ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ა.მ.ო.

Posted by vekoo on March 22, 2010

1) ერთჯერადი სელპაკი.

2) შავი ტუშის პასტა.

3) პატარა სარკე.

4) პრიშიკი.

თუკი ვინმე მიხვდება, თუ რა კავშირია ამ 4 ნივთს შორის,  მე პირადად ძეგლის დადგმას ვერ შევპირდები, ვერც სანუკვარი სურვილის შესრულებას, მაგრამ ერთ პატარა ვიჯეტს მაინც გამოვუყოფდი ბლოგზე :დ

ეს მერე იყოს და  მეც გამაოგნა დღეს ისეთ ანომალიასთან მქონდა კონტაქტი.   მესმის, რომ ადამიანს შეგეძლოს ითხოვო დახმარება, მაგრამ დახმარებაცაა და დახმარებაც …

სეუ2–ის ლექციაზე ადრე შევედი და ჩემ მეგობარ სალომეას ველაპარაკებოდი, იქვე ფანჯარასთან ვიჯექით შემაღლებულ იატაკზე და ნანატრი მზით ვთბებოდით. ამ დროს ერთი გოგო მოგვიახლოვდა და  მოწიწებით სელპაკი ითხოვა.  არა, კი გაგვიკვირდა, თუ სურდო აქვს უსელპაკოდ როგორ დადისთქო, მაგრამ … რომ მივეცით, დაადო თავი და აუდიტორიიდან გავიდა :დ  ნუ, მივხვდით, რომ “გაჭირვებული” იყო და გავატარეთ ..  : D

იმ წუთასვე დავფიქრდი, რომ კარგია, როცა შეგიძლია დახმარება ითხოვო.  ზოგადად, ეს ნიჭად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან არის ხალხი, რომელიც შეიძლება კვდებოდეს, მაგრამ უბრალოდ, გაუტყდეს რამის თხოვნა და მითუმეტეს ასეთი ინტიმური ნივთის …

ლექტორის მოსვლისას , რატომღაც, ამ გოგონას  გვერდით მომიწია დაჯდომა, რაღაცას ხატავდა ბლოკნოტში : ინგლისური ასოებისთვის კონტური შემოევლო და მის გარეთ შავი უბრალო ფანქრით მთლიან ფონს აკეთებდა და თვითონ ასოებს თეთრად ტოვებდა.

იდეაში, კარგი რაღაც გამოვიდოდა. უცებ, მომიტრიალდა და :

“– ტუშის პასტა ხომ არ გაქვს,?  ხატვა მინდა ” – მკითხა.

რა ტუშის პასტა, სხვა ჩანთა მეკეთა და დილის 9 საათიანი სემინარისთვის ისე გამოვვარდი სახლიდან, კოსმეტიჩკა ჩანთაც არ ჩამიგდია შიგნით ტუშის პასტა საიდან მექნებოდა. არა–მეთქი ვუპასუხე.

ცოტა ხნის მერე  შევატყვე, უსიამოვნოდ იშმუშნებოდა და რაღაც აწუხებდა. ისევ შემომიტრიალდა :

“– სარკე ხომ არ გაქვს? ” – მკითხა.

“–არა–მეთქი, ” – ვუპასუხე .

“- იცი, პრიშიკი ამომდის ცხვირზე ორი ცალი და მაწუხებს,  ”

“– …” – უკომენტაროთ იყო ჩემი კომენტარი : D

“- ძალიან მეტყობა? “

“– მობილურზე კარგად ჩანს და დაათვალიერე” –   დავაბრეხვე მოხერხებულად : დ

აი, რასაც ქვია შევედი და გამოვედი მის მდგომარეობაში : დ არ ვიცი მე მეკაიფებოდა თუ რა იყო, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, სრული სერიოზულობით ლაპარაკობდა.

საერთოდ, ამ საგანში ერთი დიდი კრეტინული უცხოური წიგნით გავდივართ და დღეს გაირკვა, რომ უკვე სტამბაშია ქართული ვერსია და ამ ჩემმა მერხის მეზობელმა ლექტორს 500 კაციან აუდიტორიაში ხმამაღლა განუცხადა :

“– რა უნამუსობაა რაა.  მთელი “კრუგმანი” ბოლომდე გადავბეჭდე, მეგონა, რომ სულ გავივლიდით და თქვენ კიდე ეხლა ბეჭდავთ ქართულ წიგნს. მთელი 15 ლარის ზარალი ვნახე და  რა უსამართლობაა, ვინ ამინაზღაურებს? ” –

და ჩარგო თავი ხელებში და იყო 2 წუთი ასე გატრუნული.

ყველანი გავშეშდით მოულოდნელობისგან და პირზე ღიმილი გადაგვეკრა : ))

სასიამოვნოა, რომ დღესდღეისმობით, ვიღაცას კიდე შეუძლია ასე გაგვახალისოს .

10 Responses to “ა.მ.ო.”

  1. archily said

    მუზეუმის ექსპონატი იყო ვინც იყო😀 ფხიზელი იყო ნეტა?😀

  2. Marr said

    აუ შენს გაძლებას რა… შენ ადგილას იქ ისეთ სიცილს ავტეხდი, აუდიტორია დაიცლებოდა 2 წამში. აუ მეც მინდა მასეთი ვიღაცა შემხვდეს ლექციაზე.
    მაგარი პოსტი გამოგივიდა, კიდე დაწერე ესეთები😀

  3. პრიშიკების დასათვალიერებლად უნდოდა ალბათ სარკე, და ტუშის პასტა თავის ბლოკნოტში სახატავად, ერთჯერადი არ ვიცი და ბევრია ეგეთი სტუდენტები?😀 თავი როგორ შეიკავე სიცილი რო არ ატეხე?😀 მაგარი პოსტი კი გამოვიდა და

  4. შეიძლეა გავიცინოოო😀😀😀

    თუ სოლიდარობა გამოგიცხადოოოოოოოოოოო😀😀😀

  5. zorbegi said

    ჩემი ძმაკაცი ახალი გდასული იყო უნივერსიტეტში გვერდზე გოგო რო მიუჯდა და განუცხადა: კბილი მაქსვს გაფუჭებული და პირიდან ცუდი სუნი ამომდისო..

    არადა პირველად ხედავდნენ ერთმანეთს…

    ესეთებიც კაია რო არსებობენ?

    ჰუჰ.. რავი

  6. CGsaba said

    ra kaia egeT SekiTxvebs me rom ar misvamen.😀

    ise erTjedai cxvirsaxocis xmareba ver viswvale

    gaixaros mravajeradma ra!

  7. sunwaited said

    archily
    ფხიზელი იყო :დ კიი :დ

    Marr
    სულაც არ მეხარხარება ხოლმე მასეთ სიტუაციებში : ))

    siyvarulovna
    თავი როგორ შევიკავე და არც დამჭრდა თავის შეკავება. განვცვიფრდი უბრალოდ :დდდ

    zorbegi
    რა კარგია, რომ ასეთები მარტო მე არ შემხვედრიან , თურმე :დ

    CGsaba
    მე მრავალჯერადი მარტო სახლში ცრემლთა ღვარღვარის დროს მახსენდება :დდდ

  8. Marr said

    დღეს გიჟივით მივვარდი ერთ გოგოს პირვეკლ სართულზე, რვეული სად იყიდება მეთქი და რომ მიპასუხა ისევ გავვარდი და მადლობა კარიდან მივაძახე :))) ეხლა ის გოგო ბლოგერი რომ იყოს😀😀😀

    • sunwaited said

      ბლოგერი თორეეეე :დ

      ისე, აქ არ ვარ? :დ და მე დაგცინებ: ამდენი ხანია მაღლივში დადიხარ და ის ქალები როგორ არ გყავს შემჩნეული რვეულებს და სიგარეტებს რომ ყიდიან იქვე ეზოში :დ

      • Marr said

        მაქეთ არ გამოვივლი ხოლმე მე, 1 წუთი მქონდა რვეულის საყიდლად და ვერ ვასწრებდი ჩემით მოფიქრებას😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: