ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

როცა შვილზე მხოლოდ 15 წლით ხარ დიდი…

Posted by vekoo on March 31, 2010

“თქვენი ნომრიდან ზარია შემოსული და რომელი ხარ? “

აღარ მეგონა ასე თუ კიდე ვინმე ვინმეს იცნობდა : დ

წეღან ჩემ დას დაურეკეს ასეთი ტექსტით  და უმტკიცებდა თქვენგან დამირეკესო. სალომ გავარკვევ კარგითო.   ამას ეგრევე მესიჯიც მოყვა :

“ara, nu shewuxdebi genacvale ubralod damainteresa da shemidzlia gavigo tqven romeli xar tu tavxedobashi ar chamomartmev aa ”

ნუ, მეტს არც მოველოდი, ზუსტად  ძველი და მრავალნაცადი, კარგად გახუნებული სტილია გოგოს გაცნობისა,   მითუმეტს, რომ ჩემი დის და იმ ვიღაცის ნომრებს შორის მხოლოდ ერთი ციფრია განსხვავება .

ამ ყველაფერმა  ჩემი ყოფილი კლასელი გამახსენა : ძველ სკოლაში რომ დავდიოდი, მერვე კლასში  სამგორიდან ერთი გოგო გადმოიყვანეს, როგორც თვითონ მოგვიყვა, ობოლი იყო და მეზობლები ზრდიდნენ სამადლოდ, შვილად აღიარეს და თავიანთ ბიჭებთან ერთად საკუთარ გოგონად მიიღეს.

ჰოდა,  ეს გოგო  ჯერ კიდევ მაშინ არ იყო  მთლად დალაგებული , ორიოდე თვეში გადავიდა ჩვენგან და მას  მერე  თვალიც აღარ მოგვიკრავს.

მოგვიანებით  ერთი გოგო გავიცანი, მისი სოფლელი იყო და იმან მოგვიყვა : თურმე, ტელეფონზე ასე 1 ციფრით განსხვავებულ ნომერზე ვიღაც ბიჭი გაუცნია, ( ნეტა, ზარებს თვითონ უშვებდა თუ იმ ბიჭმა იპოვა? : დ ) , ის ბიჭი პატიმარი ყოფილა, ეს დებილიც იქ აკითხავდა და დაორსულდა : დ ეს რომ გაიგეს, სახლიდან გამოუშვეს ამ დედობილ–მამობილმაც , ამ დროს 7–8 თვის ორსული იყო უკვე  …

მერე სულ დაიკარგა და მისი აღარც კარგი და აღარც ცუდი აღარ გაგვიგია.

ნეტა, სად არის ეხლა, რას აკეთებს, წესით,  უკვე 5–6 წლის შვილი უნდა ყავდეს , ნეტა როგორაა და რა ცხოვრებით ცხოვრობს, ან იმ ბავშვს როგორ ზრდის  თუ საერთოდ არ გაუშვილებია.

წარმოვიდგინე ეხლა, რომ თავად მესამე კურსელს  I-II კლასელი შვილი მყავს მოსავლელი და ოოოო  … არ მინდა, გმადლობთ, თან რა სიტუაციაში .

რა სამწუხაროა, რომ ადამიანების ბედი ბოლოს ასე წარიმართება ხოლმე. არადა მშვენიერი გოგო იყო, მეგობრული და თბილი ,  ალბათ, ასაკის ბრალი იყო რომ თავში ტვინი ჯერ არ ქონდა და  ასეთ კაცთან დაიჭირა საქმე …

პ.ს. აქ ბოლოს წესით, უნდა მიმეწერა :  თუკი ვინმეს გეცნობათ ეს ისტორია და იცით ამ გოგონას შესახებ რამე, გამომეხმარურეთთქო :  ))

8 Responses to “როცა შვილზე მხოლოდ 15 წლით ხარ დიდი…”

  1. Marr said

    ეგეთი ისტორია რამდენი გამიგია იცი? ტელეფონით რომ გაუცვნიათ შტერ გოგოებს და მერე ციხეში რომ დაქორწინებულან პატიმართან და მშობლებმა რომ არ იციან… ეეჰ მაგათ ტვინი მისცა და მე პოსტის იდეა😀

  2. gijmaj said

    ეჰ
    მსგავსი ისტორია ჩემს ახლომახლოდაც.
    15 წლის გოგოს, რომელიც ნაშვილები იყო იმდენუი უჩათლახა ერთმა ქალმა რომ მშობლებს და ქმარს გამოაგდებინა და საკუთარ ნარკომან შვილს ცოლად დაუსვა… უკვე ორსულად იყო… მერე იმ გოგომ კიდევ 2 შვილი გააჩინა, მაგრამ მაგრად აერია ცხოვრება… ძალად დედამთილის სიკვდილის შემდეგ სადღაც გაქრა, იმიტომ რომ ქმარი ამწარებდა, თან ბინაც გაყიდა….. ეხლა სადაა გადაკარგული არ ვიცი…😦

    ეს სიდებილის კი არა, გამოუცდელობის ბრალია. გარდატეხის ასაკში განსაკუთრებით მარტოსულად გრძნობს ადამიანი თავს, მით უმეტეს თუ იცის რომ “ნამდვილი” მშობლები არ ჰყავს…….. ამით სარგებლობენ “კეთილი” დეიდები და ბიძიები… ნამდვილი კეთილისმყოფლები კი უპატიებელ სისასტიკეს იჩენენ ხოლმე😦 რა თქმა უნდა ძნელია იმის გაცნობიერება, რომ შენი ახლობელი ქორწინების გარეშე დაორსულდა, ან პატიმარი ქმარი ჰყავს, ან არასასურველ ადამიანს ჰაყვა ცოლად. მაგრამ როცა ისიც იცი, რომ წასასვლელი არსად აქვს, არც პროფესია აქვს რომ თავი შეინახოს და ბავშვს მიხედოს, და სწორედ ამ დროს, როცა ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა, სახლიდან აგდებ……. სისასტიკეზე მეტია…. ამ დროს ფაქტიურად დასაღუპად იმეტებ….. მერე ასეთი ადამიანები მეზობლებთან, ახლობლებთან, ან თუნდაც მარშუტკაში შეხვედრილ შემთხვევით ნაცნობებთან მწუხარე სახით მოტქვამენ ხოლმე რა კეთილები იყვნენ და როგორ არ დაუფასა ამაგი გაზრდილმა… ეჰ…… ამ ქვეყანაშI ყველაფერს საპირისპირო სახელი ჰქვია….

  3. sunwaited said

    Marr
    პოსტის იდეაც მათი უტვინობაა ჩემ შემთხვევაში :დ

    gijmaj
    სამწუხარო ისტორიააა : (( არ მესმის როგორ უნდა გააგდო საკუთარი შვილი გარეთ და ვიღაცის ხელში ჩააგდო . თუ ცუდია ისევ შენი გაჩენილი და გაზრდილი არაა? შენი ბრალია თუ არასწორ გზას დაადგა და იმის მაგივრად, რომ მისთვის წესიერებისკენ მიმმართველი ისარი იყო სახლიდან აგდებ? ცხოველობაა ჩემი აზრით ..

    გეთანხმები, რომ ბევრი რამ მართლაც გამოუცდელობის ბრალია . შენ ამბობ: “რა თქმა უნდა ძნელია იმის გაცნობიერება, რომ შენი ახლობელი ქორწინების გარეშე დაორსულდა, ან პატიმარი ქმარი ჰყავს, ან არასასურველ ადამიანს ჰაყვა ცოლად.”
    ჩემთვის არაფერი არაა ძნელი გასაცნობიერებელი, არც ქორწინებამდე დაორსულება, არც პატიმარი ქმარი და არც არასასურველი სასიძო, მთავარია, რომ ის გოგო იყოს ბედნიერი, მაგრამ როცა ყველაფერს საფუძვლად ბედნიერება კი არა, წუთიერი ვნება და ჟინი უდევს საფუძვლად, როცა მომავალი ფაქტიურად არ არსებობს … უკვე ძნელია განსჯა რამის …

  4. taknatuna said

    უი
    აი ერთი ისტორია ტელეფონის გაცნობას რაც მოჰყვა
    ერთმა მეზობელმა გოგონამ შარშან გაიცნო მესიჯების საშუალებით გორელი ბიჭი ერთ-ორ კვირაში გაიპარნენ,
    მაგარი ხეპრე ბიჭი იყო, რომელიც აღმოჩნდა რომ ცოლს სცემდა, ხოდაგააგდეს ეხლა,
    ამ გოგოს კი ეხლახანს შეეძინა ბავს[ი.:| არადა ჯერ 18 წლისაა და დაიმახინჯა ცხოვრება უკვე
    ფუ რა საშინელებააა.

    მეც მქონდა ეგეთი შემთხვევა ღამის სამ საათზე დამირეკა ვიღაცამ და რომ გავუთიშე მეორე დღეს მირეკავს ხომ აr გაგაღვიზეო.😀
    არ მევასება რა ეგეთი ურთიერთობები და სხვას გადავულოცე, რომელსაც მერე ცოლობას სთხოვდა😀 lol

  5. დავიჯერო ეს ტელეფონებით გაცნობა ”მოდიდან არ გადავიდა”?

    თვითონ სიტუაციებს რომლებიც ტელეფონით გაცნობით იწყება უაზრობა და სიდებილეა. იმის მიხვედრას რომ პატიმართან საქმე არ უნდა დაიჭირო გამოცდილება არ სჭირდება. და მერე დაორსულებაზ ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. 15 წელი არც ისე ცოტაა და მემგონი შეგნება უნდა გაგაჩნდეს ამხელა გოგოს რომ ეგეთი უაზრობები არ გააკეთო. მე სულაც არ შემეცოდა.

  6. sunwaited said

    taknatuna
    ჰო, მართლა საშინელებაა, ლამის ყველა, ვინც აქ აკომენტებს, თავის ისტორიებს ყვება, თურმე რამდენი ხდება მსგავსი : ((

    ანუ ახლოებლი იყო ის ტიპი? :დ

    siyvarulovna
    ეტყობა, ზოგიერთებისთვის ჯერ ისევ პოპულარულია :დ არც ვიცი რა გიპასუხო, რაში შეგეწინააღმდეგო ან დაგეთანხმო …

  7. რა გამომაჭენე გოგოოო 😀

    მერე სჰენ არ იცი კიდე ზარებს მისჰვებდა მთელი გამე :@ :@

  8. kevana said

    სატელეფონო ხულიგნობა :დ ჰუჰ, როგორ არ მსიამოვნებს, ზოგმა ჩაციება იცის და რომ გაჯიუტდება მტრისას…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: