ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

უნებართვო პოსტი #2

Posted by vekoo on April 8, 2010

ცოტა ხნის წინ მარიმ ამ ბლოგზე გადმოძრომისას ღობე დააზიანა და ძალიან სასიამოვნო პოსტიც დატოვა. მეც გამიჩნდა სურვილი და ესე უტიფრად ვეკოს თავი დავაპატიჟინე.

ჩვენი ურთიერთობა არც ისე დიდი ხნის წინ ყველაზე ქალურ ფორუმზე დაიწყო. თავიდან თითქოს ნორმალურად დავიწყეთ მაგრამ ბოლოს სხვა და სხვა ”ბანაკებში” ავღმოჩნდით. მაღიზიანებდა ვეკოს ბევრი ნათქვამი და ასე ვთქვათ გამოხტომები. მეც აქტიურად ვებრძოდი და არც თუ ისე დიდი ხანი დავყავით ამ უპერსპექტივო ”ბრძოლაში”. არ მესმოდა რატომ სიამოვნებდა სხვისი გამოწვევა და ნერვებზე თამაში, თუმცა ჩემთვის ბოლომდე ცნობილი არაფერი იყო და როგორც თქვეს რაც არ ვიცოდი იმაზე ვყბედობდი და იმას ვამტკიცებდი. ”ბანაკი” მალე დაიშალა. წავიდნენ, და მე მარტო დავრჩი. ალბათ ამ დროს დაიწყო ვეკოს შეყვარების მომენტი და მის მიმართ სიმპათიებით განვეწყვე. ამჯერად უკვე მომწონდა მისი სილაღე და მხიარულობა, ხშირად ”გემრიელი პასუხები”,მაგრამ ამ იდილეამ არც თუ ისე დიდ ხანს გასტანა. იყო რაღაცა რამაც ისევ წაგვაჩხუბა. რამდენიმე დღის წინ გადავაწყდი იმ პოსტებს, დამალულია თუმცა მე მაინც ვხედავ😛 ღიმილი გამოიწვია ამ პოსტებმა, მაგრამ იმ დროს სულაც არ მეცინებოდა, მაგრამ არც ნერვებზე მშილიდა (არა და ასაშლელი კი იყო). მერე ვეკო წავიდა. ცოტა ხნით. და ისევ დაბრუნდა =)) წყენა და უაზრო კინკლაობა ისე დავივიწყეთ არც გაგვხსენებია. ან გაგვახსენდა მაგრამ ნაკვერჩხალი აღარ გავაღვიეთ. მოკლედ კარგი და სასიამოვნო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ხანდახან ვეკოში ჩემს თვისებებსაც ვხედავ ხოლმე. ეხლა გახსენებას ვცდილობდი, ანუ რა თვისება დავინახე, მაგრამ ვერ ვიხსენებ =(( არის ხოლმე მომენტები, რომ გავიფიქრებ მეც ასე მოვიქცეოდი, ან მეც ამას ვიტყოდითქო.  ერთი-ორი კვირის წინ შემთხვევით ვნახე კიდეც. მარის თქმისა არ იყოს თვლებში ვარსკვლავები უციმციმებდა და მხიარულ ხასიათზეც იყო. რაღაცნაირია. ძალიან საყვარელი. დიდხანს არ მილაპარაკია, მაგრამ რომ შემოვბრუნდი უნებურად გამეცინა. აი ძალიან დადებითი ემოცია გამომყვა. სიტყვებით ამ ემოციას მართლა ვერ გადმოვცემ. მარის მსგავსად ხშირად ვერ ვნახულობ და თავს ვერ დავდებ, რომ ყოველთვის კარგ ხასიათზეა და ყოველთვის უხარია სიცოცხლე, თუმცა იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ აართლა კარგი პიროვნებაა, და მისგან რაღაცის სწავლა ნამდვილად  შეიძლება. ”უყურეთ და ისწავლეთო!” ბრძანა მარიმ =)))  დაე ეგრე იყოს =))

11 Responses to “უნებართვო პოსტი #2”

  1. archily said

    მეც იქ ვიყავი და იქნებოდა კარგ ხასიათზე აბა რა😛

  2. sunwaited said

    ვაააა, ნათუშკებიიი :* :* :*
    გენაცვალეთ თქვენ, სიცოცხლის ხალისს დამიბრუნებთ ხოლმე რაა ისეთ რაღაცებს წერთ ჩემზე : )))

    მადLიობებად დავიღვრები ეხლა იცოდე : დდდ

    მშვენიერი მიმოხილვა გააკეთე ჩვენი მწარ–ტკბილი წარსულის, მაგრამ მთავარია, გულით ვინც დავრჩით, ყველანი კეთილები ვართ და მხოლოდ კარგს ვიხსენებთ : ))

    დიდი მადლობა შენც ასეთ თბილი პოსტისათვის, ვერც კი ვიფიქრებდი ასე თუ ფიქრობდი ჩემზე : ))

    მეც ძალიან მიყვარხართ ორივე, შენც და მარიც :* :* :*

    გნახავთ კიდე სამშაბათს და ჩემ ვარსკვლავებს თქვენც გიწილადებთ😉 :* :))))

    archily
    ჩემი ჭკვიანიიი :პ

  3. Marr said

    მაგარი პოსტია ნათ🙂 გამახსენდა თქვენი ომი😀 ჩემ გარდა მგონი ყველას ნერვებს უშილდა ვეკო😀

    • sunwaited said

      იყო დრო, შენც უშლიდი ვიღაცას ნერვებს, ოღონდ მე არა : დდდდ

      და არჩევნებში მე მაინც არ მომეცი ხმა, ახლაც მახსოვს :დდდ

      • Marr said

        მოდერატორობაზე? შენ ახალი გამოჩენილი იყავი ფორუმზე და მაგიტომ არ აგიჩიე ალბათ😛 ალბათ კი არა მეთქი ეს დაანგრევს აქაურობას😀 მაგ დროს მე ნოსტრადამუსს ვუშლიდი ნერვებს😛

  4. sunwaited said

    არა, ნოსტრადამუსამდე😀 😀😀 ეჭვიანობის ობიექტი იყავი გოგო😆😆😆

  5. Marr said

    რაააა? რა ეჭვიანობის? მიპასუხე დროზე.

  6. rockyourbaby said

    nateel,marto siyvarulovna ki arada sixarulovnac xar da briliantovnaaa!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: