ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

პარკი და ველოსიპედი

Posted by vekoo on April 18, 2010

თბილი მინდა დავწერო რამე, ჩემ ველოსიპედზე მინდა დავწერო, ჩვენ პარკზეც მინდა წერა, რომელშიც “გოგო რომ ჩავა და რომ ამოვა უკვე სახელი აქვს გატეხილი” თურმე , ჩვენ მტკვარზე მინდა დავწერო, ჩვენ  ხრეშიან ბილიკებზე  პარკში …

ამისთვის კი სურათები მჭირდება, სურათები, რომლებიც ვერ გადავიღე– ციფრული უფლისციხეშია და  უკვე გორს გამოსცდა და მოდის … ამიტომ მობილურით ვიღებდი…

პარკის შუაში მტკვარი ჩამოდის, შორიდან შეხედავ და ბანაობა მოგინდება, მაგრამ ახლოს არ უნდა მიხვიდე …

მაგრამ მე მაინც მომწონს , მაინც მიყვარს მტკვარიც და პარკიც .

დღეს ქარი ქროდა, დღეს მტკვარზე ტალღები დათარეშობდნენ, დღეს პარკში ქარმა თმები ამიწეწა, დღეს პარკში შეყვარებულ წყვილებს ქარისგან  შესცივდათ და ერთმანეთს ჩაეხუტნენ …

პარკი სიყვარულის ქალაქი მგონია … “ოცნების ქალაქის” პრემიერაზე ვერ წავედი და სიყვარულის ქალაქში მაინც გამესეირნა  : ))

ვისეირნე ველოსიპედით, ბევრი ვიარე, ვიარე ასფალტზე, ვიარე მიწაზე, ვიარე ბალახზე და წითელ ხრეშზეც, ისეთ ადგილებში ვიარე, შეყვარებული წყვილებიც დავაფრთხე …

ვიარე მუსიკის თანხლებით, ბევრს მოვუსმინე, ბევრიც ვისმინე, ადრეც ვუსმენდი და ეხლაც მიყვარს ქარის ხმა ყურში რომ ჩამწუის … გზის პირას ულამაზესი ხედებია , ცალი ხელი გაშვებული მაქვს და ჩემთვის მივქრი …

არა, რაღაცა უმარილო გამოდის ეს პოსტი სურათების გარეშე …

მომავალ კვირას ისევ წავალ … კვირას ან ხუთშაბათს … ციფრულს წავიღებ და დავაფიქსირებ მზეზე შეყვარებულ ახალ აფეთქებულ კვირტებს და  ჩახუტებულ წყვილებს , ნიავისგან აღელვებულ ბალახს და ქარისგან წარმოქმნილ ტალღებს …

მე ვნახე და თქვენც უნდა განახოთ : ))

14 Responses to “პარკი და ველოსიპედი”

  1. მიყვარს ველოსიპედით სეირნობა =)) და შეყვარებული წყვილების თვალთვალი😀
    შემდეგ კვირას ახალ პოსტს ველოდები მაშინ😛
    p.s ოცნების ქალაქზე როდის წავიდეთ?

  2. Marr said

    მაშინებს ეს ბავშვი. ძაან ცუდად დადის ამ ველოსიპედით, თან ქარში.
    ის რატომ არ თქვი გაციებული რომ ბრძანდები?

  3. sunwaited said

    siyvarulovna
    შენც გიყვარს? ერთად სეირნობას ველოსიპედით ჯერ ვერ შემოგთავაზებ :დ
    მეც ველოდები შემდეგ კვირას : ))

    Marr
    რატო გაშინებ? იცი რა კარგი იყო და რა ლამაზი იყო იქაურობა?

    =======================================================

    http://eva.ge/forum/index.php?showtopic=36&view=findpost&p=120393
    http://eva.ge/forum/index.php?showtopic=36&view=findpost&p=120394

    ეს ორი ლინკი იყოს ნიშნად იმისა, სად ვიყავი . ეს სურათები 2009 წლის სექტემბრისაა .

  4. Tomushka said

    minda velosipedit seirnobaaaaaaa
    rogor momindaaa
    da irakli charkvianis cnobili simgera gamaxsenda
    ORGANI 78

  5. kevana said

    ველოსიპედი ჩემი ოცნებაა😦

    და ისე, ლამაზი სურათია პოსტში🙂 მიყვარს ეგეთი ხედები🙂

  6. Zurriuss said

    ველოსიპედით სეირნობასა და მულხის გახეხვას არაფერი სჯობია… რა თქმა უნდა, ნოსტალგიაში🙂

  7. rockyourbaby said

    velo ar gamaxsenoooottttttttt!!!!!!!

  8. BigCrow said

    რა განზომილებაში/ადგილზე ხდება ეს?

  9. magari blogia. saintereso statiebit. chkviani adamiani xar. gilotsav. minda erti ram mastsavlo tu shegidzlia ra tqmaunda. blogze teqstis dadeba minda ogond mokled chandes an marto satauri da mkitxveli rom daaklikebs zed gamochndes mteli teqsti . rogor xdeba ? madloba da gtxov chems blogze mipasuxo :*

  10. მივიღე შენი პასუხი ჩემო ლამაზო ადამიანო
    და ხელახლა შევედი ჩემს პოსტ-ში, გავაკეთე ედით და ის ღილაკი გამოვიყენე ტექსტის გასაწყვეტი.
    დაეწერა მორე და წყვეტილი ხაზი, მერე აფდეითი გავაკეტე და . . . .😦
    მაგრამ სამწუხაროდ არ გამომივიდა.😦
    მე ხომ ავრიე რამე ?
    უღრმესი მადლობა პასუხისათვის
    ძალიან საყვარელი ხარ
    იქნებ სხვა ხერხი იყოს რამე?

    • sunwaited said

      აფსოლიტურად ყველა ასე აკეთებს, ალბათ, ვერ დააფდეითე ან ვერ ჩასვი კარგად. ან არ ვიცი.
      ისევ ცადე, მეც გავაკეთ და ესე კეთდება. : )))

  11. დაეწერა მორე კი არაა more🙂😉

  12. […] მმმმ, მინდა ველოთი გასეირნება. […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: