ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Archive for ივნისი, 2010

მკლავების მპარსველ გოგოებს.

Posted by vekoo on ივნისი 30, 2010

მკლავების მპარსველ გოგოებს.

პარსვა : არადა რა ცუდად ჟღერს ეს სიტყვა ხო? ვფიქრობ და სხვა ვერაფერი მიწოდებია : D

არადა, უკვე არაერთხელ ვიგრძენი ამ ავად სახსენები სიტყვისა თუ პროცედურის მმუსვრელი ძალა.

უახლესი ფაქტები: ხელზე მაქვს ღრმა ნაკაწრები, ჩაწითლებული ხაზები და მქრქალი სისხლჩაქცევები, რომლებიც სავარაუდოდ მოკლე და ბასრი იარაღითაა ნამოქმედარი. : D (და ამის ჩამდენი შეიძლებოდა შენც ყოფილიყავი მარშუტკაში ჩემ გვერდით თუ მოხვდებოდი : D )

ამ ყველაფრის “შემოქმედი” კი გაპარსული მკლავებია 😐

სხვა ვერაფერი მიწოდებია ამ ნაეპილაციები ხელებისათვის.

ასეთ ხალხს მინდა მივმართო : თუკი ესთეტიკა თქვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანია და მსუბუქ ღინღლს მკლავებზე გირჩევნიათ პრიალა, გლუვი ზედაპირი, მაშინ კეთილი ინებეთ და ხშირად გაიკეთეთ , პატივი ეცით ელემენტარული თქვენს “მეზობელს” მარშუტკაში, რომელიც იტანჯება თქვენ მკლავზე ყოველი ხელის მიდებისას : D

დაახლოებით აი, ასეთი შეგრძნებაა შეხებისას, თითქოს ყვავ-ყორნები გჩხვლეტნენო : D

ნუ, მე ამითი არავის განწყენება არ მინდა. პროსტა, თუ ზრუნავთ გარეგნობაზე , გულიანად იზრუნეთ და ქრონიკულად პერიოდულის ნაცვლად, თორე ამოვიდა უკვე ყელში ამდენი ჩხვლეტია მკლავები. (თითქოს ფეხები არ გვეყოფოდა : D )

“მაგარი ქალი” რომ იყო, ამისთვის თავის მოვლა აუცილებელია.
მაგრამ

“მხოლოდ წვრთნა რას უზამს,

თუ ბუნებამც არ უშველა” : D

დააააა თქვენი კომენტარი?

Posted in განწყობისათვის, ეს უნდა იცოდე, პიკანტური რეალობა, სილამაზის რეცეპტები | Tagged: , , | 12 Comments »

მაგრად ვარ, ჩუვერზ ! :D

Posted by vekoo on ივნისი 28, 2010

კარგად ვარ !

ზოგჯერ საჭიროც ყოფილა სისუელელეების ჩადენა. ზოგჯერ სისულელე ყოფილა “ცხელ გულზე არაფერი მოიმოქმედოვო”.

გუშინ იმნდენად დავიმუხტე უარყოფითად, რომ ცოტაც და გავსკდებოდი, კანიდან გამოვიდოდი. საწოლში ვბორგავდი, ლამის ისტერიკები დამემართა.

საშინელი რამოდენიმე საათი მქონდა .

ლამის ჭკუიდან გადავედი : D

ხოდა, რამოდენიმე “ცხელ გულზე გადადგმული ნაბიჯიც” დავიწერე ანგარიშზე .

მაგრამ , ეს ყველაფერი საჭირო ყოფილა 😉

დღეს დილით უკვე საშინელი მონატრების გრძნობით გავიღვიძე

გაღვიძებისთანავე სული მტკიოდა . გამოძინებამ მიშველა და დამავიწყა ყველა ცუდი, რაც კი რამოდენიმე საათის წინ ვთქვი, გავაკეთე ან ვაგრძნობინე.

ეხლა ?

ეხლა მე ბედნიერი ვარ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნამდვილი ქალი ვარ : P

ქალი ცბიერი უნდა იყოს, მაცდური და ეშმაკი – არაერთხელ გამიგონია .

დღეს კი მწვერვალებს მივაღწიე, კიდევ ერთხელ დავინახე, რომ რასაც მინდა , იმას ყოველთვის მივაწევ.

ჩემი რჩევა იქნება : თუკი იგრძნობთ, რომ მეტის მოთმენა აღარ შეიძლება და ცოტაც და გასკდებით ბოღმისა და ბრაზისგან, გამოუშვით ემოცია.
ნუ შეინახავთ მას ნურანაირი მიზეზით. (მთლად ჩემსავით უტაქობასა და უზრდელობაშიც ნუ გადახვალთ, რა იცით, ჩემსავით შეგხვდებათ კი იდეალური პარტნიორი? )
საბოლოოდ კი, მეორე დღეს ხელახლა იშვებით .
მე დღეს ახლიდან დავიწყე ცხოვრება და უბედნიერესი ვიყავი.

Posted in ამოხეთქა, განწყობისათვის, პიკანტური რეალობა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , | 7 Comments »

tired…

Posted by vekoo on ივნისი 28, 2010

დამღალა ამდენმა ეგოისტობამ, შურისძიებამ და შეურაცხყოფამ : ((( სიამოვნებით დავდებდი სასწორის ერთ პინაზე ჩემ წილ სულს , ყველაფერს, რაც კი გამაჩნდა , გავყიდდი და წავიდოდი. აღარაფერში მჭირდება ის, რაც ჩემი აღარაა.

იმ დღეს ერთი გოგო შემხვდა. ორივე მკლავზე ტატუები ქონდა, ერთხე 2 და მეორეზე- 1 . ერთიც უკან ბეჭზე ბრეტელის მხარეს .

გაკვირვებული უყურებდა ყველა გარშემო. ის კი იდგა თავის არაქართველ შავგრემან მეწყვილესთან ერთად და სულ ცალ ფეხზე ეკიდა სხვების აზრი.

იმ წუთას შემშურდა მისი.

თან ორსულად იყო, ძალიან დიდი მუცელი ქონდა … ბედნიერი ჩანდა .

მეც მინდა შემეძლოს ყველაფრის ცალ წიხლზე დაკიდება, დაკიდება წარსულის, აწმყოსი და მომავლისაც და აქაურობას განშორება.

დავიღალე თქვენგან, ადამიანებო.დამღალა ამდენმა ორპირობამ და გაუტანლობამ! სხვაგან მინდა.

Posted in ამოხეთქა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , | 15 Comments »

ყველაზე დიდი საჯდომი მსოფლიოში (?)

Posted by vekoo on ივნისი 27, 2010

ჩემი მისწრაფება ქალის სხეულის იდალურობისაკენ განუსაზღვრელია . სილამაზის აღქმა, ჩემი აზრით, მთიან ფერდობზე ამოსული ფურისულას ყლორტებზე აკიაფებული დილის ნამით კი არ იწყება ან სულაც დეკის ფოთლების ბჭყვინვით, არამედ სხეულის მოყვანილობით ქალის იქნება ის თუ კაცის. : D : D : D : D

ამიტომაც პატივს ვცემ ხალხს, რომელმაც იცის იმ განძის ფასი, რაც გააჩნია სხეულის ლამაზი კონტურებისა და სექსუალური მოყვანილობების სახით და უფრთხილდება მას.

მრგვალი ფორმები მიმზიდველი სხეულის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია.

მაგალითისთვის ჩემ მიერ გადაღებული ვიდეო. ფორმები მრგვალია, დიდია და თვალი ზედ რჩება.

მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი რიგზეა : D

ბლოგზე : ყველაზე დიდი ტრაკი მსოფლიოში : D მე და აჩო ჩვენთვის მივდიოდით საქმეზე და ვერ მოვითმინე რომ არ გადამეღო 😀 სულ 1:51 წუთიანია, განსაკუთრებით თვალში საცემი მზიანი მონაკვეთებია და ნუ დაგეზარებათ ყურება : D

0:45 o_O

ვიდეო გადაღებულია ჩემს მიერ, მდებარეობა გარეშე პირთათვის უცნობია : D მაქსიმალურად ვეცადე, რომ ამ მანდილოსნის სახე არ გამოჩენილიყო კადრში, მემგონი გამომივიდა.

პ.ს. სამწუხაროდ ვერ დავაფიქსირე 10-14 წლის ბიჭების ბრბო, რომლებიც მათ მოყვებოდნენ : D

შეფასებები:

Posted in განწყობისათვის, ექსკლუზივი, ჩემი ბლადუნი | Tagged: , | 24 Comments »

ხარკი აკრეფილია : D

Posted by vekoo on ივნისი 25, 2010

აჩომ გამაბრაზა, მერე 1 სთ ლექცია მქონდა და რომ გამოვედი აი, რითი დამხვდა 😀 არადა ჩვეულებრივი სნიკერსი და 2იანი ბაუნტი ვუთხარი 😀 დამპალმა თავისთვის გათვალა ალბათ და 3იანი და სუპერი იყიდა 😀  : )))

აი, როგორ მირიგებს ხოლმე ეს ბიჭი რაა : D მაგრამ ეჭვი მაქვს თავის თავისთვის უფრო ზრუნავს, იმიტომ რომ ბუზღუნა ვეკო საშინელებაა და მითუმეტეს, იცის თვითონაც გავა წილში : )))

მაგრამ მე შოკოლადები კი არა, მისი გამოხედვა მიყვარს, საწყალი თვალებით რომ მიყურებს ხოლმე ამ დროს . თავს მაცოდებს : D აჩო, დაგჭრიიი : D

Posted in განწყობისათვის, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე, ჩემი დიაზეპამი | Tagged: , , , , , | 7 Comments »

დღის შიში.

Posted by vekoo on ივნისი 25, 2010

მე მჯერა, რომ ყოველგვარი სიახლე შეიძლება კარგის მომტანი იყოს, პოზიტიური შემოიტანოს ცხოვრებში. მართლა მჯერა ამისი? თუ უბრალოდ მინდა, რომ მჯეროდეს ?!…

ამ ბოლო დროს რაღაც სასწაულად ბევრი ხდება, ბევრი მოხდა და ვიცი კიდე ბევრია მოსახდენი ჩემში, ჩემ ცხოვრებაში.

ღვთის ნებით არ მოხდება ის, რაც ასე არ მინდა, რისიც ასე მეშინია, – არადა როგორ მეგონა, რომ უფლის გარდა არაფრის მეშინოდა.

უკვე ისე გავსქელტყავდი, რომ თითქოს ამისიც არ მეშინია, უბრალოდ აღარ მინდა სტატუს ქვოს შეცვლა და შიშის თვალებით ვუყურებ ავბედით სიახლეებს.

არ მინდა იმ ბებერს დედაბრებს დავემსგავსო, ყოველი ცისმარი დღის გათენება რომ ეშინიათ ავბედითის მოლოდინში …

თქვენც არ გეშინოდათ სიახლეების ?

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , | 6 Comments »

მშვიდობით

Posted by vekoo on ივნისი 24, 2010

მშვიდობით

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: | 2 Comments »

ამბავი ესე როგორ ჩამიხუტა ღრმად მზემ გულის კუნჭულში და დამარტყა

Posted by vekoo on ივნისი 24, 2010

არადა არ ცხელოდა ძალიან, მაგრამ ვარაზისხევიდან სანამ I კორპუსამდე ავედი 3 ჯერ გავხდი ცუდად .

ახალი გაკეთებული მეორეიარუსიანი გზა რომ უნდა გადამეკვეთა და ტროტუარზე გადავსულიყავი მაშინ ვიგრძენი, რომ ვერ ვიყავი რიგზე, გზა მაინც გადავჭერი და სანამ “ბახუსოთერაპიასთან” მივიდოდი, გარშემო ყველაფერი დატრიალდა, თვალებში დამიბნელდა, “დამიბრჭყვიალდა” და ყურებში საზიზღარ ხმაზე წუილი მესმოდა.

ჯერ მეგონა, რომ მანქანების ხმა იყო, მაგრამ ბოლოს მივხვდი მარტო მე მესმოდა ეს წუიილი.

ჰოდა, გადმოვჭერი ის ახალი გზა და მივედი ტროტუარამდე და ეგრევე აჩიკო, სადმე დამაჯინე-მეთქი და ესე გრაციოზულად ჩამოვჯექი inside out- upper intermadiate წითელ წიგნზე : D თან მოკლე ვიწრო კაბა მეცვა და მაღალ ქუსლიანი საზაფხულო ფეხსაცმელები. ბარდიურზე რომ ჩამოვჯექი იმდენი გრძნობა კი მქონდა შერჩენილი, რომ ფეხები ერთმანეთთან მიმედგა, მაგრამ ვეღარაფერს ვხედავდი, ძლივს ვსუნთქავდი და არაფერი მესმოდა .

მერე ცოტა ხანში გადამიარა და ავუყევი ზევით გზას. აი, სულ 20 ნაბიჯიც არ მქონდა გავლილი, რომ მივხვდი ისევ მეწყენობოდა და ჩამოვეკიდე აჩოს.

მერე ვეღარ გავძელი და შუა გზაში მარჯვნივ რომ პააატარა სკვერივითაა და 2 ცემენტის ფილაა იქ ჩამოვჯექი, იქამდე უკვე მკვდარივით მივედი თვალდახუჭული. ვიჯექი ვიჯექი და ისევ გადამიარა.

აჩომ ვსო, ასე აღარ გვაწყობს, ტაქსით ავიდეთო . არადა 1 სთ დრო მქონდა და ისედაც სადმე ვაპირებდით დაჯდომას. მეთქი ტაქსი არ მიდნააა. ჯერ ისე არ მოვკვდარვარ, რომ ეს აღმართი ფეხით ვერ ავიაროთქო.

წამოვედით ისევ იქიდან და კიბეებამდე ვერ მივაღწიე და სანამ ისევ ცუდად გავხდებოდი მოაჯირზე ჩამოვჯექი და ისევ გადამიარა . : |

გავაგრძელეთ ისევ გზა. მაგრამ იმ სავალ მონაკვეთს უკვე მზე ურტყავდა და 5 ნაბიჯში ისევ ვიგრძენი როგორ გადამეფარა თვალებზე სიბნელე, ამიჭრელდა და ყურებიც დამიგუბდა.

სასწრაფოდ მივაჭერი კიბეებთან და არც დამიხედავს ეგრევე დავიფარე დიდი წიგნი და დავჯექი . ცოტა ხნის მერე მიმოვიხედე და წითელ ქვიშებში ვყოფილვარ : D ირგვლივ სულ წითელი იყო ყველაფერი : D

მერე ცოტა ისევ მოვმჯობინდი და სანამ ისევ ცუდად გავხდებოდი : ( უცებ დამაჯინა აჩომ I კორპუსის სკვერში, მეხვეწა საჭმელს მოგიტანო, მაგრამ ვერ ვჭამ სიცხეში საჭმელს და ბოლოს ისევ ჩამოსასხმელი ნაყინი მომიტანა. სანამ გზის იქიდან მოიტანდა და იმხელა ეზოს გადმოჭრიდა ისე დადნა ის ნაყინი, ისე უფრო მესიამოვნა, თან თავისიც მე შემაჭამა : D

მერე ცოტა მოვედი ხასიათზე : D

ხოდა, მერე ვბჭობდით რა მეშველებოდა მე აჩო რომ არ მყოლოდა .

-არც არაფერი . მარტივი პასუხი გვაქვს ხოლმე ამ კითხვაზე ყოველთვის : )))

როგორც მივხვდი, უჭმელობის ბრალი იყო ყველაფერი, კარგა ხანია სახლში საჭმელი არ მიჭამია, სულ ფასთ-Fუდებზე ვარ და მარტივ სალათებზე. ფაქტიურად დიეტაა : D არა, წონისთვის კი კარგია და ვიზუალურად იდეალური ტანი მაქვს : P მაგრამ ჯანმრთელობას ვინადგურებ და ექიმმა ჰაუს არჩილმაჩემმა  ჩამიტარა ლექციები ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით. შენ დედაჩემის ხელი გაკლიაო : D მეთქი, დედაჩემს რას უწუნებთქო? დედაშენზე გემრიელ და მრავალფეროვან საჭმელს აკეთებს, პროსტა ვერ ვჭამ როცა ცხელათქო .

მერე წამიყვანა საააშინლად ამომიტენა მუცელი ცომეულით და ნუგბარით : D ამასობაში თავისუფალი დროც გავიდა და დავიძარით Big Ban-ისკენ …


გაგრძელება იქნება .



Posted in ექსკლუზივი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , | 17 Comments »

უძალიან მაგრესი დღე ( : D )

Posted by vekoo on ივნისი 21, 2010

გუშინდელის მერე დღეს ფანტასტიური დღე მქონდა, ფანტასტიური .

ოდესმე გიგრძვნია როგორია ჰაერში დაკიდებულს ძილი? ვერც იგრძნობ : D აი, მე კი დაახლოებით უკეთესი შეგრძნება მქონდა , როგორია ჰაერში მყარად კიდიხარ , ამ სიცხეში ფეხქვეშ ჰაერს გრძნობ, შიშველ ტერფებზე ცივი ნიავი გეალერსება , ტბის თავზე დაფრინავ და ბოლოს ჰაერის მასების მატების გამო მკვეთრად ეშვები სანაპიროზე (საბედნიეროდ : D )

ერთი სიტყვით, დღეს ბედნიერი ვარ, დღეს ყველაფერი მაბედნიერებს და +

I tried my best to feed her appetite

Keep her coming every night

So hard to keep her satisfied

Kept playing love like it was just a game

Pretending to feel the same

Then turn around and leave again


This love has taken its toll on me

She said Goodbye too many times before

And her heart is breaking in front of me

I have no choice cause I won’t say goodbye anymore

Posted in განწყობისათვის, ექსკლუზივი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , | 8 Comments »

ქვა

Posted by vekoo on ივნისი 21, 2010

მინდა 2 წლის შემდეგ ან 2 წლით უკან გადავახვიო დრო.

ბედნიერი და მეოცნებე, ოპტიმისტი და იღბლიანი ვგონივარ ხალხს. ზოგჯერ ფეხებზე მკიდიაც და უგულოც . წყნას ვერც კი მატყობენ, ჩემი გულის ტკივილი უცხოა მათთვის.

არადა, მე ხომ ასეთი სათუთი ვარ ( : D ) , ამიტომ, რომ არ დავიბზარო და რომ არ გავტყდე გულში ქვა ჩავიდე და ისე დავდივარ.

რა მოხდა, ჩემ ერთ მეგობარს , რომელიც გოგოა, მაგრამ ბიჭიცაა შარვალში რეზბაზე თუ აქვს მიბმული, მე ქვის გული მედოს რა მოხდება ?!

ოღონდ ერთი პრობლემაა, ქვა რომ ხურდება სითბოს ძალიან დიდხანს და ძლიერად ინარჩუნებს და მეტისმეტი თუ მოუვიდა, ბოლოს თვითონაც შეეწირება და გასკდება გული, დაიმსხვრევა.

ეგრე მომივა მეც ვიცი .

Posted in ამოხეთქა, მომავალი გროსმაისტერის ვნებანი, პიკანტური რეალობა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , | 8 Comments »

50 კაცი და 1 ქალი ანუ რა არის ინტერპრეტირება

Posted by vekoo on ივნისი 19, 2010

სეXზე, ლეზბიანკებზე და თავაშვებულ ღრეობებზე არასდროს ვწერ, თუმცა პროვოკაციულად მაინც მიყვარს ხოლმე მსგავსი ტაგების ჩართვა. მარტივი მაგალითი : “ხელმარჯვე ვარ” , “ხელის განძრევა საქმეს უშელის” და რამოდენიმე მსგავსი პოსტი . ამიტომ ჩემ ბლოგზე ისეთი ფრაზებით ხვდებიან გაგიჟდება კაცი. უამრავი მსგავსი და უარესი თერმია, მაგრამ მხოლოდ რამოდენიმეზე დავწერ.

როგორც იტყვიან, მოვუ-კალ ინტუიციაო : D

natia gogo natia – არააა, მე თამუნაზე ვიცი ეს სიმღერა : D

 

ჭუკლი ჭუკლი პატარა გოგო – შენ გენაცვალეეეე, შენი ჭირიმეეეე, მოგეფერებიიიიი .

 

gartoba minda – მეგობრებთან ერთად? და სიმღერა და ცეკვაზე რა აზრის ხარ? : D

 

ქალი 100 ლარად – ესაა ამათი გართობა რა : D

 

გოგოების ნDZრევა – ა , ისევ წინა გართობის ფორმა ჯობდა .

 

სიმართლის დრო ვიდეო სეXსო – როგორ გვიყვარს ქართველებს სხვის პირადულში ქექვა : D

 

ქალური სტატისტიკა – რა პროფილით?

 

სეXსი ლექსები – ეგეთი ლექსები ჩემ მეგობარ ბლოგზე ნახეთ : P

 

ქართული სეXსი ვიდეო – და ევროპული როგორია?

 

სეXსი სამ ქალში – სამივეში ერთად? : D ეს ალბათ არც ქართულია და არც ევროპული : D

 

roca adamianebi shenze choraoben – შენი გართობის სტილი რომ გაიგონ იჭორავებენ აბა რას იზავენ : D

 

peti lika – ბატონო?

 

sunwaiting.wordpress.com – გადავედით გენაცვალე ამ ბლოგიდან ეხლა უკვე sunwaited-ზე ვარ : ))))

 

რა არის ინტერპრიტირება – აი წინა თერმია ინტერპრეტირების სახე : D

 

pirovnuli zrda – პიროვნული ზრდა განვიცადე და sun_waiting-იდან გავხდი sun_waited

 

დიახ დიაღ – სწორია “დიახ” .

 

50 კაცი და 1 ქალი – ოოოო, ისევ დაიწყეთ?

 

braziliuri seriali amerika – : D ჩემთან მაგ არხს არ აჩვენებს .

acho chankotadze – სხვაგან მოხვდით. ჩემთან მხოლოდ აჩო ჩხიკვაძეა : ))))

 

ქორწილის სურათები – მაინც გამიბაზრდა ხოო ქორწილი? სურათებს მერე დავდებ : ))))

ბევრი წერთ ამ თემაზე, მაგრამ მაინც საინტერესო იქნება და ვთაგავ siyvarulovnas – და LiLac-ს : ))))

(http://siyvarulovna.wordpress.com/) ,

( http://iasamnisferi.wordpress.com/)

 

Update: ჩავასწორე სიტყვები ლათინური ასოებით, არ მომწონს მათი ექვივალენტებით რომ სერჩავენ და ჩემ ბლოგზე ხვდებიან.

Posted in განწყობისათვის, ეს უნდა იცოდე, ექსკლუზივი, ჩემი ბლადუნი | Tagged: , , | 5 Comments »

სსიპ – პირველი გამოცდა

Posted by vekoo on ივნისი 17, 2010

ტესტები იყო და ამოცანები. ტესტები გუშინ გავაკეთე, ანუ პასუხები მოვძებნე და ჩავიწერე, მაგრამ მერე დავიღალე და 10 ხდებოდა გარეთ გავედი. მერე ველო გამოვიყავნე და სახლში 12 ხდებოდა რომ ამოვედი. მერე დავიძინე, დილით 8 ხდებოდა ავდექი, უცებ ვიბანავე, უცებ მოვწესრიგდი, უფრო უცებ წავედი მაღლივში, 10ს ნახევარზე მისასვლელი 11ს 28 წუთზე მივედი ( პირადობა დამეკარგა და თან მდივანთან ავიარე და ქსერო წამოვიღე)

მერე ბიბლიოთეკაში ავვარდი, მე-8 სართულზე რესურს-ცენტრის ოთახი მოვძებნე, ჩემი ადგილი გავიგე და დავჯექი.

ტაქს : ჩემი ცოდნა: წინა დღით ამოხსნილი, მაგრამ არნასწავლი ტესტები და აზრზე არ მყოფი ამოცანები.

დავიწყე წერა : გავაკეთე ტესტები, ყველა მეადვილა , 25 ცალი იყო ყველა საკაიფოდ დავწერე.

გადავედი ამოცანებზე. ვიცოდი რომ არ ვიცოდი და წაკითხვაც მეზარებოდა. ამიტომ ვიყურებოდი გარშემო. ვათვალირებდი ხალხს. მერე დავინახე ჩემ წინ გოგო იჯდა ჩემ საგანს წერდა. მივახოხე წინ მაგიდა, მერე სკამიც. მერე ისევ მივახოხე მაგიდა და სმკამნსაც რომ ვახოხებდი დამკვირვებელმა დამინახა და წინ გადმოჯექი I მერხზე 32-ეიო. რატო მეთქი? გადმოჯექიო.

გადავჯექი.

იმენა ცხვირწინ ვუზივარ., თვითონაც ჩემ წინ ზის მაგიდაზე. მე ამოცანების წაკითხვაც მეზარება. მერე დავიწყე ისევ ხალხის თვალიერება. ჩემ გვერდით მაგიდაზე თმაგაჩეჩილი გოგო შევნიშნე. თმაზე ვაკვირდებოდი,. ძალიან მოხრილი იჯდა და ფურცელში ქონდა ჩარგული თავი.,

დავაკვირდი და მივხვდი ჩემ საგანს წერდა. დავაკვირდი და ამოცანაზე იყო.

გადავხედე ჩემ ამოცანას, ბუღალტრული გატარებების მონახაზი გავაკეთე და მერე იმ გოგოსთან შევამოწმე. ზუსტად ისე ეწერა მუხლები . ეხლაც მახსოვს ის ამოცანა.

დავწერე ამოცანა.

მერე მეორეზე გადავედი. რაღაცაზე გავიჭედე და ისევ გადავხედე გვერდით მაგიდაზე. დამინახა წინ მჯდომმა დამკვირვებელმა . გადაჯექი გვერდზეო.

მეთQი, რატო, არაფერი გამიკეთEბიათQო. გადაჯექიო.

გადავჯექი და თან უკვე სიცილი მიტყდებოდა.

ამჯერად უკვე ისე ვიჯექი არავინ იყო გარშემო. სულ წინ ცარიელ ადგილას.

მივაყოლე და შემდეგი 4 ამოცანა ამოვხსენი. მე5 დამეზარა.

მერე ისევ მოვეშვი და დავიწყე ხალხის თვალიერება . უკან ვიყურებოდი.

დამკვირვებელმა რას შვებიო გაგიჟდა, დავამთავრე ნაშრომითქო .

ჩავაბარე და წამოვედი .

ხო,. წამოსვლისას ვუთხარი : თქვენისთანა ლმობიერი დამკვირვებელი ჯერ არ შემხვედრიათქო ; ))))

შენ როგორ დაწერე პირველი გამოცდა?

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , | 3 Comments »

აქტიური სექსო ანუ სპილოს რომ ყურები არ ებას

Posted by vekoo on ივნისი 16, 2010

ტრანსექსულს არ მოსწონს საკუთარი სქესი, ინიღბება სქესის  საპირისპიროდ. ამასთანავე , არ აქვს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია და მისი გენიტალიები ადგილზეა ( :დ ) .

თუ ეს მართლაც ასეა და დეფინიციაში არ ვცდები, მაშინც გაუგებარია ბევრი რამ.  ალბათ, თუ არ უყურეთ იცით მაინც გუშინ სექსო იყო სიმართლის დროში. რა მოხდა ამის განხილვას არ ვაპირებ, უკვე ბევრი პოსტი დაიწერა და ვიცი, კიდე დაიწერება ამაზე. უბრალოდ,

სექსომ ამაყად თქვა: მე აქტიური ვარო.

ნუ, ე.ი. როცა კონტაქტს მამაკაცებთან ამყარებს არის აქტიური, ე.ი. მას იზიდავს მამაკაცები იმდენად, რომ უდგება და უშვება :დ

ნატურალურ ქალს ეს არ შეუძლია. ქალს თუკი ეს მოუნდება, მაშინ პირიქით, კაცად გადაკეთდება და  სექსო კი პირიქით, კაცია და ქალობა სურს.

ანუ  რა გამოდის, კაცია, მაგრამ ქალობა უნდა, იცვამს ქალურად, გენიტალიები ადგილზე აქვს  და 2ლარიანი ტანგის ქვეშ მალავს მას  და ამავდროულად  სექსი აქვს კაცებთან და არის აქტიური. მემგონი ნონსენსია ეს. :  ))) მაშინ რაღა საჭიროა ქალად გადაცმა?

ანუ საბოლოო ჯამში პასიურია, მაგრამ ამისი უტყდება :დ

ნუ, ჩემი რა საქმეა ვინც უნდა აქტიური იყოს და ვისაც უნდა პასიური, მაგრამ როცა ასეთ გადაცემაში მიდიხარ და რაღაცებს სახალხოდ აღიარებ, წინასწარ  მაინც უნდა მოიფიქრო ხოლმე რა თქვა და რა არა. თუ აქტიური ხარ, მაშინ ქალურად გადაცმა რაღად გინდა? : )))

იტოგში, ესეც და ბევრი რამ, რაც მან თქვა, გლეხობის მწვერვალი იყო : )))

კაცს/ქალს ინტელექტუალურობაზე  აქვს პრეტენზია და 2 წინადადებას ვერ აბამდა ერთმანეთზე. დავიჯერო ასეთია დისქავერზე მიღებული განათლების შედეგი? :დ

კაი, აღარ დავწვრილმანდები : ))) დანარჩენი კომენტარებში გავარკვიოთ :დ

კესო და სექსო – ტრანსვესისტი $ ტრანსექსუალი

Posted in ექსკლუზივი, პიკანტური რეალობა | Tagged: , , , , , , | 9 Comments »

ახალი სახლი

Posted by vekoo on ივნისი 14, 2010

ვჯდები მარშუტკაში, მოვდივარ სახლში და გზაში ვგრძნობ, რომ სახლს ვშორდები, იმის მაგივრად რომ სახლში წავიდე, ვშორდები მას. : O

დღეს კიდევ ერთხელ ვიყავი აჩოსთან, ამ ბოლო დროს რაღაც ძალიან მოვუხშირეთ სტუმრობებს…

მახსოვს როგორი იყო პირველი ვიზიტი, გული ნასკებში რომ მეპარებოდა,

ეხლა კი უკვე გამოზაფხულდა და აღარც ნასკები მაცვია და აღარც გული მეპარება ნერვიულობვისგან .

ხოდა, მთელ დღეებს რომ ვატარებ მასთან სახლში, გავიმშობლიურე იქაურიობაც. ( დედამისიც სახლში იყო ცუდი არაფერი იფიქროთ 😀 ) სამივემ ერთად ჯერ ცხელ-ცხელი გამომცხვარი პიცა დავაგემოვნე, მერე სიგრილეში წამოვწექით დივანზე და გადავჭორეთ ამ მთისა და იმ ბარისა . აღმოვაჩინეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის სახლებს დაახლოებით 50 კმ გვაშორებს, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად განსხვავებულ გარემოში ვიზრდებოდით და სულ სხვადასხვა ხალხთან გვქონდა შეხება, მაინც უამრავი საერთო ნაცნობი გვყავს, ტაკ შტო როგორც გავიცანი აჩო იქ რომ არ გამეცნო, მაინც არ ამცდებოდა მისი ნახვა ოდესმე : P

ხოდა, ბოლოს, სახლში რომ მივდიოდი, ვერ ვიგრძენი რომ ჩემ “ბუდეში” ვბრუნდებოდი. აი ეხლა როცა უკვე ჩემ ოთახში ჩემ კომპთან ვზივარ კი ვრძნობ თავს მშობლიურად, მაგრამ მაშინ, სულ ნახევარი საათის წინ კი მქონდა შეგრძნება რომ სადღაც სხვაგან მივდიოდი.


აჩომაც მეც დანაკლისის გრძნობა მაქვს შენ როცა არ ხარ სახლშიო. ყველაზე მეტად ის უყვარს კალთაში რომ ჩამიდებს თავს და ისე რომ ნებივრობს საკუთარ სამყოფელში. ნუ, ყველაზე მეტად არა, მაგრამ მაინც 😀

ხოდა, ფაქტია, რომ უკვე იმდენჯერ მითხრეს “თავი იგრძენით ისე, როგორც საკუთარ სახლში”, რომ მართლა ახდა .

მიხარია, რომ ეს ყველაფერი ეტაპობრივად ხდება და არა ვდრუგ და უკვე სხვაგან ცხოვრობ, ანუ ძველებური გრუზინული ტრადიციები : ქმარს რომ ლამის ქორწილის დღეს იცნობენ. მე მაქვს ჯანსაღი ურთიერთობა აჩოს ოჯახთან, მათაც უხარიათ ჩემი მისვლა ერთი დიიიიდი იმედი მაქვს, რომ ქართული ანდაზა “ახალი ცოცხი კარგად გვისო” არ გამართლდება და მომავალშიც არ შეიცვლება ჩვენი დამოკიდებულება ერთმანეთთან .


2009 ზაფხული .

http://sunwaited.wordpress.com/2010/04/24/ჩემი-აღკაზმულობა/

http://sunwaited.wordpress.com/2010/03/20/beloved-granny/

Posted in პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , | 8 Comments »

ოპტიმისტი და რისკიანი – მახასიათებენ

Posted by vekoo on ივნისი 12, 2010

– ზედმეტად ამყოლი ხარ – აი, მაგალითად, მე – ძალიან ამყევი .

– ჰო, ვიცი, ადრეც ხო მითხარი. ძალიან მენდე მაშინ, როცა ჯერ არ მქონდა ამის უფლება მოპოვებულიო.

– ჰო, კიდე  2 – ძალიან ოპტიმისტი ხარ, ყოველთვის გაქვს იმედი. ძალიან რისკავ და ისეთ საქმეებზე რისკავ, რომ რომ არ გაგიმართლდეს მაგრად დაგერხევა …

– ცუდია ოპტიმისტობა? და გაიხესნე აბა მერე როდის არ გამიმართლდა ?

– ეხლა ვერ ვიხსენებ, ჯერ ისეთი არაფერი დაგმართვნია ,  მაგრამ ხშირად რისკავ, თუნდაც ელემენტარული გამოცდებზე, თუნდაც ურთიერთობებში. თუნდაც ჩემთან , – რამოდენიმეჯერ ვიგრძენი, რომ ჩემ დაკარგვასაც რისკავდი .  ყოველთვის გაქვს იმედი, რომ მაინც შენთან მოვალ, რომ არ დაგტოვებ .

– ეს იმედი არაა. მე ეს ვიცი და ჯერ მოლოდინი არ გამცრუებია არც შენთან და არც სხვა რამეში . ისე კი , მართალი ხარ.  იყო დრო მართლა ისე ვიქცეოდი უკან დასახევ გზას არ ვიტოვებდი …  არც შენთან . მაინც ყოველთვის ვიცი, რომ მე ვერასოდეს დამტოვებ .  თუმცა, ახლა ამას აღარ გავრიკავ.

– ამას ახლა ამბობ, თორე საქმეს–საქმეზე რომ მიდგება აღარ გახსოვს ეს და ძველებურად მაწვები .  კიდე, ბავშვურად ცელქი და ონავარი ხარ. ხანდახან ასე მგონია, რომ მომავლაზე არ ზრუნავ, არადა ზუსტად ვიცი, რომ ხშირად ფიქრობ მაგაზე.

– არც ისეთი მოსაწყენი ცხოვრება მაქვს, რომ თითოეული ქმედება ზუსტად გავთვალო და  მერე ამ ნაბიჯებით ვიარო წინ. კუს ნაბიჯებით.  კიდე რას იტყვი ჩემზე?

– კიდე? კიდე ის, რომ გარშემო ყველა დებილი გგონია, არადა არ არის ეგრე. მეც დებილი გგონივარ, მაგრამ ოოო რა იცი რა ჭკვიანი ვარ :  პ

– :დ მართლა დებილი მგონია  ბევრი . ეს ცუდია, კონცენტრაციის უნარს მაკარგვინებს მერე .., შენ კი დებილი არ მგონიხარ. ჩემზე მეტად ჭკვიანი ხარ, მაგრამ ამ ჭკუას ხშირად ვერ იყენებ : დ

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მეტი აღრ მახსოვს, არადა საინტერესო დახასიათება გამოვიდა ჩემი უარყოფითი მხარეების.

ისე კი, ვინ იცის რომელია უარყოფითი და რომელი დადებითი.

ყველაფერი შეფარდებითაო ამ ქვეყნიერებაზე .

ფარდობითია ყველა და ყველაფერი .  ხოდა, მოდი და შეეწყვე ეხლა ყველაფერს.

ამიტომაც ვარ ის, რაც ვარ და არ ვცდილობ მოვერგო სიტუაციებს, მე ის ვარ რაც ვარ შინაგანად და  მართლა არ მინდა ხელ–ფეხში თოკები გამიყარონ და ცხოვრებას მარიონეტად ვექცე .

ბლოგის იმ მკითხველებს მივმართავ, რომელთაც ჯერ ა ქ არ დაუკომენტარებიათ, მაგრამ ვიცი  მკითხულობთ  :

ჩემი თავი ამ რისკიან კაცს მაგონებს, მსოფლიოს რომ აოცებს არაორდინალური საქციელით, გამბედაობითა და შემართებით, ბეწვის ხიდზე რომ დადის … მაგრამ მას ფეხქვეშ ყოველთვის წითელი ხალიჩა კიარადა ფუმფულა ბალიში ეგულება 😉

დაამატეთ ჩემი უარყოფითი თვისება, თუნდაც დადებითი,  ის მაინც თქვით კარგია თუ ცუდი ოპტიმისტობა და რისკიანობა ?

ერთგულმა მკითხველებმა  კი ისედაც იცით რა უნდა გააკეთოთ : )))

Posted in მომავალი გროსმაისტერის ვნებანი, პიკანტური რეალობა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , | 5 Comments »

10 152 საათი და 609 120 წუთი

Posted by vekoo on ივნისი 10, 2010

კარგა ხანია პირადულზე შევეშვი ბლოგვას, კარგა ხანია  ზომბად ვიქეცი . კარგა ხანია ვეღარ ამჩნევთ, რომ მე გული მაქვს .  კარგა ხანია ბლოგიც მივაგდე.

არადა მე მონატრება შემიძლია, სიყვარული და ერთგულება შემიძლია. სიყვარული შემიძლია !

მე ყველაფერი შემიძლია .

მე ყველაფერს შევძლებ.

თუმცა, დაივწყოთ თავიდან :

ხედავ რამდენი დრო გავიდა? აქ ახლა 1 წელს, ერთ თვესა და 27 დღეს აჩვენებს.

მთელი 10 152  საათი და 609 120  წუთი ჩვენ ერთმანეთით ვცხოვრობდით, ერთმანეთით ვსუნთქავდით და საშხაპეშიც ერთმანეთისთვის შევდიოდით.

ეს ერთგვარი რუტინაც შეიძლება  იყოს  ვინმესთვის : შენი ცხოვრებით ემსახურებოდე სხვას.  შენი ფიქრები დაუქვემდებარო სხვას, შენი ქცევას საზღვრავდეს სხვა ,  შენი გრძნობა მოიცვას სხვამ. შენი  გული მიუძღვნა მას .

რუტინაა ვითომ ეს? ეს ფერხულია, რომელშიც  ორივე თავით გადავეშშვით და ეხლა მხოლოდ მისით ვსულდგმულებთ .

ახლა უკვე სხვანაირად ჩვენ აღარ შეგვძლია !

ყველაზე კარგი კი ისაა, რომ აღარც გვინდა, რომ სხვანაირად შევძლოთ.

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული .

ეს ფერხულიც გაჩერდება ოდესმე? ესაა კითხვა, რომელიც მე ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად  არ მადარდებს .

მე არ მადარდებს ის, რაც   შეიძლება ან არც შეიძლება იყოს მომავალში. მე ვცხოვრობ შენით და დღევანდელი დღით, რომელსაც  შენ მე მჩუქნი.

შენ მე მარადისობა მაჩუქე. მე შენ მარადისობა  მოგიძღვენი ჩემს გულში, ტვინსა და ფიქრებში და ამ მარადისობას უკვე ვერაფერი შეერკინება .

არავის შეუძლია გააჩეროს დრო, ისევე, როგორც არავის ძალუძს მარადისობის დამონება .

მე და შენ უკვე ჩვენად ვიქეცით და ეს “ჩვენ”  მარადისობის საკუთრებაა .

ნუ შეეხებით მას .

Posted in ექსკლუზივი, მემორიზ, პიკანტური რეალობა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , | 11 Comments »

Big-Ben School – Trip to kakheti

Posted by vekoo on ივნისი 10, 2010

ბლოგი რომ დაგიობდება, კლავიატურა მოიმარჯვეო – ძველი შუმერული თქმულება.

საპასპორტოში ვაპირებ წასვლას, ნელ–ნელა ვწესრიგდები და  გავალ ცოტა ხანში. საფულე რომ დავკარგე პირადობა, სტუდბილეთც და სამგზავროც ზედ მივაყოლე და იქნებ, გამოცდებამდე აღვადგინო .

ხო, წინა კვირას ექსკურსიაზე ვიყავი კახეთში . ბიგ–ბენიდან წავედით ხალხი .  იდეაში, კარგი იყო,   პროსტა კოღოებმა შეგვაწუხეს შუამთაში.

ალ.ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი წინანდალში

ამ მაგიდასთან აცნობდა ბარათაშვილი სალონში მყოფებს საკუთარ შემოქმედებას

სიყვარულის სავარძელი ♥ ♥ ♥ რამდენი შეყვარებული მსხდარა უწინ , ვინ იცის ...

♥ ♥ ♥

ალავერდის ეზო . კახეთი

გვაკლია მხოლოდ 2

გზის დასასრული

მეტის სანახავად გადადით ფბ–ზე ალბომში

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , | 5 Comments »

მინი ავტორბოლა

Posted by vekoo on ივნისი 4, 2010

ცხელა, საშინლად ცხელა, ამ ბოლო დროს ყველა ბლოგერი ამაზე წერს. დღეში 3–ჯერ გადავლებაც აღარაა უკვე საკმარისი და ვაი, როცა სახლში მხოლოდ დილა–საღამოს ვახერხებ შესვლას …

ხოდა, დღეს განვიტვირთე : დ  უყურეთ ვიდეოს და შეაფასეთ ჩემი შუმახერობა, თავიდანვე ბიჭი გავიტანე : )))

სამწუხაროდ, ცუდ დროს გამოირთო, ამის მერე წავედით და კიდე 2 ბილეთი ვიყიდეთ და იმის მერეც კიდე გადავაბით “კატაობა ” ,. ძალიან გამიტკბა, მარა იმ საზიზღარმა კაცმა იმისაც გადაგვახდევინა :დ

რაც არ უნდა იყოს, იმას მაინც მივხვდი, რომ საჭის ტრიალი მართლა დამღლელი ყოფილა : )))

Posted in ვიდეო, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , | 8 Comments »

დავტკბეთ

Posted by vekoo on ივნისი 4, 2010

დავტკბეთ, დავიშაქროთ, ჩავიშაქროთ .




Posted in განწყობისათვის | Tagged: , | 12 Comments »

ჰუმანიდების დეგრადაცია თუ თხუნელების რეგრადაცია (?!)

Posted by vekoo on ივნისი 3, 2010

მე ჩემით შემიძლია მივიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.  საკუთარი სურვილის მიხედვით შემიძლია შევცვალო ჩემი ცხოვრება, სხვისი ცხოვრება.

დღეს ვუყურებდი როგორ იქცევიან “სხვები” გარკვეულ სიტუაციებში და  ერთადერთი აზრი ამ დროს იყო : რა  მხდალები არიან ხშირად ადამიანები …

მე მიხარია, რომ თუნდაც სხვების სისუსტის დანახვის ხარჯზე საკუთარი სიძლიერე აღმოვაჩინე. აღმოვაჩინე ის, რაც ყოველთვის იყო ჩემში.

ჩემს წარმოსახვაში აი, ზუსტად ასეთ ჩონჩხები არიან ისინი, ზუსტად ასეთი ცოცხალ–მკვდარები ხართ თქვენც , რომლებსაც არ შეგწევთ ძალა გაუმკლავდეთ სიძნელეებს, რომლებსაც არ შეგიძლიათ ცხოვრებას ჩახედოთ თვალებში და პირობლებემს პირისპირ შეეჩეხოთ . ამიტომ იმალებით და თქვენი სამოსელიც , შექმნილი მზის საჭვრეტად,  მიწისქვეშა სარდაფებში შიშით დამალული დაობებულა და თხუნელებს დამსგავსებულხართ.

მე კი მიხარია რომ შემიძლია ამაყად ვატარო ადამიანის  სახელი . მე შემიძლია განვითარება.

Posted in მომავალი გროსმაისტერის ვნებანი, ჩემი ბლადუნი | Tagged: , , , , , | 5 Comments »