ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ანტი–"მთვრალური" სენსორული გასაღები

Posted by vekoo on March 14, 2010

დალევა დროის  ტარების აუცილებელი ატრიბუტია.  რა არის  კარგი მოლხენა სამელის გარეშე? არც არაფერი.

თუმცა, მე ვერ ვიტან მთვრალ მამაკაცებს , მაღიზიანებს, გონს მაკარგვინებს და დანახვაც არ მინდა მათი. :დ

ანუ, აქ ისეთ მთვრალებზე მაქვს ლაპარაკი ყველაფერში დახმარება რომ უნდათ და პირადად სკამის მაგიდაში შედგმაც არ შეუძლიათ.

ასეთი კაცების რიგში აჩო არ შედის, აი, ჭკუის დასაკარგი სიმთვრალე აქვს, საყვარელი და ჩასაყლაპი : ))

თუმცა,  კვრაში ერთხელ მაინც რომ დალიოს ბოლოს მაგაზეც ალერგია მექნება.

ცალკე პრობლემაა მთვრალი საჭსთან, – რასაც ეხება ჩემი პოსტი.

ამაზე უკვე იზრუნა კომპანია “სიმენსმა” და შექმნა სპეციალური გასაღები, რომელშიც ჩამონტაჟებულია პატარა მიკროჩიპი.  მასზე განთავსებული სენსორი ამოწმებს სისხლში ალოჰოლის შემცველობას,  – მძღოლმა მანქანის გახსნამდე უნდა ჩაბეროს  მოწყობილობას და თუკი მიღებული ალკოჰოლის დოზა 0,5 –ზე მეტი იქნება, ავტომატურად დაიბლოკება გასაღები. მე ძალიან მაინტერესებს როგორ დარეგულირდება მანქანის ჩაკეტვა–გაღების საკითხი, რამდენი ხანი მოუწევს ზამთრის ყინვიან ღამეს რესტორანთან აყუდება ღვინით შეჭიკ–ჭიკებულ თუ არყით გახურებულ ღიპიან ტიპიურ მურთაზებს.

თვითონ სენსორული მიკროჩიპის ზომა ბრინჯის მარცვალს არ აღემატება, თუმცა ძალიან პრაქტიკული და ზუსტია და პოლიციის არსენალის სიმთვრალის მზომელსაც არ ჩამოუვარდება შედეგიანობაში.

ბუნებრივია, კონკურენცია ყველგან  პირველ ხარისხოვანია და გერმანელ მეცნიერებს არც კანადელი ინჟინერები ჩამორჩნენ.  მათაც შექმნეს სპეციალური პროგრამა , რომელიც გააკონტროლებს მძღოლებს და თუკი მათი ტელეფონზე ლაპარაკის დროს სპიდომეტრის ისარი გადასცდება წინასწარ გათვლილ ნიშნულს, გასაღებში ჩამონტაჟებული მიკროჩიპი ავტომატურად დაახშობს 1,5 მეტრის რადიუსში შემომავალ ყველა ზარსა და სმს–ს .  მეორე მხარე კი მიიღებს ხმოვან შეტყობინებას, რომ ტელეფონის მფლობელს პასუხის გაცემა არ შეუძლია…

ძნელი განსაჭვრეტი არაა როგორ მოწონებას დაიმსახურებს ასეთი გასაღებები ფართო მასებში და ჩემი ვარაუდით, მასზე მოთხოვნა 15%–ზე მაღალი არ იქნება .

თუმცა კი, ერთი უდავოა, ზოგ–ზოგიერთებისათვის მშვენიერი სანახავი იქნება “გასაღებ–მოწუწნავე” ქერათმიანი გრძელფეხება “ლამაზმანები”  :დდდდდდდ

5 Responses to “ანტი–"მთვრალური" სენსორული გასაღები”

  1. archily said

    ჩამყლაპე ხოლმე მაგ დროს მეც ეგ მინდა😛

    ჰოდა ეგ არ იქნება მოხმარებსაში იმჰო🙂 იმიტორო მერე პატრულამ რომ გაგვაჩეროს ხო უნდა მიზეზი😀 და მერე მიზეზი არ ექნებათ იმჰო😀 კაროჩე რა😀

    და აუციელბელაი გააღების მოწუწნა კაცო?😀 რა უბედურებააა😀

    ან სპიდომეტრის ლიმიტი რა უბედურებაა?იქნებ კალვენ ვიღაცას და მე თან ტელეფონზე ველაპარკები და მის სიცოცხლისუნარიანობას ვაფიქსირებ და ისე სწრაფდად მივდივარ მისკენ?😀

    ძალიან მომეწონა ეს პოსტი მე🙂 :*:*:*:*

  2. sunwaited said

    archily
    პოსტი რომ მოგეწონა მაგითი დაიწყო ხოლმე ჯობია :დდდდდ

    ჩაგყლაპო? :დ ჯერ დალიე (smoking)

    გასაღების მოწუწვნა რა საჭიროა, უნდა ჩაბერო ზედ რააა და გამოჩნდება, ყოველ შემთხვევაში, სტატიაში ასე ეწერა : ))

    ყველა ვარიანტში, სიჩქარის კონტროლი აუცილებელიაააააააააააააა :დ განსაკუთრებით, თუკი გაბრაზებული შეყვარებული ბიჭი ღამის 4 საათზე მიჰქრის გზატკეცილზე შეყვარებულის სახლისკენ : დდდდდდდდდდ

  3. archily said

    ჰოოო მართალი ხარ ისე შენ😀

    ეხლა არ მითხრა ჯასნიაო😀

  4. zurriuss said

    მოგცლიათ… :ზვიადისტი: :))

  5. Marr said

    “…რამდენი ხანი მოუწევს ზამთრის ყინვიან ღამეს რესტორანთან აყუდება…”
    გოგო, რა პრობლემაა, ჩაჯდებიან მანქანაში, მაგრამ მანქანა არ დაიქოქება. გამოფხიზლდებიან და წავლენ მერე😀😀😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: