ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ზარმაცი ვერიკო (სერიიდან "გადმოპარული ბლოგერი")

Posted by vekoo on May 24, 2010

დაკვირვებული თვალი, ან უბრალოდ ამ ბლოგის ნებისმიერი მკითხველი აცილებლად შეამჩნევდა ქალბატონი ვეკოს, იგივე ვერიკოს, იგივე sunwaiting-ის საოცარ გაზარმაცებას. მარტო ამას ვინ დაეძებს. მან უკვე საკუთარ ბლოგსაც ააღო ხელი და კაცმა არ იცის რას უპირებს ამ მრავალტანჯულ საიტს.

ისევ მე! აბა ვინ, თუ არა მე, თვითნებურად, უნებართვოდ და თავხედურად, უკვე მეორედ ვარღვევ ამ ბლოგის მკაცრად შემოღობილ საზრვრებს და ვეკოს ბლოგზე პოსტს ვიწერები. (ვეკო, არც გაბედო ჩასწორება)

ქალბატონი sunwaiting-ის შესახებ ინფორმაციულ ვაკუუმში რომ არ მოექცეთ, რითაც შემეძლება დაგეხმარებით და შეგატყობინებთ მის ასავალ-დასავალს. (ვეკო, დროა შენი პრესცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა შემომთავაზო)

დღეს ვეკო დაფიქსირებულ იქნა უნივერსიტეტის ბაღში, მოკანკალე და ქვაზე მჯდომი. სამწუხაროდ ვერ შევძელი მისი ფოტოზე აღბეჭდვა. თურმე ნუ იტყვით და ჩვენი ვეკო კოლოკვიუმის შედეგის გასასაჩივრებლად ყოფილა იქ მიბრძანებული და მეც ამ დროს დავადექი თავზე. პრინციპში მეც იმავე მიზეზით ვიყავი იქ.

მერე  ჩემი და ვეკოს სახით, ყველა დაბლიველმა ნახა ორი ცოცხალი მაღლიველი, ამის მერე ეჭვი აღარ შეეპარებათ ჩვენს რეალურ არსებობაში და დარწმუნდებიან რომ არც ისეთი საშიშები ვართ, როგორც მითებიდან გაუგონიათ.

ამასობაში დიანიკოს კუთვნილი ადგილიც თავხედირად დავიკავეთ

და ბოლოს ისევ მშობლიურ, მაღალ, გამხდარ და ტანწერწეტა მაღლივში დავბრუნდით.

ვეკო, დროზე დაწერე პოსტი, თორემ დაგკბენ!

7 Responses to “ზარმაცი ვერიკო (სერიიდან "გადმოპარული ბლოგერი")”

  1. ისევ შენ უნდა მოამარაგი ეს ბლოგი პოსტები თორემ დაივიწყა პატრონმა და სულ აიღო ხელი

  2. sunwaited said

    maaar, დაკბენა ცუდად არ მიხსენო :დდდდდდდდ

    ხოდა, ძალიან მიხარია ეს შემოჭრილი პოსტები, ეგრე გააგრძელე, შთაბერე სული აქაურობას :დ

    ნათი, პატრონს არ დაუვიწყებია, პროსტა მივლინებითაა წასული :დდდდდდ

  3. archily said

    ზარმაცი კი არა ძალიან კარგი გოგოა ვეკო :* აქ პოსტვას ჯობია იმეცადინოს😛 ან ჩემთან იყოს😛

  4. archily said

    მე კიდე მინდა რომ ის პირველი ვარიანტი არ დაიკიდო და ყურადგება მიაქციო🙂 :*:*:* რა ჯობია გამოცდაზე რომ შედიხარ და რომ იცი ყველაფერი და სულ დაკრეცჰილი და კაი ხასიატზე მყოფი რომ ცერ გამოცდას😀 აი მაგალტიად მე რომ დავწერე დღეს ისე😀

    • sunwaited said

      ოოოფ, მე ვთქვი მირჩევნიათქო, თორე ხელი ავიღეთქო კი არ დამიწერია :დდდდდდდ

  5. kevana said

    მაღლივი და განივი… ბიოლოგიურს განივი არ ჰქვია? :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: