ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

სამუშაოს ძიებისას …

Posted by vekoo on March 11, 2010

ბლოგის მკითხველები თუ თავად ბლოგერები, უმეტესწილად, სტუდენტები არიან, რომელთათვისაც განსაკუთრებით აქტუალურია დასაქმების პრობლემა . იმისათვის, რათა სამუშაოს ძიების პროცესში არ დაუშვათ არსებითი შეცდომები, ესეც სია თქვენთვის :

სამუშაოს მაძიებლის 10 ტიპიური შეცდომა

1. მიზნის განუსაზღვრელობა.

უნდა დაისახოთ კონკრეტული მიზანი და გაითვალისწინოთ შრომის ბაზრის მოთხოვნები ანუ რა კვალიფიკაციებზე, უნარ-ჩვევევბზე და ა.შ. არის მოთხოვნ, წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმება რთული ან შეუძლებელი იქნება.

2. არასწორად შედგენილი რეზიუმე.

თუ რეზიუმე (CV) არასწორადაა შედგენილი, მეტია ალბათობა, რომ თქვენს კანდიდატურას შერჩევის პირველ ეტაპზეც არ განიხილავენ. ამით დამთავრდება თქვენი მცდელობა – მიიღოთ სამუშაო მოცემულ ორგანიზაციაში.

3. სამუშაოს ძიების ყველა მეთოდისა და საშუალების გამოუყენებლობა.

სამუშაოს ძიების მხოლოდ ერთ საშუალებაზე დაყრდნობა საკმაოდ დაბალეფექტური და არაგონივრულია. რაც მეტი ინფორმაცია გექნებათ და გამოიყენებთ სამუშაოს ძებნის ყველა საშუალებას, მით მალე მიიღებთ შედეგს.

4. გასაუბრებაზე მომზადების გარეშე წასვლა.

გასაუბრებისთვის მოუმზადებლობის შემთხვევაში დიდია რისკი, რომ დამსაქმებელი თქვენში ვერ დაინახავს იმ სპეციალისტს, რომელსაც ეძებს.

5. სუსტი მხარეების დემონსტრირება.

სუსტ მხარეებზე დასმული კითხვა თქვენი სტრესისადმი გამძლეობის შემოწმებაა. ზედმეტი აღელვება, არაადექვატური რეაქცია გადაწონის ძლიერ მხარეებს და დატოვებთ უარყოფით შთაბეჭდილებას.

6. ყოფილი ხელმძღვანელებისა და კოლეგების გაკრიტიკება.

თუ თქვენ დაიწყებთ ყოფილი კოლეგების გაკრიტიკებას, ამით დატოვებთ არასანდო და კონფლიქტური პიროვნების შთაბეჭდილებას და წარუმატებლობა გარდაუვალი იქნება.

7. კითხვებზე მოკლე პასუხების: ,,კი”, ,,არა” გაცემა.

გასაუბრებისას მოკლე პასუხები (”კი”, ”არა”) ან გაჭიანურებული პაუზა, ხაზს გაუსვამს თქვენ თავდაუჯერებლობას და თქვენი შეხედულებების ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უუნარობას.

8. დამსაქმებლისათვის თავის შეცოდება.

გახსოვდეთ, დამსაქმებელს ნაკლებად აინტერესებს წარუმატებელი, საკუთარი პრობლემებით დამძიმებული პიროვნება.

9. მხოლოდ ანაზღაურებით დაინტერესება.

ფული საჭიროა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია სამუშაო პირობები. ამიტომ შრომის ანაზღაურების გარდა უნდა დაინტერესდეთ მუშაობის რეჟიმით, შრომის პირობებით, სოციალური გარანტიებით და სხვ.

10. გადამეტებული თვითრეკლამა.

გადამეტებული თვითშეფასება, თავის მოჩვენება ”ძალიან ჭკვიანად” არის წამგებიანი პოზიცია, ვინაიდან ორგანიზაციებს მოთხოვნა აქვთ წარმატებულ თანამშრომლებზე და არა ამპარტავნებზე.

რამდენიმე რჩევა მათთვის ვინც იშოვა სამსახური

1. დაიცავით სამსახურში მიღების ყველა წესი: დამსაქმებელთან გააფორმეთ შრომითი ხელშეკრულება, სადაც შეძლებისდაგვარად დეტალურად იქნება გაწერილი თქვენი უფლება–მოვალეობები, სამუშაოს ანაზღაურება, შრომის პირობები, კომპენსაციები და შეღავათები;

2. შეეცადეთ ახალ სამსახურში თავი წარმოაჩინოთ პროფესიონალ კადრად – ეს მოგცემთ საშუალებას სწრაფად მოიპოვოთ თანამშრომლების კეთილგანწყობა;

3. არ მოახდინოთ თქვენი განსაკუთრებული ურთიერთობის დემონსტრირება იმ ადამიანებთან, რომელთაც მიგიღეს სამსახურში. კეთილგანწყობა დაადასტურეთ პასუხისმგებლობითა და საქმისადმი შემოქმედებითი დამოკიდებულებით;

4. ეცადეთ, გაიგოთ და გაითავისოთ ქცევის ის წესები, რომლებიც მიღებული და დამკვიდრებულია მოცემულ ორგანიზაციაში. ეს დაგეხმარებათ ახალ გარემოსთან ადაპტირებაში.

6 Responses to “სამუშაოს ძიებისას …”

  1. Marr said

    ეძებ უკვე?

  2. sunwaited said

    Marr
    ჰო, უკვე : )) დიდი ხანია მინდოდა, მარა სულ მეზარებოდა, მაგრამ ეხლა ვგრძნობ, რომ 2 წელიწადში უკვე მაგრად დამერხევა რომ არ დავიწყო ეხლავე, თუნდაც პროფილით არ იყოს : ))

  3. cgsaba said

    mec vedzeb samsaxurs😦

    • sunwaited said

      კაია თუ ეძებ, მე არც ვეძებ, უბრალოდ მინდა რომ ვმუშაობდე და ვიცი, რომ ასე არაფერი გამომივა😦

      ეხლა მეც ვაპირებ ძებნის დაწყებას :დ

  4. gijmaj said

    ვეძებდი და ახლახან ვიპოვე😀

    მაგრამ აქ ზოგადი რჩევებია… თუ მოვიცლი უფრო კონკრეტულად დავწერ რა და როგორ…😀 სამსახურის მოძებნა და მიღება უზარმაზარი პროცესია…. ძალიან ბევრ დეტალს აქცევენ დამსაქმებელი ყურადღებას..

    • sunwaited said

      ახლახანს იპოვე? : )) მე პირადად, მშურს შენი :დ
      მე უკვე წინასწარ ვგრძნობ როგორ გამიჭირდება რამის პოვნა, სტაჟირებაც ვერ ვიპოვე ჯერ ნორმალური : )) ვეც არანორმალური : დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: