ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ჩემი "აღკაზმულობა"

Posted by vekoo on April 24, 2010

ისევე, როგორც ყველა გოგოს (ალბათ ყველა გოგოს ) მეც მიყვარს სამკაულები. “ზიზილ–პიპილოები” არა, ლამაზი, სადა და დახვეწილი ნამუშევრები.

საერთოდ, ბავშვობიდან ჩაციკლული ვიყავი საყურეებზე, მქონდა ყველა ზომის, ყველანაირი დიზაინის და ხარისხის საყურეები.  მერე ნახვრეტებიც დავიმატე ყურზე და დავდიოდი ესე ყურებდამძიმებლი .

ერთი სიტყვით, საყურეები ჩემი სისუსტეა.

მას მერე, რაც შეყვარებული მყავს , – აგერ უკვე მეორე წელია მე და აჩო ერთად ვართ,  ყველა  სიყვარულის დღეს, ქალთა დღეს,  დაბადების დღეს, ახალ წელს, შობას თუ რავიცი, ვეღარ ვითვლი კიდე როდის :დ  აჩო მჩუქნის სიმბოლურ სამახსოვრო  საჩუქრებს.

სულ პირველად ერთად ყოფნის პირველი თვის ბოლოს მქონდა დაბ დღე და საყვარელი აიპოდი მაჩუქა  .

ამ სურათში ჯერ კიდევ ჩანს  საწყალი.  ბორჯომში წავედით მაშინ რამოდენიმე დღით მეგობრები და ჯიბეზე მეკიდა და ერთ ღამესაც ბოდიალისას დამეკარგა და ვეღარ ვიპოვე. : ((

ეს აჩოს ნაჩუქარი პირველი დაკარგული საჩუქარი იყო… თან მასთან ერთად დავკარგე და შედარებით მარტივად გადავიტანე.

არა, თუმცა, მერეც დამეკარგა ძალიან საყვარელი   სამაჯური, არადა ორივეს ძალიან მოგვწონდა, ინდოელები რომ იყვნენ გამოფენაზე იმ დღის სახსოვარი იყო.  რაღაცა tribal  ელემენტებით.

აიპოდზე მეტად მასზე დამწყდა გული : (( თუ ვინმეს შემოგრჩათ, სიხარულით ვიყიდი.

ესეც გადიდებული სურათი. მარა აქ რაღაცა სასაცილო პოზაში ვზივარ გაბზეკილი და ზედმეტი კილოგრამები მიჩანს. :დ

აქ ორივე კარგად ჩანს . მომენატრა ეს სამაჯური.

მგონი ჩელესაც აქვს კიდე  :დ

ჰოდა, რაზე დავიწყე ეხლა პოსტის წერა, – ლამაზი სამკაული ჩემი სისუსტე , ხოლო აჩო ჩემი მომმარაგებელი გახდა :დ

ეხლაც ამ პოსტის წერის იდეა ბეჭდებმა მომაფიქრა.  დღეს მაღაზიაში მომეწონა 2 ძალიან ლამაზი ბეჭედი.

ვათვალიერებდი და ვერაფრით გადავწყვიტე რომელი მეყიდა.  მეყიდა რაა … :დ

ჰოდა, ბოლო –ბოლო ორივე ავიღე და ეხლა ერთი მარცხენა ხელის უსახელო და მეორე ცერა თითზე მიკეთია. ძვირფასი არაა, მაგრამ საყვარლებია. მეორეზე ხელის არათითზე კი ჩემი განუშორებელი ბეჭედი მიკეთია ………..

საყურეებზე ვწერდი და ბეჭდებზე გადავედი :დ ამ ბოლო დროს  რაც საყურე მიკეთია ყველა   მისი   ნაჩუქარია , ყურზე კი ბეჭდისგან განსხვავებით უფრო დახვეწილი გემოვნება მაქვს :დ

ჰო, კიდე აჩოს ბებიას ნაჩუქარი კოლიე მიკეთია ეხლა . ოქროში ამოვლებული თუ რაცაა ვერცხლია ზედ მომინანქრებული ნახატით. მე  მომწონს, ჯერ მარტო ქალს ორჯერ ვყავარ ნანახი და რამხელა პატივია :წუბ:

ნუ, როგორც ვხედავ, დღეს დღეისობით ჩემ “აღკაზმულობაზე” არჩილი ზრუნავს და რაღაცა ძალიან მიხარია რომ ვგრძნობ, რომ რაც  მაქვს ყველაფერი მისია. ასე თითქოს სულ ჩემთანაა და სულ ვგრძნობ მის შეხებას. ამიტომ მიყვარს განსაკუთრებით ეს საყურეებიც , ბეჭდებიც და სამაჯურებიც.

წინა “პროვოკაციული პოსტი” მართლა პროვოკაციული იყო და ზოგ კომენტარზე მაგრად ვიხალისე.  როგორც მივხვდი, არცერთი თქვენგანი არ აკვირდება პოსტის სათაურს :დ

ვინც ისევ ვერ მიხვდა რა ხდება : ჩვენ ისევ ერთად ვართ .

ეს სურათიც ბორჯომის დროინდელია და უკანა “მშვენიერი” ხედი ნაქები პარკის ატმოსფეროა :დ

7 Responses to “ჩემი "აღკაზმულობა"”

  1. მეც მიყვარს სამკაულები. სადები და დახვეწილები. საყურეებს ხშირად ვიკეთებ ხოლმე. ბეჭდებს იშვიათად. მხოლოდ ერთი მიკეთია მუდმივად 15 წლის, რომ გავხდი მაშინ მაჩუქეს😛 კიდე კულონები მაქვს ბევრი. მჩუქნიან ძირითადად მაგრამ არც-ერთ მათგანს ა ვიკეთებ. უფრო სწორად ვერ. ჯვართან ერთად იხლართება ხოლმე…
    ხო და იმედია მეც მომარაგებენ ადრე თუ გვიან😀😀😀

  2. archily said

    თავსატეხი მაქ ეხლა მე😀 მალე 15 მაისი ახლოვდება😀 :*

  3. Marr said

    მეათე კლასში რომ ვიყავი, ალბათ 1 ლოკო სამკაული მეკეთა, მაჯაზეც, თითებზეც და ყურებზეც. თანაც ყური 6-ჯერ მაქვს გახვრეტილი სულ და ამდენივე საყურე მეკეთა =))))))
    ეხლა მეზარება რატომღაც. აი რომ გამოზაფხულდება, მერე ალბათ ისევ დავიწყებ😀
    ეგ სურათები ძაან მომწონს🙂

  4. sunwaited said

    siyvarulovna
    15 წლიდან გიკეთია? მე მაგდენი ხანი ჯერ არაფერი მიძლებს, ეხლა და ეხლა უკვე შეიძლება გამიძლოს, თორე დაკარგვა ტეხავს :დ
    და იასნია, შენც გეყოლება მომმარაგებელი :დდდდ

    archily
    15 მაისი ახლოვდება ხო? :დ ოღონდაც დუნციკასავით ფარდები და ტელევიზორი არ იყოს :დ

    Marr
    ლოკო რას ნიშნავს, მაარ? აუუ რა მაგარია 6 ჯერ გახვრეტილი ყური :დ მე მთლად მაგდენზე არ მქონდა, ანუ დასაწყისში მიყოლებით მქონდა სულ და მერე ზევით უკვე მაგნიტიანი პატარა წერტილები მეკეთა .
    მაგრამ ახლა უკვე ჩაიარა იმ დრომ. ვის გაუგია ბანკში პანკის ჯდომა? :დ
    მარა თავისუფალ დროს ეხლაც სიამოვნებით ვიკეთებ. ეს სურათი კი მეც ძალიან მომწონს :)))

  5. Marr said

    უი კილო უნდა ეწეროს, შეასწორე.😀

    შენ 4 გაქვს სულ ხო? სამის მეტი მეც ვეღარ ავედი თითო ყურზე, თორემ მაზოხისტად გამომაცხადებდნენ ჩემები

    • sunwaited said

      ხო, მეც ეგრე რა, ყოველ ზაფხულს თითო ნახვრეტს ვიმატებდი მარცხენა ყურზე და მერე გავჩერდი, – უკვე ხრტილი იწყებოდა და ტყუილად არ მინდოდა გაღიზიანება. თან იმ დროს მაგნიტები შემოვიდა და … :დ

      მარა , სადღა მაქვს ეხლა მაშინდელი გემოვნება :დ ადრინდელებს ზედაც აღარ ვუყურებ :დ რაღაცა ძალიან გაძერსკდნენ ჩემი ყურები ხო იცი :ლოოლ:

  6. […] და ხანაც ნივთებს.- ფულს, საფულეს, აიპოდს , მეგობარს (ამას არ გავლინკავ) , ჩიპიან […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: