ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ქრონიკული აშლილობა, – სამედიცინო ენაზე ფაღარათს რომ ეძახიან !

Posted by vekoo on May 20, 2010

მართლა არ მახსოვს როგორ ვახერხევდი ბავშვობაში ყოველ დღიურად 6–7 საგნის მომზადებას . ეხლა უნივერსიტეტის სასწავლი დღეში თითო საგანი მაქვს და იმის წაკითხვას ვეღარ ვახერხებ . უბრალოდ არ მინდა, რომ მივიდე და წიგნი გადავSალო. ქსეროქსებსაც კი ვეღარ ვფურცლავ, აღარაფერი მეკითხვინება და თავშიც არაფრის ჩაშვება მინდა .

აი, ხვალისთვისაც, ხვალ იშვიათი დღეა კვირაში და 2 საგანში მაქვს სემინარი : “შრომის ეკონომიკაში” და “საერთაშორისო ურთიერთობები ბიზნესში”.

შრომის ეკონომიკას ლექციას კი არა სემინარსაც კი არ დავსწრებივარ ჯერ, არადა უკვე 3 კვირა დარჩა საბოლოო გამოცდამდე : |

კოლოქვიუმისთვის   მაინც წავიკითხე რაღაცა და 30 ქულიდან 27 ავიღე .  ამ ქულის იმედი მაქვს, რომ ოდესმე სემინარზე რომ მივალ ლექტორს დებილი არ ვეგონები …  არადა, ხვალ როგორ მინდა მივიდე და ჩავაბარო, მაგრამ  რადგანაც ერთი სიტყვაც არ წამიკითხავს ხვალინდელი მასალის, დიდი შანსია დილით წასვლაც კი დამეზაროს, თორე იქამდე რომ მივიდე მერე იქვე გადავიკითხავდი რამეს და ჩავაბარებდი .

“საერთაშორისო ურთიერთბები ბიზნესში” კი მარტო ერთი ჩაბარება მაქვს, ისიც პირველივე კვირას და მერე აღარც ვყოფილვარ სემინარზე : | არადა მაშინაც მარტო მე ვიცოდი და ქალს გაუხარდა ერთმა მაინც იცის რაღაცაო, მაგრამ მას მერე თვალიც არ მოუკრავს.  კოლოქვიუმის ქულა ჯერ არ ვიცი, იმედია არც ამისი გამაწბილებს : ) .

ერთი სიტყვით, რა მჭირს ვერ გამიგია, წიგნის დანახვაც არ მინდა სახლში რომ წავიკითხო.  ადრე მხოლოდ ფულზე მემართებოდა ხოლმე ასე : დღის განმავლობაში ვხარჯავდი უაზროდ და უმისამართოდ და მერე დღის ბოლოს მიკვირდა და ბიუჯეტის სეკვეტრი მიწევდა : დ

ეხლა კი დროზე მაქვს ანალოგიური. დროის დეფიციტს განვიცდი. სად მირბის ან სად მეკარგება ეს დრო ვერ გავიგე. ვერც ის გავიგე, სემინარის დაწყებამდე  5 წუთში თუკი შემიძლია გადავხედო და ზოგადად გავიგო რაზეა საუბარი , სახლში რატო ვერ ვახერხებ ნახევარი საათი მაინც დავუთმო სწავლას და მეორე დღეს ჩავაბარო?

ამ ბოლო დროს კარგა ხანია მოდაშია ყველაფრის დეპრესიისთვის გადაბრალება. ჰოდა, თუ ასეა, ჩემი დეპრესია ქრონიკული გახდა. რამ გამიჩინა დეპრესია ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ წიგნების გადაშლაზე ალერგია მაქვს და აღარაფერს ვაკეთებ : |

მიშველეთ რამე, მითხარით რა ვქნა, თავი ხელში აიყვანე და იმეცადინე და ეგეთები არ მითხრათ, მაინც არ ვარ მე მაგის გამკეთებელი და რა მჭირს იმაში მაინც გამარკვიეთ : ))

4 Responses to “ქრონიკული აშლილობა, – სამედიცინო ენაზე ფაღარათს რომ ეძახიან !”

  1. შენ შემთხვევით ჩემი ახლოებელი ხო არ ხარ?😀😀😀

  2. Marr said

    სამწუხაროდ მესმის შენი ვეკო. მეც სულ წავედი ხელიდან, მარშუტკაში წაკითხულის იმედზე ვარ, ისიც თუ ნათელ ადგილას მომიწია დაჯდომა😀 ბოლოს, როცა უკვე თავის გადარჩენის ინსტიქტი ამიმუშავდება, მაშინ დავიწყებ ალბათ მეცადინეობას. რამე სტიმულიც გვინდა თან. მოდი რა ვქნათ იცი? დრო დავთქვათ ხოლმე და იმ დროს ვიმეცადინოთ ერთდროულად. და რომ მოვრჩებით მერე ევაზე შემოვიდეთ და ის საკითხი ზოგადად განვიხილოთ, რაც ვისწავლეთ.

  3. LiLaC said

    memgoni mTel blogosperos moedo sizarmacis virusi :D:D:D
    yovel shemTxvevashi, me namdviald ganvicdi amas : )) da ra girchio, roca zusTad igive problema mawuxebs :S
    imedia ragacnairad movereviT Tavs :*

  4. sunwaited said

    SaLoMea_Mze
    მეიბი :დდდ

    Marr
    არა, მე მარშუტკაში კითხვა უკაცრავად და გულს მირევს , ცუდადა ვხდები მერე თვალებს რომ ვძაბავ :დ ამიტომ სანამ გამომიძახებენ იქამდე მაქვს დრო და თვითონ მოყოლის პროცესშიც, თუკი ლექტორი არ მიყურებს , მაშინ ვკითხულობ : დდდდ

    LiLaC
    მე მეგონა მარტო მე მჭირდა, და მასიური ყოფილა :დ გავერთიანდეთ და ერთიანი ძალებით ვებრძოლოთ :პ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: