ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

რა მოვიპოვე . + სურათები

Posted by vekoo on April 26, 2010

“პატრიარქის  კურთხევა VS უგულავას ბუჩქები” – ძველ ბლოგზე მქონდა ასეთი პოსტი.  მერე წაიშალა ძველი ბლოგიც და  აღარც იმ  პოსტის ნახვა შემიძლია. სამაგიეროდ, გაზაფხულდა და წავედი “დირექთ დესთინეიშნზე” .

გაზრდილანთქო ვერ ვიტყვი ნერგებზე, მაგრამ ცოცხლები იყვნენ ნამდვილად. ჩემი ხეც კი ვიცანი. დამახსოვრებული  მქონდა რომელი ბოძიდან უნდა გადამეჭრა მინდორი და მერამდენე იდგა  .  იმხელა ნაკვეთზე ყველაზე მეტად მართლა მარტო ჩემი ნერგი იყო გახარებული :

რა მინდოდა იქ? გამოცდიდან გამოვედი და უქმად მყოფობის ჟამს საკუთარი ხის დათვალიერება მოვიწადინე.

მერე კი გამიტაცა გარშემო გარინდებულმა “ჭაობმა” . კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დედამიზე სიკეთე და ბოროტება, სილამაზე და სიმახინჯე, სიყვარული და სიძულვილი ერთად არსებობს.

ნახეთ, მშვენიერი ხასხასა წითელი ყაყაჩოს გვერდით რა სიმახინჯე   გაწოლილა : | თან, არც ინძრეოდა, მოვწყვიტე ის ფოთოლი და კარგა ხანი პოზის შეუცვლელად იწვა  , ორსულიც კი მეგონა კვერცხებზე  დაწოლილი :დ

მერე აჩოც გამოჩნდა და იქვე სელფ–ფოტოგრაფობას მივყავი ხელი , ეხლა რომ შევხედე რაღაცა კრეტინულად მომეჩვენა ჩემი თავი, მარა ზედმეტ თვითკრიტიკას თუ ზომიერ თვითკრიტიკას გვერდზე გადავდებ და ჯუსთ ნაის პიქს :

აუ, ეს ფერები ძალიან შემიყვარდა  რატომღაც …  რაღაცა ზღაპრულია … ოღონდ კარგი ზღაპრული, ისეთი არა ბავშვობაში რომ მიყვებოდნენ ხოლმე. ისე, მე არც ბავშვობაში მიყვებოდნენ ნორმალურ ზღაპრებს, რაც მახსოვს სულ ჯალალ–ედ–დინზე, შაჰ–აბასზე და ქართველ მეფეებზე მიყვებოდა ხოლმე ბებია თუ დეიდა :წუბ:

ჰოდა, ეხლა მე თავად ვიმოგზაურებ ზღაპრის სამყაროში.

მე ვიქნები კონკიაც და მზეთუნახავიც, ოღონდ ჩემი პრინცი უკვე ნაპოვნი მყავს და ეს–ესაა მინდვრის ყვავილების თაიგული მომართვა . გენაცვალე :*

მართალია თაიგული ციცქნაა, მაგრამ “პატარა და მუშაო” ნათქვამია :დ  თავისი მოვალეობა შეასრულა : მე გამამხიარულა და აჩომ დამატებითი კოცნა დაიმსახურა :დ

ეს ჩემი დღევანდელი მონაპოვარია . მე მომწონს და თქვენ? :პ და ყვავილები თანდათან გაიზარდნენ …

ეს კი ჩემი ცხოვრებისეული მონაპოვარია, მე მარტო კი არ მომწონს, მიყვარს და თქვენ მოგეწონებათ, შეგიყვარდებათ, არ მოგეწონებათ თუ რა იქნება, მე სულ … :დ

7 Responses to “რა მოვიპოვე . + სურათები”

  1. archily said

    რა კადრი რა კადრიიიი😀

    ისე ეგ თაიგული რომ შემეკრა უფრო მაგარი იქნებოდა იმჰო😀

    მომწონს ეს პოსტი,განაკუთრებულად ბოლო ნაწილი🙂

    :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :*

  2. საყვარელი პოსტია ძალიააან :*
    კაია ხეები, რომ იზრდება და არ ხმება. იქნება რარაც ეშველოს ”გამწვანების” მხრივ
    ის ჭია რა საზიზღარიააა
    თაიგული მომეწონააა =)))))

  3. Marr said

    კაი პოსტია, სულ ღიმილით წავიკითხე🙂
    და არ გაიყინე მაგ მაიკაში?

  4. sunwaited said

    archily
    კადრი მოგეწონა? :პ დააკვირდი შენ და მერე ჩემ გადაღებულ სურათებს😛 აღიარე ვინაა აქ უფროსი😀😀😀

    siyvarulovna
    ჰო, ძალიან კარგი იქნება იმ ადგილას ტყე თუ იქნება ოდესმე. მე და აჩო ვკაიფობდით, აქ ამ ხეებისგან ტყე ნეტა ჩვენ შვილებს მაინც თუ მოესწრებათო :დ
    ხო, საზიზღარი იყო ეგ ჭია და თაიგული სახლში მაქვს :დ

    Marr
    ღიმილით წაიკითხე? მოგწონს ზღაპრები? :პ შენც საშინელებებზე ხო არ გიყვებოდნენ ბავშვობაში? :დ
    არაა, თბილოდა გუშინ , მარა ამ სურათის გადაღების დროს უკვე შემცივდა ცოტა :დ

    • Marr said

      აუ ჯალალ-ედ-დინზე რა ზღაპარი არსებობს გაფიცებ. რომ გნახავ, უნდა მოგაყოლო😀😀

      • sunwaited said

        ნუუუუ :დ ზღაპარი თუ არა, რეალური ამბავი ხო უფრო შემზარავია?😀😀

  5. rockyourbaby said

    mindvris dedofala!!!:):):)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: