ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Beloved Granny ;)

Posted by vekoo on March 20, 2010

არადა, თითქოს, არაფერი იყო  ჩემთვის :  არც ნათესავი, მეზობელი, ოჯახის მეგობარი …

უბრალოდ ნაცნობიც კი არაა …

არ ქონდა არანაირი მიზეზი, რომ მოვწონებოდი,  არ ქონდა არანაირი მიზეზი დადებითი დამოკიდებულებისა … ეს იმიტომ, რომ  თვალიც კი არ მქონდა მოკრული .

ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, რომ არა “რაღაც და რაღაც”    არც  არასდროს თუ ვერასდროს შევხვდებოდით ერთმანეთს და ისე მიებარებოდა გამჩენს, თვალსაც ვერ მოვკრავდით.

მაგრამ, ქვეყანაზე ის “რაღაც” , უფრო სწორად კი “ვიღაც”  არსებობს და ორი სრულიად უცხო ადამიანიც დაკავშირდა ერთმანეთთან.

ბევრს გაგიცრუებთ იმედებს და ვიტყვი, რომ ეს პოსტი ბიჭს არ ეძღვნება, აქ უბრალოდ ლაპარაკია ერთ ~75 წლის ქალბატონზე, რომლის ზოგად კრიტერიუმებს  სრულებითაც არ ვაკმაყოფილებ: არ ვარ ცისფერთვალება, ქერა და არ ვარ მეგრელი. და მთავარი: არ ვარ პროფესიით მომავალი ექიმი მასავით და მთელი მისი გრძელი სანათესაოსავით.

ოოოო, ეს ბოლო აღარ იყო საჭირო ხო? მაგრამ, 75 წლის ქალბატონისთვის სასურველი სარძლო ასეთ “პარამეტრებში ჯდებოდა” ,  მაგრამ მოვევლინე მე ქვეყანას , შევიჭერი მის  წიაღში და მისი პარამეტრული გარსიც ჩემი მწიფე მაყვალივით გიშრისფერი შავი აშოლტილი წამწამებით დავჩხვლიტე . ( : დდდდდდდდდ )


შევუცვალე წარმოდგენები და ყველა დილა ეხლა ჩვენზე, ჩვენ დაქორწინებაზე  ოცნებით იწყება …

მისი აქტიურობა, მე ცოტა არ იყოს და მაბნევს, მისი მიპატიჟებები  მაწითლებს, მისი ყურადღება მსიამოვნებს და პოზიტიურად განმაწყობს.

არ ეტყობა ასაკი, არის ჩემზე ძლიერიც კი და ჩემზე მოვლილი o_0

დღესაც სასიამოვნოდ გამაოცა : ულამაზესი კოლიე მაჩუქა , ძალიან ლამაზი და დახვეწილი .

ისეთი, მისგან რომ შემეფერებოდა და თანამედროვეც რომაა.

დღესვე გავიკეთე და ისე მომწონდა მთელი დღე მგონი ხელი სულ ზედ მეკიდა და ვეფერებოდი. მსიამოვნებს ხელით რომ შევიგრძნობ.

მშვენიერი ჟესტია შვილიშვილის გულის სწორის – ახალგაზრდა გოგოს გულის მოსანადირებლად . აი, ხო ვიცოდი რომ არაფერი “ბუა” არ იყო, მაგრამ მაინც რაღაცა თავდაჭერილი, ფრთხილი თუ თავშეკავებული, ერთი სიტყვით, რესერვედ გირლ ვიყავი მასთან, მაგრამ ეხლა უფრო მოვეშვი და იმედია, შემდეგში რომ ვესტუმრები რამე უბედურება არ დამემართება და წყლის დალევის დროს  არ დავიხრჩობი : D

5 Responses to “Beloved Granny ;)”

  1. mari said

    რა მაგარი პოსტია🙂 კრიტერიუმებს ჩავუფიქრდი ეხლა. ყველა ბებიას ეგეთი კრიტერიუმები რატომ აქვს ნეტავ? საკუთარ ბებიასაც კი სხვათა შორის😛

    • sunwaited said

      გმადლობა :))

      კრიტერიუმებს რაც შეეხება, მას ესეთი იმიტომ აქვს, რომ მეგრელია (როგორც ვიცი) და იმერელ ოჯახში მოხვდა და მას მერე სულ იმერლებთან აქვს შეხება, 3 შვილიდან არცერთის ცოლი არაა მეგრელი და ალბათ, ოცნებობდა შვილიშვილს მაინც შეერთო მეგრელი გოგო :დ მაგრამ მანდაც არ გაუმართლა . და ქერა და ცისფერთვალებაც მაგ კუთხისთვის დამახასიათებელია .

      ხოდა, ისე მეც იმერელი ვარ :დ

      • Marr said

        ქერა ცისფერთვალება ვიგულისხმე მე კრიტერიუმებში.😀

  2. ძალიან ძალიააან მომეწონა ეს პოსტიიიიი

  3. […] კიდე აჩოს ბებიას ნაჩუქარი კოლიე მიკეთია ეხლა . ოქროში ამოვლებული თუ […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: