ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

როგორ იბადებიან "ზვიანგები"

Posted by vekoo on May 26, 2010

გოგო იდეაში ქალია. ქალი მრავალგვარია. არსებობენ ქალების ასეთი კატეგორიებიც :  პანტერები და ქალი ვეფხვები .  ეს დაყოფა ახლა მოვიფიქრე, კიდე მრავალ კატეგორიაში შეიძლება გავაერთიანოთ მშვენიერი სქესი, მაგრამ ჯერ მხოლოდ პანტერები და ვეფხვები მჭირდება.

პირობითად “ქალი პანტერა” მისაღებია და სასურველი  ნებისმიერი გოგოსთვის, რომ საჭირო მომენტებში იყოს ხოლმე.

ეს საჭირო მომენტები კი რაც უფრო ხშირად იქნება მის ცხოვრებაში ისევ მისთვისვეა უკეთესი : დ .

ქალი პანტერა ერთნაირად იპყრობს საპირისპირო სქესის გულსა და … ა, უკაცრავად, ტვინს და ამასთანავე,  არც მისივე სქესისთვის რჩება შეუმჩნეველი : ალბათ, ხშირად შეგინიშნავთ გოგოების შურით სავსე მზერები “მაგარ გოგოს” რომ დაინახავენ ხოლმე …

ესე იგი შევთანხმდით, რომ ქალების ეს კატეგორია მისაღებია და მწვანე შუქი უნთია ყველა კუთხით .

ეხლა მინდა გადავიდე ქალ ვეფხვებზე, ზვიგენებზე თუ რაც გინდათ დაარქვით. ისე, ამის წერისას ერთი ძველი ისტორია გამახსენდა, მაშინაც ვწერდი “ზვიანგებზე” და ამის ნახვა შეგიძლიათ აქ.

რამ გადამაწვეტინა პოსტის წერა? გუშინ დილით ერთი მაგარი ვიდეო დააშეარა 2კიჯამ ფბ–ზე, სულ 6 საათის დადებული იყო,  10წუთიანი იყო და ბოლომდე ვუყურე : |   გოგოების რაზბორკა იყო და ვის სად ება და ვინ ვის რაში უდებდა ვერ გაიგებდით. საღამოს რომ მოვედი მინდოდა მეგობრისთვის მეჩვენებინა, მაგრამ აღბული იყო უკვე. ეტყობა, თვითონვე მიხვდნენ, რომ ამის გამოჩენა არცერთი მხარისთვის იყო ლამაზი და მოაშორეს ან მოაშორებინეს.  იმ დილასვე დაიბადა ამ პოსტის იდეაც, მაგრამ ეხლა უკვე რაზე დავწერო აღარ ვიცი, ფაქტები აღარ მაქვს : ((

სამაგიეროდ, დავსერჩე და უფრო ლაით ფორმებში

1) გოგოების ბანძი ჩხუბი და უფრო დაბალი დონე ლოლ

2) აქ გოგოების ჩხუბი განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ადის და წინ უსწრებს ე.წ. “კაჩაობა”

3) აქ გოგოები მასვკაში წააყრიან ერთმანეთს და ამაზე სასაცილო სანახავი არაფერია : დ

ძირითადად, რამოდენიმე მიზეზი შემიძლია გამოვყო, რის მისაღწევადაც ზოგიერთს ჭირდება, რომ “იტიპოს” :

Why girls bully

Young women tease one another, spread rumors, and pick fights to be mean. Why? For most people, bullying is a way to feel better about themselves, feel important, and control other people. Young women also think they will be popular if they make fun of others and spread gossip. What they don’t know is that bullying is not cool!

რატომ ხდებიან თინეიჯერი გოგოები ჩხუბისთავები:

1 –  ყურადღების მისაქცევად – ბავშვობაში ხომ მათ ჩაგრავდნენ და “აჩმორებნენ”  მშობლებიც და თანატოლებიც, ხოდა გაიზარდნენ უკვე და თავის თავში იპოვეს იმდენი ძალა, რომ თვითონ შეიქმნან პერსონა და ამისათვის ყველანაირი ხერხებით იქცევენ ყურადღებას.

2 – რათა მიიღონ ის, რაც უნდათ –  ჩემი აზრით, ეს უფრო დაბალი “კასტაა” , როდესაც გქვია მშვენიერი სქესი, სუსტი სქესი, მუსკულებს არ უნდა ამარიაჟებდე და პირიდან სიმყრალე არ უნდა ამოგდიოდეს სიტყვების თუ ჰაერის სახით .

3 – რათა მოიხვეჭონ დაფასება – ასეც ხდება, ამ დონის განვითარების მიუხედავად, დღემდე არსებობენ ისეთებიც, ვისთვისაც “შიში შეიქმს სიყვარულს” და ძალის დემონსტრირება მათზე უფროსობისა და მათ პატივისცემის მოპოვების ერთ–ერთ საშუალებაა.

4– რათა გახდნენ პოპულარულები – სამწუხაროდ,  ვინც ბევრს ყვირის, მართალიც  ისაა : |  ჯერ კიდევ ძველ რომში (თუ არ ვცდები) იყო მსგავსი სასამართლო, სადაც განსასჯელი იმის მიხედვით სამართლდებოდა, მისი მომხრეები უფრო ხმამაღლა იყვირებდნენ თუ მისი მოწინააღმდეგეები .

5– რათა დასაჯოს ის, ვისიც შურთ – მდაბიოთა ხვედრია ასეთი საქციელი .

6– ზოგიც სასაცილოდ თვლის სხვის გულის ტკენას და ჩაგვრას, მათთვის ეს სიამოვნებისა და გართობის წყაროა.

7– ხოლო ზოგიც სხვების მიმბაძველობით ათასგვარ სისაძაგლეს აკეთებს …

8 Responses to “როგორ იბადებიან "ზვიანგები"”

  1. Marr said

    მიხარია რომ ეგეთი არ ვარ. არც ვჩხუბობ არასოდეს და არც ვბილწსიტყვაობ. მხოლოდ საკადრისი პასუხიც გაცემა მეხერხება.

  2. აუ გუშინ იმხელა კომენტარი დავტოვე და ინტერნეტმა გაჭედა და არ დაუდია როგორც ჩანს = 9( ეხლა კიდე თავიდან დაწერა არ გინდა?😀😀

    მოკლედ ეგეთ გოგებს მე ადამიანებადაც ვერ აღვიქვამ.ბიჭებისთვის არის უკვე სირცხვილი ქუჩაში გაწევ-გამოწევა დ გინება და ყვირილი და ა.შ.
    ხო მიზეზებს რაც შეეხება მაინც მგონია რომ არ არის ეს არც მიბაძვა არც პოპულარობის მოტანა. წიხლების ქნევით ვერც-ერთი გოგო ვერ აიმაღლებს ”კარმას”😀
    მე მაინც მგონია რომ რასაც აკეთებენ ეგ ყველაფერი სულში უზით, უბრალოდ რაღაც მომენტებში ვერ ”თოკავენ” თავს და სააშკარაოზე გამოაქვთ თიანთი ზნე-ჩვეულება.

  3. maito said

    ხოო, გოგოების ჩხუბი მართლაც საძაგლობაა, მაგრამ ჩხუბსაც გააჩნია :D:D:D:D თმებით თრევას არ ვგულისხმობ :D:D:D:D მარა რატომღაც არა მგონია საქართველოში თმებით თრევის გარდა რამე იცოდნენ, თუნდაც ბიჭებმა :D:D:D:D

  4. sunwaited said

    Marr
    კაია მასეთი რომ არ ხარ, მაგრამ ხომ არის ზოგჯერ დრო, როცა შეუძებელია ერთი გემრიელი შეკურთხებისგან თავი შეიკავო? :დ

    siyvarulovna
    ჰო, მართალი ხარ რაც თქვი, მაგრმა მე მაინც ვფიქრობ, რომ თვითონ ესე გონიათ და იმიტომაც იქცევიან . თორე ქაჯად არავინ იბადება …

    maito
    ეს პოსტი თმებით თრევის გარდა ე.წ. რაზბორკებსაც , კაჩაობებსა და გარჩევებსაც ეხებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ხო ვთქვი ის ვიდეო წაშლილიათქო …

    • maito said

      ეგაც არაფერი🙂 თმებით თრევა უბრალოდ მაგალითად მოვიტანე:) საშინლად ვერ ვიტან და მაგიტო🙂🙂

      • sunwaited said

        საბედნიეროდ, არასოდეს შევსწრებივარ მასეთ ჩხუბს :დ

  5. gijmaj said

    ყველაფრის თავი და თავი არის არასრულფასოვნების კომპლექსი და ზარმაცი მშობლები, რომლებმაც სათანადო დრო ვერ დაუთმეს შვილის აღზრდას

  6. kevana said

    არაააჰ, ვიცი, ამორძალები არ შედიან ამ კატეგორიაში :დ

    გოგო რომ იგინება კაცივით, ვერ აღვიქვამ მერე მე იმ გოგოს გოგოდ😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: