ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ქართული უნიკოდი

Posted by vekoo on March 11, 2010

ახდა, ასრულდა სიზმარი ! ! !

როგორც იქნა, ვაღირსე ჩემ თავს და გამახსენდა, რომ ქართული უნიკოდი გადმომეწერა.

აქამდე ფორუმზე ვწერდი ან სადმე პროფაილში და მერე ვაკოპირებდი, – ახალი ვინდოუსის დაყენებასთან ერთად სულ მავიწყდებოდა უნიკალური უნიკოდის არსებობა.

ჰოდა, დავიტანჯე , ვიგვემე, ვიწვალე და გამინათდა თავში იდეა: ვეკო, ვგონებ დროა საქმეს ტვინიც დააყოლო და გადმოწერო : დ .

ალბათ, ისეთებიც არიან, ვინც არც ისე კარგად ერკვევიან რა არის უნიკოდი და რისთვის გამოიყენება იგი:

ქართული უნიკოდი საჭიროა ინტერნეტში ინფორმაციის ქართულად მოსაძიებლად, ფოლდერებისთვის სახელის ქართულად დასარქმევად და სხვა მრავალი, ამისთვის კი საჭიროა, რომ ჩვენი კომპიუტერი მომართლი იყოს უნიკოდის ქართული კლავიატურის სტანდარტის შესაბამისად.

ქართული კლავიატურის დასაყენებლად გადმოწერეთ ამ ბმულიდან ქართული უნიკოდი, შემდეგ დაარქივეთ და დააინსტალირეთ & press “Close”.

შემდეგ შეგდივართ “სტარტ” მენიუში და მივყვებით ამ სქემას :  Start => Control Panel => Regional and Language Options

ავირჩევთ ყველაფერში ქართულ ენას და დიადი მიზანი მიღწეულია : ))

პ.ს. ვიცი, რომ ძალიან ბუნდოვნად ავხსენი ყველაფერი, ამიტომ, შეკითხვებზე არ მოგერიდოთ :პ

11 Responses to “ქართული უნიკოდი”

  1. Marr said

    ეგ გავიგეთ, მაგრამ ლათინურ კლავიატურას რომ დაემთხვას ქართული ანბანი, მაგისი დაყენება არ გჭირდება? მე უფრო ბევრს ვჩალიჩობ ხოლმე, ვინდოუსის დისკსაც ვიყენებ უნიკოდის დასაყენებლად.

  2. D@niko said

    ვერაფრით დავაყენე! რა არ ვცადე!😐 მერე ბოლოს აღარ მიჩვენებს Georgian-ს. ისე, შენი Wallpaper-ი მომწონს! Pink Floyd 4 Eva!😉

  3. LiLaC said

    eh, me arc vcdi, imitom rom vici, araferi gamomiva da uaresad avrev… dgemde postebs porumidan vakopireb da ise vdeb wordpress-ze : ))

  4. sunwaited said

    Marr
    ხო გითხარი, იქ გეორგიან უნდა მონიშნო ორივეგან . მე პირადად არც მანდ მონიშვნა დამჭირდა ისედაც ეგრე დაყენდა. ასე რომ შეიძლება არც იყოს მაგეების დაყენების საჭიროება .
    ასე რომ, ცადე მაინც.

    D@niko
    ჰო, ერთხელ მეც ვსიჯე და დაინსტალირებაც ვერ მოვახერხე, შუაში ჩერდებოდა და იჭედებოდა. მაგრამ ეხლა უპრობლემოდ გაკეთდა ყველაფერი.
    ჰო, მეც მომწონს ჩემი ვოლლი :დ 4 ევერ : ))

    LiLaC
    არევით არაფერსაც არ არევ, მთავარია დაინსტალირებისას პირველ სურათზე რომ მაქვს მითითებული, ეგეთ ფანჯარა რომ გამოჩნდება Georgian unicod (English layout) დააყენო .

    გოგოებო, ნუ პესიმისტობთ :პ ცადეთ მაინც და სადაც გაიჭედებით მომწერეთ, იქნებ დაგეხმაროთ და გავაკეთოთ.

    ვერც წარმოიდგენთ რა მაგარია აქ კომენტარებს ეგრევე აქ რომ ვწერ ქართულად. სუპეეერ :დ
    პროსტა, ერთი პრობლემაა, სმაილებს ვეღარ ვწერ :დ შიფთს რომ ვაჭერ მერე ქართული ასო აღარ იწერება, მაგრამ შეველევი როგორმე : ))

    • Marr said

      მერე მანდვე არაა ინგლისურზე გადამყვანი? :))) მე ვის ვეუბნები, მეც მეზარება ხოლმე ენების გადაყვანა-გადმოყვანა. დამტანჯა ამ სმაილებმა : ))))

  5. sunwaited said

    Marr]

    ოოფ, რა ზარმაცი ხალხი ხართ რა :პ გადამყვანი კია აქვე, მაგრამ მაუსი სულაც რომ არ ვიხმარო, ალტ+შიფტს დააჭერ და თავისით გადადის, მაგრამ უკვე როცა ქართულზე მაქვს გადაყვანილი მერე აღარ ბრუნდება უკან ინგლისურზე, ანუ მარტო ერთ “კრუგზე” მიდის : დ

    ჰოდა, ეხლა ორისისთვის გადმოვწერე ქართული ქიიბორდი, მაგრამ სულ ამირ–დამირია კლავიატურა, მარა მაინც დავარეგულირე. ვამაყობ ჩემი შემართებით :დდდდდდდდ

    • Marr said

      უი რა კაი მასწავლე ეგ ალტ შიფტი. ჩემთან რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ გადაიყვან. მადლობა :* :* :*

  6. LiLaC said

    veko, am bmulidano rom wer, aba bmuli? ver mivageni :S

    • sunwaited said

      უი, არ დამილინკავს თვითონ საინსტალაციო : ))

      აი , უცებ ეს მოვძებნე : http://allshares.ge/download.php?id=8284A76338 გადმოიწერე და როგორც მიწერია ისე გააკეთე.

      მე ეს არ მიყენია და ამიტომ თუ რამე ისე არ იმუშავა, სხვა ლინკს მოგცემ მაშინ :*

  7. LiLaC said

    karoche, xo vambob, magari wyalwagebuli var =D kodeki Tu ragaca chiri ar maqvs da ro viwer ver vaarqiveb :D:D:D
    madloba mainc, oqros gogo xar :*

  8. vekoo said

    საკუთარი პოსტი მე–ვე გამომადგა.

    რა ვერ გაიგეთ თავის დროზე აქ? ძალიან მარტივი იყო ყველაფერი : ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: