ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ვერ გამიგეს…

Posted by vekoo on March 30, 2010

აღარც ვიცი რა დავწერო, ან ღირს თუ არა კიდე ჩემთვის აქ წერა, რადგან უკვე  ვატკინე რამოდენიმე ადამიანს გული ჩემი პოსტებით.

მე ვიმოქმედე პრინციპით : “მივედი, ვნახე, გავიმარჯვე” . ჩემ შემთხვევაში  :  “მოვნახე იდეა, დავწერე პოსტი, პოსტი გახდა  წაკითხვადი, ე.ი. მე გავიმარჯვე” .

ყველა ბლოგერისთვის პირდაპირ ვთქვათ და საოცნებოა, წეროს ისეთი თემები, რომელიც გამოიწვევს დიდ რეზონანსს მკითხველში,   გააკეთებენ ბევრ კომენტარს, რაც უტყუარი ნიშანია იმისა, რომ შენ შენი შესასრულებელი შეასრულე. ამ ყველაფრის გაკეთება კი მხოლოდ რამე ისეთით, არაცხოვრებისეულის დაწერით, ისეთით, რაც ჩვენ გარშემო ხშირად ხდება, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს  მაგრამ რომ დაიწეროს, ნამდვილ “პატარა რევოლუციას” მოახდენს მავანთა ტვინებსა და გაგებებში , აი ესაა.

ჩემი დანაშაული მარტო ისაა, რომ მე მეცნიერის თვისებები შევითავსე : დ მოვინდომე, რომ თავად შთამებერა სული ახალი სიცოცხლისათვის,  – ვნახე ჩემი მეგობრის (როგორც თავად ეხლა ამბობს ყოფილი “მეგობრის” ) ერთი პატარა წინადადება ” სიყვარული არ არსებობს, მე ასე ვთვლი”  და შემდეგ ამ წინადადებაზე ავაგე მთელი  ისტორია.

მოდით, ყველაფერი გახსნილად ვთქვათ,  იმის დაწერას, რომ ჩემი აზრით ზევით მოყვანილი რამოდენიმე სიტყვა მართლა ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგი იყო , მართლა ვაპირებდი.

სწორედ ამ სიუჟეტზე მქონდა გონებაში აგებული პოსტი, რომ ცხოვრებისეული სირთულეები ადამიანს ხშირად ისეთ აბსურდულ დასკვნებამდეც კი მიიყვანს, როგორსაც ჩვეულებრივ სიტუაციაში არ იტყოდა.

შემდეგ წამოვიდა და წამოვიდა აზრები და ამ დროს მე უკვე ჩემ სტიქიაში ვიყავი …  თვითონ პოსტში მე დავწერე არც ისე ბევრი რამ, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ  მე უკვე არა იმ წინადადების ავტორი, არამედ ზოგადად ადამიანი-X  დავხატე,  დავახასიათე, როგორც მარტივად რომ ვთქვათ,  უძღები გოგო , რომელიც იყენებს კაცებს, რადგან თვითონ დაკარგული აქვს ყველაფრის რწმენა  და ა.შ.

მერე კომენტარებიც  მოყვა ამ პოსტს, ზოგი განიკითხავდა ამ გოგოს, ზოგიც, თანაუგრძნობდა  , უმეტესმა კი განიკითხა …   მე მათ ვეთანხმებოდი და ჩემ სინანულს ვაჩვენე ამ ადამიანი-X–ს დეგრადაციაზე.

შემდეგ ვნახე ის ჩემი მეგობარი და ვუთხარი, რომ მქონდა ბლოგი, სადაც მასზე დავწერე პოსტი და შემოსულიყო და ენახა. იმენი კი ვერ მოვიფიქრე, რომ იქ მასზე დაწერილი მარტო ის წინადადება  იყო და დანარჩენი სრულიად ჩემი  ფანტაზიის ნაყოფი იყო.

ჰოდა, შემოვიდა, წაიკითხა, ყველაფერი თავისად მიიღო , გაუტყდა აქ რატომ წერ ამ ყველაფერს და პირში არაფერს მეუბნებიო.

მე მასზე ათმაგად გამიტყდა, მართლა ცუდად გამომივიდა,– ადამიანი მასზე პოსტს ელოდებოდა და ხელთ რა შერჩა. რაც წაიკითხა თავის თავზე მიიღო და მომიძულა მლიქვნელობისა და ორპირობის გამო…

ეხლა კი , არც კი ვიცი რა ვაკეთო, ახალი პოსტიც კარგა ხანია აღარ დამიდია აქ, რაღა აზრი აქვს საერთოდ რამის წერას, თუკი ბლოგის პოპულარობის და მკითხველების დაინტერესების გამო, უახლოეს ადამიანებს ვაყენებთ სულიერ ზიანს, ვაკარგვინებთ ჩვენდამი ნდობას და ვკარგავთ მათ?!

ნუთუ, ჩემი გამართლება საერთოდ არ შეიძლება? “ბლოგისთვის დავწერე ეს ყველაფერი და ყველაფერს შენ თავზე ნუ მიიღებ, შენ მხოლოდ მუზა იყავი , ბიძგი მომეცი იმ სტატიის დასაწერად მეთქი ” და “შენც კაი ჟურნალისტი არ მყავდე, რა სტატიებს წერ ჩემზეო” : |  არც ვამტყუვნებ, გასაგებია, რომ არ იცის რა არის ბლოგინგი, არც ის იცის რამდენს ნიშნავს ეს ჩემთვის.   ბავშვობიდანვე ჟურნალისტობა მინდოდა, მერე კი ეკონომიურზე ჩავაბარე რიგი მიზეზების გამო და დღემდე მივტირი იმ დროს,  რეპორტაჟებს რომ ვაკეთებდი და “დებატ–კლუბში” ვმონაწილეობდი . ის იყო ჩემი ცხოვრება, რომელიც მე ძალიან მომწონდა და ოცნებად მქონდა  “გავმხდარიყავი ეკა ბერიძესნაირი ჟურნალისტი”  . ეკა ბერიძე ცხრაას ხუთში იყო პოპულარული და ჯერ კიდევ იქიდან მოვდივარ მე ჟურნალისტობაზე ოცნებით. ბერიძე შემდეგ ინგა გრიგოლიამ შეცვალა, ოღონდ იმ დროისთვის მეც და ჩემი  მიზნებიც უფრო დაიხვეწნენ და შემდეგ უკვე “გრიგოლიაზე მაგარი ჟურნალისტი უნდა გავხდე” ამას ვფიქრობდი : დ

მთავარი კი ის იყო, რომ  მთელი ცხოვრება საკუთარი სიმართლის დაცვა მიწევდა და მინდოდა, ეს საკუთარ ცხოვრების საქმედაც გამეხადა. ჰოდა, ჩემ თავს ამ ბლოგზე მივეცი გარკვეულწილად ბავშვური ოცნებების ახდენის საშუალება და გამიტყდა, როცა დაქალი  შენც ჟურნალისტი არ მყავდეო აგდებულად ამბობს, გასაგებია, რომ გაბრაზებულია, რომ უტდება რაც გამომივიდა, რომ გავუკეთე.

მაგრამ, დავიჯერო, მართლა არ შეიძლება ჩემი გაგება?

მართლა არ შემიძლია მეგობრობა?

თქვენ როგორ ფიქრობთ ჩემო მკითხველებო?

30 Responses to “ვერ გამიგეს…”

  1. ალბათ. იმ დასკვნამდე მივედი, რომ თუ არ იცი რას ნიშნავს ბლოგერობა და რა სტიმულის და სიხაულის მომტანია შენს პოსტზე ბევრი კომენტარი ვერ, გაგიჭირდება გაგება რატომ იყო დაწერილი ესა თუ ის პოსტი.
    თავიდან თავისთავზე უნდა მიეღო კი ის პოსტი, მაგრამ ახსნის შემდეგ მგონი შთაბეჭდილება უნდა შეცვლოდა…
    არ ვიცი. ალბათ ეს გაგება/არ გაგებაც ინდივიდან მოდის

    ხო და რაც შეეხება ამ უაზრო კიტხვას
    ”მართლა არ შემიძლია მეგობრობა?”

    უაზროა აბა რაა რის. ერთი ადამიანის აზრით არ წყდება შენი მეგობრობის შეძლება არ ძეძლება

  2. tati gogo said

    “პატარა რევოლუციას” მოახდენს მავანთა ტვინებსა და გაგებებში—
    chemi azrit jer shens sakutar tvinshi unda moaxino revolucia..
    არც ვამტყუვნებ, გასაგებია, რომ არ იცის რა არის ბლოგინგი, არც ის იცის რამდენს ნიშნავს ეს ჩემთვის…
    imdenad mets tu nishnavs shentvis blogi ro megobris cxovrebas ganixilav radgan is wakitxvadi iyos,ai es aris pasuxi shegidzlia tu ara megobroba…
    ბავშვობიდანვე ჟურნალისტობა მინდოდა…
    yvelaze magari jurnalistic ki,romelic skandalebs wers,tavis megobarze arasodes dawers…
    es aris chemi pasuxi da saertod agar minda am temaze saubari!!!!

  3. sunwaited said

    tati gogo
    chemi azrit jer shens sakutar tvinshi unda moaxino revolucia..
    გასაგებია შენი აზრი : )) აღარ გამოგეკიდები სიტყვებზე, რაც გინდა წერე და იკითხე, აზრი არ აქვს, მაინც შენსას უბერავ რა.

    imdenad mets tu nishnavs shentvis blogi ro megobris cxovrebas ganixilav radgan is wakitxvadi iyos,ai es aris pasuxi shegidzlia tu ara megobroba…
    შენ ან მართლა მაგარი დაუნი ხარ, ან თავს იდებილებ, გარკვევით დავწერე და თან არაერთხელ, რომ ის ყველაფერი შენზე არ იყოთქო . წადი მართლა თავს მიხედე და სხვა კუთხიდანაც შეხედე ცხოვრებას , უკეთესს ისწავლი.

    yvelaze magari jurnalistic ki,romelic skandalebs wers,tavis megobarze arasodes dawers…
    es aris chemi pasuxi da saertod agar minda am temaze saubari!!!!
    აუ,საიდან მოგაქვს ერთი ეს ინფორმაცია, სტატისტიკა ნახე სადმე? :დ ამ საკითხში არაფერი გაგეგება , როგორც მივხვდი და უაზროს დაწერას სულ არაფერი თქვა გირჩევნია.
    მე შევცდი? ვაღიარე კიდეც და ეხლა ჭუჭყიანი ხელების გაწმენდას ჩემზე შეეშვი რა.
    ამ თემაზე საუბარი აქ არც იყო საჭირო. როდესაც გეწყინა მნახე და შეგეძლო გეთქვა, თუ არ მითხარი და არ გიღირს, ეს ინტერნეტის კაი ბიჭობას შევეშვათ ყველა.
    ამოიწურა მგონი თემა.

  4. tati gogo said

    “ჭუჭყიანი ხელების გაწმენდას ჩემზე შეეშვი რა”
    me namdvilad ar makvs chuchyiani xelebi da shen ki shen shecdomas ragac idioturi argumentebit amartleb…
    “სხვა კუთხიდანაც შეხედე ცხოვრებას”
    minda gitxra rom yvela kutrxidav vuyureb…da marto me ro ar pikrob egre da dzalian bevrs kiarada umetesobas 100%idan 99% ro chem azrze ikneboda ai egaa simartle…
    “როდესაც გეწყინა მნახე და შეგეძლო გეთქვა”
    namdvilad ar migirs piradad sakmeebis garcheva da nervebis moshla.ak ubralod miwvev da mec gpasuxob.roca pirvelad wavikitxe mashin pasuxi gageci da me davamtavre da shen aage sxva istoriebi ver gamiges da a.sh. da arc vdzvcelboichob ubralod shen ro ver xvdebi ra gaakete magaze meshleba nervebi…sul martali rogor unda gegonos sheni tavi…skandali tore amashi ar gixdidnen xelfas da mtelma sakartvelom ar agiaros veriko chzeidze rogorc sauketeso jurnalisti…kai raaaa…usakmurmao ra knao imena egre gchirs…….
    me martla davamtavre da amovwure es temaa!!!!!!!!

  5. იცი რს ვერ ვხვდები?
    თუ შენს ცხოვრებას არ ეხება რატო განიცდი ასე, რომ სახალხოდ გაირჩა?
    თუ შენ არ ფიქრობ იმ ყველაფერს რაც ეწერა რატო გგონია, რომ მაინც და მაინც შენ ხარ ის X ადამიანი?

    • nino said

      სწორედ ამაშია ვეკო პრობლემა, მე შენ და ნათიამ კი ვიცით რომ ნათია ასეთი არაა, მაგრამ ვინც წაიკითხა ხომ დაიჯერა????
      მართლა ასეთი რომ იყოს მაგრად დაიკიდებდა შენი და ხალხის აზრს, უბრალოდ სენზე რომ წერენ “თითქმის ბოზი გახდაო” ნამდვილად არაა სასიამოვნო.

  6. Bella Ragazza said

    am blogis avtors popularobistvis tavisi megobrebis cxovrebis saashkaraoze gamotana tu schirdeba da mxolod tavisi blogis popularobaze fiqrobs, mashin mas megobrobac ar scodnia da arc megobrobis girsi yofila. iyo jurnalisti – ar nishnavs ugalato axlobel adamians. momitevet tu cota uxeshad gamomivida natkvami, magram popularobistvis yvelaferi ar unda ikadros adamianma… arc am blogis avtors vicnob da arc mis megobars, me mxolod chemi azri gamovtkvi…😉

  7. sunwaited said

    tati gogo
    namdvilad ar migirs piradad sakmeebis garcheva da nervebis moshla.ak ubralod miwvev da mec gpasuxob.roca pirvelad wavikitxe mashin pasuxi gageci da me davamtavre da shen aage sxva istoriebi ver gamiges da a.sh. da arc vdzvcelboichob ubralod shen ro ver xvdebi ra gaakete magaze meshleba nervebi…sul martali rogor unda gegonos sheni tavi…skandali tore amashi ar gixdidnen xelfas da mtelma sakartvelom ar agiaros veriko chzeidze rogorc sauketeso jurnalisti…kai raaaa…usakmurmao ra knao imena egre gchirs…….
    me martla davamtavre da amovwure es temaa!!!!!!!!
    რას ქვია პირადად არ გიღირს? აბა აქ შენი სახელით კაჩავი გიღირს? ჩემი თავი მართალი რომ მგონებოდა ამდენჯერ არ აგიხსნიდი ყველა კომენტარში, მარა ვერ ხედავ შენ ამას რატომღაც და სხვანაირად გესმის.
    თუ ამოწურე კაია. მარა რაღაც ეჭვი მეპარება მაინც ..

    nino
    რაზეც შენ დაწერე, ეგ ლოვეს კომენტარი იყო : )) ვინც წაიკითხა და დაიჯერა, გავა და ისევ შემოვა ბლოგზე, ნათიას მაგითი არც არაფერი დაუშავდებოდა და არც არავინ გაიშევრდა ხელს მაგაზე ქუჩაში რომ ენახათ , აი, ეს ის გოგოა მაგისმა ყოფილმა მეგობარმა როგორც ბოზს ისე რომ მიუძღვნა პოსტიო. აქ ხო არც სურათი დამიდია და არც სახელი და გვარი დამიწერია, უბრალოდ კარგად წაკითხვადი ისტორია იყო და მე მივიღე საყვედური ჩემ არასწორ საქციელზე და მაინც მიგრძელებს ლაპარაკს .

    Bella Ragazza
    ბელა მაფია თუ მშვიდობის თეთრო მტრედო, როგორც შენ ამბობ, არც მე მიცნობ და არც ჩემ მეგობარს , არც იცი არც მთლიანი სიტუაცია და არც ჩემი ბლოგის მკითხველი ხარ ჩემს დასმულ კითხვაზე რომ მპასუხობ.
    მე ვიკითხე ერთგული მკითხველების გასაგონად, ვინც მიცნობს და იცის მე ვინ ვარ და აზრზეა რა ხდება ჩემ გარშემოდ და შემოგზავნილი პირები და გარე პირები საიდანაც მოდიან იქვე დაბრუნდნენ რაა.

    • Bella Ragazza said

      vaime, ra agresiuli xar… sartod rogor gemegobreba vinme?… bodishi, rom saertod shemovedi shens blogze…

    • mda... said

      vaime, ra agresiuli xar… sartod rogor gemegobreba vinme?… bodishi, rom saertod shemovedi shens blogze…

      P.S. ar gchirdeba moderaciis chartva, mainc bolo postia… tavs agar shegacyen da ase tu gaagzeleb bevr mkitxvels dakargav😉 (es ise, rchevisatvis)

      • sunwaited said

        ხო, არამკითხე მოამბეებისათვის აგრესიული ვარ. არ მიყვარს როცა იქ ტენიან თავის ცხვირს, სადაც არაფერი ესაქმებათ.

        პ.ს. მოდერაცია მე ჩაგირთე ბელა რაგაზაზე, მაგრამ ფარული/სხვადასხვა იპ–ით შემოდიხარ როგორც ვხედავ, რადგან ხელახლა ითხოვა, – ასე რატო უჭირს ხოლმე ხალხს ვინცაა იმის სახელით წერა რააა.
        შენისთანა მკითხველი გინდ მყოლია და გინდ –არა 😉 ეს, ისე, ცნობისათვის😉

    • tati gogo said

      me is ar mitkvams ar migirs piradad da ak migirstko.ak ubralod roca vkitxulob shens nawerebs ar shemidzlia ar gagce pasuxitko…aba poiradad roca mnaxav mitxari rame am temaze da ra ggonia gavchumdebi? shenc ici mshvenivrad ro ara!!!ubralod me ar daviwyeb saubars…ar migirs da magito…imedia exla mixvdi da agar ityvi imas ro ak mekachavebi da ise chumadxaro:)

      • sunwaited said

        რას გეტყვი იცი? არავის დაუპატიჟებიხარ აქ საკაჩაოდ, მეც რომ აღარ მიღირს ეს თემა, უკვე მგონი კარგად ჩანს.
        პრობლემა შენ გქონდა და შენვე უნდა გელაპარაკა პირადად, მითუმეტეს სადღაც დამპირდი თუ დამემუქრე კიდევაც მაგას😉
        მე გავატარე ყველაფერი, რაც მოხდა, მოხდა, რამის გარკვევა თუ დაგჭირდება, პირადად არც მე გავჩუმდები, მაგრამ აქ საკმარისია წერა.

  8. Marr said

    ოო კარგით ხალხო რა, რა გახადეთ პრობლემა ერთი პოსტი? “სიყვარული სისუელეა…” და მსგავსი ფრაზები ხშირად ისმის ძაან და მეც ბევრჯერ გამიგია, (შეიძლება მითქვამს კიდევაც) ხოდა ამ ადამიანს ეს თემა განსახილველად მოეჩვენა და თავისი მეგობრის მაგალითი დაასახელა, რა მოხდა მერე? სახალხოდ გამოაჭენა რამე დანაშაულზე და თან ფოტოც დაურთო და პირადობის მოწმობის ნომერიც თუ რა?
    ოო არ ვაპირებდი ამ თემაზე დაკომენტარებას, მაგრამ “გარეშე პირების” კომენტარებმა მომიშალა ნერვები.

    • tati gogo said

      veko sheni azrit es araa aramkitxe moambe?tu vinc mxars gichers mas akvs upleba gaaketos komentari,da vin ara isini gaqrnen xo?😀 momismine marr poto da piradobis nomeri ra shuashia saertod…genacvalee sheni cxovreba ro gansaxilveli xdeba xo arasasiamovnoa da roca amas sheni megobari aketebs xo ormagad sashinelebaa.da tanac geubneba shenze davwereo da shenze gavxseni temao…shemovdivar sazizgrobebs vkitxulob da mere ara shenze erti praza iyoo.kai raaa.am dros tavi unda daxaro da tkva:sorry…meti araferi eshveleba am sakmes

      • sunwaited said

        დავიჯერო შენ მარისა და იმ ტიპს შორის განსხვავებას მართლა ვერ ხედავ?😀😀 კაი ნათია რააა😀
        ის ვის დაკარგვია, (თუ მოგზავნილი არ არის :პ ) და მარი კიდე ორივეს გვიცნობს და შენი ნაწერებიც ლამის ზეპირად იცის ფორუმიდან, ასე რომ თვალები ფართოდ გაახილე და განსხვავებას დაინახავ😉

  9. nokamige said

    რაც დრო გადის მით უფრო ვრწმუნდები დვორსკის გენიალურ სიმართლეში, როცა ბლოგინგს დაიწყებ არ უთხრა არავის, არც შენს ძმას, დას უახლოეს მეგობარს რომ ეს შენხარ, იმიტომ რომ ბევრს დაკარგავო🙂🙂🙂 ვივა დვორსკის🙂
    დიდის მოწიწებით არც დარიგების და არც რჩევის სახით კი არა უბრალოდ ჩემს აზრს და მრავალწახნაგიან “სამეგობრო” გამოცდილებიდან აზრს გაგიზიარებ, ჩემი აზრით მეგობრობა არის ურთიერთობა “ა” პუნქტიდან “ბ” პუნქტამდე დოში გაწელილი სივრცე. შესაბამისად ბ პუნქტი როცა მოდის შენდა უნებურად თუ ნებით “ც” პუნქტისკენ მიდიხარ და უკან როცა იყურები გენანება, თუმცა თუ უბრალოდ “გაუშვებ” ყველაფერი თავისთავად მოგვარდება, თუ შენია სიცოცხლის ბოლომდე შენი იქნება თუ არადა უბრალოდ ლამაზი მოგონებებით დატკბი🙂
    თუ ჩემი კომენტარი არ მოგეწონება ან უადგილო იქნება (რამეთუ ზევით უზარმაზარი კომენტარების წაკითხვა მეზარება) შეგიძლია დაუნანებლად წაშალო🙂

    • “როცა ბლოგინგს დაიწყებ არ უთხრა არავის, არც შენს ძმას, დას უახლოეს მეგობარს რომ ეს შენხარ, იმიტომ რომ ბევრს დაკარგავო”
      ზუსტად მასეც ვაგრძელებ და გაილებით მშვიდად ვგრძნობ თავს. არც ასეთ გაუგებრობებში ვიხლართები

  10. Rockyourbaby said

    shen shvilo,erti rame unda iszavlo sascrafod!rom getyvian “cudi” xaro,imzutshi rato ijereb,rom martla cudi xar????imdeni tavdajerebuloba ar unda gqondes,rom sheni tavis fasi icode???

    ehh cxovrebashi gamocdileba gaklia chercheto shena!!!!nu ibnevi xolme lobiosavit da bodishebis xdas da axsna -ganmartebas nu izyeb,roca martla sxva shensas ver igebs da ragaceebs gabralebs.
    argumentacia iscavle da tavze nu daisvam yvelas,sxvaze naklebi arc shen xar,daimaxsovre!!!!!!!!

  11. nin said

    Rockyourbaby

    უბრალოდ მაგრად ვიკაიფე შენს კომენტარზე, ძალიან დიდი სიბრძნე იყო და იმიტომ, მაგრამ აქ წამოჭრილ პრობლემას საერთოდ არ შეესაბამება.

    • sunwaited said

      ნიინ, გააოფტოპიკა, დავსაჯოთ?😀 😀😀😀

    • Rockyourbaby said

      moica asee zaan ratom ar “mogzonvar”???zaan gatkine guli???xoda kargia tu ikaife,gamixarda rom gagaxare.

      • nino said

        ratom momwonxar an ar momwonxar, magaze shen dafiqrdi da mere daskvnis gamotana ar dagaviwydes😀😀 rac sheexeba “gulis tkenas” amaze ar inerviulo, shen guls namdvilad ver matken, tu ar gjera ufro kompetentur adamians kitxe da getvis, rom eset ragaceebze ar vnerviulob, dzaan magrad mkidia sxvisi azri chems piradultan dakavshirebit da imitom. :))

  12. rockyourbaby said

    nino

    xoda tu “gkidia” sxvisi azri,ras damdev yvela sityvaze da daje aqac ki meuxeshebi da meuzrdelebi,me “chkua marige” evashi,sxvis saqmeshi nu erevio da tviton yvela sityvaze ukan damdev da 5 zlis bavshvivit meuzrdelebi.ra ginda erti ver gavige raaa!!!

    diaxac rom mogxvda gulze chemi natqvami da zustad magitomac ar meshvebi da metlikinebi yvela sityvaze.chemo zvirfaso,shen kritikis atana ar shegezlos,eg araa chemi problema,da bolo-bolo aasrule raaa sheni “dapirebebi”da martla ar dainteresde chemi azrebit da komentarebit,nu erti sityvit shemeshvi da shenive “zrdilobiani leqsikit ” getyvi ” D A Y E N D I” patara gogonav!:):):)

  13. tati gogo said

    “chemo zvirfaso,shen kritikis atana ar shegezlos,eg araa chemi problema”…nita ase gamalebit ro icav vekor mas yvelaze metad ar sheudzlia kritikis atana…damijere egrea…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: