ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ჭუკლის საიუბილეო თარიღი და შეხვედრა ციყვებში

Posted by vekoo on April 13, 2010

“თუ გიყვარვარ, დალიე”, “ასე გიყვარვარ ?” ან სულაც ” არ გიყვარვართ? ” – ესაა კითხვები, რითიც ხშირად დალევას აძალებენ … ასეთ დროს ჩემი ტრადიციული პასუხია: “შენ ჩემ სიყვარულს ღვინოთი/არყით/სულ ერთია როგორ ზომავ?”  და შეძლებისდაგვარად ვიშორებ დალევას.

ეს სურათი ახსოვს აქ ვინმეს?

ერთად ყოფნის 1 წელი შეგვისრულდა მე და აჩოს 14 აპრილს, სიყვარულსაც კი ერთი დღით დავასწარით , უფრო მაგრები ვართ : დ

ჰოდა, დღეს 14 გვეგონა 13ს ნაცვლად და ჩვენთვის აღვნიშნეთ .   პირველივე ჭიქა მე გავხსენი სადღეგრძელოთი… სადღეგრძელო ქვია, თორე მარტივი ნატვრა იყო , ნატვრა, რომელიც ორივეს დიდი სურვილი გვაქვს აგვიხდება ,  უბრალოდ იმედების გამართლება ვისურვე და სიმბოლურად ოდნავ მოვწრუპე … ( ვსო, მოკვდა ის დრო ვეკო რომ დიდი მსმელი იყო : დ )

ჯერ აჩოზე მიდგა , რა თქვა აქ არ დავწერ, რას ვგრძნობდი არც იმას …   არ ავწერ არც სიტუაციას , მარტო ჩვენ ორნი …  ბოლოს, მე თვითონ ვუთხარი ის ფრაზა, ასე რიგად რომ არ მიყვარდა ხოლმე სხვა დროს … :

ვეკო: “ვნახოთ აბა, როგორ გიყვარვარ და  როგორ დალევ ” : )))

აჩო: ” შენ გგონია, ვერ დავლევ? მთლიან ბოთლს დავცლი ”

ვეკო: ” რა ვიცი, რა ვიცი, ვნახოთ  : )) ”

მოიყუდა ბოთლი და ვუყურებდი როგორ ჩადიოდა სითხე, იცლებოდა ბოთლი და აჩო არ ჩერდებოდა : დ  ლოთი რომ არაა ვიცი, ისიც ვიცი, რომ დალევა შეუძლია, მაგრამ მთლიან ბოთლს არაყს თუ მოიყუდებდა და ამოუსუნთქავად დალევდა ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. ძაან რომანტიკულად აღვწერ მე ეხლა ამას, მაგრამ ისეთი სიტუაცია იყო, რომ … რძიანი რა, სიყვარულით გაჯერებული .

აჩო კი სვავდა იმ ბოთლს და თვალის დახამხამებაში ჩაცალა…

–”აი, ნახე როგორ მიყვარხარ ” .

“სჯობს საყვარელსა უჩვენო, საქმენი საგმირონია”–ო, უთქვამთ დიად სტანდარტებს  და გადამეკეტა : დ  მთლიანის ჩაცლა ხუმრობა ხო არაა :დ

ხოდა, დამჯდარს არ ეტყობოდა, მაგრამ მერე შემიბუჟბუჟდა ჩემი ჭუკლი :პ

გადასარევი სიმთვრალე გაქვს აჩოს, მთვრალ ხალხს იმენა ვერ ვიტან ორგანულად, მაგრამ აჩოსთვის  გამონაკლისს ვუშვებ :პ

გა–და–სა–რე–ვი ! ! !

ისედაც მხიარული ბიჭია და საერთოდ გაგიჟდა , ნუ, პოზიტიურად გაგიჟდა,  ვუყურებდი და მიხაროდა ასეთ ბედნიერს რომ ვხედავდი … პატარა  ონავარი ბიჭივით უკიაფებდა მაყვალივით  თვალები.

გაგრძელება აღარაა საინტერესო :პ

ჯუსტ სურათები.

ეს ადგილი სპეციალურად შევარჩიეთ , დღევანდელი სურათია და ამ თარიღისათვის სიმბოლური :პ

არასოდეს დამავიწყდება ეს დღე, კარგად ვიმხიარულეთ. არაფერი ჯობია, როცა გვერდით მხიარული ადამიანი გყავს, საყვარელი, თბილი და მოსიყვარულე და ამასთანავე ბავშვივით გადარეული. და თუ +ამას მთლიანი ბოთლი არაყიც ექნება დალეული, სუნს აიტანს კიდე როგორმე კაცი : დ

აქვე ჩავაკვეტებ გუშინდელ ჩვენ ვოიაჟსაც,  უკვე ბერი ნახავდა, რომ მე, აჩო, მარი და ნათია ციყვებში გახლდით პრეშეკრებისეულ შეკრებაზე .

ყველაფერი კი ასე დაიწყო: დილით მაღლივში ჯერ მე, მარი და აჩო შევხვდით, იქ ჩვენთვის ვიპოზიორეთ : აჩოს სიყვარულში არ ვუტყდებოდი და მე–10 სართულიდან  გაღებული ფანჯრიდან გადაკიდებას დამპირდა : დ

მერე ცოტა მოვთაფლე, მთავარ სკამზე დავაჯინე და გაიტრუნა ბიჭიც :დ

ეს რაღაც  სურათი განსაკუთრებულად მომწონს

ბოლოს ნათიაც შემოგვიერთდა და ციყვების გასაცნობად წავიყვანეთ . ჩვენ სამს ერთი ფორუმი გვაერთიანებს, მარიც  მაღლიველია და ხშირად ვართ ერთად, მაგრამ ნათუშკები კი ფაქტიურად, იმ დღეს გავიცანი ლაივში , ძალიან საყვარელი  გოგოა, შეხედავ ბავშვი გეგონება, მაგრამ ხმას რომ ამოიღებს და ლაპარაკს დაიწყებს ისეთი დამსკიაააა ( სად გამახსენდა ეხლა ნეტა ეს სიტყვა : დ )

რაღაცა, ბოლო 2 დღეა მშვენიერი განწყობა მებედება, ღმერთმა ქნას, ასე გაგრძელდეს : )))

14 Responses to “ჭუკლის საიუბილეო თარიღი და შეხვედრა ციყვებში”

  1. D@niko said

    სულ ასეთი და კიდევ უფრო ბედნიერები ყოფილიყავით!

  2. archily said

    ჰოოო😀 კაი სიმთვრალე მაქ ჰო😀 მევასება სიმთვრალე მარა,სიმთვრალიდან გამოსვლის პერიოდი არ მევასება😀

    ჰოდა გამტრუნე არა?😀 მოხვალ შენ ხვალ მაღლივში😀

    ჰოჰო ბავშვი მეძახე შენ მე და დღეს მამაჩემის ტოლა კაცი კინაღამ ჩავუშვი დათვების გალიაში😀 უზრდელი🙂

    ძალიან კარგი პოსტია ჭუკლი :* :* :* :* :*

  3. sunwaited said

    D@niko
    გმადლობ დიანიკო : )) თავადაც უდიდეს ბედნიერებას გისურვებ : )))

    archily
    ჰოო, კაი სიმთვრალე გაქვს :დ და გამოსვლის პერიოდს რას უჩივი? :დ სახლში რომ ვბრუნდებოდით მშვენიერ ხასიათზე იყავი და აქეთ მხსნიდი გრუზებს :დდდ

    იმ კაცს კიდე რა პონტში უყურებდი, ნაცნობი იყო? :დდდდდ ეჰ, ძალად კაი ბიჭები რა :დ დაგეგორებინა მერე :პ ეგ ამბავი სპეციალურად აღარ ჩავრთე პოსტში, ძაან შენი ქება–დიდება გამომივიდოდა, მაგრამ ისეთი ამაყი ვიყავი მაგის მერე :წუბ:

  4. archily said

    Sunwaited
    ნუ სახლში რომ მოვედი მერე ვიყავი უაზროდ😀

    ხო გითხარი მეტროში რომ ამერია და სხვა მხარეს რომ წავედი?😀😀😀 არადა 13 წუთი ველოდებოდი იმ მატარებელს😀

    როგორი მოხრილი დადიოდა დაამუღამე?😀 მისი ფეხები და მისი ზედა ტანი 45% იან კუთხეს ჰქმნიდნენ😀 ეეეეეხ🙂

    D@Niko

    მადლობა🙂🙂

  5. Marr said

    გილოცაააავთ საიუბილეო თარიღს. ძალიან დიდხანს და ბედნიერად ცხოვრებას გისურვებთ.

    “ნათუშკები შეხედავ ბავშვი გეგონება, მაგრამ ხმას რომ ამოიღებს და ლაპარაკს დაიწყებს ისეთი დამსკიაააა”

    მე პირიქით ვარ ხო😛

    • sunwaited said

      რა გინდა მარიიი :დ ხო, შენ პირიქით ხარ :დ
      ჯანგველაძის ლექციაზე რა ავიქაფეეეთ :დდდდ კიდეც კაი, არ მოვიდა, თორე ხო ჩაგვეშლებოდა შეკრება :დ

      და გმადლობ : )))

      • Marr said

        არ ჩაგვეშლებოდა. მეორე ლექციიდან მაინც გამოვიდოდით.😛 კიდევ კაი შენ გაგიცდა ინგლისური თორემ..

  6. რო არ გასცდენოდა ხო მაინც გაცდენას აპირებდა მაგიტომ არ დარეკა?
    ხო და მეც გილოცავთ საიუბილეო დღეს :* :* ერთი წელი არაფერია. აი 10-წელი რო გავა იმ პოსტს დაველოდები😛
    დაა რაც შეეხება გუშინწინდელ დღეს. მართლა ძალიან მაგარი იყო და მართლა ძალიან ნასიამოვნები ვიყავი =))

  7. rockyourbaby said

    vaax sanii,pirvel suratshi ra sexy xaaarrrrr!!..nu ra gogoebi raa,natela ra sayvareliaaa!!!

  8. BigCrow said

    😐

  9. rockyourbaby said

    albat gazebi azuxebs da magitomac ichyiteba egre!:P:P:P

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: