ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ინტელექტუალური წიაღსვლა

Posted by vekoo on March 18, 2010

იცით როგორია თქვენი ინტელექტუალური წიაღისეული?

მზად ხართ თქვენი ინტელექტუალური წიაღისეულის გასაღრმავებლად?

მაშინ შემოგვიერთდით.

“რაც გავიზარდე”, მას შემდეგ ყველაზე დიდი ზეგავლენა ჩემზე წლების წინ წაკითხულმა დოჩანაშვილის “სამოსელმა პირველმა” და სტენდალის “წითელმა და შავმა” მოახინა.  დრო  გადიოდა, მე უფრო და უფრო მეტს ვკითხულობდი , მაგრამ მათი ზეგავლენა უცვლელი იყო ჩემზე.

მინდა ის ემოცია, რაც ჩემთვის ასე ნაცნობია, იმასაც გადავდო, ვისთვისაც ეს უცხოა.

მინდა  მსურველები ჩემს ირგვლივ გაერთიანდეთ, შევარჩიოთ ლიტერატურა და 1 გარკევული პერიოდის შემდეგ შევიკრიბოთ და  ამ წიგნზე  ვილაპარაკოთ :  ))

ლიტერატურული შეკრება მინდა გავმართოთ.

პირველად წიგნს მე შემოგთავაზებთ და შემდეგ უკვე მსურველები თავად აირჩევთ . დეტალებზე შევთანხმდებით …

ახლა კი, ვისაც სურვილი აქვს  სტენდალის “წითელი და შავს” წავიკითხავთ. ეჭვიც არ მეპარება, ბევრისთვის უკვე ნაცნობი იქნება, მაგრამ  ჩემთვის ისეთი საყვარელია ეს ნაწარმოები,  უკეთესი არაფერი მაფიქრდება …

ვისაც მონიტორთან წაკითხვა უფრო ეადვილება, წიგნის  პირველი და მეორე ნაწილების ლინკებს დავდებ და  დანარჩენი უკვე დროის საკითხია .

http://www.link.ge/file/247376/Red—Black-01.pdf.html
http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/00…%20Black-02.pdf

ნაწარმოების პირველი და მეორე ნაწილების ელ–ვერსიები. უკეთეს ლინკებს თუ იპოვით, გამოვცვლი ამათ .

ვინ იქნება პირველი?

5 Responses to “ინტელექტუალური წიაღსვლა”

  1. Marr said

    ეე შენ მე ხომ არ ხარ? დოჩანაშვილიო, სტენდალიო. შეილება არ დაიჯერო რომ ეგრეა, მარა კაი ხნის წინ დავწრე ეგ ფორუმზე.

  2. sunwaited said

    Marr

    შენ მე ხარ? : )) კარგია : ))

    აბა, ვნახოთ შენ რომ შემოგვთავაზებ როგორი მე შენ ვიქნები :პ

    • Marr said

      გირჩევ მე არ გამაკეთებინოთ არჩევანი. შეგაზიზღებთ კითხვას😀

  3. გადმოვწერე და მალე კითხვასაც შევუდგები =) ოღონდ ჯერ უნდა ამოვაპრინტერო აქ თვალებს ვერ დავითხრი :ჵ

  4. tami said

    გამარჯობა, ლინკები აღარ მუშაობს და შეგიძლიათ განაახლოთ?😦 ძალიან მინდა ელ.ვერსია და მხოლოდ პირველი ნაწილი დევს ყველგან

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: