ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

სიშმაგის აპოლოგია და სიძულვილიდან სიყვარულამდე.

Posted by vekoo on March 4, 2010

თურმე არ ქრება, არ ნელდება და არ ჰყვება წლებს . წლებს რაა, ჯერ სულ ერთი გავიდა და ზუსტად გუშინ ვფიქრობდი, გუშინ როცა მის მხარზე თავდადებული ვისვენებდი, ვუთხარი:

ნახე, უკვე ერთი წელი გავიდა და არც გამქრალა და არც გაფერმკრთალებულა , უფრო მეტად ვგრძნობ, ისე, თითქოს ყველაფერი გუშინ დაიწყო , უფრო მეტადაც კი მიყვარხარ.

ის დამეთანხმა.

გაზაფხული და მსგავსი ბლა ბლა ბლაა არ მიყვარს, ეს არც არაფერ შუაშია, მაგრამ ამ გაზაფხულზეც ისე ვიგრძენი თავი, თითქოს ყველაფერი თავიდან იწყებოდა, ახლიდან სულ ყველაფერი: ისევ ისე მაკრთობს შეხება, მიხარია გაღიმება, მიყვარს მისი ტუჩები …

პოსტის სიყვარულზე დაწერა არ მინდოდა , ეს პირადულია და რაღაც, მე გადავეჩვიე ამ კუთხის ბლოგვას .

დღეს blolgroll.ge-ზე ერთის პროFაილს ვათვალიერებდი, თვალი მომტაცა წარწერამ:

და ჩამონათვალი საკმაოდ გრძელი იყო . ერთმანეთში ირეოდა სხვა და სხვა ბლოგერების გრავატარები . ჩემი ყურადღება ერთ-ერთმა მიიპყრო: ძალიან ნაცნობი ავატარი შევნიშნე , დიდი ხნის წინ გამოჩენილი და მერე როგორც მე გამოვჩნდი “მის ცხოვრებაში ” უგზო-უკვლოდ, მერე ისევე უგზო-უკვლოდ გამქრალი ადამიანისა.

შევედი და დავათვალიერე მისი ბლოგი, კატეგორიამ about my crazy and chaotic life მიმიქცია, შევედი და ჩამოვყევი თემების ჩამონათვალს, – თითო-თითო ხაზს ვკითხულობდი ყველაში. და აი, ბედი ან მისტიკა თუ არ არსებობს, რაღა მაინდამაინც კონკრეტულად ერთ-ერთმა დამაინტერესა (?!).

memories – ერქვა პოსტს. გავხსენი და დავიწყე კითხვა .

მუზები შემომაწვა ანდა არა მუზები კი არა ძველი დრო გამახსენდა (გამახსენეს) და მომენატრა. ძალიან იშვიათია როცა ესეტ ხასიათზე ვარ და მითუმეტეს რომ, წერა მინდება.
ცოტა ხნის წინ იმ ადამიანებსი პოსტებს ვკითხულობდი ან ადამიანის, რომელიც მეგობრად მიმაჩნდა, მესაიდუმლედ. ბევრჯერ გვილაპარაკია ერთმანეთთან ჩვენ საიდუმლოებებზე და თითქმის ყველანაირ საკითხზე. გვიცინია და გავბრაზებულვართ.ახლა ჩვენ ერთმანეთს ვერ ვიტანთ. შეიძლება ითქვას გვძულს კიდევაც ერთმანეთი. და რატომ, რის გამო რაღAც უაზრობის გამო.ხოდა ასე დავკარგე ეს ადამიანი უაზრობით, ინტერნეტით, ვირტულურად. იმდენი ცუდი ვუხარი და მითხრა. იმდენი ცუდი რამ დავუტოვეთ ერთმანეთს.არ მეგონა ოდესმე მასზე თუ დავწერდი. არ მეგონა ოდესმე თუ მომენატრებოდა. ან საერთოდ სიძულვილი თუ გამინელდებბოდა.მაგრამ ახლა ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე ორივე მათგანის ბლოგი იმდენი რამ წავიკითხე და გავიგე მათზე.
ერთ დროს ვერ ვიტანდი მათ მაგრამ ახლა, იმდენად ბედნიერად ვიგრძენი თავი. თითქოს ამერიკა აღმომეჩინნოს. ამერიკა არა მარა მათი დიდი სიყვარული აღმოვაჩინე.და ამდენი ხნის მერე ამდენი საშინელი გრძნობის მერე მე ბედნიერი ვარ მათი სიყვარულით . იმით, რომ ი მათ მომავალი აქვთ.მაგრამ ეს ყველაფერი რომ არ მომხდარიყო ისინი ერთად არ იქნებოდნენ ერთმანეთს ვერ შეხდებოოდნენ.მოკლედ აი ასეთ ნოტზე ვარ. სხვისი ბედნიერება მიხარია. და ვინ სხვისი. ადამიანების რომლებსაც ვერ ვიტანდი და შემიძლია ეხლა ისიც კი ვთქვა, რომ დღემდე ვერ ვიტან ერთ-ერთ მათგანს. მაგრამ მაინც მიხარიაშეიძლება რომელიმე მათგანმა მიცნო კდიეც და ამ პოსტს თუ წაიკითხავენ მიცნობენ ხოდა თუ მიცანით მინდა, რომ ეს ყველაფერი იცოდეთ.მართალია ****** შენ ვერ მიტან ვიცი რომ ჯერაც არ გაგნელებია ის მძაფრი ზიღის გრძნობა ჩემდამი მაგრამ ეგ არაფერი მე მაინც მიხარია თქვენი ბედნიერება

და მერე კომენტარი “es posti bichs da gogos exeba da ara daqalebs da isini male daqorwinebas apireben ”

არც მეტი და არც ნაკლები, ამ პოსტში ჩემი თავი აღმოვაჩინე, კომენტარმა კი გამიმყარა ვარაუდი.

ჰო, ამ პოსტში ნახსენები 2 ადამიანი ჩვენ ვართ,ჩვენ ვართ, ვინც ერთმანეთი სრულიად შემთხევით, შეიძლება ითქვას, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში აღმოვაჩინეთ, ერთ Fორუმზე, მაგრამ “სხვადასხვა ბანაკში” ვიბრძოდით, ერმანეთისადმი ზიზღი არ გვქონია, მაგრამ არც მეგობრული განწყობა, ჩვენი დაპირისპირება მისი “მეგობრების” ჩემდამი დამოკიდებულებამ განსაზღვრა… თავიდან თვითონაც ბიჭი ვეგონე … კონკრეტული ბიჭი …. ამის გამო ინტერესი, სურვილი გაღვივდა დავედგინე ვინ ვიყავი … მერე 2ჯერ ბანი მისგან … გლობალი იყო და სხვანაირად როგორ : )) . ამხსნა ისევ მისიანის მოთხოვნით, რადგან თავად სურდა იმ გოგოს მე დავებანე… თუმცა მე კულტურული ინტრიგანი ვიყავი : D ვაშავებდი, ვშლიდი ნერვებზე “იქთა ფლანგს”, იმჟამინდელ მოდერებს ისე, რომ Fორუმის წესებს არ ვარღვევდი. ამიტომ ვერ მიშვებდნენ Fორუმიდან, მარტო მათი არ იყო … რამოდენიმე დღეში მეორე სამუდამო ბანი გლობალისგან …

და აი, იმ დღიდან დავისახე მიზნად, რომ მისთვის თავი წამერთმია …

… და წავართვი.

ეს კი ზევითა პოსტის ავტორის “ღაღადისი ქვათა შინა”

აი, ასე ვერთობოდი სხვის ნერვებზე დაკვრით ზუსტად ერთი თვის წინ . ზუსტად მახსოვს, 1 თებერვალს დაიწყო ყველაფერი .

რავი, მე ვერთობოდი როცა ჩემზე ასე წიწმატდებოდა იქ ხალხი … როგორც ვხედავთ, მათ ეს ზიზღში აერიათ, ზევით მოყვანილ ვრცელ პოსტი ჩანს, რომ ამ გოგოს გონია, მე ისევ მეზიზღება იგი, არადა ასე არც არასდროს ყოფილა .

მე უბრალოდ “ჩემსას ვისწორებდი და ა-ს თუ მეტყოდნენ მთელ ანბანს ჩამოვუყოლებდი.

ამიტომაც, იმ პერიოდში მოდერთა კაბინეტი სავსე იყო მსგავსი პოსტებით, წესით, მე, როგორც რიგით იუზერს, ეს ვერ უნდა მენახა, მაგრამ მაინც ვნახულობდი, მათ კი არ იცოდნენ.

და ამ ყველაფრს რომ ვხედავდი მერე რატომღა უნდა მდომოდა მათი კეთილგანწყობის მოპოვება და ამიტომ, კიდევ და კიდევ ვამატებდი და ვშლიდი ნერვებზე მათ😀 იმ თემაში ბევრი პოსტი წაშლილია, თორე დავდებდი სასოწარკვეთილ და მრისხანების პიკზე მდგომი მოდერების სასოწარკვეთილ პოსტებს , როგორ მოთქვავდნენ ჩემ ცინიზმსა და პროვოკატორობაზე😀

…..

ეს კი იყო ძველად … მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, ძალიან ბევრი შეიცვალა და მთლიანად შეიცვალა ჩემი ცხოვრებაც.

შეიძლება ითქვას, რომ არა ჩემი ერთი პოსტი :

– რა გქვია ?

– დათო

მე ისევ იმ დონეზე ვიქნებოდი გაყინული . მხოლოდ ზოგიერთები, max 5 კაცი თუ გაიგებს რას ნიშნავდა იმ დროს ჩემი ნათქვამი “დათო” , მაგრამ ზუსტად ამ სიტყვიდან აგორდა ყველაფერი და იმ ღამით მეორე სამუდამოც გავირტყი : D

არ მინდა ყველაფერი “გადმოვალაგო”, რაც ჩემსა და მის “ჩვენად” გახდომას უძღოდა წინ. ამიტომ ისევ ამ ბლოგერ გოგოზე გავაგრძელებ: მრავალგზის მიღწეული 100% ვორნების შემდეგ ის დაიბანა მორიგი აფეთქებისას და დავრჩით ჩვენ, მე და “გადმობირებული” გლობალი.

ახლა კი, იმ პოსტის ავტორს მინდა მივმართო, როგორც შენ პოსტში გიწერია “მართალია ****** შენ ვერ მიტან ვიცი რომ ჯერაც არ გაგნელებია ის მძაფრი ზიღის გრძნობა ჩემდამი … ” ეგ სისულელეა, მე არც არასოდეს მეზიზღებოდი. მეტიც, ამ ქვეყნად საერთოდაც არავინ მეზიზღება, ჩემი მაშინდელი საქციელი უბრალოდ, ჩემი რეაქცია იყო თქვენ საქციელზე . სამწუხაროა, რომ მაშინაც და ეხლაც ზიზღში გერევათ ეგ .
როცა შენი ის პოსტი აღმოვაჩინე, სულ დამავიწყდა ყველაფერი ძველი, რაც კი გითქვამს ან გაგიკეთებია ჩემთვის ან ჩემიანებისათვის და რაღაც, თითქოს უფრო ავმაღლდი შინაგანად, მაგრამ ამ პოსტი საწერად შენი ნაწერები რომ მოვძებნე მოდერთა განყოფილებაში, კვლავაც განმიახლდა ის ძველებური “კაიFისა და ცივი ომის სინდრომი”. მე უბრალოდ ასეთი ვარ.
მაგრამ ეს ყველაფერი ძველად იყო.
სურვილიც არ მაქვს არაფრის განახლების, მითუმეტეს რაც ცუდი იყო. გაიხსენე ჩვენი კონFერენცია skype-ში, როგორ ცდილობდა აჩო ჩვენ შერიგებას, მაშინაც უარზე იყავი შენ და გაგიკვირდა მერე ჩემი ცინიზმი .
მგონი, დროა მეც და შენც, გავიზარდოთ, წინ გადავდგათ 1 ნაბიჯი და 2 ნაბიჯით უკან არ დავბრუნდეთ, ის, რაც ორივეს გვარცხვენს, აღარ გაგრძელდეს.
მაშინაც გარემოებებზე იყო დამოკიდებული ჩემი შენდამი განწყობა და ეხლაც ასეა. თორე ისე, შინაგანად ყველას + უწერია ჩემში, უბრალოდ, მერე თავად ცვლიან ამ +სს -ით.

and… Just Stop The War and Spread The Peace . it’s time to amplify.

ვიდეო განწყობისთვის

9 Responses to “სიშმაგის აპოლოგია და სიძულვილიდან სიყვარულამდე.”

  1. D@niko said

    კარგით, რა ხალხნო… არ მოგბეზრდათ კინკლაობა და ერთმანეთში დავი-დარაბა? ასეთი რამეები მხოლოდ ამერიკულ ფილმებში ხდებოდა მეგონა…😐

  2. sunwaited said

    D@niko

    რა ომები, რა ბრაზილიური სერიალი😀 პოსტი საკმაოდ არეული გამოვიდა და ვგონებ, არასწორად გაიგებს ბევრი🙂

    მაგრამ ჩემთვის მთავარია, რომ როცა არ უნდა ნახოს ეს პოსტი supernatural-მა , მიხვდება რომ მასზეა🙂 ი ვსო🙂

  3. ვიპოვე ეგ პოსტი😛

  4. sunwaited said

    siyvarulovna
    ხოო, გოგო, მარიკო არის ეგ ბლოგერი, აუ, ასე გაუგებრად მიწერია პოსტი, რომ შენც კი ვერ მიხვდი?😀

    ხან მარიზე და ხან აჩოზე ვლაპარაკობ, იმედია , განასხვავებთ😛

    პ.ს.სახელები ზოგგან შეიცვალა პოსტში🙂

    • არა აჩო და მარი არ ამერია😀 უბრალოდ მარიკოსგან ვერ წარმოვიდგინე ეგ პოსტი და😀

  5. Zurriuss said

    გული ამიჩუყტა :((
    წელები დამეწვა :((
    :ლოლ:

  6. Rockyourbaby said

    vaaa saniik,she intriganooo!!!magra daudeqi zviangeeebs!!!
    chemi daxatuliii!!!
    zalian mixaria shen da “qochoras” ase bednierebs rom gxedaaavt!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: