ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ნუ დავკარგავთ "იმედს" .

Posted by vekoo on March 13, 2010

ხალხი პანიკამ მოიცვა : რუსებმა შემოგვიტიეს, ცხინვალში, გორსა და ახალგორში რუსი ტანჯები საბრძოლველ მზადყოფნას აცხადებენ, მედვედევმა გასცა რუსული ინტერვენციის ბრძანება, თბილის–რუსთავის გზატკეცილი დაიბომბა, იბომბება დედაქალაქის შემოსასვლელებიც, პრეზიდენტი სააკაშვილი ევაკუირებულია, ქვეყანაში გადაუღებლად წვიმს და მობილური ქსელები გათიშულია, ხალხი ვერ ახერხებს ახლობლებთან დაკავშირებას , პანიკა  და განუკითხაობა უფრო და უფრო იკრებს ძალებს …

და უცებ ირკვევა, რომ ეს ყოველივე ტელეკომპანია იმედის “საპროგნოზო ილუზიები” ყოფილა და რეალობასთან არაფერი ქონია საერთო.

ამის შემდეგ სხვადასხვა ფორუმებსა და ბლოგებზე წამოვიდა ანტი–”იმედისეული” ტალღა, – მასა გმობდა იმედის ქმედებას და მას მოსახლეობისადმი მიყენებულ მძლავრ სტრესულ მანქანად  რაცხავდა.

სულ მცირე 7 პოსტს მაინც დავასახელებ ბლოგზე, რომელიც ამ თემაზე წერდა, არადა სულ ნახევარი საათია რაც სახლში მოვედი და რაც ეს ამბავი მოხდა.

რატომღაც, ყველა იმედს გმობს  ( მამაჩემის ჩათვლით , რომელიც თვლის, რომ “დასახურია მაგათი  ….”  :  დ )

რეპორტაჟის დასაწყისში გარკვევით ითქვა, რომ ეს ყველაფერი იქნებოდა სავარაუდო ამბავი, თუ როგორ ვთქვა არ ვიცი.
ყოველ შემთხვევაში, სანამ გადაცემა გავიდოდა ეთერში, ნათია კობერიძემ გვაუწყა, რომ რასაც ვნახავდით, არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და იყო მხოლოდ დადგმული.
ასე რომ …

მაგრამ , მიუხედავად ყველაფრისა, სუბტიტრი მაინც უნდა ყოფილიყო ამხელა პანიკა რომ არ გამოეწვიათ.


ანუ, სანამ როცა ტელეკომპანიას ვაკრიტიკებთ დაუდევრობის გამო,  ისიც გავითვალისწინოთ, რომ ყველაფერზე წინასწარ გაგვაფრთხილეს , სხვა საქმეა როდის დავიწყეთ გადაცემის ყურება .

ისე, რა თქმა უნდა, საშინელი ფაქტია, როცა ის, ვისაც ქვია “იმედი” , უკანასკნელ “იმედსაც” უქრობს ქართველ ერს  .

არ ვარ ოპოზიციონერი, უბრალოდ ყველაფერს აქვს 2 მხარე და ცუდია, როცა მარტო ერთი მხრიდან უყურებს მავანი რეალობას …

4 Responses to “ნუ დავკარგავთ "იმედს" .”

  1. Marr said

    უსაქმურები ეგენი. ისე 2012 წელს რაც მოხდება მაგის იმიტაციაც რომ გააკეთონ არ უნდათ?

  2. dembo said

    magis imitacia gadaiges hollywood -shi :))

  3. Taaac said

    კარგით რა, ქართველებს კიდე ეგეთI დადგმები გვინდა? ისე არ გვაკლია ომი და არეულობა? და მეორეც კიდე იმედის ტელევიზიამ რა იცის 1 წელში რა იქნება, ჩემი აზრით შეკვეთილი იყო ეგ ვითომ “მომავლის” ქრონიკა სპეციალურად და შემთხვევით არ იყო რო ერთი წარწერაც არ ქონდა იმიტაციის შესახებ. ვინც აგვისტოს ამბები გამოიარაა და იმის მერე სახლი დაკარგა და ზოგმა შვილი და ზოგმა ქმარი, ისინი რო უყურებნენ რა დღეშI ჩავარდებოდნენ? ან შვილი ვისაც ჯარში ჰყავს და ამ *****-ს ემსახურება!!!! მიზანი ის იყო რომ, ხალხო ჭკვიანად იყავით თორემ 1 წელში ნოღაიდელი რუსეთს შეგიერთებთოო🙂🙂 ანუ დამაფასეთოოო რა ერთმა სულიერმა😀😀😀😀😀😀😀 ეჰ რავიცი რავიციიი😀

  4. gulisashvili said

    რა ქნას იმედმა, როცა მას არავინ არაფერს ეკითხება? უბრალოდ, ,,იმედი” ხელისუფლებას აღარ სჭირდება და მის დახურვას ცდილობს….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: