ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

მწვანე პოსტი პარკზე, ჰორიზონტალური წყვილები და ჩემი ველოსიპედი + ვიდეო/სურათები

Posted by vekoo on May 13, 2010

მწვანე, მწვანე პოსტი იქნება . ბევრი ბალახით და კალიით. არა, კალია არაფერ შუაშია , უბრალოდ წინადადებას მოუხდა  : D ადრე ბლოგზე ვწერდი ჩემ ჰობიზე –  ძალიან მიყვარს ველოსიპედით სიარული შორს და შორს დიადი მიზნებისაკენ : D ჰოდა, ბევრი დააინტერესმა ამ პოსტმა ჰორიზონტალურ და ჩახლართულ განზომილებაში მყოფ წყვილებზე და მეც გადავწყვიტე ისევ წავსულიყავი პარკში : ))

ამ ვიდეოში ჩემი პირველი მცდელობაა დიდი “ველო–მრბოლელობისკენ” : D  მინდა ვთქვა, რომ ძალიან ძნელი იყო და ძალიან გამიჭირდა ამ ტრიუკის შესრულება, მაგრამ როგორღაც მაინც მოვახერხე და ამისთვის, მე დიდ მადლობას ვუხდი  ჩემს დედას, მამას, დას და ძმას, მეგობარს, რომელიც ყოველ დილით მირეკავდა და მაღვიძებდა, რათა სავარჯიშოდ წავსულიყავი და  მინდა მადლიერება გამოვხატო ღმერთისადმი.

მე თქვენ ყველანი მიყვარხართ, მე მინდა მსოფლიო მშვიდობა  : D

ეს ის ადგილია, სადაც  ყველაზე მეტად მიიყვარს სეირნობა, ეს მდინარე მტკვარია ( სხვა რა უნდა იყოს , პრინციპში : დ )  მართალია  ” ამ პარკში რომ გოგო ჩავა , რომ ამოვა მერე უკვე სახელი აქვს გატეხილი” , მაგრამ ჩემთვის და თან ველოსიპედით შეიძლება : ))

ცუდად მხდიდა უკვე ამდენი სიმწვანე, ოღონდ პოზიტიურად ცუდად : )))  აი, რომ აივსები და სუნთქვა გიჭირს , სადაც გაიხედავ ყველგან მწვანე , ხაოიანი ფოთლებია და შიგნით ხარ ჩაძირული …

ამ ხეივანში გავლა ყველაზე ძალიან მიყვარს,  ადრე წითელი ხრეში ეყარა, მერე თვალსა და ხელს შუა დადნა და ეხლა მხოლოდ წითლი ფხვნილი ყრია ბილიკზე . ზევით სურათში მარცხნივ ვარდისფერი რომ ჩანს ეგ საპირფარეშოა : D  თუ რაღაცაა ბუნებრივმა მოთხოვნილებებმა შეგაწუხა, ბუნებას “თავანი არ უნდა ჩააბარო ” და  პირნათლად მოიხადო ვალი : დ ნუ, შიგნით რა სიტუაციაა ვერ გეტყვით, არასოდეს ვყოფილვარ : D

არკის ბოლოს მტკვრის პირას “არიშის ციხეა” .  რაც სურათებში ჩანს მხოლოდ გალავნის ფრაგმენტია, შიგნით მინდოდა შესვლა და ქონურებზე ასვლა, მაგრამ ვიღაც ტიპები იყვნენ  მანქანებით და ნაშოჩკებით და მე რადგანაც მარტო ვიყავი გადავიფიქრე    მარტო შეჭრა მათ იდილიაში  : )))

არადა, მთლიანობაში ძალიან ლამაზია აქაურობა, თუკი გინდა, უამრავ  წარმტაც ადგილს დაინახავ, ხოლო ვისაც ეს არ უნდა, ის მხოლოდ გარკვეული მიზნით მოდის აქ ; )  აი მე კი  ზღაპრულ განძთა კუნძულს მაგონებს ეს მხარე.

ეს სურათი ძალიან მომწონს . აქ ხო მეც ვჩანვარ : )) მე რაა, ველოსიპედის მარჯვენა მხარე : ))

ამ  სურათში ცენტრში  მსხვილ ხეს ხო ხედავთ, ხოდა, ლეგენდარული ხეა ეგ ჩემთვის : D არ შემეძლო სპეციალურად რომ არ მივსულიყავი და სურათი არ გადამეღო მისთვის : D   აქ არ ჩანს, მაგრამ ხის გვერდით პატარა ბილიკი ჩამოდის

საბოლოო ჯამში, მშვენიერი საღამო გამომივიდა, 4 საათზე გასული 9 ხდებოდა სახლში რომ ავედი. აი, მე “პირიანი” გოგო ვარ, შეგპირდით ამ პოსტს და შევასრულე : P

16 Responses to “მწვანე პოსტი პარკზე, ჰორიზონტალური წყვილები და ჩემი ველოსიპედი + ვიდეო/სურათები”

  1. არაჩვეულებრივი გოგო ხარ რომ როგორც იქნა შენი პარკი დაგვათვალიერებინე😛
    რაღაცა ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს პარკი ესეთი მწვანე და მაგარი იქნებოდა. ჩვეულებრივ ქვიან საქანელებით და ბავშვებით სავსე პარკს ველოდებოდი.თბილისსში რომ აკეტებენ ხოლმე წინა საარცევნოდ ეგეთს.

    პ.ს არ გინდა მერე ერტად დავლაშქროდ ეს პარკი ველოსიპედებით?
    ოღონდ თბილისიდან მანდ როგორ ცამოვტან ველოსიპედს ვერ გეტყვი😀 iqneb damaxvedro ha?

  2. kevana said

    ვაჰ რა ლამაზია🙂
    სუნთქვაშეკრული ვუყურებ ამდენ სიმწვანეს🙂

  3. sunwaited said

    siyvarulovna
    ეხლა შევიფერებ ჩემ არაჩვეულებრივ გოგოობას :$ :დ
    ჰო, მწვანეა ირგვლივ ყველაფერი, მე მხოლოდ ნაწილის სურათები დავდე , თორე ატრაქციონები და ეგეთი საქანელები აქაცაა, მაგრამ ცოტა. რაღაცა ეშმაკის ბორბალიც დგას და დიდი ნავი :დ
    ჰო, ადრე აქ წყლის ნავებიც იყო, მაგრამ ბოლო წელია აღარ დამინახავს, ალბათ გაუქმდა. არადა მაგრად ასწორებდა შატალოზე წამოსულები მტკვარზე ჩვენ თვითონ რომ დავსეირნობდით და გვეშინოდა ბიჭებს შიგნით არ ჩავეყარეთ :დ

    დავლაშქროთ :დ მერე აჩიკო შევკეროთ და თავის და შენ ველოსიპედს ეგ წამოიღებს და შენც წამოყევი :დ მარა ჯობია, ისევ იმაზე შევკეროთ,რომ მეორე ველო გააკეთოს და მე იმაზე დავჯდები :დ
    აუ, მინდააააააააააააააააააააა . მცხეთაში წამოხვალ? :პ

    kevana
    ჰო, მეც მაგრად მომწონს :წუბ:

  4. Katieé.Ge said

    WOW
    მდინარის პირას სასეირნო და მითუმეტეს ველოსიპედის ბილიკი??? თბილისში თუ იყო, არც მეგონა.

    რა მონაკვეთზეა ეს ბედნიერება?

    • sunwaited said

      არა, თბილისში არა, რუსთავშია ეს ბედნიერება😀

      • Katieé.Ge said

        აააა, არ გამიკვირდააა :)))
        რუსტავში ვმუშაობდი ბოლო ერთი წელი, ისე, და მტკვარზე ჩასვლა არასდროს მომფიქრებია, პრინციპში რა მემტკვრებოდა, სამუშაო გრაფიკის გადამკიდე😀 ქუჩაშიც რამდენჯერმე გავედი, ისიც მერიამდე, 50 მ სულ😀

  5. sunwaited said

    Katieé.Ge
    რუსთავში მუშაობდი? :დ თან მერიიდან 50მ–ში? და სად თუ საიდუმლო არ არის? :$ :დ

    • Katieé.Ge said

      გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი მუშაობდა მანდ 3 წელი, მე ბოლო 1 წელი შევუერთდი და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძიერებას ვუწყობდით ხელს ქვემო ქართლში🙂
      კოსტავას 14ში გვქონდა ოფისი, კორპუსში🙂

  6. მცხეთაში კაი რამე ხდება?😀
    შენ შეკერე და მე წამოვყვები აჩოს😀😀

    • sunwaited said

      შეკერილი არაა?😀 :***** შენ ჯერ გამოცდები ჩააბარე და მერე დრო თავზე საყრელად გექნება😀

  7. Marr said

    აუ რა მაგარია, მეც მინდა ეგეთ პარკში ველოსიპედით კისრის მოტეხვა.

    ვეკო, სურათებს ეგრე ნუ დეეეებ

  8. daliela said

    vaa rustaveli yofilxar😀 ar megona

  9. უიიი
    შენც რუსთაველი ხარ?
    რამაგარია
    გამიხარდა, ძველში ცხოვროვ?
    დღეს ბოლო ზარი მქონდა

  10. sunwaited said

    daliela
    არ გეგონა? ო_ო
    ჰოო, ვარ : )))

    თაკნატუნა
    არადა მე ვიცოდი შენ რომ რუსთაველი იყავი :დ შენი პოსტებიდან მივხვდი და დაგიწერე კიდევაც :დ
    ბოლო ზარი გქონდა? 22–ში ხო? თუ რომელ სკოლაში ხარ? ეგ დამავიწყდა :დ

  11. 28Si,19შია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: