამოვნოდ გამაოცა : ულამაზესი კოლიე მაჩუქა , ძალიან ლამაზი და დახვეწილი .

ისეთი, მისგან რომ შემეფერებოდა და თანამედროვეც რომაა.

დღესვე გავიკეთე და ისე მომწონდა მთელი დღე მგონი ხელი სულ ზედ მეკიდა და ვეფერებოდი. მსიამოვნებს ხელით რომ შევიგრძნობ.

მშვენიერი ჟესტია შვილიშვილის გულის სწორის – ახალგაზრდა გოგოს გულის მოსანადირებლად . აი, ხო ვიცოდი რომ არაფერი “ბუა” არ იყო, მაგრამ მაინც რაღაცა თავდაჭერილი, ფრთხილი თუ თავშეკავებული, ერთი სიტყვით, რესერვედ გირლ ვიყავი მასთან, მაგრამ ეხლა უფრო მოვეშვი და იმედია, შემდეგში რომ ვესტუმრები რამე უბედურება არ დამემართება და წყლის დალევის დროს  არ დავიხრჩობი : D

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , | 5 Comments »

ინტელექტუალური წიაღსვლა

Posted by vekoo on მარტი 18, 2010

იცით როგორია თქვენი ინტელექტუალური წიაღისეული?

მზად ხართ თქვენი ინტელექტუალური წიაღისეულის გასაღრმავებლად?

მაშინ შემოგვიერთდით.

“რაც გავიზარდე”, მას შემდეგ ყველაზე დიდი ზეგავლენა ჩემზე წლების წინ წაკითხულმა დოჩანაშვილის “სამოსელმა პირველმა” და სტენდალის “წითელმა და შავმა” მოახინა.  დრო  გადიოდა, მე უფრო და უფრო მეტს ვკითხულობდი , მაგრამ მათი ზეგავლენა უცვლელი იყო ჩემზე.

მინდა ის ემოცია, რაც ჩემთვის ასე ნაცნობია, იმასაც გადავდო, ვისთვისაც ეს უცხოა.

მინდა  მსურველები ჩემს ირგვლივ გაერთიანდეთ, შევარჩიოთ ლიტერატურა და 1 გარკევული პერიოდის შემდეგ შევიკრიბოთ და  ამ წიგნზე  ვილაპარაკოთ :  ))

ლიტერატურული შეკრება მინდა გავმართოთ.

პირველად წიგნს მე შემოგთავაზებთ და შემდეგ უკვე მსურველები თავად აირჩევთ . დეტალებზე შევთანხმდებით …

ახლა კი, ვისაც სურვილი აქვს  სტენდალის “წითელი და შავს” წავიკითხავთ. ეჭვიც არ მეპარება, ბევრისთვის უკვე ნაცნობი იქნება, მაგრამ  ჩემთვის ისეთი საყვარელია ეს ნაწარმოები,  უკეთესი არაფერი მაფიქრდება …

ვისაც მონიტორთან წაკითხვა უფრო ეადვილება, წიგნის  პირველი და მეორე ნაწილების ლინკებს დავდებ და  დანარჩენი უკვე დროის საკითხია .

http://www.link.ge/file/247376/Red—Black-01.pdf.html
http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/00…%20Black-02.pdf

ნაწარმოების პირველი და მეორე ნაწილების ელ–ვერსიები. უკეთეს ლინკებს თუ იპოვით, გამოვცვლი ამათ .

ვინ იქნება პირველი?

Posted in ეს უნდა იცოდე, ექსკლუზივი, მომავლის პროექტი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 5 Comments »

შენ ვეკო არა ხარ? : ))

Posted by vekoo on მარტი 17, 2010

“– შენ ვეკო არა ხარ?” – ეს იყო კითხვა, რომელმაც მე გუშინ შემარცხვინა.

დიაღ, დიაღ, შემარცხვინა ასე ვთქვათ გადამლაშებულად, – დიაღ კი ჩემი მორიგი კრეტინული ახლანდელი აკვიატებაა, რატომღაც დიახ–ის დაწერის დროს მომაფიქრდა.

ადრეც ვუცვნივარ “სხვას”, ადრეც მიმხვდარან მე ვინ ვარ, მაგრამ შემდეგ ეს ფაქტი ასე არასოდეს განმიცდია:

არ ვიცი ეს “ვაი პოპულარობა” საიდან მოვიდა : დდ  ალბათ, ფორუმებიდან და ბლოგიდან  …

მაგრამ სიტყვები :

“-სააან, შენ ხარ ხო? (sun_waitin) ” ,

“-ვეკოოოო, გიცანიი ” ,

“-ვეკო, მე (ფორუმელის სახელი) ვარ ”

ასე ნაცნობია ჩემთვის. ზოგს მეც ვცნობდი, ზოგს – ვერა.  მაგრამ ეს შემთხვევითი ურთიერთბა ყოველთვის “ჭირი იქა, ლხინი – აქა”–ს პრინციპით მთავრდებოდა და მართლა “მიცვნია თუ ვერ მიცვნია”–ს უარყოფითი ატმოსფერო არ შეუქმნია ჩვენთვის.  ძირითადად კი, საუბარს გავუბავდი და მერე მართლა ვხვდებოდი ვინ იყო ის კონკრეტული პიროვნება : ))

გუშინ კი, ასე აღარ გამომივიდა  : ( სულ რომ არ მოველოდი ისეთ სიტუაციაში მიცნო ერთმა  ფორუმელმა და

“–ვეკო შენ ხარ ხო?” – ოოოო, რა ცუდი, იყო, ვუყურებდი და ვერაფრით ვხვდებოდი ვინ იყო, არადა გაბადრული სახით მოვიდა, ძალიან თბილად და ყურებამდე გახეული პირით  მიყურებდა, მიღიმოდა და აი, დიდი ხნის უნახავ მეგობარს რომ შეხვდები , ალბათ ისე გრძნობდა თავს : დ მე კი უბედური “საერთაშორისო ეკონომიკა2″–ის ქსეროქსს ვიღებდი და თავში სულ სხვა რამე მიტრიალებდა. სად გაქრა ამ დროს ჩემი მოხერხებულობა ვერაფრით გავიგე. ერთბაშად გამოვთაყვანდი :დ და უტაქტობის მწვერვალი გამოვავლინე :დ

ამას მე სხვაში ვერ ვიტან და მე თვითონ მომივიდა, – ვერ გიცანი მეთქი .

არა, რა პრობლემა იყო ეს რომ მეთქვა, მაგრამ ისე ცდილობდა თავისი თავის გახსენებას, ისე ძალიან  …

“– აი, იასამნისფერი ავატარი რომ მაქვს . “

“– სად გაქვს, ბლოგზე ? ბლოგერი ხარ?”

“– არა, არა რა ბლოგი ( ისე შეიცხადა, მგონი ზუსტად არც იცოდა ეგ რას ნიშნავდა :ს ) , ფორუმზე”.

“– რომელ ფორუმზე, ევაზე? “ – ეგრევე ჩემი მშობლიური ქალების ფორუმი გამახსენდა .

” – არა, არა . ” – ვიგრძენი უკვე სკეპთიციზმი შეერია მის ხმას , რომ მე ყველაფერი რიგზე მქონდა ტვინში.

“– აბა, სად, თსუ–ზე?” .

“– ჰოო, ჰოო .” – გაუხარდა, გონია, რომ მივხვდი ვინცაა : ))  “ფბ–ზეც მყავხარ მეგობრებში : )) “

“– ა, შენ მარიშკა არ ხარ? ” . ( მარი ვარო მითხრა ) .

“– არა, რა მარიშკა 😐  მარიშკა არა … “ – ცოტაც და იტირებდა მეგონა ისე შეეცვალა სახე და განწყობა, შელახული ტანსაცმელივით იყო, ჩაცმა რომ გიტყდება. გაუტყდა თვითონაც …

რა მტარვალი ვარ , ღმერთო ჩემო .

რა გამოძიება მოვუწყვე, უბრალოდ მომეკითხა და მერე თვითონ გამახსენდებოდა ვინც იყო …  : ((

სულ ავუცრუე გული ჩემზე ვხვდები, თან მარტოები არ ვიყავით, ქვეყნის ხალხი იდგა იქ და ვხვდები, გაუტყდა, მეც მაგრად შემრცხვებოდა მის ადგილას, მაგრამ რაღაც მეეჭვება ვინმესთან ასეთი ტექსტით მივიჭრა.

სახლში მოსულმა  ფბ ჩავრთე, მოვძებნე ვინც იყო . მართლა იასამნისფერ ფონიანი ავატარი ქონდა, მერე მივხვდი ვინც იყო . თსუ–ზეც დავსირჩე მარი და 11 გვერდი ამომიგდო : ))

არა, როგორ გინდა 11*20=220 მარიში , რომლებსაც  მარი–ს სხვადასხვა ინტერპრეტაციით ქვიათ სახელები, ყველა დაიმახსოვრო და გაიხსენო.

სახელების თვალიერებისას  ყველაზე საინტერესო ეს იყო :   mariamiiiiii , mariami99999, mariiiiiiiiii, ნეტავ, როგორ ახერხებს ხოლმე ნიკის აკრეფას ამდენი ი–ები რომ აქვს :დდდ

Marikaolfis – ნეტა, მარიოფლის ოფლიანობა აწუხებს თუ? …

მე მაპატიოს მარშალამ რომ რაღაცნაირად ამ სიაში მოყვა :დდდდდდდდ

და ბოლოს,  ცნობადობა უმეტეს შემთხვევაში ყველას ერთ +სს უწერს საკუთარ თავში, ისეთებიც მინახავს, მერე ეს თავში რომ ავარდნიათ და ზევიდან უყურებენ სხვებს, აი, ზუსტად ამიტომ გამიტყდა მე ის გოგო რომ ვიცანი, ეგრე არ ეფიქრა …

და ფოტო განწყობისთვის

Posted in ექსკლუზივი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , | 15 Comments »

ანტი–"მთვრალური" სენსორული გასაღები

Posted by vekoo on მარტი 14, 2010

დალევა დროის  ტარების აუცილებელი ატრიბუტია.  რა არის  კარგი მოლხენა სამელის გარეშე? არც არაფერი.

თუმცა, მე ვერ ვიტან მთვრალ მამაკაცებს , მაღიზიანებს, გონს მაკარგვინებს და დანახვაც არ მინდა მათი. :დ

ანუ, აქ ისეთ მთვრალებზე მაქვს ლაპარაკი ყველაფერში დახმარება რომ უნდათ და პირადად სკამის მაგიდაში შედგმაც არ შეუძლიათ.

ასეთი კაცების რიგში აჩო არ შედის, აი, ჭკუის დასაკარგი სიმთვრალე აქვს, საყვარელი და ჩასაყლაპი : ))

თუმცა,  კვრაში ერთხელ მაინც რომ დალიოს ბოლოს მაგაზეც ალერგია მექნება.

ცალკე პრობლემაა მთვრალი საჭსთან, – რასაც ეხება ჩემი პოსტი.

ამაზე უკვე იზრუნა კომპანია “სიმენსმა” და შექმნა სპეციალური გასაღები, რომელშიც ჩამონტაჟებულია პატარა მიკროჩიპი.  მასზე განთავსებული სენსორი ამოწმებს სისხლში ალოჰოლის შემცველობას,  – მძღოლმა მანქანის გახსნამდე უნდა ჩაბეროს  მოწყობილობას და თუკი მიღებული ალკოჰოლის დოზა 0,5 –ზე მეტი იქნება, ავტომატურად დაიბლოკება გასაღები. მე ძალიან მაინტერესებს როგორ დარეგულირდება მანქანის ჩაკეტვა–გაღების საკითხი, რამდენი ხანი მოუწევს ზამთრის ყინვიან ღამეს რესტორანთან აყუდება ღვინით შეჭიკ–ჭიკებულ თუ არყით გახურებულ ღიპიან ტიპიურ მურთაზებს.

თვითონ სენსორული მიკროჩიპის ზომა ბრინჯის მარცვალს არ აღემატება, თუმცა ძალიან პრაქტიკული და ზუსტია და პოლიციის არსენალის სიმთვრალის მზომელსაც არ ჩამოუვარდება შედეგიანობაში.

ბუნებრივია, კონკურენცია ყველგან  პირველ ხარისხოვანია და გერმანელ მეცნიერებს არც კანადელი ინჟინერები ჩამორჩნენ.  მათაც შექმნეს სპეციალური პროგრამა , რომელიც გააკონტროლებს მძღოლებს და თუკი მათი ტელეფონზე ლაპარაკის დროს სპიდომეტრის ისარი გადასცდება წინასწარ გათვლილ ნიშნულს, გასაღებში ჩამონტაჟებული მიკროჩიპი ავტომატურად დაახშობს 1,5 მეტრის რადიუსში შემომავალ ყველა ზარსა და სმს–ს .  მეორე მხარე კი მიიღებს ხმოვან შეტყობინებას, რომ ტელეფონის მფლობელს პასუხის გაცემა არ შეუძლია…

ძნელი განსაჭვრეტი არაა როგორ მოწონებას დაიმსახურებს ასეთი გასაღებები ფართო მასებში და ჩემი ვარაუდით, მასზე მოთხოვნა 15%–ზე მაღალი არ იქნება .

თუმცა კი, ერთი უდავოა, ზოგ–ზოგიერთებისათვის მშვენიერი სანახავი იქნება “გასაღებ–მოწუწნავე” ქერათმიანი გრძელფეხება “ლამაზმანები”  :დდდდდდდ

Posted in ეს უნდა იცოდე, ექსკლუზივი, სასურველია იცოდეთ | Tagged: , , , | 5 Comments »

ნუ დავკარგავთ "იმედს" .

Posted by vekoo on მარტი 13, 2010

ხალხი პანიკამ მოიცვა : რუსებმა შემოგვიტიეს, ცხინვალში, გორსა და ახალგორში რუსი ტანჯები საბრძოლველ მზადყოფნას აცხადებენ, მედვედევმა გასცა რუსული ინტერვენციის ბრძანება, თბილის–რუსთავის გზატკეცილი დაიბომბა, იბომბება დედაქალაქის შემოსასვლელებიც, პრეზიდენტი სააკაშვილი ევაკუირებულია, ქვეყანაში გადაუღებლად წვიმს და მობილური ქსელები გათიშულია, ხალხი ვერ ახერხებს ახლობლებთან დაკავშირებას , პანიკა  და განუკითხაობა უფრო და უფრო იკრებს ძალებს …

და უცებ ირკვევა, რომ ეს ყოველივე ტელეკომპანია იმედის “საპროგნოზო ილუზიები” ყოფილა და რეალობასთან არაფერი ქონია საერთო.

ამის შემდეგ სხვადასხვა ფორუმებსა და ბლოგებზე წამოვიდა ანტი–”იმედისეული” ტალღა, – მასა გმობდა იმედის ქმედებას და მას მოსახლეობისადმი მიყენებულ მძლავრ სტრესულ მანქანად  რაცხავდა.

სულ მცირე 7 პოსტს მაინც დავასახელებ ბლოგზე, რომელიც ამ თემაზე წერდა, არადა სულ ნახევარი საათია რაც სახლში მოვედი და რაც ეს ამბავი მოხდა.

რატომღაც, ყველა იმედს გმობს  ( მამაჩემის ჩათვლით , რომელიც თვლის, რომ “დასახურია მაგათი  ….”  :  დ )

რეპორტაჟის დასაწყისში გარკვევით ითქვა, რომ ეს ყველაფერი იქნებოდა სავარაუდო ამბავი, თუ როგორ ვთქვა არ ვიცი.
ყოველ შემთხვევაში, სანამ გადაცემა გავიდოდა ეთერში, ნათია კობერიძემ გვაუწყა, რომ რასაც ვნახავდით, არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და იყო მხოლოდ დადგმული.
ასე რომ …

მაგრამ , მიუხედავად ყველაფრისა, სუბტიტრი მაინც უნდა ყოფილიყო ამხელა პანიკა რომ არ გამოეწვიათ.


ანუ, სანამ როცა ტელეკომპანიას ვაკრიტიკებთ დაუდევრობის გამო,  ისიც გავითვალისწინოთ, რომ ყველაფერზე წინასწარ გაგვაფრთხილეს , სხვა საქმეა როდის დავიწყეთ გადაცემის ყურება .

ისე, რა თქმა უნდა, საშინელი ფაქტია, როცა ის, ვისაც ქვია “იმედი” , უკანასკნელ “იმედსაც” უქრობს ქართველ ერს  .

არ ვარ ოპოზიციონერი, უბრალოდ ყველაფერს აქვს 2 მხარე და ცუდია, როცა მარტო ერთი მხრიდან უყურებს მავანი რეალობას …

Posted in ეს უნდა იცოდე, ექსკლუზივი, პიკანტური რეალობა | Tagged: , , , , , , | 4 Comments »

სამუშაოს ძიებისას …

Posted by vekoo on მარტი 11, 2010

ბლოგის მკითხველები თუ თავად ბლოგერები, უმეტესწილად, სტუდენტები არიან, რომელთათვისაც განსაკუთრებით აქტუალურია დასაქმების პრობლემა . იმისათვის, რათა სამუშაოს ძიების პროცესში არ დაუშვათ არსებითი შეცდომები, ესეც სია თქვენთვის :

სამუშაოს მაძიებლის 10 ტიპიური შეცდომა

1. მიზნის განუსაზღვრელობა.

უნდა დაისახოთ კონკრეტული მიზანი და გაითვალისწინოთ შრომის ბაზრის მოთხოვნები ანუ რა კვალიფიკაციებზე, უნარ-ჩვევევბზე და ა.შ. არის მოთხოვნ, წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმება რთული ან შეუძლებელი იქნება.

2. არასწორად შედგენილი რეზიუმე.

თუ რეზიუმე (CV) არასწორადაა შედგენილი, მეტია ალბათობა, რომ თქვენს კანდიდატურას შერჩევის პირველ ეტაპზეც არ განიხილავენ. ამით დამთავრდება თქვენი მცდელობა – მიიღოთ სამუშაო მოცემულ ორგანიზაციაში.

3. სამუშაოს ძიების ყველა მეთოდისა და საშუალების გამოუყენებლობა.

სამუშაოს ძიების მხოლოდ ერთ საშუალებაზე დაყრდნობა საკმაოდ დაბალეფექტური და არაგონივრულია. რაც მეტი ინფორმაცია გექნებათ და გამოიყენებთ სამუშაოს ძებნის ყველა საშუალებას, მით მალე მიიღებთ შედეგს.

4. გასაუბრებაზე მომზადების გარეშე წასვლა.

გასაუბრებისთვის მოუმზადებლობის შემთხვევაში დიდია რისკი, რომ დამსაქმებელი თქვენში ვერ დაინახავს იმ სპეციალისტს, რომელსაც ეძებს.

5. სუსტი მხარეების დემონსტრირება.

სუსტ მხარეებზე დასმული კითხვა თქვენი სტრესისადმი გამძლეობის შემოწმებაა. ზედმეტი აღელვება, არაადექვატური რეაქცია გადაწონის ძლიერ მხარეებს და დატოვებთ უარყოფით შთაბეჭდილებას.

6. ყოფილი ხელმძღვანელებისა და კოლეგების გაკრიტიკება.

თუ თქვენ დაიწყებთ ყოფილი კოლეგების გაკრიტიკებას, ამით დატოვებთ არასანდო და კონფლიქტური პიროვნების შთაბეჭდილებას და წარუმატებლობა გარდაუვალი იქნება.

7. კითხვებზე მოკლე პასუხების: ,,კი”, ,,არა” გაცემა.

გასაუბრებისას მოკლე პასუხები (”კი”, ”არა”) ან გაჭიანურებული პაუზა, ხაზს გაუსვამს თქვენ თავდაუჯერებლობას და თქვენი შეხედულებების ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უუნარობას.

8. დამსაქმებლისათვის თავის შეცოდება.

გახსოვდეთ, დამსაქმებელს ნაკლებად აინტერესებს წარუმატებელი, საკუთარი პრობლემებით დამძიმებული პიროვნება.

9. მხოლოდ ანაზღაურებით დაინტერესება.

ფული საჭიროა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია სამუშაო პირობები. ამიტომ შრომის ანაზღაურების გარდა უნდა დაინტერესდეთ მუშაობის რეჟიმით, შრომის პირობებით, სოციალური გარანტიებით და სხვ.

10. გადამეტებული თვითრეკლამა.

გადამეტებული თვითშეფასება, თავის მოჩვენება ”ძალიან ჭკვიანად” არის წამგებიანი პოზიცია, ვინაიდან ორგანიზაციებს მოთხოვნა აქვთ წარმატებულ თანამშრომლებზე და არა ამპარტავნებზე.

რამდენიმე რჩევა მათთვის ვინც იშოვა სამსახური Read the rest of this entry »

Posted in ყველაფერი ჩემზე | 6 Comments »

ქართული უნიკოდი

Posted by vekoo on მარტი 11, 2010

ახდა, ასრულდა სიზმარი ! ! !

როგორც იქნა, ვაღირსე ჩემ თავს და გამახსენდა, რომ ქართული უნიკოდი გადმომეწერა.

აქამდე ფორუმზე ვწერდი ან სადმე პროფაილში და მერე ვაკოპირებდი, – ახალი ვინდოუსის დაყენებასთან ერთად სულ მავიწყდებოდა უნიკალური უნიკოდის არსებობა.

ჰოდა, დავიტანჯე , ვიგვემე, ვიწვალე და გამინათდა თავში იდეა: ვეკო, ვგონებ დროა საქმეს ტვინიც დააყოლო და გადმოწერო : დ .

ალბათ, ისეთებიც არიან, ვინც არც ისე კარგად ერკვევიან რა არის უნიკოდი და რისთვის გამოიყენება იგი:

ქართული უნიკოდი საჭიროა ინტერნეტში ინფორმაციის ქართულად მოსაძიებლად, ფოლდერებისთვის სახელის ქართულად დასარქმევად და სხვა მრავალი, ამისთვის კი საჭიროა, რომ ჩვენი კომპიუტერი მომართლი იყოს უნიკოდის ქართული კლავიატურის სტანდარტის შესაბამისად.

ქართული კლავიატურის დასაყენებლად გადმოწერეთ ამ ბმულიდან ქართული უნიკოდი, შემდეგ დაარქივეთ და დააინსტალირეთ & press “Close”.

შემდეგ შეგდივართ “სტარტ” მენიუში და მივყვებით ამ სქემას :  Start => Control Panel => Regional and Language Options

ავირჩევთ ყველაფერში ქართულ ენას და დიადი მიზანი მიღწეულია : ))

პ.ს. ვიცი, რომ ძალიან ბუნდოვნად ავხსენი ყველაფერი, ამიტომ, შეკითხვებზე არ მოგერიდოთ :პ

Posted in ეს უნდა იცოდე | Tagged: | 11 Comments »

me & my mother-in-law

Posted by vekoo on მარტი 6, 2010

დავკომპლექსდი?

ენა დამება და ერთი სიტყვა იყო, ვერაფრით ვიხსენებ ეხლა რომელი , ორჯერ ვცადე და ვერაფრით ვთქვი.

ა, ხო, “გამათბობელი ჩართული” – მგონი ეს იყო.

ეტყობა, ვცდილობ თავი მოვაწონო და ერთი რომ წავიბორძიკე , მერე დავიბენი ფეტვის მარცვალივით.

მერე ყავა შემომთავაზა და შაქარი იმდენი ჩავყარე მეგონა კამპოტს ვსვავდი , – არც ეს არ შეიმჩნია .

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შესვლისას ისეთი გაბადრული სახით შევედი, თითქოს, ბადრი პატარკაციშვილის მთელი ქონება მისთვის ეანდერძებინოთ და მე მახარობელი ვიყავი .

მერე იყო ენის დაბმა და ბევრი შაქარი. წამოსვლისას კიდევ ერთი Fail .

ამას უკვე აღარ ვიტყვი : D მეტისმეტად შემრცხვება : ))

რაც არ უნდა იყოს, ვერსად გავექცევი, რომ ვკეკლუცობ მასთან : D

Advice From Mother… in law

პინგვინი თუ ჭუკლი კი ვარ, მაგრამ ასეთი არასოდეს ვიქნები (yes) სათვალავი ამერია მერამდენე ვიზიტი იყო, მაგრამ პირველზე მეტად ვხვდები, რომ ეხლა უფრო ვფიქრობ რა მოეწონება და რა არა 😛

ინატრონ ჩემნაირი 😛

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , | 22 Comments »

სიშმაგის აპოლოგია და სიძულვილიდან სიყვარულამდე.

Posted by vekoo on მარტი 4, 2010

თურმე არ ქრება, არ ნელდება და არ ჰყვება წლებს . წლებს რაა, ჯერ სულ ერთი გავიდა და ზუსტად გუშინ ვფიქრობდი, გუშინ როცა მის მხარზე თავდადებული ვისვენებდი, ვუთხარი:

ნახე, უკვე ერთი წელი გავიდა და არც გამქრალა და არც გაფერმკრთალებულა , უფრო მეტად ვგრძნობ, ისე, თითქოს ყველაფერი გუშინ დაიწყო , უფრო მეტადაც კი მიყვარხარ.

ის დამეთანხმა.

გაზაფხული და მსგავსი ბლა ბლა ბლაა არ მიყვარს, ეს არც არაფერ შუაშია, მაგრამ ამ გაზაფხულზეც ისე ვიგრძენი თავი, თითქოს ყველაფერი თავიდან იწყებოდა, ახლიდან სულ ყველაფერი: ისევ ისე მაკრთობს შეხება, მიხარია გაღიმება, მიყვარს მისი ტუჩები …

პოსტის სიყვარულზე დაწერა არ მინდოდა , ეს პირადულია და რაღაც, მე გადავეჩვიე ამ კუთხის ბლოგვას .

დღეს blolgroll.ge-ზე ერთის პროFაილს ვათვალიერებდი, თვალი მომტაცა წარწერამ:

და ჩამონათვალი საკმაოდ გრძელი იყო . ერთმანეთში ირეოდა სხვა და სხვა ბლოგერების გრავატარები . ჩემი ყურადღება ერთ-ერთმა მიიპყრო: ძალიან ნაცნობი ავატარი შევნიშნე , დიდი ხნის წინ გამოჩენილი და მერე როგორც მე გამოვჩნდი “მის ცხოვრებაში ” უგზო-უკვლოდ, მერე ისევე უგზო-უკვლოდ გამქრალი ადამიანისა.

შევედი და დავათვალიერე მისი ბლოგი, კატეგორიამ about my crazy and chaotic life მიმიქცია, შევედი და ჩამოვყევი თემების ჩამონათვალს, – თითო-თითო ხაზს ვკითხულობდი ყველაში. და აი, ბედი ან მისტიკა თუ არ არსებობს, რაღა მაინდამაინც კონკრეტულად ერთ-ერთმა დამაინტერესა (?!).

memories – ერქვა პოსტს. გავხსენი და დავიწყე კითხვა . Read the rest of this entry »

Posted in ყველაფერი ჩემზე | 9 Comments »