ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

როგორ დავკარგე 100 ლარი

Posted by vekoo on June 1, 2010

ყველას გილოცავთ ზაფხულის დადგომას.  მე კი არც ეცადოთ რომ მომილოცოთ ეს დღე, თავიდანვე კრეტინულად რომ დაიწყო : დილით დამეძინა და სიკვდილ–სიცოცხლის გადამწყვეტი საქმე გავმაზე : | თან დედაჩემს აგრესიულად ველაპარაკე ნახევრად მძინარე და რაებიც ვუთხარი ეხლა რომ ვიხსენებ, შაი …

ხოდა, რატო არ მიყვარს [ უკვე ] ეს დღე : დღეს პირველად დავკარგე ფული.  სპორტის სასახლესთან მაკდონალდსში აჩოს უნდა შევხვედროდი, მარშუტკიდან რომ ჩამოვედი ხურდები საფულეში ჩავიყარე და სავარაუდოდ ჩანთაში ჩავიდე. მერე კარგა ხანი  საფულე აღარ დამჭირვებია და დღის ბოლოს მეტროში გასატარებლად პლასტიკური რომ დამჭირდა, ჩანთა მოვიჩხრიკე და აღარსად მქონდა საფულე.

დავიჩხრიკე ჯიბეები, მაგრამ ჩემი წითელ კოპლებიანი ბლის კუნწულებით გაფორმებული საფულე აღარსად იყო : ((( ვერ ვიპოვე : ((( ზუსტად ასეთი იყო სურათი როგორიცაა . ეს პირველი შოკი რომ გადავიტანე, მერე დავფიქრდი რა მედო იქ .

მთავარი ნიუსი  წინ მქონდა : (( გამახსენდა, რომ იმ დღის ბიგ–ბენის 70 ლარი მედო, დღეს უნდა გადამეხადა თი–ბი–სი ბანკში და ჩემი 25 ლარი და დანარჩენი რკინის ლარიანები და ხურდები. მთლიანობაში 100 ლარი.

აი, ვერ ვხვდები სად ამომივარდა, სად ამომაცალეს ან რა მოხდა საერთოდ. ეხლა რომ ვუფიქრდები ვერც იმას ვიხსენებ თავიდან მარშუტკიდან რომ ჩამოვედი და ხურდები ჩავიყარე , მერე ნამდვილად  ჩავდე საფულე ჩანთაში თუ შემთხვევით ძირს ჩამივარდა : |  მერე “პატარა” ჭყლეტვაშიც მოვყევი და შეიძლება იქ ამომაცალა ვინმემ : |  ვერაფრით აღვიდგინე ზუსტად მოვლენები. მაგრამ ფაქტი ჯიუტია საფულე აღარ მაქვს და  ელემენტარული 5 თეთრიანიც კი აღარ მაქვს :დ

ხოდა, მომეშხამა მერე ხასიათი. “კაი ამბავში” ვაპირებდით მე და აჩო მერე წასვლას, მაგრამ აზრი აღარ ქონდა. ვერ გავერთობოდი ასეთ ნერვებზე. ფულთან ერთად პირადობა და პლასტიკურიც მივაყოლე. კიდეც კაი ბოლო 1 კვირაა საფულეში აღარ ვტენიდი ყველანაირ საბუთს , თორე ყველაფერი აღსადენი გამიხდებოდა : ბიბლიოთეკების საშვები და სხვა პლასტიკურები, რამოდენიმე აუცილებელი ვიზიტკაც სახლში მიდევს უჯრაში და გადამირჩა დაკარგვას.

ყველაზე მეტად იმაზე მეშლებოდა ნერვები, რომ ვერაფრით მივხვდი რა მოხდა ისე სულელურად შემომეკარგა . არ მიყვარს თავს იდიოტად რომ ვგრძნობ ხოლმე : | თან უკაპიკო იდიოტად : |  ამას + ხვალ უკვე გადახდილი ქვითარი უნდა მქონდეს ბიგ–ბენის და დედაჩემს უკვე მე–2–ედ გამოვართვი ამის ფული და ეხლა რომ მეთვა დავკარგე–მეთქი საშინლად მიტყდებოდა . ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, რას იფიქრებს ქალი.

ხოდა, ეხლა წუწუნით ვიჯერებ გულს, იმიტომ რომ დღეს ჩუმად ვიყავი და თვალზე სიმწრის ცრემლი მქონდა გაჩერებული  : დ

ხოდა, გამოჩნდა ჩემი თეთრ არა, მარა ბრონზისფერ რაშზე ამხედრებული ჭუკლი და მიხსნა საძულველი გასაჭირისგან.

არა, დღეს მივხვდი რა . ასეთ დროს მატერიალურ დახმარებაზე არანაკლებ საჭირო და სასიამოვნო, დასაფასებელია მორალური თანადგომა, ისე გამომიყვანა მდგომარეობიდან და მანუგეშა აჩომ, რომ დღის ბოლოს უკვე ბედნიერად ვგრძნობდი თავს. მერე საფულეში რაც ქონდა ფული სულ მომცა :დ დედაჩემისთვის იმის თქმას ისევ აჩოსთვის გამორთმევა ვარჩიე. რაც არ უნდა იყოს,  უკვე ასე თუ ისე საერთო ბიუჯეტი გვაქვს, სადაც მივდივართ და როგორც ვერთობით ყველგან ერთად ვართ და როგორც ჯვრისწერის დროს ამბობენ ხოლმე “ჭირშიც და ლხინშიც ერთადო”. ხოდა, ფული იმიტომ მაქვს, რომ დამჭირდება გამოვიყენოვო და ეხლა შენ გჭირდება და ჩემი და შენი რამ გაყოვო და საბოლოოდ ჯიბეში ჩამიკუჭა. ამ დროს ქუჩაში ვიდექით და უკვე გამხიარულებული ვიყავი ცოტა და მეთქი, ბიჭო, ამ ფულს რომ მიდებ  ჯიბეში, რას იფიქრებს ხალხი :დ ჯერ ელაპარაკა–ელაპარაკა გოგოს და  ბოლოს დაკერა და ფულიც აქვე გადაუხადა, მერე ჩაჯდნენ და წავიდენთქო :დ ნუ, ამაზე ხო ორივე გავხალისდით და მერე ლუდები და კიშკა ვიყიდეთ. ვიყიდეთ რაა, აჩომ იყიდა :დ 2 ბოთლი ლუდი სულ თვითონ დალია, თავის სახლთან სკოლის ეზოში ნაძვების ქვეშ ვიჯექით. მომეწონა ის ადგილი.

მერე იქიდან როგორც იქნა შევკერე აჩო და თმის შესაჭრელად შევედით იქვე სალონში და მე როგორც მინდოდა ზუსტად ისე შევაჭრევინე და ბოლოს ისე მომეწონა ჩემი და–აფ–დეითებული შეყვარებული, რომ მარტოს არსად გაგიშვებთქო ვკაიფობდი. არ მესმის რატო იზრდის ასე თმებს, მოკლედ ბევრად უფრო უხდება.

ხოდა, ძალიან გამიგრძელდა ეხლა სიტყვა და საბოლოოდ სახლში ნასიამოვნები დავბრუნდი :დ

პ.ს. დღის ბოლოს სტილისტისთვის რომ მიეცა იმის ფულიც აღარ დარჩა და მეკაიფებოდა, უკვე საფუძვლიანად დაიწყე ჩემი გატყავებაო :დ მერე რას იზავ ხო წარმომიდგენიაო :დ

ნუ, ჩემი სიცოცხლეა რა : )))

19 Responses to “როგორ დავკარგე 100 ლარი”

  1. Marr said

    ვაი😦 ვიზიარებ შენს მწუხარებას. არ ვიცი შენ ადგილას რამდენად ვინერბიულებდი, მაგრამ მგონია რომ არ ღირს ფულის გამო ნერვიულობა. დედაჩემსაც დაეკარგა ერთხელ 100 ლარი და ძაან ინერვიულა. მე კი 1 კვირა დავათრებდი ჩანთით გაზის და ინტერნეტის გადასახად 120 ლარს და მაინც ვერ დავკარგე. მიძახეთ ახლა მე დაბნეული.
    მოკლედ ფული ისეთი რამაა, რის ანაზღაურებასაც ყოველთვის მოასწრებ. არ ღირს მაგის გამო ნერვილობა და თვითგვემა. ფრთილად უნდა იყო, მაგრამ თუ მაინც დაგეკარგა, ნერვიულობით ვერაფერს უშველი.

  2. LiLaC said

    heh, amxsovs erTxel bazrobaze viyavi daqalTan erTad, da banani viyide. safule kidev, chantis magivrad dzirs davagde da 2 wt-is emre shemtxvevit mivixede ukan… zustad im wams kali daixara da aigo, egreve xelebshi veci. cota gvian rom mimexeda, mec kai mayuts davkargavdi…
    martalia, ver mogsvlia kargi ambavi, magram dasasrulma momxibla, namdvili happy end, tanadgomac aseTi udna :*

  3. Di@ said

    მე სულ 20 ლარიანებს ვკარგავ…😐 რამდენჯერ დამმართნია…😦 იმედია, საცოდავი, გაძვალტყავებული 20 ლარიანი რომ მიდევს ახლა საფულეში, იმას არაფერი მოუვა…😐

    • Marr said

      ოც ლარიანების დაკარგვა ბევრისგან გამიგია. ჩემს მეგობარს დაეკარგა 20 ლარი ერთხელ და მეორე დღეს თავისმა დამ იპოვნა სადღაც სხვაგან 20 ლარიანი.
      მე არ ვატარებ საერთოდ მაგდენ ფულს, თუ დაგეგმილი არ მაქვს რაიმეს ყიდვა. 10 ლარზე მეტი არ მიდევს ხოლმე ჩანთაში. არ მიყვარს ფულთან ურთიერთობა. ეკონომისტი ვარ რა ფაქტიურად😀😀

    • salolas said

      ვაიმე დიაააა🙂 გეხვეწები მართლა მითხარი საით დადიხარ იმიტომ რომ მე და ჩემმა დაქალმა იმ დღეს 1–ლი კორპუსისი წინ ვარაზისხევზე 10 ლარიანი ვიპოვეთ და ეხლა 20–იანების პოვნა გვაქ გადაწყვეტილიი 🙂🙂🙂 მერე ალბათ 50–იანებზე გადავალთ : )))))

  4. sunwaited said

    Marr
    ნორჩი ეკონომისტი ესა :პ შენ მემგონი ჩემზე მეტად ინერვიულებდი ამ დროს. თან რომ არ მყოლოდა დღეს გვერდით სიკვდილი იყო ჩემთვის სახლში დაბრუნება : |

    LiLaC
    შენ და შენი ლათინურ შრიფტიანი კომენტარები :დ :* :*
    კიდე კარგად გადარჩენილხარ , დაიბრუნე ის საფულე და ჩემი სად განისვენებს ეხლა ღმერთმა იცის : (((

    Di@
    20 ლარიანებს კარგავ? და ბევრჯერ დაგეკარგა უკვე? :დ აუ, შენი მარშრუტი გვითხარი დიააა რააა :დ უკან გამოგყევბით ხოლმე :დ :*

    • Marr said

      არაფერის, სულ არ ვინერვიულებდი ფულის გამო, ჩემი დაუდევრობის გამო კი ვინერვიულებდი ნამდვილად, თან ვიცი რომ დედაჩემიც არ მეჩხუბებოდა ფულის დაკარგვისთვის.

      • sunwaited said

        ხოდა მეც ზუსტად ეგ მიშლიდა ნერვებს, რომ იდიოტივით ვიყავი, აზრზე არ ვიყავი რა მოხდა და როგორ მოხდა ჩემი თავის გარშემო.

  5. archily said

    ჩემი ქლიავი :*:*:*:* დლივს რომ მოვიყვანე ხასიათზე :* ისე ცოტა ხანი უნდა მეცლია კიდე😀 ცუდი როჟა არ ვარ პროსტო ვაფრენ შენ რომ ბუზღუნებ ხოლმე :*:*:*:*:*

  6. tina said

    Seni blogebidan gamomdinare Zalian sayvareli gogo xar da Zalian miyvarxar, me sxva forumzec gicani da unda giTxra Zalian Tbili aura modis Sengan!

  7. არასოდეს დამიკარგავს ფული😛
    და საერთოდ არ მიყვარს ფული რომ მიდევს ჩანთაში, მერე ჩანთას სულ ყურადღება სჭირდება. არც საფულე დამაქვვს, იმიტომ რომ პირადობა და კიდევ საჭირო რაღაცეები მიდევს რომლის დაკარგვაც არ მინდა😀😀
    არა და ჩემი მასწ. სულ გვერუბნებოდა ხოლმე რომ საჭირო საბუთები პლასტიკურები ერთად არასდროს გქონდეთოოოო… ხო ხედავ კიდევ კაი არ გქონდა თორე იმათი აღდგენა ა გინდა მერე?

  8. sunwaited said

    tina
    გმადლობთ ასეთი დახასიათებისთვის ♥ ♥ ♥

    პ.ს. ფორუმი კვლავაც ითხოვს ყველაზე ზრდასრულ და გონიერ იუზერს ფოთოლას ან ხანკას სახით : )))

    siyvarulovna
    ბედნიეროოო :პ
    ჩემი დანაშაულიც ისაა, რომ არასოდეს ვუფრთხილდებოდი ჩანთას რამდენი ფულიც არ უნდა მდებოდა.

  9. ვაიმე ბალი მომინდა ეს ფოტო,რომ დავინახე..

    რაც შეეხება დანაკარგის გამო შენს ნერვიულობას,დაკარგული მიტომ ჰქვია რომ ვეღარ დაიბრუნებ,თუმცა შეგიძლია ისევ მოიპოვო,წარმატებები..🙂

  10. რა საშინელებაა😦 ადრე მეც მომივიდა ზუსტად მასე 6– ლარი დავაკრგე ჩემი უყურადღებობის გამო და რამის გადავყევი😦 ნერვები მეშლება ხოლმე, თან ის ფული ძალიან მჭირდებოდა, მაღაზიაში შევედი რაღაცეები უნდა მეყიდა და უკვე რო ავარჩიე და ფული უნდა გადამეხადა, სადაა საფულე?

    • sunwaited said

      ხო, მართლა საშინელებაა, თან მეც მეორე დღისთვის მჭირდებოდა ის ფული : D

      ამ პირადობის აღდგენას კიდე არ დაადგა საშველი : D

  11. […] დასაკმაყოფილებლად ეწვიე ამ ლინკს და ნახავ როგორ დავკარგე 100 ლარ… […]

  12. […] გრძელდება – სკოლა მთავრდებაროგორ დავკარგე 100 ლარი"აჩუჩუნება" ქმართან და ქმრის […]

  13. […] […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: