ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

შენ ვეკო არა ხარ? : ))

Posted by vekoo on March 17, 2010

“– შენ ვეკო არა ხარ?” – ეს იყო კითხვა, რომელმაც მე გუშინ შემარცხვინა.

დიაღ, დიაღ, შემარცხვინა ასე ვთქვათ გადამლაშებულად, – დიაღ კი ჩემი მორიგი კრეტინული ახლანდელი აკვიატებაა, რატომღაც დიახ–ის დაწერის დროს მომაფიქრდა.

ადრეც ვუცვნივარ “სხვას”, ადრეც მიმხვდარან მე ვინ ვარ, მაგრამ შემდეგ ეს ფაქტი ასე არასოდეს განმიცდია:

არ ვიცი ეს “ვაი პოპულარობა” საიდან მოვიდა : დდ  ალბათ, ფორუმებიდან და ბლოგიდან  …

მაგრამ სიტყვები :

“-სააან, შენ ხარ ხო? (sun_waitin) ” ,

“-ვეკოოოო, გიცანიი ” ,

“-ვეკო, მე (ფორუმელის სახელი) ვარ ”

ასე ნაცნობია ჩემთვის. ზოგს მეც ვცნობდი, ზოგს – ვერა.  მაგრამ ეს შემთხვევითი ურთიერთბა ყოველთვის “ჭირი იქა, ლხინი – აქა”–ს პრინციპით მთავრდებოდა და მართლა “მიცვნია თუ ვერ მიცვნია”–ს უარყოფითი ატმოსფერო არ შეუქმნია ჩვენთვის.  ძირითადად კი, საუბარს გავუბავდი და მერე მართლა ვხვდებოდი ვინ იყო ის კონკრეტული პიროვნება : ))

გუშინ კი, ასე აღარ გამომივიდა  : ( სულ რომ არ მოველოდი ისეთ სიტუაციაში მიცნო ერთმა  ფორუმელმა და

“–ვეკო შენ ხარ ხო?” – ოოოო, რა ცუდი, იყო, ვუყურებდი და ვერაფრით ვხვდებოდი ვინ იყო, არადა გაბადრული სახით მოვიდა, ძალიან თბილად და ყურებამდე გახეული პირით  მიყურებდა, მიღიმოდა და აი, დიდი ხნის უნახავ მეგობარს რომ შეხვდები , ალბათ ისე გრძნობდა თავს : დ მე კი უბედური “საერთაშორისო ეკონომიკა2″–ის ქსეროქსს ვიღებდი და თავში სულ სხვა რამე მიტრიალებდა. სად გაქრა ამ დროს ჩემი მოხერხებულობა ვერაფრით გავიგე. ერთბაშად გამოვთაყვანდი :დ და უტაქტობის მწვერვალი გამოვავლინე :დ

ამას მე სხვაში ვერ ვიტან და მე თვითონ მომივიდა, – ვერ გიცანი მეთქი .

არა, რა პრობლემა იყო ეს რომ მეთქვა, მაგრამ ისე ცდილობდა თავისი თავის გახსენებას, ისე ძალიან  …

“– აი, იასამნისფერი ავატარი რომ მაქვს . “

“– სად გაქვს, ბლოგზე ? ბლოგერი ხარ?”

“– არა, არა რა ბლოგი ( ისე შეიცხადა, მგონი ზუსტად არც იცოდა ეგ რას ნიშნავდა :ს ) , ფორუმზე”.

“– რომელ ფორუმზე, ევაზე? “ – ეგრევე ჩემი მშობლიური ქალების ფორუმი გამახსენდა .

” – არა, არა . ” – ვიგრძენი უკვე სკეპთიციზმი შეერია მის ხმას , რომ მე ყველაფერი რიგზე მქონდა ტვინში.

“– აბა, სად, თსუ–ზე?” .

“– ჰოო, ჰოო .” – გაუხარდა, გონია, რომ მივხვდი ვინცაა : ))  “ფბ–ზეც მყავხარ მეგობრებში : )) “

“– ა, შენ მარიშკა არ ხარ? ” . ( მარი ვარო მითხრა ) .

“– არა, რა მარიშკა😐  მარიშკა არა … “ – ცოტაც და იტირებდა მეგონა ისე შეეცვალა სახე და განწყობა, შელახული ტანსაცმელივით იყო, ჩაცმა რომ გიტყდება. გაუტყდა თვითონაც …

რა მტარვალი ვარ , ღმერთო ჩემო .

რა გამოძიება მოვუწყვე, უბრალოდ მომეკითხა და მერე თვითონ გამახსენდებოდა ვინც იყო …  : ((

სულ ავუცრუე გული ჩემზე ვხვდები, თან მარტოები არ ვიყავით, ქვეყნის ხალხი იდგა იქ და ვხვდები, გაუტყდა, მეც მაგრად შემრცხვებოდა მის ადგილას, მაგრამ რაღაც მეეჭვება ვინმესთან ასეთი ტექსტით მივიჭრა.

სახლში მოსულმა  ფბ ჩავრთე, მოვძებნე ვინც იყო . მართლა იასამნისფერ ფონიანი ავატარი ქონდა, მერე მივხვდი ვინც იყო . თსუ–ზეც დავსირჩე მარი და 11 გვერდი ამომიგდო : ))

არა, როგორ გინდა 11*20=220 მარიში , რომლებსაც  მარი–ს სხვადასხვა ინტერპრეტაციით ქვიათ სახელები, ყველა დაიმახსოვრო და გაიხსენო.

სახელების თვალიერებისას  ყველაზე საინტერესო ეს იყო :   mariamiiiiii , mariami99999, mariiiiiiiiii, ნეტავ, როგორ ახერხებს ხოლმე ნიკის აკრეფას ამდენი ი–ები რომ აქვს :დდდ

Marikaolfis – ნეტა, მარიოფლის ოფლიანობა აწუხებს თუ? …

მე მაპატიოს მარშალამ რომ რაღაცნაირად ამ სიაში მოყვა :დდდდდდდდ

და ბოლოს,  ცნობადობა უმეტეს შემთხვევაში ყველას ერთ +სს უწერს საკუთარ თავში, ისეთებიც მინახავს, მერე ეს თავში რომ ავარდნიათ და ზევიდან უყურებენ სხვებს, აი, ზუსტად ამიტომ გამიტყდა მე ის გოგო რომ ვიცანი, ეგრე არ ეფიქრა …

და ფოტო განწყობისთვის

15 Responses to “შენ ვეკო არა ხარ? : ))”

  1. gijmaj said

    :))) ეგ არაფერი. რამდენიმე დღის წინ, სულ ერთი საათის შუალედით 2 სულ სხვა ადამიანი მოვიკითხე :)))) რატომღაც ჩემს ნაცნობებს მივამსგავსე, და 31-ვე კბილგამოჩენლმა (ერთი აღარ მაქვს😀 ) რომ ჩამოვურაკრაკე ჩვენი ზაფხულის თავგადასავლები (ჩემი ჭკუით)… მერე მივხვდი რომ თურმე სულ სხვაგან მოვხვედრილვარ…😀

    • sunwaited said

      აუუუ :დ როგორ მიყვარს მასეთი სიტუაციები, :დ ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ის ვიღაცა უცნობი ჩემსავით კრეტინულად არ მოიქცა და ისიც რომ აგყვება :დ და მერე ერთად რომ იცინებთ ამ შეცდომაზე : ))

  2. ხო , ამ სიტუაციაში მოხვედრა მართლაც მაგრად ტეხავს🙂 თუმცა, გეტანხმები, იმ გოგოს მსგავსად მე არ მოვიქცეოდი. ვინმემ რო ვერ მიცნოს მაგრად გამიტყდებოდა. ისე შენც ცუდად მოიქეცი😦 ისე გეთამაშა თითქოს იცანი🙂 ასე რომ ახლა შენც გატეხილში ხარ🙂 თუმცა ეგაც არაფერი, შენც მალე დაგავიწყდება და იმასაც. ისე კიდე თუ შეგხვდა სადმე მიესალმე🙂 თუ სამაგიერო გადაგიხადა და ისე გააკეტა, თითქოს ვერ გიცნო, ბარიბარში იქნებით და ვსოოოო🙂

  3. Marr said

    აუ რა მაგარია :)))) მე როგორ მიცანი ოდესღაც ეგ მაინეტრესებს მაგრად. არადა როგორი მოვედი იცი? 90% მეგონა რომ ვერ მიცნობდი

  4. sunwaited said

    gulisashvili
    როგორ მეთამაშა ვითომ ვიცანი, როცა ისე ცუნამივით დამატყდა თავზე, იმენა ვერაფერი მოვიფიქრე ვინ იყო და რა უნდოდა მერე :დ
    კაი რა , მივესალმები კი არა, მერე ბოლოს რაღაცას რომ ვეუბნებოდი უკვე ცხვირი ამიბზუა :დ მარა გატეხილში იყო და ეპატიება :ანგელ:

    Marr
    შენ როგორ გიცანი? და საერთოდაც, ვინ გითხრა რომ გიცანი? :დ შენც ეგრე მეძგერე თან არანაკლებ ადგილას,– გამწარებული მდივანთან რიგში ვიდექი :დდდდდდდდდ
    ვერც მაშინ მივხვდი ვინ მარი იყავი ( უკვე მეორე მარი :დ ) , მაგრამ დელიკატურად მოგიკითხე და მერე 1 წუთში მართლა გიცანი . ოღონდ მართლაააააააააააააააააა

    • Marr said

      ეე რას მატყუებ ეხლაა. მალე მიცანი. აბა აჩოს რომ უთხარი ვინც ვიყავი საიდან უთხარი თუ არ იცოდი :)) ისე კი დაიბენი, აქეთ მეკითხებოდი როგორ მიცანიო.

  5. archily said

    🙂 ჰო მაგარია🙂

  6. sunwaited said

    Marr
    ხოდა, მაგას ვამბობ მალევე გიცანითქო. 1 წუთიც არ დამჭირდა : )) კაი გოგო, სად შენ და სად ეს მარი :დ

    archily
    გადასარევი : ))

  7. ვაიმეეეე, ეს რა საშინლად დადებულა ჩემი კომენტარიიიიიი :))))))) convert.ge-ში ქართულ შრიფტზე გადავიყვანე და შესწორება დამავიწყდა :((((

  8. D@niko said

    ჩემს კურსელს აქვს ელ. ფოსტაზე 6-ი… ეგეც მარია😀 და პირველად რომ მაილი მივწერე… რაღაიდა პირველად, 9-ჯერ მივწერე და მეათეჯერ მიუვიდა😀

  9. Anonim said

    მეც სულ მაგ სიტუაციაში ვარ მაგრამ არა ბლოგის გამო.. მაგრამ ცუდი სიტუაცია ყოველთვის დალევით და დამეგობრებით მთავრდება.. ეგ არაფერი. იმდენი ნაროდი ირევა ფეისზე რომ საოცრებაა ვინმე დაიმახსოვრო.. ეს უფრო იმას უნდა ეფიქრა ვინც მოდიოდა, სიტყვა გიცნობ ბევრს არაფერს არ ნიშნავს.. ისე სააან თსუ- ს ფორუმზე მეც ვარ🙂 სად ეძრობი ?🙂

  10. rockyourbaby said

    hahaaa saniii,jer sad xaaarrr,damaca chamovide tbilisshi,”datakeba”mere naxe sheeeeennn!:):):P:P:P

  11. sunwaited said

    D@niko
    შენც თუ თსუ–ელი ხარ, მაშინ დიდი შანსია ეგ იყოს მისი ნიკიც ფორუმზე :დ რა უბედურებაა ამდენი ი? :შ

    Anonim
    შენც თსუ–ელი ხარ? : )) არსადაც არ ვეძრობი , საქმისთვის შევდივაარ ხოლმე მარტო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის განყოფილებაში . მოცალეობის ჟამს კი საფიხვნოში :დ

    rockyourbaby
    როდის ჩამოდიხააარ :დ მე დახვედრას გაჩვენებ და შენ დატაკებას :დდდდდდდდდდდდ

  12. sunwaited said

    good posts😀

  13. alluballi said

    🙂🙂 არც მე არასროს არ მივალ არავისთან მაგ შეკითხვოთ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: