ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ცისფერი, ლესბოსელი თუ უბრალოდ ბისექსუალი?

Posted by vekoo on May 11, 2010

ეხლა იმ იშვიათი შემთხვევათაგანია ,  როცა პოსტის წერას სათაურიდან ვიწყებ. არადა სათაურიც უკვე არასწორია : როცა ვხმარობ (სიტყვა) ბისექსუალს,  უფრო მართებულია  ჰომოსექსუალი მეხმარა, მაგრამ იყოს რაც არის.

ბოლო რამოდენიმე დღეა  აღმოვაჩინე,  გამიხარდა განსხვავებული თემატიკის ბლოგი რომ გამოჩნდა, თორე ტრაფარეტულად პირადი უკვე საკუთარი ბლოგი მომბეზრდა სხვებზე რომ აღარაფერი ვთვათ : D  ერთი–ორი პოსტიც წავიკითხე და ისევ გამიცრუვდა იმედი, არაფერი განსაკუთრებული, რიგით  ბლა ბლა ბლა უკვე ყელში ამოსული “დილით გავიღვიძე, ვჭამე, კუჭში გავედი”  თემა შემრჩა ხელთ და გამოვრთე.

დღეს დილით აქ კომპთან ჩემი და იჯდა, ვიღაცის ბლოგს კითხულობდა  . დავხედე და ის იყო .

სათურმა მიიქცია ჩემი ყურადღება და მივხვდი, ეს “ის” იყო, რაც მე მაინტერესებდა და მრავალფეროვნებისთვის მჭირდებოდა . “უშედეგო გეი პაემანი”  ქვია პოსტს. წავიკითხე და სიცარიელის გრძობა არ დამიტოვა. 

“ბიჭთან სექსი ჩემი თვითმიზანი არ არის… ბიჭთან მხოლოდ სექსი რომ მინდოდეს ალბათ აქამდე უფრო გამიადვილდებოდა ურთიერთობის დამყარება. ერთი ორი იჟიმავებთ და ეგაა, თუმცა მე სხვას ველოდები… არ ვიცი ეს სიყვარულია თუ სხვა რამ, უბრალოდ უნდა გესმოდეს ერთმანეთის ბოლო ბოლო ფილმებს უყუროთ ერთად და მაინცდამინც ჟიმაობაზე არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული.”

გამეღიმა . სულ მინდოდა გეი მყოლოდა სანაცნობოში და   მისი განსხვავებული , არატრადიციული აზრებიც მომესმინა, რომელიც მის არეულ თავში დაიბადებოდა .  ამ ციტატამ რაღაცნაირად უფრო შიგნით შემიყვანა მის ტვინში.    უცებ დამეხატა გონებაში სურათი: ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც იზიდავს ბიჭები , (როგორც ვხვდები) არის რომანტიკოსი და ოცნებობს ნამდვილს სიყვარულზე  თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცთან, რომელიც მოვა და მის გულსა და სხეულს ერთანად დაიპყრობს, სხვა მხრივ ხორციელი ტკბობა მისთვის ამორალურია და უბიწოებას იმ ერთადერთსთვის ინახავს.  (ნუ, “ბიწიანობა” “უბიწოება” აქაც და ხშირად უბრალოდ სიტყვის მასალაა …)

არც ის ვიცი ეს ტიპი ნამდვილად არსებობს თუ უბრალოდ კარგად ერთობა, 5 პოსტი მაინც რომ წავიკითხო მისი, უფრო  ჩამომიყალიბდება ვარაუდი, მაგრამ რეალურად ისეთა თუ არა ეს ბლოგრი, როგორადაც თავს აცხადებს, არა ქვს ახლა არსებით მნიშვნელობა. ის მაინც  არ გავს სხვებს ჩემ გარშემო, რომლებზეც ზუსტად ვიცი რომ ბიჭებთან აქვთ სექსი და არც მალავს მათსავით. ვფიქრობ,  ისევ ჯობია ასე თამამად აღიაროს იმ ყველამ თავისი ორიენტაცია, თორე ენას ძვალი არ აქვს და ჩემამდე თუ მოვიდა ამბები ძველ მეგობარზე გეიაო მისივე ყოფილი პარტნიორისგან, საბოლოოდ  ყველაფერი “სკდება” .

რაშია  პოსტის მთავარი აზრი:

აი ძალიან ხშირად ინეტიდან ვიგებ  ჯერ სულ ქორფა ( : D )თინეიჯერების განცხადებებს : ” მე ლეზბიანკა ვარ”  , ” მე გეი ვარ” და ა.შ.   და ამ დროს ისინი ყვებიან, რომ ვნება მხოლოდ მისივე ორიენტაციის ადამიანებთან აქვთ და საპირისპირო სქესთან კონტაქტი საზიზღრობაა მათი აზრით. მე პატივს ვცემ ყველას აზრს, ვინც იცის თუ საიდან და რატო წარმოეშვა ეს აზრი და დარწმუნებულია საკუთარ თავში მრავალი გამოცდილების შედეგად.

აი, საიდან უნდა იცოდეს 13 წლის გოგომ თუ 15 წლის ბიჭმა, რომ ის ნამდვილად გეია ან  ლესბო?   ადამიანმა საერთოდ, ჯერ  გემო უნდა გაუგო რამეს და მერე ამტკიცო უგემურიაო.  ასეთ პატარა ასაკში “ნეტარების მწვერვალებს”  ძნელად თუ ვინმე მიწვდება ბუჩქებში მალულად საპირისპირო სქესთან სექსით.  ასეთ დროს ბიჭი მხოლოდ საკუთარზე ფიქრობს და სულ არ აინტერესებს ფეხებგადაშლილი გატიტვლებული ხორცის ნაჭერი, ჯერ მხოლოდ 1 ზომა რომ აქვს მკერდი რას გრძნობს და რას განიცდის და ამის მერე ძალიან ჩვეულებრივია ამ გოგომ არჩევანი გოგოებზე გააკეთოს, რომლებისგანაც ის ჩვეულებრივ უფრო მეტ სითბოს და ყურადღებას იღებს.

ეჭვი მაქვს არეულად ჩამოვაყალიბე ჩემი სათმელი, მაგრამ მთავარი აზრი მაინც დავწერე.

ბიჭების შემთხვევაში, ვგონებ უფრო რთულად იქნება საქმე და ასე ერთ ხელის მოსმით ვერ დავწერ რა  უბიძგებთ , რომ  ინტერესს მხოლოდ ბიჭებზე იჩენდენ. მაგრამ დამეთანხმეთ,  ჩემი მხრიდან კრეტინობაა იქნება იმის მტიცება, რომ მე ნეკროფილი ვარ, იმიტომ რომ მე მიზიდავს ადგილები, სადაც  ბევრი მკვდარია  , – სასაფლაოები.  ის, რომ მე მიზიდავს იქაურობა გამოწვეულია სიმშვიდით, რომელსაც  მე იქ ვგრძნობ . ჯერ–ჯერობით მე არ მაქვს საშუალება  ჩემი ცხოვრება ისე წარვმართო როგორც მინდა , ამიტომ რასაც ვახერხებ და სადაც ვახერხებ იქ მივდივარ.  გავიზრდები, გაიზრდება ჩემი შესაძლებლობებიც და მერე უკვე სასაფლაოზე კი არა, ჰავაი ბიჩზე წავალ განსატვირთად : D

და ასევეა ბევრი არეული ტვინის ამბავიც რა: არ უნახავთ თუ არ უგრძვნიათ უკეთესი და ამ მომენტში რისი საშუალებაც აქვთ იმით ტკბებიან.

18 Responses to “ცისფერი, ლესბოსელი თუ უბრალოდ ბისექსუალი?”

  1. dembo said

    egre chernobilshi mogzaurobaa chemo ocneba da mutantebi mizidavs?😀

  2. Marr said

    რატომღაც მგონია ვიღაც ღადაობს მაგ ბლოგზე.
    შენ კიდე სასაფლაოზე უფრო მშვიდი ადგილი არ იცი არაფერი? ან სასაფლაო რატოა მშვიდი, ათასი მანიაკი დაძრწის

    • sunwaited said

      ღადაობს იღადაოს : ))) მთავარია, ჩვენ გავერთოთ😉

      სასაფლაოზე ბევრად უფრო მაგარი მშვიდი ადგილები ვიცი :დ მშვიდი რაა, ხასიათის გამოსასწორებელი :დ მაგრამ იქ წასვლაც საჭიროა ზოგჯერ ; ) მანიაკს რაც შეეხება, სულ მინდა შემხვდეს :დ და სულები მ ინდა გამომეცხადოს კიდე :დდდდდდდდ

  3. მინდა განსხვავებული ორიენტაციის მეგობარი…
    ვეძებდი მაგრამ როგორც შენ ტქვის ბავშვების ბრტყელ-ბრტყელი ფრაზები შემრჩა მარტო.
    მგონია რომ ეს ხალხი თავისი განსხვავებულობით გამოირჩევა და ბევრად წრფელია ურთიერთობებში ვიდრე სხვა..

    • sunwaited said

      ვინ “ეს ხალხი” ? ნამდვილი თუ ფსევდო გეი–ლესბოები?

      მეგობარი თუ გინდა, მე მყავდა ერთი ეგეთი ლესბიანკა გადაკიდებული და არ გირჩევ დამიჯერე :დ მეგობრობა არ იცოდა იმან :დდდდდდდდდ

  4. არა ნამდვილი გეი/ლესბიანკა რავიცი რატომრაც მგონია რომ უფრო კარგები არიან ვიდრე ჩვეულებრივები

    • sunwaited said

      არ ვიცი, მე არ შემხვედრიან და თუკი ოდესმე გავიცნობ, ძირფესვიანად შევისწავლი მის ფსიქიკას.
      ისე, კაცი ამაზრზენი იქნება იმჰო

  5. Katieé.Ge said

    მე მყავს რამდენიმე გეი ნაცნობი და მეგობარი, დამიჯერე არაფრით განსხვავდებიან ჩვეულებრივი მეგობრებისგან:))
    ერთი ეგაა, თუ კარგი ბიჭია, იცი რომ შანსი არ გაქვს და პერიოდულად თავშ გაგიელვებს – რა დასანანიაო.
    თუ ცუდი ბიჭია – მშვიდად ხარ, არ დაგიწყებს ჩალიჩს.

    თუ გოგოა – ხანდახან მაინც მოგეჩვენება რამე და საკუთარ თავთან უხერხულობა შეგექმნება, მაგრამ დროთა განმავლობაში დაიკიდებ და გადაგივლის.

  6. Lord Vader said

    ვუდი ალენმა თქვა: ბისექსუალიზმი მომგებიანია, ზუსტად ორჯერ ზრდსი არჩევანსო🙂

    • kevana said

      საღოლ ბებერ ვუდის :დ
      არა, ისე მისგან მოსალოდნელი იყო მსგავსი ფრაზა, ძალიან ენამწარე კაციაო, გამიგია მასზე…

      თემას რაც შეეხება, არ ვიცი, ეგ ბლოგი მეც მომხვდა თვალთ და მაინცდამაინც არ დამაინტერესა :დ არც ჰომოები მაინტერესებს : )

  7. ანრი ბეილი said

    გამარჯობა, მე ზემოთხსენებული ბლოგის ავტორი/ თუ გმირი გახლავართ. ნუ რა გითხრათ,ვისურვებდი რომ მართლა საღადაოდ მქონდეს საქმე.
    ასევე ’სხვა სხვის ომში რომ ძალიან ბრძენია,კიდევ ერთხელ მტკიცდება”, რა მარტივია სხვას ურჩიო,მიდი აღიარე. ეს მაშინ ცროცა სასწორის მეორე მხარეს უამრავი რა/ვინ დგას.
    ასევე არ ვეთანხმები იმ ზედმეტად ჭკვიან ადამიანთა მსოაზრებას, თუ არ მიგიღეს სინამდვილეში როგორი ხარ ისინი მეგობრები არ ყოფილანო, ესეც უაზრობაა. მათ ისეთია დამიანი ვუყვარვარ როგორსაც ”ვთამაშობ” ნატურალი არაგეი , და რა ”ვალდებულები” არიან ან რა გასაკვირია თუ არ შემიყვარებენ ისეთს როგორიც სინამდვილეში ვარ.
    ასე რომ მეგობრებო, კარგად გაიხსენეთ რომ ცხვირი პირველ რიგში სასუნთქი ორგანოა და სანამ სხვის ცხოვრებაში ამ ორგანოს ჩაყოფსეთ მანამდე დავფიქრდეთ. ეს ზოგადად.
    ისე კი მადლობა ბლოგის ავტორს რომ ჩემი პოსტი ახსენა( ნუ ულინკოდ მაგრამ მაინც )🙂

    • sunwaited said

      გაგიმარჯოს ზემოთხსენებული ბლოგის ავტორო : )))
      საღადაოდ მე საქმე არ გამიხდია😉 მე მართლა არ მირჩევია შენთვის სახალხოდ აღიარეთქო, პოსტის აზრი მოკლედ რომ ვთქვა, აი ეს იყო : “გავიზრდები, გაიზრდება ჩემი შესაძლებლობებიც და მერე უკვე სასაფლაოზე კი არა, ჰავაი ბიჩზე წავალ განსატვირთად : D

      და ასევეა ბევრი არეული ტვინის ამბავიც რა: არ უნახავთ თუ არ უგრძვნიათ უკეთესი და ამ მომენტში რისი საშუალებაც აქვთ იმით ტკბებიან.”
      ასე რომ, შენი დაცინვა არც მიცდია : )))

      თამაშს რაც შეეხება, მთელი ცხოვრება თამაში გაგიჭირდება, ასე თუ გაგრძელდა, ოდესმე ისე “გასკდება” შენი ამბავი, რომ უარესი იქნება … შედეგზე იფიქრე და გზას დაინახავ😉

      წარმატებები პირად ცხოვრებაში : )))

    • არ გინდა ვიმეგობროთ?

  8. archily said

    😆

  9. rockyourbaby said

    uii me myavs megobari,cisferii da kolega myavs kide lezbianka,magram orivestan zaan kargi urtiertoba maqvs da isinic chveulebrivi adamianebi arian,is ki arada es cisferi bichi saertod saocrebaa,seriozulad egeti megobroba neta yvelam icodes,ogond saxlshi ver mimyavs xshirad,chemi qmari ver itans orientacia shecvlil xalxs:)atana ar aqvs im bichis,ubralod ambobs xolme,ar minda rom mezizgebodeso,magram ravi ar shemizliao,rom davinaxav cxvirpiri avulezo mindao!!!:(:(xoda varideb amat ertmanets,tore me mshvenivrad vmegobrob yvelastan:)su mkidia vistan dacveba chemi megobari,mtavaria bednieri iyos.

  10. აზრი და შეგრძნება იმაზე რომ ეს ან ის სქესი გიზიდავს უცებ მოდის აბსოლუტურად არაა დამოკიდებული იმაზე რა გამოგიცდია და რამდენთან გქონია სექსი.

    ნუ ან ჩემი შემთხვევაა განსაკუთრებული, თავს ვერ დავდებ თუმცა მაინც უფრო უცებ მოდის და არა ნელა ნელა გამოცდილებით ეგ ამბავი : )

    • sunwaited said

      ხო, ნუ თუ უცებ მოდის, მოვიდეს და მიიღე და გაინჯე როგორია და მერე შეადარე.

      მაგრამ იმ შოკოლადის გემო ვერასოდეს გეცოდინება, თუკი არ გასინჯავ და ვერასოდეს იტყვი, რომ ის ყველა სხვას გირჩევნია.

      ტაკ შტო, დეგუსტეიშნ ნადა : D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: