ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ანატომიური ცვლილებები ≠ მე უკვე დიდი ვარ (?)

Posted by vekoo on April 27, 2010

თურმე ვცდებოდი მაშინ, როცა თავი დიდი მეგონა. ვცდებოდი მაშინაც, როცა მეგონა, რომ უკვე გავიზარდე  .   ნეტა, ბევრი დავკარგე ამის გამო?  ახლა უკვე რა აზრი აქვს ამაზე ფიქრს. მთავარია , რომ მივხვდი.

დღეს ჩემ ბლოგზე კიდევ ერთი ვაზელინი შემოძვრა : |  ვაპირებდი უპასუხოდ გამეტარებინა,  მაგრამ ისევ ამ  “პატარაობის” გამო ძველი დრო გავიხსენე და ძველებურად ვუპასუხე. არადა ეს მაშინ, როცა უკვე მეორე ხმა ყურში ჩამკიოდა : ვეკო, გაატარეო.

პატარა ვარ თურმე : |

გავიზრდები ნეტა ოდესმე?

გაზრდაში არ იგულისხმება მარტო ის, რომ  ვატარებ 3 ზომა ბიუსჰალტერს, ვიცვამ  12 სმ–იან წითელ ფეხსაცმელებს,  2ზომით პატარა სექსუალური თეთრ პერანგს, შავ მოტკეცილ უკან ჩახსნილ კაბას და ცხვირზე  ზესექსუალური შავი ოპტიკური სათვალე მიკეთია .

გაზრდაში მე პიროვნულ ზრდას ვგულისხმობ .  ჯერ ისევ ბევრი მაქვს სასწავლი და

“მე ვიცი მხოლოდ ის, რომ ბევრი არაფერი არ ვიცი ; )  “

მე ზუსტად მივხვდი, რომ გაზრდა და “დიდობა” მარტო ანატომიური ცვლილებებით და ფიზიკური სრულყოფილებით არ გამოიხატება.

არც იმითი, რომ გგონია “მაგარი ქალი” ხარ.

არც იმით, ამას მართლა თუ გრძნობ , ან სხვა გრძნობს …რადგან, მაშინაც კი, როცა იცი, რომ ყველაფერი მიღწეული გაქვს, მიღწეულით არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკმაყოფილდე .

18 Responses to “ანატომიური ცვლილებები ≠ მე უკვე დიდი ვარ (?)”

  1. archily said

    მალე გიაზრდები :* დაგეხმარები გაზრდაში😛 :*

    მშვენიერი პოსტია🙂 კარგია ეგრე რომ ფიქრობ🙂 უკვე წინ გადადგმულინ აბიჯია გაზრდისკენ🙂 :**********

    • sunwaited said

      ჰო, დამეხმარები პიროვნულ გაზრდაში😀😀😀

      არადა არ მჭირდება ხანდახან ასე მგონია :დ
      ჰა, მჭირდება? : პ

  2. archily said

    გჭირდება გჭირდება😀 თვითონ ის ფაქტი რომ თვლი არ მჭIრდებაო,მის მიმანიშნებელია რომ გჭIრდება😛😛 :*:*:*

  3. Remedios said

    “დღეს ჩემ ბლოგზე კიდევ ერთი ვაზელინი შემოძვრა : | ვაპირებდი უპასუხოდ გამეტარებინა, მაგრამ ისევ ამ ”პატარაობის” გამო ძველი დრო გავიხსენე და ძველებურად ვუპასუხე.”
    40 წლის მერეც არ დავტოვებ მსგავს შემთხვევას უპასუხოდ და სულაც არ ჩავთვლი რომ არ გავზრდილვარ : )))

  4. მშვენიერი პოსტი იყო.
    და გაზრდით კიდე ბევრი ვერასოდეს იზრდება. იშვიათი ინდივიდები აღწევენ მაგას :)) ასე რომ ნუ დარდობ ჩვენ ყველანი ისევ პატარები ვართ

  5. gijmaj said

    რამდენიმე წლის წინ ტრენინგს დავესწარი. კითხვები, რომლებიც მაშინ დამისვეს, დღემდე მომყვება. ერთ-ერთი მათგანი:
    – როდის მიხვდი რომ გაიზარდე?
    მაშინაც და ახლაც ვთვლი, რომ ამ კითხვაზე მარტივად პასუხის გაცემა შეუძლებელია, კარგად უნდა იცნობდე საკუთარ თავს, ან რაღაცნაირად მთლიანობაში უნდა გქონდეს წარმოდგენილი საკუთარი ცხოვრება, რომ მიხვდე, სად მთავრდება ბავშვობა და იწყება ზრდასრული ცხოვრება.

    პასუხი, რომელიც მაშინ ვიპოვე, არც ახლა შემიცვლია. დღემდე ვთვლი, რომ ასაკი არაფერ შუაშია, “გაზრდილი” ხარ მაშინ, როდესაც საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას აიღებ.

  6. Marr said

    ერთი შენი თავი მანახა 12 სმ–იან წითელ ფეხსაცმელებში😀😀😀 და თან კიბის მოაჯირზე შემომჯდარი. პატარა ხარ ვეკოოოოოოოოოოოოოოოოო😛😛

  7. tamta1818 said

    eh shvilo chemo naskebs ro amoigeb xmarebidan me mere chavtvli ro gaizarde :D:D:D

  8. sunwaited said

    archily
    ჰო, კაი ,ჯანდაბას :დ მჭირდებოდეს :***

    Remedios
    ნეტა ოდესმე თუ დაგვღლის ეს?

    gijmaj
    არ ვიცი რა პასუხი გავცე ამ კითხვას. არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიმიღია, ისეთიც კი, რომ ჩემი ცხოვრება მთლიანად სხვა გზაზე დაუყენებია, მაგრამ ამ დროს უკვე დიდი ვიყავი თუ არა, ვერ ვიტყვი …

    Marr
    ოოოფ, როცა მაღლები მაცვია მაშინ ქცევაც შესაბამისი მაქვს :დდდდდ

    tamta1818
    აუუუუ, თამთააააა :დ გეღირსა შემოსვლა :დ დაგვცხა გენაცვალე /? :პ
    ნასკებს რაც შეეხება, კარგა ხანია აღარ ვხმარობ :დ :დ :დ იზრუნეს უკვე მაგაზეც :დდდდდ

    • gijmaj said

      “გაზრდის” მომენტი ინდივიდუალურია, დამოკიდებულია პიროვნულ აღქმაზე, გამოცდილებაზე, გარემოზე და ა.შ. …🙂 მე იმ ეტაპზე მივხვდი რომ”გავიზარდე”, როცა რაღაც გავაკეთე და ვიგრძენი სიტუაციის მთელი პასუხისმგებლობა. შენთვის შეიძლება სულ სხვა რამ აღმოჩნდეს…

  9. Marr said

    ნასკები რა შუაშია ნეტავ?

  10. D@niko said

    აუ, ეს პოსტი რაღაც ძალიან მომეწონა და შემიყვარდა!

    ეჰ, მე ალბათ არასოდეს გავიზრდები…😦

  11. sunwaited said

    პიროვნული ზრდა მჭირდებოდა. ნელ–ნელა დავიწყე: ადამიანებს საშუალებას ვაძლევ იგემონ ის, რასაც იმსახურებენ …

    • gijmaj said

      რა ნაცნობი სიტუაციაა :)) ასე ჯობია იმიტომ, რომ… იმიტომ! ამის ახსლას აზრი არ აქვს, გამგები გაიგებს🙂

  12. qristina said

    იქნებ იმ ადამიანმა პიროვნული ზრდა იგულისხმა?🙂 მე მგონი, პატარა არ ხარ და ამის ნიშანი ის არის, რომ იცი, პიროვნებად ბოლომდე არ ჩამოყალიბებულხარ და დიდობანას არ თამაშობ🙂

  13. nin said

    ”პიროვნული ზრდა მჭირდებოდა. ნელ–ნელა დავიწყე: ადამიანებს საშუალებას ვაძლევ იგემონ ის, რასაც იმსახურებენ …” shen fiqrob rom pirovnuli zrda amit gamoixateba? cdebi martla. da kidev,shen vin xar rom shegidzlia gaaanalizo vin ras imsaxurebs?? jobia egre ar moiqce,torem ukan cudad dagibrundeba damijere.🙂 dafiqrdi kargadddddddddddddddd

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: