ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

უნებართვო პოსტი

Posted by vekoo on April 8, 2010

Hello world ვეკოს ბლოგიდან. დღეს გადავწყვიტე ვეკოს ბლოგზე გადმოვპარულიყავი და პოსტი დამეწერა. მგონი გადმოძრომისას ცოტა ღობე დავაზიანე, მაგრამ ეშველება მაგ საქმეს😀

მოკლედ ვეკო ბოლო დროს ისეთ პოსტებს წერს ბლოგზე, რომ სუიციდისაკენ მიდრეკილი და სასოწარკვეთილი ახალგაზრდა გეგონებათ.

რაც ბლოგი შექმნა, მას შემდეგ შეუვსებელი აქვს გვერდი “ჩემ შესახებ” ცოცხალი თავით არაფერს  წერს. არ ვიცი ეზარება თუ უბრალოდ არ უნდა რამის დაწერა. როგორც ვაკვირდები, ძირითადად მაშინ პოსტავს, როცა რამე აწუხებს და მიკვირს როდის ასწრებს უცებ ასეთ ნეგატიურ განწყობაზე გადასვლას, როცა წუთის წინ ფორუმზე მხიარული და აქტიური იყო.

ვეკო მართლაც მხიარული და საყვარელი ადამიანია, არ ვიცი ეს თვითონ რამდენად იცის, მაგრამ მე კი უკვე მშვენივრად მივხვდი თუ რას წარმოადგენს ქალბატონი Sun-waiting. იგი ჭკვიანი, ნიჭიერი, მიზანდასახული და საკმაოდ პერსპექტიული ახალგაზრდაა. უყურეთ და ისწავლეთ!  მერე რა რომ ბავშვობიდან ცოტა სიფიცხე გადმოჰყვა და ბუზღუნებს ხოლმე, სამაგიეროდ თვალები სულ უბრწყინავს. ზუსტად არ მახსოვს რამდენჯერ მყავს ნანახი, მაგრამ როცა ვნახულობ, ყოველთვის კარგ ხასიათზეა  და იღიმება. მერე საღამოს ძილი რომ მოერევა, ბლოგზე შემოდის და გულის ამაჩუყებელ პოსტებს წერს.

ახლა წუწუნებს იდეების გენერატორი გადამეწვაო, მაგრამ მე ხომ ვიცი სად მდებარეობს ვეკოს ფანტაზიების საზღვარი? ამიტომ იმედია მალე მოვა აზრზე და ახალი, საინტერესო და რაც მთავარია  პოზიტიური განწყობით სავსე პოსტებს დაწერს.

P.S: იმედია ამ პოსტის გამოქვეყნების გამო არ გამიბრაზდება😛

3 Responses to “უნებართვო პოსტი”

  1. sunwaited said

    გენაცვალე მაარ :* :* :*

    ძაააან საყვარელი პოსტია :* არ მოველოდი და განვცვიფრდი : D

    ძალიან კარგი ხარ :)) ამ პოსტს კი about me-ში გადავიტან : ))

  2. თავიდან ვერც მივხვდი მეთქი რას წერსთქო😀
    თურმე მარის პოსტი ყოფილა =))
    მომეწონა ეს პოსტი. თბილი და სასიამოვნო წასაკითხია =))
    თანაც ამ ბოლო ნეგატიურ პოსტებს მოუხდა =))

  3. პ.ს არ გინდა მეც დამნიშნო ავტორად და ერთ დღეს მეც შემოვიპარო შენს ბლოგზე და დავწერო მსგავსი შინაარსის პოსტი?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: