ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

გვეყო, გამოვფხიზლდეთ!

Posted by vekoo on April 22, 2010

ვუყურებ ჩემ ცხოვრებას და ვხედავ, როგორ უაზროდ ვფლანგავ მას : |

ვკარგავ იმ ძვირფას დროს, რომელიც მე ძალიან დამჭირდება, რომელსაც უკან ვეღარასოდეს მოვაბრუნებ.

ძალიან ცუდია, რომ არ ვარ მიზანდასახული, ვიყავი კი ნეტა ოდესმე? არ ვიცი, ალბათ  ვიყავი : – მქონდა მიზანი ჩამებარებინა უნივერსიტეტში უფასოზე და  ზუსტად მივაღწიე.

ალბათ, ჩემი დიდი პრობლემაა, რომ მიღწეულით დავკმაყოფილდი და მოვდუნდი, მას მერე მე–3 წელი გადის და მე ფაქტიურად, ჩემი თავისთვის  არაფერი შემიმატებია . არაფერი შემიმატებია ისეთი, რაც ადამიანურ გრძნობებთან არაა დაკავშირებული, რაც მეტისმეტად პრაგმატულია და ვიწრო ჭრილში “ფინანსების სფეროში” ჯდება.

რომ შემეძლოს საკუთარ თავს ჩემს წინ სკამზე დავისვამდი და რამოდენიმე კითხვას დავუსვავდი.

რატომ  ფლანგავ დროს ასე უაზროდ?

რატომ არ ზრუნავ შენ მომავალზე?

რატომ გახდი ასეთი ფეხებზემკიდია? : |

არ შეიძლება ვეკო ასე. აღარ შეიძლება ასე გაგრძელება.

დროა გამოფხიზლდე და შეწყვიტო დინების მიმართულებით ცურვა. ბავშვობიდან ყოველთვის მეამბოხე სული გქონდა და შენი მიზნებისთვის, იდეალობისთვის იღვწოდი.

საშინელებაა, რომ ეხლა შენ ცხოვრებაში მოკლევადიანი მიზნები აღარ არსებობს.  შენ გინდა  რამოდენიმე წლის შემდეგ ფლობდე ცათმბჯენს , მაგრამ არ ცდილობ, არ აპირებ  სართულების აშენებას. მარტო საძირკველი ვერაფერში დაგეხმარება.

საკუთრ თავს მიხედე, ვეკო.

გვეყო .

ერთად გამოვფხიზლდეთ : )))

P.S. ფერად ფურცლებზე ჩამოვწერ უახლოეს 6  საგანს, რასაც აუცილებლად უნდა მივაღწიო !

გავიკრავ კომპის თავზე და 6 მაისამდე შესასრულებელია ყველა.

მერე ცალკე პოსტს დავწერ როგორ გამომივა 6 საგანში , რომელშიც 1 კვირის განმავლობაში მექნება კოლოქვიუმები 80%ზე ნაკლები ქულა არ უნდა მივიღო :ყეს:

10 Responses to “გვეყო, გამოვფხიზლდეთ!”

  1. Marr said

    როგორ მესმის შენი… ვეკო, ჩემს დრაფტებში ჩაიხედე თუ ჩანს შენთან.

    სასწრაფოდ უდნა ვუშველოთ ჩვენს თავებს.

    • sunwaited said

      არა, შენი დრაფტები არ მინახავს, არ ჩანს ჩემთან …

      ერთობლივად ხომ არ ვუშველოთ?

      • Marr said

        როგორ აბა? დავამთავრებ და დავაპაბლიშებ მერე

  2. gijmaj said

    PS-მა იმედი გამიცრუა. ველოდი უზარმაზარ მიზანს, როგორიცაა ყბადაღებული მშვიდობა მსოფლიოში, ატომური ბომბისაგან ქალაქის გადარჩენას, ან ანტარქტიდანმდე მეტროს გათხრას… ყველაფერს, საგნების წარამტებით ჩაბარების გარდა. კარგად სწავლა მე უფრო საშუალება მგონია, ვიდრე მიზანი. თანაც ასეთი დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი: “რომ შემეძლოს”.
    – რა გიშლის ხელს?

    • Marr said

      ამ ეტაპზე სწავლა არის მიზანი და რომ მიაღწევს, მერე უკვე საშუალებად გადაიქცევა.

    • sunwaited said

      ყველაფერი, რაც შენ ჩამოთვალე, არის პოტენციური “ცათმბჯენი” .

      სამწუხაროდ, მემგონი გრძელვადიან და მოკლევადიან მიზნებში საერთოდ ვერ ერკვევი.

      მილიონს ერთიც რომ აკლდეს, მილიონი აღარ იქნება და მე ჯერ ამ “ერთების” აკრეფაზე ვზრუნავ : ))

  3. ჩემი მიზანი ცაბარება არასდროს ყოფილა და არც არის :))

    ჩემი მიზანია, რომ საქართველოს (და არამარტო) მაშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო პროკურორი ვიყო. იმისათვის, რომ ეს მიზანი განვახორციელო საჭიროა ჩაბარება და სწავლა რასაც საკმაოდ დიდი ხანი ჭირდება და როცა მიზანს მივაღწევ აი მერე ალათ დავიკიდებ ყველაფერს და მიღწეულით დავკმაყოფილდები. უკვე კარგად ასაკიანიც ვიქნები სავარაუდოთ და უკან, რომ მოვიხედავ არასდროს არ ვინანებ😛
    ისე დროს მეც ვფლანგავ ხოლმე ძალიან ხშირად მაგრამ რაც გასაკეთებელი მაქვს, ანუ რაც მავალია იმას ყოველთვის პირნათლად ბოლომდე ვასრულებ. იმ თავისუფალ დროს ვფლანგავ რომელიც შეიძლება სხვა, უფრო საინტერესო და საჭირო ამისთვის გამოიყენო. მაგრამ ამ ეტაპზე ზედმეტი რაღაცეებისგან დატვირთვა არანაირად არ მინდა

  4. sunwaited said

    siyvarulovna
    არა, ნათი, არც შენ გცოდნია. არ ხარ სწორი რომ ამბობ ” ჩემი მიზანი ცაბარება არასდროს ყოფილა და არც არის ” . შენ თუ კვალიფიციურ პროკურორად გახდომაზე ოცნებობ, ამ მიზნის მიღწევამდე მრავალი პატარა და დიდი მიზნის მიღწევა მოგიწევს , რომელშიც ჩაბარებაც შედის.
    გზა ყველას გვაქვს გასავლელი.
    ასე რომ ეგეც მიზანია, თუნდაც ვერ აცნობიერებდე.

    • გზა და საშუალებაა =))
      მიზანი ერთი მაქვს და ვიცი, რომ მივაღწევ

      • Marr said

        ნათ, რასაც შენ ამბობ, ეგ იგივეა მთის წვერზე ადიოდე და მხოლოდ მწვერვალს უყურებდე. გზას უნდა უყურო ჯერ და დროდადრო უნდა გახედო ხოლმე მიზანს, რომ არ დაგავიწყდეს საით მიდიხარ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: