ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Archive for აპრილი, 2010

კისერში გადატეხვა 15 წამში

Posted by vekoo on აპრილი 29, 2010

როგორ მაღიზიანებს ეს “ქლესა” ხალხი, როგორ ვერ ვიტან  ღიმილს მაშინ, როცა მისგან მხოლოდ ღრიალია ჩვეული.

ღიმილი / ღრიალი .

მშვენიერი თანწყობაა : |

გაზრდა მინდა და არაფრით გამომდის. ვერაფრით ვახერხებ დავანახო სხვას თავი ისეთი, როგორიც სინამდვილეში ვარ, ხშირად ვერც იმას ვახერხებ მომექცნენ ისე, როგორც მინდა , როგორც ვიმსახურებ და როგორც საჭიროა. ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ კვლავაც ბავშვურად მეოცნებე და ვარდისფერსათვალეაფარებული ვარ. კვლავაც მარტივად ვუყურებ ცუდს და მჯერა გამოსწორების.

ადამიანები კი იშვიათი გამონაკლისების გარდა არ იცვლებიან. ვერ იცვლებიან . არც სურთ შეიცვალონ.

პრინციპში, რატო უნდა გსურდეს შენი “მეს” დაკარგვა? რატო უნდა მოგინდეს, რომ შენი სურვილები და მოთხოვნილებები მოიყვანო თანწყობაში სხვისასთან? ის სხვა ხო შენთვის არაფერს წარმოადგენს, ის სხვა ხომ უბრალოდ მართლა “სხვაა” და დედამიწაც მხოლოდ შენ გარშემო ბრუნავს.

როგორი საშინელებაა ეგოცენტრული, ეგოისტი ადამიანი. ასე მგონია, ისინი ჯერ ვერ მოსცილებიან დედიკოს კალთას და ჯერ ისევ გონიათ, რომ თუკი დედიკო რაც არ უნდა მოხდეს ყველაფერს აპატიებს, ყველაფრის გაკეთების უფლება აქვთ და დედიკო მაინც თავზე თბილად ხელს გადაუსმევს და პირში რძიან შოკოლადს ჩათხრის, გონიათ სხვაც ასე უნდა მოიქცეს.

საშინელებაა რომ ასე გვიცრუებენ ზოგჯერ იმედებს,  როცა გეუბნებიან ერთს , ძალიან ცუდს,  მერე შენც იქცევი ადექვატურად და 2წუთის შემდეგ ის კვლავაც ძველ კალაპოტში დგება. კვლავაც შენი მოსიყვარულე კურსელია, ჯგუფელი, მეგობარი.  ვერავინ შეძლებს ადამიანს დაალევინოს წყალი, რომელშიც მის თვალწინ ჩააფურთხეს.

ჯერ ისევ ბევრი მჭირდება განვითარებისათვის, მაგრამ საშინელებაა, რომ ჩემი არასრულყოფილების მიუხედავად მაინც ამდენ ნაკლს ვხედავ ზოგიერთებში.

ისინი ვერასოდეს გაიზრდებიან . ასე მგონია :  |

მარაზმია ადამიანს ჯერ კისერი მოტეხო და მერე დაუყვავო :ხომ არ გეტკინაო .

ეს გაორებული ხალხი გადამიყოლებს .

Posted in ამოხეთქა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: | 4 Comments »

ანატომიური ცვლილებები ≠ მე უკვე დიდი ვარ (?)

Posted by vekoo on აპრილი 27, 2010

თურმე ვცდებოდი მაშინ, როცა თავი დიდი მეგონა. ვცდებოდი მაშინაც, როცა მეგონა, რომ უკვე გავიზარდე  .   ნეტა, ბევრი დავკარგე ამის გამო?  ახლა უკვე რა აზრი აქვს ამაზე ფიქრს. მთავარია , რომ მივხვდი.

დღეს ჩემ ბლოგზე კიდევ ერთი ვაზელინი შემოძვრა : |  ვაპირებდი უპასუხოდ გამეტარებინა,  მაგრამ ისევ ამ  “პატარაობის” გამო ძველი დრო გავიხსენე და ძველებურად ვუპასუხე. არადა ეს მაშინ, როცა უკვე მეორე ხმა ყურში ჩამკიოდა : ვეკო, გაატარეო.

პატარა ვარ თურმე : |

გავიზრდები ნეტა ოდესმე?

გაზრდაში არ იგულისხმება მარტო ის, რომ  ვატარებ 3 ზომა ბიუსჰალტერს, ვიცვამ  12 სმ–იან წითელ ფეხსაცმელებს,  2ზომით პატარა სექსუალური თეთრ პერანგს, შავ მოტკეცილ უკან ჩახსნილ კაბას და ცხვირზე  ზესექსუალური შავი ოპტიკური სათვალე მიკეთია .

გაზრდაში მე პიროვნულ ზრდას ვგულისხმობ .  ჯერ ისევ ბევრი მაქვს სასწავლი და

“მე ვიცი მხოლოდ ის, რომ ბევრი არაფერი არ ვიცი ; )  “

მე ზუსტად მივხვდი, რომ გაზრდა და “დიდობა” მარტო ანატომიური ცვლილებებით და ფიზიკური სრულყოფილებით არ გამოიხატება.

არც იმითი, რომ გგონია “მაგარი ქალი” ხარ.

არც იმით, ამას მართლა თუ გრძნობ , ან სხვა გრძნობს …რადგან, მაშინაც კი, როცა იცი, რომ ყველაფერი მიღწეული გაქვს, მიღწეულით არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკმაყოფილდე .

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , | 18 Comments »

რა მოვიპოვე . + სურათები

Posted by vekoo on აპრილი 26, 2010

“პატრიარქის  კურთხევა VS უგულავას ბუჩქები” – ძველ ბლოგზე მქონდა ასეთი პოსტი.  მერე წაიშალა ძველი ბლოგიც და  აღარც იმ  პოსტის ნახვა შემიძლია. სამაგიეროდ, გაზაფხულდა და წავედი “დირექთ დესთინეიშნზე” .

გაზრდილანთქო ვერ ვიტყვი ნერგებზე, მაგრამ ცოცხლები იყვნენ ნამდვილად. ჩემი ხეც კი ვიცანი. დამახსოვრებული  მქონდა რომელი ბოძიდან უნდა გადამეჭრა მინდორი და მერამდენე იდგა  .  იმხელა ნაკვეთზე ყველაზე მეტად მართლა მარტო ჩემი ნერგი იყო გახარებული :

რა მინდოდა იქ? გამოცდიდან გამოვედი და უქმად მყოფობის ჟამს საკუთარი ხის დათვალიერება მოვიწადინე.

მერე კი გამიტაცა გარშემო გარინდებულმა “ჭაობმა” . კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დედამიზე სიკეთე და ბოროტება, სილამაზე და სიმახინჯე, სიყვარული და სიძულვილი ერთად არსებობს.

ნახეთ, მშვენიერი ხასხასა წითელი ყაყაჩოს გვერდით რა სიმახინჯე   გაწოლილა : | თან, არც ინძრეოდა, მოვწყვიტე ის ფოთოლი და კარგა ხანი პოზის შეუცვლელად იწვა  , ორსულიც კი მეგონა კვერცხებზე  დაწოლილი :დ

მერე აჩოც გამოჩნდა და იქვე სელფ–ფოტოგრაფობას მივყავი ხელი , ეხლა რომ შევხედე რაღაცა კრეტინულად მომეჩვენა ჩემი თავი, მარა ზედმეტ თვითკრიტიკას თუ ზომიერ თვითკრიტიკას გვერდზე გადავდებ და ჯუსთ ნაის პიქს :

აუ, ეს ფერები ძალიან შემიყვარდა  რატომღაც …  რაღაცა ზღაპრულია … ოღონდ კარგი ზღაპრული, ისეთი არა ბავშვობაში რომ მიყვებოდნენ ხოლმე. ისე, მე არც ბავშვობაში მიყვებოდნენ ნორმალურ ზღაპრებს, რაც მახსოვს სულ ჯალალ–ედ–დინზე, შაჰ–აბასზე და ქართველ მეფეებზე მიყვებოდა ხოლმე ბებია თუ დეიდა :წუბ:

ჰოდა, ეხლა მე თავად ვიმოგზაურებ ზღაპრის სამყაროში.

მე ვიქნები კონკიაც და მზეთუნახავიც, ოღონდ ჩემი პრინცი უკვე ნაპოვნი მყავს და ეს–ესაა მინდვრის ყვავილების თაიგული მომართვა . გენაცვალე :*

მართალია თაიგული ციცქნაა, მაგრამ “პატარა და მუშაო” ნათქვამია :დ  თავისი მოვალეობა შეასრულა : მე გამამხიარულა და აჩომ დამატებითი კოცნა დაიმსახურა :დ

ეს ჩემი დღევანდელი მონაპოვარია . მე მომწონს და თქვენ? :პ და ყვავილები თანდათან გაიზარდნენ …

ეს კი ჩემი ცხოვრებისეული მონაპოვარია, მე მარტო კი არ მომწონს, მიყვარს და თქვენ მოგეწონებათ, შეგიყვარდებათ, არ მოგეწონებათ თუ რა იქნება, მე სულ … :დ

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 7 Comments »

ჩემი "აღკაზმულობა"

Posted by vekoo on აპრილი 24, 2010

ისევე, როგორც ყველა გოგოს (ალბათ ყველა გოგოს ) მეც მიყვარს სამკაულები. “ზიზილ–პიპილოები” არა, ლამაზი, სადა და დახვეწილი ნამუშევრები.

საერთოდ, ბავშვობიდან ჩაციკლული ვიყავი საყურეებზე, მქონდა ყველა ზომის, ყველანაირი დიზაინის და ხარისხის საყურეები.  მერე ნახვრეტებიც დავიმატე ყურზე და დავდიოდი ესე ყურებდამძიმებლი .

ერთი სიტყვით, საყურეები ჩემი სისუსტეა.

მას მერე, რაც შეყვარებული მყავს , – აგერ უკვე მეორე წელია მე და აჩო ერთად ვართ,  ყველა  სიყვარულის დღეს, ქალთა დღეს,  დაბადების დღეს, ახალ წელს, შობას თუ რავიცი, ვეღარ ვითვლი კიდე როდის :დ  აჩო მჩუქნის სიმბოლურ სამახსოვრო  საჩუქრებს.

სულ პირველად ერთად ყოფნის პირველი თვის ბოლოს მქონდა დაბ დღე და საყვარელი აიპოდი მაჩუქა  .

ამ სურათში ჯერ კიდევ ჩანს  საწყალი.  ბორჯომში წავედით მაშინ რამოდენიმე დღით მეგობრები და ჯიბეზე მეკიდა და ერთ ღამესაც ბოდიალისას დამეკარგა და ვეღარ ვიპოვე. : ((

ეს აჩოს ნაჩუქარი პირველი დაკარგული საჩუქარი იყო… თან მასთან ერთად დავკარგე და შედარებით მარტივად გადავიტანე.

არა, თუმცა, მერეც დამეკარგა ძალიან საყვარელი   სამაჯური, არადა ორივეს ძალიან მოგვწონდა, ინდოელები რომ იყვნენ გამოფენაზე იმ დღის სახსოვარი იყო.  რაღაცა tribal  ელემენტებით.

აიპოდზე მეტად მასზე დამწყდა გული : (( თუ ვინმეს შემოგრჩათ, სიხარულით ვიყიდი.

ესეც გადიდებული სურათი. მარა აქ რაღაცა სასაცილო პოზაში ვზივარ გაბზეკილი და ზედმეტი კილოგრამები მიჩანს. :დ

აქ ორივე კარგად ჩანს . მომენატრა ეს სამაჯური.

მგონი ჩელესაც აქვს კიდე  :დ

ჰოდა, რაზე დავიწყე ეხლა პოსტის წერა, – ლამაზი სამკაული ჩემი სისუსტე , ხოლო აჩო ჩემი მომმარაგებელი გახდა :დ

ეხლაც ამ პოსტის წერის იდეა ბეჭდებმა მომაფიქრა.  დღეს მაღაზიაში მომეწონა 2 ძალიან ლამაზი ბეჭედი.

ვათვალიერებდი და ვერაფრით გადავწყვიტე რომელი მეყიდა.  მეყიდა რაა … :დ

ჰოდა, ბოლო –ბოლო ორივე ავიღე და ეხლა ერთი მარცხენა ხელის უსახელო და მეორე ცერა თითზე მიკეთია. ძვირფასი არაა, მაგრამ საყვარლებია. მეორეზე ხელის არათითზე კი ჩემი განუშორებელი ბეჭედი მიკეთია ………..

საყურეებზე ვწერდი და ბეჭდებზე გადავედი :დ ამ ბოლო დროს  რაც საყურე მიკეთია ყველა   მისი   ნაჩუქარია , ყურზე კი ბეჭდისგან განსხვავებით უფრო დახვეწილი გემოვნება მაქვს :დ

ჰო, კიდე აჩოს ბებიას ნაჩუქარი კოლიე მიკეთია ეხლა . ოქროში ამოვლებული თუ რაცაა ვერცხლია ზედ მომინანქრებული ნახატით. მე  მომწონს, ჯერ მარტო ქალს ორჯერ ვყავარ ნანახი და რამხელა პატივია :წუბ:

ნუ, როგორც ვხედავ, დღეს დღეისობით ჩემ “აღკაზმულობაზე” არჩილი ზრუნავს და რაღაცა ძალიან მიხარია რომ ვგრძნობ, რომ რაც  მაქვს ყველაფერი მისია. ასე თითქოს სულ ჩემთანაა და სულ ვგრძნობ მის შეხებას. ამიტომ მიყვარს განსაკუთრებით ეს საყურეებიც , ბეჭდებიც და სამაჯურებიც.

წინა “პროვოკაციული პოსტი” მართლა პროვოკაციული იყო და ზოგ კომენტარზე მაგრად ვიხალისე.  როგორც მივხვდი, არცერთი თქვენგანი არ აკვირდება პოსტის სათაურს :დ

ვინც ისევ ვერ მიხვდა რა ხდება : ჩვენ ისევ ერთად ვართ .

ეს სურათიც ბორჯომის დროინდელია და უკანა “მშვენიერი” ხედი ნაქები პარკის ატმოსფეროა :დ

Posted in განწყობისათვის, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , | 7 Comments »

პროვოკაციული პოსტი

Posted by vekoo on აპრილი 23, 2010

დღეს პირველად მომიწია მარტოს სახლში წასვლა.

ახლახანს დავწერე პირადი პოსტი ჩემი და აჩოს “1 წლის იუბილესთან” დაკავშირებით,  უკვე მეორე წელი მიდის რაც ერთად ვართ და მთელი ამ დროის განმავლობაში ერთი დღეც არ ყოფილა, რომ სახლში მარტო წავსულიყავი.

სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, რა საქმეც არ უნდა მქონოდა და რომელ საათზეც არ უნდა წამოვსულიყავი, ყოველთვის პატიოსანი მეგზური მყავდა გვერდით.

მთელი ერთი წლის განმავლობაში დღე არ ჩაგდებულა, რომ გვერდით მჯდომების მზერა არ დამეკიდებინა და  მარშუტკიდან ხელი არ დამექნია აჩოსთვის, რომელიც ჩვეულად იდგა და მელოდებოდა ხოლმე შუქნიშანთან გზის მეორე მხარეს.

და დღეს მე არ  “ამინთია” სიბნელეში მობილური მარშუტკიდან ფანარივით , არც მოსახვევთან მდგარა აჩო …

დღეს მე მარტოს მომიწია სახლში წასვლა  : ((

თავზე საყრელად მაქვს სამეცადინო, ამ კვირას საღამოს 6ზე შუალედური გამოცდა მაქვს “შრომის ეკონომიკაში” , მერე დილით ორშაბათს კიდე 2 გამოცდა მაქვს სხვადასხვა საგნებში და გიჟი დღეები მელის. მინდოდა  გზაში მაინც წამეკითა რამე, მაგრამ ვერ შევძელი.

დღეს წვიმდა, წვიმაში მგზავრობა მიყვარს,  ფანჯრიდან ვუყურებდი რა ხდებოდა გარეთ და მიხაროდა, რომ დღეს პირველად  კარგა ხნის მანძილზე, სახლში ღამის 10 საათზე არ მივდიოდი, არ მაგვიანდებოდა  არსად …  მინდოდა მეკითხა, მაგრამ  თვალები  ეკ.პრინციპების ნაცვლად ქუჩაში დასველებულ სამანქანე ნომრებს უფრო კითხულობდნენ.

დღეს მე სახლში მარტო წავედი… და ასე გაგრძელდება ყოვეველ დღევანდელ დღეს …

Posted in პიკანტური რეალობა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , | 9 Comments »

გვეყო, გამოვფხიზლდეთ!

Posted by vekoo on აპრილი 22, 2010

ვუყურებ ჩემ ცხოვრებას და ვხედავ, როგორ უაზროდ ვფლანგავ მას : |

ვკარგავ იმ ძვირფას დროს, რომელიც მე ძალიან დამჭირდება, რომელსაც უკან ვეღარასოდეს მოვაბრუნებ.

ძალიან ცუდია, რომ არ ვარ მიზანდასახული, ვიყავი კი ნეტა ოდესმე? არ ვიცი, ალბათ  ვიყავი : – მქონდა მიზანი ჩამებარებინა უნივერსიტეტში უფასოზე და  ზუსტად მივაღწიე.

ალბათ, ჩემი დიდი პრობლემაა, რომ მიღწეულით დავკმაყოფილდი და მოვდუნდი, მას მერე მე–3 წელი გადის და მე ფაქტიურად, ჩემი თავისთვის  არაფერი შემიმატებია . არაფერი შემიმატებია ისეთი, რაც ადამიანურ გრძნობებთან არაა დაკავშირებული, რაც მეტისმეტად პრაგმატულია და ვიწრო ჭრილში “ფინანსების სფეროში” ჯდება.

რომ შემეძლოს საკუთარ თავს ჩემს წინ სკამზე დავისვამდი და რამოდენიმე კითხვას დავუსვავდი.

რატომ  ფლანგავ დროს ასე უაზროდ?

რატომ არ ზრუნავ შენ მომავალზე?

რატომ გახდი ასეთი ფეხებზემკიდია? : |

არ შეიძლება ვეკო ასე. აღარ შეიძლება ასე გაგრძელება.

დროა გამოფხიზლდე და შეწყვიტო დინების მიმართულებით ცურვა. ბავშვობიდან ყოველთვის მეამბოხე სული გქონდა და შენი მიზნებისთვის, იდეალობისთვის იღვწოდი.

საშინელებაა, რომ ეხლა შენ ცხოვრებაში მოკლევადიანი მიზნები აღარ არსებობს.  შენ გინდა  რამოდენიმე წლის შემდეგ ფლობდე ცათმბჯენს , მაგრამ არ ცდილობ, არ აპირებ  სართულების აშენებას. მარტო საძირკველი ვერაფერში დაგეხმარება.

საკუთრ თავს მიხედე, ვეკო.

გვეყო .

ერთად გამოვფხიზლდეთ : )))

P.S. ფერად ფურცლებზე ჩამოვწერ უახლოეს 6  საგანს, რასაც აუცილებლად უნდა მივაღწიო !

გავიკრავ კომპის თავზე და 6 მაისამდე შესასრულებელია ყველა.

მერე ცალკე პოსტს დავწერ როგორ გამომივა 6 საგანში , რომელშიც 1 კვირის განმავლობაში მექნება კოლოქვიუმები 80%ზე ნაკლები ქულა არ უნდა მივიღო :ყეს:

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , | 10 Comments »

10 ყველაზე გავრცელებული რელიგია

Posted by vekoo on აპრილი 22, 2010

საინტერესოა რომელია  ყველაზე მეტად გავრცელებული რელიგია მიმდერების რიცხოვნების მიხედვით მსოფლიოში.

ვიკიპედიას კითხვა–პასუხის ფუნქციაზე  დაფუძნებულ  საიტზე აი, რა ვიპოვე :

10 ყველაზე ფართდ გავრცელებული რელიგია:

1) ქრისტიანობა (Christianity) – მთლიანად 2’107’000’000 ადამიანი, რომელშიც შედის :  1,106,000,000  ბერძენი კათოლიკე, 370,000,000 პროტესტანტი, 218’000’000 ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი.

იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატი

მეც, ამაყად ვაცხადებ, რომ ვარ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი !!!

2) ისლამი ( Islam) – 1’283’000’000 მიმდევარი , მათში შედის : 1’065’000’000 სუნის მიმდევარი და 205’000’000 შიიტი.

3) ჰინდუიზმი (Hinduism)– 851’000’000 მიმდევარი .

4) ჩინური  უნივერსალობა ( ხალხური რელიგია) (Chinese universism (folk religion)) –  402’000’000 მიმდევარი.

5) ბუდიზმი (Buddhism) –  375,000,000 მიმდევარი, მასში შედის 142’000’000 ტრევადას მიმდინარეობიდან, 210’000’000 მაჰაიანას და 22’000’000 ტანტრაიამას მიმდევერები ( რომლებიც ასევე იწოდებიან ლამაისტებად).

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

6) ტომობრივი რელიგია ან ეთნორელიგია (Tribal religions or ethnoreligions) – 250’000’000 მიმდევარი.

ტრიბალი ვიზუალურად ლამაზია … მიზიდავს … თუმცა რელიგიის არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი.  http://www.harvestreport.net/tribalreligions.htm  ამ რელიგიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ. ძალიან ლაკონურად და გასაგები ენით წერია ყველაფერი.

7)  სიკჰები (Sikhism)–  25’000’000 მიმდევარი .

8) Juche – 19’000’000 მიმდევარი.

9) იუდაიზმი (Judaism) – 15’000’000 მიმდევარი

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

10) სპირიტიზმი (Spiritism)– 15’000’000 მიმდევარიი.

აგრეთვე, სადღაც დაახლოებით  767’000’000 ადამიანი აცხადებს, რომ არის ათისტი, ეგნოტისტი ან არის სხვა რელიგიის აღმსარებელი  …

შენ რომელი აღმსარებლობის ხარ?

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , , , , , , , , | 7 Comments »

პარკი და ველოსიპედი

Posted by vekoo on აპრილი 18, 2010

თბილი მინდა დავწერო რამე, ჩემ ველოსიპედზე მინდა დავწერო, ჩვენ პარკზეც მინდა წერა, რომელშიც “გოგო რომ ჩავა და რომ ამოვა უკვე სახელი აქვს გატეხილი” თურმე , ჩვენ მტკვარზე მინდა დავწერო, ჩვენ  ხრეშიან ბილიკებზე  პარკში …

ამისთვის კი სურათები მჭირდება, სურათები, რომლებიც ვერ გადავიღე– ციფრული უფლისციხეშია და  უკვე გორს გამოსცდა და მოდის … ამიტომ მობილურით ვიღებდი…

პარკის შუაში მტკვარი ჩამოდის, შორიდან შეხედავ და ბანაობა მოგინდება, მაგრამ ახლოს არ უნდა მიხვიდე …

მაგრამ მე მაინც მომწონს , მაინც მიყვარს მტკვარიც და პარკიც .

დღეს ქარი ქროდა, დღეს მტკვარზე ტალღები დათარეშობდნენ, დღეს პარკში ქარმა თმები ამიწეწა, დღეს პარკში შეყვარებულ წყვილებს ქარისგან  შესცივდათ და ერთმანეთს ჩაეხუტნენ …

პარკი სიყვარულის ქალაქი მგონია … “ოცნების ქალაქის” პრემიერაზე ვერ წავედი და სიყვარულის ქალაქში მაინც გამესეირნა  : ))

ვისეირნე ველოსიპედით, ბევრი ვიარე, ვიარე ასფალტზე, ვიარე მიწაზე, ვიარე ბალახზე და წითელ ხრეშზეც, ისეთ ადგილებში ვიარე, შეყვარებული წყვილებიც დავაფრთხე …

ვიარე მუსიკის თანხლებით, ბევრს მოვუსმინე, ბევრიც ვისმინე, ადრეც ვუსმენდი და ეხლაც მიყვარს ქარის ხმა ყურში რომ ჩამწუის … გზის პირას ულამაზესი ხედებია , ცალი ხელი გაშვებული მაქვს და ჩემთვის მივქრი …

არა, რაღაცა უმარილო გამოდის ეს პოსტი სურათების გარეშე …

მომავალ კვირას ისევ წავალ … კვირას ან ხუთშაბათს … ციფრულს წავიღებ და დავაფიქსირებ მზეზე შეყვარებულ ახალ აფეთქებულ კვირტებს და  ჩახუტებულ წყვილებს , ნიავისგან აღელვებულ ბალახს და ქარისგან წარმოქმნილ ტალღებს …

მე ვნახე და თქვენც უნდა განახოთ : ))

Posted in განწყობისათვის, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , | 14 Comments »

არეული პოსტი

Posted by vekoo on აპრილი 17, 2010

თითქოს ჩემი აღარ არის,  თითქოს საეთოდ დავივიწყე .

არადა , უბრალოდ ვეღარ ვწერ.

არ ვიცი, ან ძალიან ბევრი ცუდი და ან ძალიან ბევრი კარგი ხდება ჩემ ცხოვრებაში, რომ ბლოგზე გადმოტანას და ბლოგზე გახსნას ვეღარ ვახერხებ.

ძალიან  ზარმაცი გავხდი . ჩემ სიზარმაცეს ჯერ მარიმ და მერე ნათიამაც შეუწყვეს ხელი :  ჭუკლის ბლოგზე ავტორებად დავნიშნე და ღობე გადმომინგრიეს, გადმოალაჯეს ალქაჯებმა და შემოპარული პოსტები დამიწერეს, ჯერ ერთმა და მერე მეორემ .

ძალიან გამიხარდა, ძალიან ძალიან, ჩემი თბილი დახასიათება იყო, ისეთი,  ნამდვილად რომ არ მოველოდი …

რა  მშვენიერი გოგო ვყოფილვარ და თურმე სხვებსაც ცოდნიათ  : )))

სხვებს რააა, მარი და ნათია უცხოები არ არიან, მაგრამ ბლოგროლზე კი აშკარად მტრები გავიჩინე, ჩემზე თემა გახსნეს და ყველა მინუსს მე მაბრალებენ. ჯერ–ჯერობით ვახერხებ გატარებას, არ მინდა რამე დავწერო, სისულელეა უბრალდო ქარის წისქვილებთან ბრძოლა, ისეთ ნიკითაა დარეგისტრირებული,  ძალიანაც რომ მოინდომო ვერაფერს გახდები, ისე გადაიკარგება დედამისი ვეღარც იპოვის. უკვე არაერთხელ  გვქონდა ასეთი შემთხვევა: ინტერნეტის მოძველბიჭო ელემენტები ნეტში იჭიმებოდნენ და მერე  ლაივში შესახვედრად ხორცი აღარ ეყოთ. ისე აორთქლდნენ, როგორც მომაკვდავ მოხუცს ეპარება გაზები … არადა ცოცხლად შეხვედრას და დასამარებას იპირებოდნენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა მერე  კუდამოძებულები გაქრნენ და გზა და კვალი აღარ დატოვეს.

ამიტომ ამასაც მაქსიმალურად თავს ვარიდებ, როცა ის ტიპები შეძლებენ ჩემთან საკუთარი სახელით დაპირისპირებას და ჩორტების ჩაგდებას, – როცა აღარ შექმნიან “ლევ” ნიკებს და საკუთრი ნიკებით დამდებენ ბრალს, მერე იქნებ პასუხის ღირსებიც ჩავთვალო.

სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა …

ვერ მოგატყუებთ ყველანი მიყვარხართქო, სხვებივით ვერ გაგიკეთებთ  ვარდისფერ სათვალეს, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ  კარგზე ცუდს არავის ვუბრუნებ და თუ ამის ღირსად არ ჩავთვალე ადამიანი, ცუდზეც კი არ დავუბრუნებ ვინმეს ცუდს.

სულ ეს იყო … დროებით : )))

მელოდია განწყობისთვის

Posted in უმარილო | Tagged: | 10 Comments »

ჭუკლის საიუბილეო თარიღი და შეხვედრა ციყვებში

Posted by vekoo on აპრილი 13, 2010

“თუ გიყვარვარ, დალიე”, “ასე გიყვარვარ ?” ან სულაც ” არ გიყვარვართ? ” – ესაა კითხვები, რითიც ხშირად დალევას აძალებენ … ასეთ დროს ჩემი ტრადიციული პასუხია: “შენ ჩემ სიყვარულს ღვინოთი/არყით/სულ ერთია როგორ ზომავ?”  და შეძლებისდაგვარად ვიშორებ დალევას.

ეს სურათი ახსოვს აქ ვინმეს?

ერთად ყოფნის 1 წელი შეგვისრულდა მე და აჩოს 14 აპრილს, სიყვარულსაც კი ერთი დღით დავასწარით , უფრო მაგრები ვართ : დ

ჰოდა, დღეს 14 გვეგონა 13ს ნაცვლად და ჩვენთვის აღვნიშნეთ .   პირველივე ჭიქა მე გავხსენი სადღეგრძელოთი… სადღეგრძელო ქვია, თორე მარტივი ნატვრა იყო , ნატვრა, რომელიც ორივეს დიდი სურვილი გვაქვს აგვიხდება ,  უბრალოდ იმედების გამართლება ვისურვე და სიმბოლურად ოდნავ მოვწრუპე … ( ვსო, მოკვდა ის დრო ვეკო რომ დიდი მსმელი იყო : დ )

ჯერ აჩოზე მიდგა , რა თქვა აქ არ დავწერ, რას ვგრძნობდი არც იმას …   არ ავწერ არც სიტუაციას , მარტო ჩვენ ორნი …  ბოლოს, მე თვითონ ვუთხარი ის ფრაზა, ასე რიგად რომ არ მიყვარდა ხოლმე სხვა დროს … :

ვეკო: “ვნახოთ აბა, როგორ გიყვარვარ და  როგორ დალევ ” : )))

აჩო: ” შენ გგონია, ვერ დავლევ? მთლიან ბოთლს დავცლი ”

ვეკო: ” რა ვიცი, რა ვიცი, ვნახოთ  : )) ”

მოიყუდა ბოთლი და ვუყურებდი როგორ ჩადიოდა სითხე, იცლებოდა ბოთლი და აჩო არ ჩერდებოდა : დ  ლოთი რომ არაა ვიცი, ისიც ვიცი, რომ დალევა შეუძლია, მაგრამ მთლიან ბოთლს არაყს თუ მოიყუდებდა და ამოუსუნთქავად დალევდა ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. ძაან რომანტიკულად აღვწერ მე ეხლა ამას, მაგრამ ისეთი სიტუაცია იყო, რომ … რძიანი რა, სიყვარულით გაჯერებული .

აჩო კი სვავდა იმ ბოთლს და თვალის დახამხამებაში ჩაცალა…

–”აი, ნახე როგორ მიყვარხარ ” .

“სჯობს საყვარელსა უჩვენო, საქმენი საგმირონია”–ო, უთქვამთ დიად სტანდარტებს  და გადამეკეტა : დ  მთლიანის ჩაცლა ხუმრობა ხო არაა :დ

ხოდა, დამჯდარს არ ეტყობოდა, მაგრამ მერე შემიბუჟბუჟდა ჩემი ჭუკლი :პ

გადასარევი სიმთვრალე გაქვს აჩოს, მთვრალ ხალხს იმენა ვერ ვიტან ორგანულად, მაგრამ აჩოსთვის  გამონაკლისს ვუშვებ :პ

გა–და–სა–რე–ვი ! ! !

ისედაც მხიარული ბიჭია და საერთოდ გაგიჟდა , ნუ, პოზიტიურად გაგიჟდა,  ვუყურებდი და მიხაროდა ასეთ ბედნიერს რომ ვხედავდი … პატარა  ონავარი ბიჭივით უკიაფებდა მაყვალივით  თვალები.

გაგრძელება აღარაა საინტერესო :პ

ჯუსტ სურათები.

ეს ადგილი სპეციალურად შევარჩიეთ , დღევანდელი სურათია და ამ თარიღისათვის სიმბოლური :პ

არასოდეს დამავიწყდება ეს დღე, კარგად ვიმხიარულეთ. არაფერი ჯობია, როცა გვერდით მხიარული ადამიანი გყავს, საყვარელი, თბილი და მოსიყვარულე და ამასთანავე ბავშვივით გადარეული. და თუ +ამას მთლიანი ბოთლი არაყიც ექნება დალეული, სუნს აიტანს კიდე როგორმე კაცი : დ

აქვე ჩავაკვეტებ გუშინდელ ჩვენ ვოიაჟსაც,  უკვე ბერი ნახავდა, რომ მე, აჩო, მარი და ნათია ციყვებში გახლდით პრეშეკრებისეულ შეკრებაზე .

ყველაფერი კი ასე დაიწყო: დილით მაღლივში ჯერ მე, მარი და აჩო შევხვდით, იქ ჩვენთვის ვიპოზიორეთ : აჩოს სიყვარულში არ ვუტყდებოდი და მე–10 სართულიდან  გაღებული ფანჯრიდან გადაკიდებას დამპირდა : დ

მერე ცოტა მოვთაფლე, მთავარ სკამზე დავაჯინე და გაიტრუნა ბიჭიც :დ

ეს რაღაც  სურათი განსაკუთრებულად მომწონს

ბოლოს ნათიაც შემოგვიერთდა და ციყვების გასაცნობად წავიყვანეთ . ჩვენ სამს ერთი ფორუმი გვაერთიანებს, მარიც  მაღლიველია და ხშირად ვართ ერთად, მაგრამ ნათუშკები კი ფაქტიურად, იმ დღეს გავიცანი ლაივში , ძალიან საყვარელი  გოგოა, შეხედავ ბავშვი გეგონება, მაგრამ ხმას რომ ამოიღებს და ლაპარაკს დაიწყებს ისეთი დამსკიაააა ( სად გამახსენდა ეხლა ნეტა ეს სიტყვა : დ )

რაღაცა, ბოლო 2 დღეა მშვენიერი განწყობა მებედება, ღმერთმა ქნას, ასე გაგრძელდეს : )))

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , , | 14 Comments »

პასუხის პასუხი "ბეჭედზე დახამებულებს"

Posted by vekoo on აპრილი 11, 2010

იცით ყველამ ხო რას ნიშნავს უსინდისო და მატყუარა ადამიანი? 😀

თუ არა, მაშინ ცქვიტეთ ყურები ,  კარკლეთ თვალები 😀 და ამ პოსტში  მცირე მიმოხილვას ჩაგიტარებთ .

ჩემს ჰოუმ ფორუმზე პირად წიგნაკში ვინიშნავ ათასგვარ ხარახურას  .

სულ ძირში ვნახე წერილი , სრულად არ დავდებ აქ , მგრამ იქ ერთი გოგონა, სახელად–  საკო, ერთ აწ უკვე გათხოვილ გოგონას – თაკოს, რომელიც ცოლად გაყვა საკოს ყოფილ ბოიფრენდს, ლამის 2 წელი უმტკიცებდა, რომ მისი ქმრისგან ყავდა უკანონო შვილი , აჩვენებდა მის ფოტოებს, (რომელიც სინამდვილეში საკოს დიშვილი იყო ) …

თიკო გაურკვევლობაში იყო და ვეღარ გაეგო საკო სად ამბობდა ტყუილს და სად – მართლს…  მერე საკოს ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლებოდა … :დ ბოლოს აუხდა საწადელი და  ერთმა ბიჭმა ცოლად მოიყვანა .

ეს წერილი მე თავად თაკომ  მომცა და მისი გამოქვეყნების უფლებაც სიხარულით გადმომცა . ასე რომ საავტორო უფლებები არა დარღვეული  და არავის არ აქვს სტრასბურგში ჩივილის უფლება ჩემ პირად წერილს რატო აქვეყნებო, რადგანაც წერილი ადრესატის ნებართვით ქვეყნდება :

თაკო,  გილოცავ გაბედნიერებას აქ მხოლოდ ერთი მიზეზით შეოვედი.თვითონაც იცი რომ ძალიან დიდ პატოვს გცემ და პიროვნულად მართლა მიყვარხარ.გულით გამიხარდა შენი ამბავი და არ შემეძლო რაღაც არ მეთქვა..გარკვეული მიზეზების გამო ამერიკაში ვაგრძელებთ სწავლას და საქართველოში ალბათ კარგა ხანს არ ჩამოვალთ და აქ სრული ანალიზების ჩატარებისას ჩემი მეუღლის და გიულკას დნმ ზუსტი დამთხვევა იყო.ანუ გიულკა ***–ს (თაკოს ქმრის)  შვილი არ არის. ეს ამბავი მართლა ძალიან გამეხარდა თქვენს გამოც და ჩვენს გამოც მოკლედ გისურვებთ უდიდეს ბედნიერებას და მარადიულ სიყვარულს.პატარა ***–ებს და თაკოებს აქ არ მგონია რომ შემოვიდე მაგრამ მინდოდა გცოდნოდათ ვიცი რომ ეს ყველასთვის მნიშვნელოვანი იყო. აბა ჰე და აბა ჰო. ბედნიერად მეყოლე სიხარულო

ჰო, თითქოს არაფერი ხო?  წაიკითხავ და დაგრჩება საკოზე ანგელოზის შთაბეჭდილება, როგორი კეთილი, როგორი მოსიყვარულე და მზრუნველია , კეთილისმსურველია თაკოსადმი, რომლის გამოც  ის მიატოვეს   , რომლის ქმარსაც ის კაი ხანი ვერ ივიწყებდა , სხვასთან იყო, მაგრამ მაინც მას მისტიროდა …

საკოს არც არასოდეს ყოლია შვილი, არც თაკოზე ამოსდიოდა არასოდეს მზე და მთვარე, პირიქით,  მთლი ამ დროის განმავლობაში კულტურულად ლანძღავდა და მის ნერვებზე თამაშობდა, რას აღარ აბრალებდა და უწოდებდა, ლეზბიანკადაც კი მონათლა :დდ ისე, მართლაც ასე რომ ყოფილიყო, ისევ საკოს სამეგობროს საყვარლ ფრაზას მოვიშველიებ და მაგას ვინა ტYნავდა???  ( სხვათა შორის, ისტორია შვილზე   არაერთხელ და არა მარტო ***–ს მიმართებაში გამოუყენებია  :დ )

როგორი ფარისეველი უნდა იყო ადამიანი, რომ სახეში ნაცარი შეაყარო სხვას და  დიდი კეთილმყოფელად მოაჩვენო თავი …

და გადის დრო და საკო კვლავ წერს წერილს, ოღონდ ამჯერად უკვე სავარაუდოდ  მისი ერთ–ერთი ადრესატი მე ვარ , ჩემი ბლოგის ერთხულ მკითხველებს თავს ვერ ავატკივებ ამ წერილის ხილვით< თუმცა შეგიძლიათ ესტუმროთ ბმულს. და ნახოთ ჩემი პასუხიც.

ძალიან არ მინდოდა  რამენაირად ერთი აბზაციც კი რომ მიმეძღვნა ამ ადამიანისათვის, მაგრამ დღეს  შემოვიდა და უტიფრად  ჩაგვიტარა ნაცნობი როლი ანგელოზ გოგოზე  …

მეც მაქვს რამოდენიმე სიტყვა შენთვის სათქმელი:

მივხვდი, რომ ჩემ პმ–ებს კითხულობდი, მაგრამ სულ მახატია,   კარგად ვიცი ვინ რას წარმოადგენს  და მე რაზე უნდა ავიშალო ნერვები, თუ არ ვიცი, არაერთ ადამიანს ვიცნობ, ვისაც შემიძლია დაველაპარაკო და გამარკვიოს ვიზე ღირს დროის დაკარგვა. აღარ დავწვრილმანდები, თორე სხვა დეტალებშიც გულუხვად გამარკვევენ … რომ მიღირდეს …

შეირგე ჩემი პმ–ები, აი, თურმე რატომ მხვდებოდა ხან –1 , ხან –2 და ა.შ. პმ. ჩემს მაგივრად სხვა კითხულობდა და როცა როგორც იქნა შენი სახელი  დაინახე,  მაშინ გამოჩნდი.

მე შენ გეკითხები, რატო მაშინ არ გამოჩნდი, როცა არაერთი მეკითხებოდა შენზე  და მე არაფერი მითქვამს რას წარმოადგენდი? დადანაშაულება რომ შეგიძლია რატო  მადლობის მოხდა ვერ ისწავლე  შენ წარსულში რომ არავის ვახედებ(თ) ?

არც ამ პოსტის დაწერა მინდოდა, არადა ე.წ. თაკოს ძალიან უნდოდა დამეწერა . არ მინდოდა, მაგრამ დღევანდელი შენი საქციელი მარაზმია უკვე. ვიღას ატყუებ? ვიღასთან თამაშობ?

გათხოვდი როგორც შენ ამბობ და შეირგე რა, შეირგე  მშვიდი ცხოვრება რომელიც როგორც იქნა გეგირსა და  ნუ თამაშობ მდაბიურ როლებს.   ჩვენ ხო არც გახსენებთ და არც გეხებით? 2 წინადადება ნახე შენზე და იმაზე  ავარდი?

მთელი ტომები გამოვა კიდე  შენზე, მაგრამ ვინმე ლაპარაკობს ამაზე?

შეირგე რაც გაქვს, ქმარი და ოჯახი   და ერთხელ და სამუდამოდ თავი დაგვანებე.

აღარავის ჭირდები, ხო  ხედავ, არაერთმა მიგაგდო და მიგატოვა, ნოსტრადამუმაც კი ბოლოს  ჩვენ მოგვაკითხა და შენზე საზიზღრობები ილაპარაკა… გათხოვილ გოგოს არც ეგ გეკადრებოდა …

მაგრამ ამაზე  არც ხმამაღლა და არც ხმადაბლა არსად გვისაუბრია, უბრალოდ არ გვიღირხარ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეირგე , შეიშნოვე რასაც მიაღწიე როგორც იქნა და უბრალოდ, დაივიწყე წარსული და შეგვეშვი.

Posted in ამოხეთქა, ეს უნდა იცოდე, ექსკლუზივი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 5 Comments »

უნებართვო პოსტი #2

Posted by vekoo on აპრილი 8, 2010

ცოტა ხნის წინ მარიმ ამ ბლოგზე გადმოძრომისას ღობე დააზიანა და ძალიან სასიამოვნო პოსტიც დატოვა. მეც გამიჩნდა სურვილი და ესე უტიფრად ვეკოს თავი დავაპატიჟინე.

ჩვენი ურთიერთობა არც ისე დიდი ხნის წინ ყველაზე ქალურ ფორუმზე დაიწყო. თავიდან თითქოს ნორმალურად დავიწყეთ მაგრამ ბოლოს სხვა და სხვა ”ბანაკებში” ავღმოჩნდით. მაღიზიანებდა ვეკოს ბევრი ნათქვამი და ასე ვთქვათ გამოხტომები. მეც აქტიურად ვებრძოდი და არც თუ ისე დიდი ხანი დავყავით ამ უპერსპექტივო ”ბრძოლაში”. არ მესმოდა რატომ სიამოვნებდა სხვისი გამოწვევა და ნერვებზე თამაში, თუმცა ჩემთვის ბოლომდე ცნობილი არაფერი იყო და როგორც თქვეს რაც არ ვიცოდი იმაზე ვყბედობდი და იმას ვამტკიცებდი. ”ბანაკი” მალე დაიშალა. წავიდნენ, და მე მარტო დავრჩი. ალბათ ამ დროს დაიწყო ვეკოს შეყვარების მომენტი და მის მიმართ სიმპათიებით განვეწყვე. ამჯერად უკვე მომწონდა მისი სილაღე და მხიარულობა, ხშირად ”გემრიელი პასუხები”,მაგრამ ამ იდილეამ არც თუ ისე დიდ ხანს გასტანა. იყო რაღაცა რამაც ისევ წაგვაჩხუბა. რამდენიმე დღის წინ გადავაწყდი იმ პოსტებს, დამალულია თუმცა მე მაინც ვხედავ 😛 ღიმილი გამოიწვია ამ პოსტებმა, მაგრამ იმ დროს სულაც არ მეცინებოდა, მაგრამ არც ნერვებზე მშილიდა (არა და ასაშლელი კი იყო). მერე ვეკო წავიდა. ცოტა ხნით. და ისევ დაბრუნდა =)) წყენა და უაზრო კინკლაობა ისე დავივიწყეთ არც გაგვხსენებია. ან გაგვახსენდა მაგრამ ნაკვერჩხალი აღარ გავაღვიეთ. მოკლედ კარგი და სასიამოვნო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ხანდახან ვეკოში ჩემს თვისებებსაც ვხედავ ხოლმე. ეხლა გახსენებას ვცდილობდი, ანუ რა თვისება დავინახე, მაგრამ ვერ ვიხსენებ =(( არის ხოლმე მომენტები, რომ გავიფიქრებ მეც ასე მოვიქცეოდი, ან მეც ამას ვიტყოდითქო.  ერთი-ორი კვირის წინ შემთხვევით ვნახე კიდეც. მარის თქმისა არ იყოს თვლებში ვარსკვლავები უციმციმებდა და მხიარულ ხასიათზეც იყო. რაღაცნაირია. ძალიან საყვარელი. დიდხანს არ მილაპარაკია, მაგრამ რომ შემოვბრუნდი უნებურად გამეცინა. აი ძალიან დადებითი ემოცია გამომყვა. სიტყვებით ამ ემოციას მართლა ვერ გადმოვცემ. მარის მსგავსად ხშირად ვერ ვნახულობ და თავს ვერ დავდებ, რომ ყოველთვის კარგ ხასიათზეა და ყოველთვის უხარია სიცოცხლე, თუმცა იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ აართლა კარგი პიროვნებაა, და მისგან რაღაცის სწავლა ნამდვილად  შეიძლება. ”უყურეთ და ისწავლეთო!” ბრძანა მარიმ =)))  დაე ეგრე იყოს =))

Posted in ყველაფერი ჩემზე | 11 Comments »

უნებართვო პოსტი

Posted by vekoo on აპრილი 8, 2010

Hello world ვეკოს ბლოგიდან. დღეს გადავწყვიტე ვეკოს ბლოგზე გადმოვპარულიყავი და პოსტი დამეწერა. მგონი გადმოძრომისას ცოტა ღობე დავაზიანე, მაგრამ ეშველება მაგ საქმეს 😀

მოკლედ ვეკო ბოლო დროს ისეთ პოსტებს წერს ბლოგზე, რომ სუიციდისაკენ მიდრეკილი და სასოწარკვეთილი ახალგაზრდა გეგონებათ.

რაც ბლოგი შექმნა, მას შემდეგ შეუვსებელი აქვს გვერდი “ჩემ შესახებ” ცოცხალი თავით არაფერს  წერს. არ ვიცი ეზარება თუ უბრალოდ არ უნდა რამის დაწერა. როგორც ვაკვირდები, ძირითადად მაშინ პოსტავს, როცა რამე აწუხებს და მიკვირს როდის ასწრებს უცებ ასეთ ნეგატიურ განწყობაზე გადასვლას, როცა წუთის წინ ფორუმზე მხიარული და აქტიური იყო.

ვეკო მართლაც მხიარული და საყვარელი ადამიანია, არ ვიცი ეს თვითონ რამდენად იცის, მაგრამ მე კი უკვე მშვენივრად მივხვდი თუ რას წარმოადგენს ქალბატონი Sun-waiting. იგი ჭკვიანი, ნიჭიერი, მიზანდასახული და საკმაოდ პერსპექტიული ახალგაზრდაა. უყურეთ და ისწავლეთ!  მერე რა რომ ბავშვობიდან ცოტა სიფიცხე გადმოჰყვა და ბუზღუნებს ხოლმე, სამაგიეროდ თვალები სულ უბრწყინავს. ზუსტად არ მახსოვს რამდენჯერ მყავს ნანახი, მაგრამ როცა ვნახულობ, ყოველთვის კარგ ხასიათზეა  და იღიმება. მერე საღამოს ძილი რომ მოერევა, ბლოგზე შემოდის და გულის ამაჩუყებელ პოსტებს წერს.

ახლა წუწუნებს იდეების გენერატორი გადამეწვაო, მაგრამ მე ხომ ვიცი სად მდებარეობს ვეკოს ფანტაზიების საზღვარი? ამიტომ იმედია მალე მოვა აზრზე და ახალი, საინტერესო და რაც მთავარია  პოზიტიური განწყობით სავსე პოსტებს დაწერს.

Read the rest of this entry »

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , | 3 Comments »

რთულია სექსი ძაღლებთან … ანუ ჩემი დიაზეპამი .

Posted by vekoo on აპრილი 8, 2010

ყველანი ვართ რაღაც დოზით ფსიქოდელიურები … ყველას გვყავს გულში პატარა ეშმაკები –ზოგს დიდი, ზოგსაც პატარა … ყველა ვართ მეამბოხენი, ყველას გვიხარია სიცოცხლე, მაგრამ ყველა არის დრო, ყველა ვნატრობთ სიკვდილს.

ხშირად გვინდა ის, რაც არ გვაქვს და უფრო ხშირად დაუფიქრებლად უარს ვამბობთ იმაზე, რაც ჩვენია.

ანამ…
(ფსიქოლოგიური პოეზია)
————————————————
ანამ დახურა ფანჯრები..
ანამ დახურა კარი…
ანამ გადადო ყურმილი..
აიღო კალმისტარი..
ანამ დაწერა წერილი..
ანამ ჩაიცვა შავი..
მერე გატენა ნაგანი..
ანამ მოიკლა თავი…

ტვინში დაიწყო შემოსევა..
ტანკებმა ლულები მიმართეს მისკენ..
ტაქტიკური გათვლებით ტვინი ორ დღეში ჩაბარდება..
გალავანი მორყეულია
საკვები გამოილია
წყალი დაბინძურდა..
მეციხოვნეები წუხანდელი ბობოქარი ღამის შემდეგ თვლემენ..
რთულია სექსი ძაღლებთან..
ქალები სასოწარკვეთას მიეცნენ და მკერდი დაიხოკეს..
რთულია სექსი ცხენებთან..
თუმცაღა ალყაშემორტყმულ ტვინში ჯერ კიდევ შერჩათ ღირსება
და ნამუსი,
და პატივისცემა,
რომ ერთმანეთთან არ იჟიმაონ…

ანამ გახედა სივრცეებს..
ანამ დალია წამალი..
ანამ იპოვა სიგიჟე..
ვიღაცის გადანამალი..
ანამ დაკარგა სურვილი..
ანამ დაკარგა ოცნება..
ანამ იცის რომ ეს ხალხიც
ამ ღამით დაიხოცება…

მეორე იერიში გალავნის დანგრევით დასრულდა..
ტანკებმა აიღეს ტვინი..
იგი იმდენად პრიალა აღმოჩნდა შიგნიდან,
რომ ტანკებსაც კი გაუჭირდათ შეღწევა..
ორდღიანი ალყის შემდეგ ტვინში დახვდათ:
ორი შიშველი მეციხოვნე..
მათთან ახლოს ორი მკვდარი ძაღლი..
და სამი ნახმარი პრეზერვატივი…
სამი თეთრი ცხენი…
მათთან ახლოს სამი მკვდარი ქალი..
და რეზინის ორი გაუხსნელი პაკეტი…
კიდევ ტვინში დახვდათ
ძველებურ სკივრში კარგად შეფუთული
და კარგად შემონახული
ბიბლია….
და ტანკებს გაახსენდათ ბიბლია…
და ბიბლიას გაახსენდა ტანკები…

ანამ დახურა ფანჯრები..
ანამ ჩაიცვა შავი..
მერე გატენა ნაგანი..
ანამ მოიკლა თავი…

======================

მიყვარს ეს ლექსი …

Posted in ამოხეთქა, ჩემი დიაზეპამი | Tagged: , , , , , , , , | 13 Comments »

ელ–ფოსტა

Posted by vekoo on აპრილი 7, 2010

რატომ დავძვრები იქ, სადაც არაფერი მესაქმება?

რატომღაც, ყოველთვის მაინტერესებს ძველი ელ–ფოსტები … ჩემიც და სხვისიც : პ

რას არ ნახავს კაცი იქ : ))

პ.ს. ბლოგზე იდეების გენერატორი გადამეწვა  .

ბაბუას სასაფლაოზე, 2010წ. აღდგომა.

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , | 4 Comments »

შემთხვევა, როცა ფეხებიც ფეხებზე გკიდია .

Posted by vekoo on აპრილი 3, 2010

დილა უთენია თავგასიებულ ხასიათზე გავიღვიძე თავად თავგასიებულმა, თვალები გუშინდელი თვალის ფანქრით მაქვს ჩათხუპნული, – ეს ის შემთხვევაა, როცა დაწოლის წინ სულ ფეხებზე გკიდია მაკიაჟიც   და  კანის სუნთქვა, სილამაზეც.

აი, როგორ არ მინდა ეხლა აქ წუწუნი დავიწყო , როგორ არ მინდა ჩემ “უბედურებაზე” მოვყვე, როგორ არ მინდა კიდე უარესი  უბედურება მოვახდინო, მაგრამ ის სუნი,  სამზარეულოდან რომ აღწევს   ჩემ ოთახამდე ტვინში მიღუტუნებს და ისედაც მოჟამულ გუნებაზე მყოფს უფრო  “პრიკაზულს” და  მომაბეზრებელს მხდის.

როგორ არ  მინდოდა გუშინ გვიანობამდე ყოფნა და როგორ მინდოდა დროზე დაძინება  .

როგორ მინდოდა კარგად გამოძინება, მაგრამ ვის აინტერესებს საერთოდ მე რა მინდა ან არ მინდა? გუშინდელ ნერვებმოშლილზე ეს დავწერე , მერე თითქოს ცოტა დავწყნარდი, მაგრამ ამ დილით, როცა ისევ 8 საათზე გამეღვიძა გამოუძინებელს, სულ 3–4 საათის ნაძინებს, მეშლება ნერვები, რომ არავინ ზრუნავს ჩემზე.

ეგოისტი და ჭირვეული დებილი პატარა გოგოსავით ვიქცევი, მარა მეც მომბეზრდა ეს თავდაჯერებული და “დიდი გოგოს” როლის თამაში. პრინციპში, თამაში არც იყო, თავს მართლა ასე ვგრძნობდი, მაგრამ ეხლა ვიცი რომ დღეს ღამე დამეძინება  და აღდგომის ღამეს ეკლესიაში თავისუფლად გათნების მაგივრად ნახევრად ჩამოძინებული ვიდგები და არაფრის თავი არ მექნება, კიდევ უფრო მიპყრობს ბრაზი : (( და კითხვა :

რატოომ ? ? ?

შენ მაინც დროზე გაიღვიძე , აჩო, რა იყო რა  :  ((

Posted in ამოხეთქა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , | 6 Comments »

სულ ფეხებზე მკიდია !

Posted by vekoo on აპრილი 2, 2010

არ მიყვარს როცა არ მიგებენ, არ მიყვარს.

სულ ფეხებზე მკიდია რატომ და რისთვის. არ მიყვარს და მორჩა.

დავიღალე . სულ მე უნდა გავიგო,  აქეთ გამიგეთ ეხლა. აქეთ დამიკარით კვერი.

ან  სულაც მაქეთ და მერიდეთ . არ მჭირდება ქლესა ღიმილები.

არც დამამშვიდებელი მჭირდება. ერთადერთ, რაც მაკლია ადამიანობაა და ამას კი ვერცერთი მასწავლით, ვერც მიწილადებთ, იმიტომ რომ თვითნ არ გაგაჩნიათ ეს !

პ.ს. ვსო, ამოვთქვი და დავისვენე.

პ.პ.ს. კიდევ ერთი მიზეზი, რატომაა კარგი ბლოგის ქონა .

Posted in ამოხეთქა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , | 10 Comments »