ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

არეული პოსტი

Posted by vekoo on April 17, 2010

თითქოს ჩემი აღარ არის,  თითქოს საეთოდ დავივიწყე .

არადა , უბრალოდ ვეღარ ვწერ.

არ ვიცი, ან ძალიან ბევრი ცუდი და ან ძალიან ბევრი კარგი ხდება ჩემ ცხოვრებაში, რომ ბლოგზე გადმოტანას და ბლოგზე გახსნას ვეღარ ვახერხებ.

ძალიან  ზარმაცი გავხდი . ჩემ სიზარმაცეს ჯერ მარიმ და მერე ნათიამაც შეუწყვეს ხელი :  ჭუკლის ბლოგზე ავტორებად დავნიშნე და ღობე გადმომინგრიეს, გადმოალაჯეს ალქაჯებმა და შემოპარული პოსტები დამიწერეს, ჯერ ერთმა და მერე მეორემ .

ძალიან გამიხარდა, ძალიან ძალიან, ჩემი თბილი დახასიათება იყო, ისეთი,  ნამდვილად რომ არ მოველოდი …

რა  მშვენიერი გოგო ვყოფილვარ და თურმე სხვებსაც ცოდნიათ  : )))

სხვებს რააა, მარი და ნათია უცხოები არ არიან, მაგრამ ბლოგროლზე კი აშკარად მტრები გავიჩინე, ჩემზე თემა გახსნეს და ყველა მინუსს მე მაბრალებენ. ჯერ–ჯერობით ვახერხებ გატარებას, არ მინდა რამე დავწერო, სისულელეა უბრალდო ქარის წისქვილებთან ბრძოლა, ისეთ ნიკითაა დარეგისტრირებული,  ძალიანაც რომ მოინდომო ვერაფერს გახდები, ისე გადაიკარგება დედამისი ვეღარც იპოვის. უკვე არაერთხელ  გვქონდა ასეთი შემთხვევა: ინტერნეტის მოძველბიჭო ელემენტები ნეტში იჭიმებოდნენ და მერე  ლაივში შესახვედრად ხორცი აღარ ეყოთ. ისე აორთქლდნენ, როგორც მომაკვდავ მოხუცს ეპარება გაზები … არადა ცოცხლად შეხვედრას და დასამარებას იპირებოდნენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა მერე  კუდამოძებულები გაქრნენ და გზა და კვალი აღარ დატოვეს.

ამიტომ ამასაც მაქსიმალურად თავს ვარიდებ, როცა ის ტიპები შეძლებენ ჩემთან საკუთარი სახელით დაპირისპირებას და ჩორტების ჩაგდებას, – როცა აღარ შექმნიან “ლევ” ნიკებს და საკუთრი ნიკებით დამდებენ ბრალს, მერე იქნებ პასუხის ღირსებიც ჩავთვალო.

სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა …

ვერ მოგატყუებთ ყველანი მიყვარხართქო, სხვებივით ვერ გაგიკეთებთ  ვარდისფერ სათვალეს, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ  კარგზე ცუდს არავის ვუბრუნებ და თუ ამის ღირსად არ ჩავთვალე ადამიანი, ცუდზეც კი არ დავუბრუნებ ვინმეს ცუდს.

სულ ეს იყო … დროებით : )))

მელოდია განწყობისთვის

10 Responses to “არეული პოსტი”

  1. D@niko said

    აუ, როგორ მესმის შენი! ძალიან ახლობელი პოსტია! მეც ძალიან მეზარებოდა და დღეს გადავწყვიტე, გაგრძელება!🙂 თავს ძალა დავატანე!

    • sunwaited said

      ჰო, ზოგჯერ გამოთიშვები “სტაჟიან” ბლოგერებსაც ემართებათ , იმჰო : )))

      მეც დავატანე და რასაც ვფიქრობდი ჩამოვარაკრაკე😀

  2. მაგ თემამ მინოსებზე აუუ როგორ ძალიან მომიშალა ნერვებიი,.. სისულელე

    • sunwaited said

      ვეცადოთ გავატაროთ : ))

      პროსტა, ისაა ცუდი მერე ნებისმიერი იქ რომ წერს თავის აზრს …

  3. რამდენი შური__ანი ყოფილააა…. :* :* :*

  4. D@niko said

    ჩემი არააქტიურობის პროცესში რაღაცეები მომხდარა და… აუ, ბლოგროლი მაგარი მკიდია, გუშინ შევედი პირველად დიდი ხნის მანძილზე, იმიტომ რომ ზურგესთვის დამეწერა +🙂 გამამინუსესო იძახდა და🙂 რომელ პოსტზეა საუბარი?

  5. qristina said

    რა მოხდა? ძალიან საყვარელი ბლოგი გაქვს და ვისაც არ მოწონს მისი პრობლემაა…არავითარ შემთვევაში არ შეწყვიტო წერა, ეს ყველაზე დიდი შურისძიება იქნება🙂🙂🙂

  6. ვერ ვწერ ვერ ვწერო და საბოლოოდ მშვენიერი პოსტი გამოვიდა =))
    ცუდი გოგო არ ხარ😛 უბრალოდ დანახვა უნდა ყველაფერს და გაგება. როგორც მოგექცევიან ისე მოექცევი. ეს ესეა =)) აბა ერთი წლის წინ ან ცოტა მეტი ხნის წინ დამეწერა პოსტი, მაშინაც ესეთი თბილი ხომ არ იქნებოდა. არა და არც შენ შეცვლილხარ არც მე =)
    ბლოგროლს რაც შეეხება… მაგაზე ნერვიულობა ნამდვილად არ ღირს. მაგრამ ძნელია უსამართლო პროტესტის ატანა.ნამდვილად, რომ წერდე კიდე ხო =)) დაკიდებაც არ არის ადვილი. ინტერნეტში კიდე ვერაფერს გახდები ძალით მაგა ბიჭებთან =)) გამოვიდა, რომ მაინც უნდა დაიკიდო შეივე ნერვების კეთილდღეობისთვის

    • Marr said

      გეტანხმები ნათ, მეც მებრაზება, მაგრამ არ ღირს არარსებული ხალხის გამო ნერვების მოშლა და საერთოდ პასუხის გაცემის ღირსებიც არ არიან, როგორც ვეკომ თქვა, მაგრამ მაინც ძნელია ცხელ გულზე.

  7. sunwaited said

    Here Comes The Sun
    ჰოო, შურიანებს მიაქვთ ქვეყანა😀

    D@niko
    თავიდან რომ გაიხსნა, სულ აქტიური მქონდა ბლოგროლლის ტაბი, მაგრამ მერე დავიკიდე, პლიუს–მინუსები არ არის მთავარი, ეხლა მეც იშვიათად შევდივარ, მაგრამ როგორც ვხედავ, მაინც არ ვევასები ზოგს .
    რა ვქნა, რაც უნდათ ის ქნან, ის თემა გახსნან ჩემზე, მაგრამ სხვა რიგითი ბლოგერები, რომლებიც (მე იმედი მაქვს) არ ფიქრობენ მათთსავით, შედიან და იმ თემაში წერენ მინუსებს მიწერენო უკვე …

    qristina
    გმადლობ, მიხარია, რომ მოგწონს ჩემი ბლოგი : ))) წერას არც შევწყვეტ და ერთად ვიძიოთ შური😀

    siyvarulovna
    კარგია თუ მართლა მშვენიერი გამომივიდა :პ
    ერთი წლის წინ რომ ეს პოსტი დაგეწერა, ნამდვილად სხვანაირი იქნებოდა😀😀😀
    ჰო, ვიკიდებ და არ ვწერ არაფერს : )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: