ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

პროვოკაციული პოსტი

Posted by vekoo on April 23, 2010

დღეს პირველად მომიწია მარტოს სახლში წასვლა.

ახლახანს დავწერე პირადი პოსტი ჩემი და აჩოს “1 წლის იუბილესთან” დაკავშირებით,  უკვე მეორე წელი მიდის რაც ერთად ვართ და მთელი ამ დროის განმავლობაში ერთი დღეც არ ყოფილა, რომ სახლში მარტო წავსულიყავი.

სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, რა საქმეც არ უნდა მქონოდა და რომელ საათზეც არ უნდა წამოვსულიყავი, ყოველთვის პატიოსანი მეგზური მყავდა გვერდით.

მთელი ერთი წლის განმავლობაში დღე არ ჩაგდებულა, რომ გვერდით მჯდომების მზერა არ დამეკიდებინა და  მარშუტკიდან ხელი არ დამექნია აჩოსთვის, რომელიც ჩვეულად იდგა და მელოდებოდა ხოლმე შუქნიშანთან გზის მეორე მხარეს.

და დღეს მე არ  “ამინთია” სიბნელეში მობილური მარშუტკიდან ფანარივით , არც მოსახვევთან მდგარა აჩო …

დღეს მე მარტოს მომიწია სახლში წასვლა  : ((

თავზე საყრელად მაქვს სამეცადინო, ამ კვირას საღამოს 6ზე შუალედური გამოცდა მაქვს “შრომის ეკონომიკაში” , მერე დილით ორშაბათს კიდე 2 გამოცდა მაქვს სხვადასხვა საგნებში და გიჟი დღეები მელის. მინდოდა  გზაში მაინც წამეკითა რამე, მაგრამ ვერ შევძელი.

დღეს წვიმდა, წვიმაში მგზავრობა მიყვარს,  ფანჯრიდან ვუყურებდი რა ხდებოდა გარეთ და მიხაროდა, რომ დღეს პირველად  კარგა ხნის მანძილზე, სახლში ღამის 10 საათზე არ მივდიოდი, არ მაგვიანდებოდა  არსად …  მინდოდა მეკითხა, მაგრამ  თვალები  ეკ.პრინციპების ნაცვლად ქუჩაში დასველებულ სამანქანე ნომრებს უფრო კითხულობდნენ.

დღეს მე სახლში მარტო წავედი… და ასე გაგრძელდება ყოვეველ დღევანდელ დღეს …

9 Responses to “პროვოკაციული პოსტი”

  1. archily said

    დავაკვირდები მე მოვლენათა განვითარებას და შეიძლება პარასკევსაც მოგიწიოს ტელეფონის გაბრდღვიალება😀

  2. Marr said

    რატომ წახვედი მარტო?

  3. ლოლიკა said

    ძნელია, როცა უცბად აღმოაჩენ, რომ რაღაც შეიცვალა.
    წარმატებებს გისურვებ, ძალიან მომწონს შენი პოსტები🙂

  4. მერე რა რომ მარტო წახვედი😛

    • Marr said

      რა და ინტრიგანია ვიღაცაა. გამიხეთქა გული. მაგრამ კიდევ კარგი დროზე აღიარა სიმართლე.

  5. archily said

    😀😀😀

  6. Zurriuss said

    The falling leaves…🙂

    • D@niko said

      ოოო, ზურიუს! რა დროის შემოდგობის ფოთლებია!😀

  7. sunwaited said

    ლოლიკა
    მახარებს , რომ მოგწონს ჩემი ბლოგი : )) გინდ უცბად იყოს და გინდ ნელ–ნელა, ცვლილებების გაცნობიერება მაინც ძნელია : )))

    siyvarulovna
    მერე რა და ის რომ უჩვეულო უყოთქო :დ

    Marr
    არ ვარ ინტრიგანი კაცო :დ პოსტია პროსტა ინგრიგნული :დ გავერთეთ : )))

    archily
    შენ რაღა გაშინებს :დ დღეს როგორ შეგაშინე : (((

    Zurriuss
    ფოლინგ ლივს და ბლაუინგ ვინდ კიდე :დ :დ :დ კაი რა :დ

    D@niko
    ჭეშმარიტად :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: