ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

"ქალი კალთაში მეჯდა"

Posted by vekoo on June 1, 2010

“–რომ გადახვალ , გააჩერე”.

“– შესახვევთან გააჩერე”.

“–ორის აიღე და ერთი მეტროსთან ჩამოვა”.

“– ვაჟას უდგება?”

ვაჟასაც ალბათ, უდგება . ეს და  სხვა  უამრავი  ფრაზაა ცნობილი რაც სამარშუტო ტაქსებთან ასოცირდება, “ჩვენებურად” თუ ვიტყვი, მარშუტკებთან.  ახლახან სალო წერდა ისტორიას  “ქალი გამოვიდა საღალატოდ” , რომელიც მარშუტკაში ვითარდებოდა .

დღეს ნაყოფიერი დღის მერე : დ სახლში ვბრუნდებოდი, ტრადიციულად წინ ვზივარ ხოლმე მძღოლის გვერდზე, ფანჯარასთან და  ნახევარ გზაზე მძინავს . ღამის 10 საათი ხდებოდა, იმ მონაკვეთზე ლამპიონები კანტი–კუნტად ანათებდენენ.

ქალი და კაცი ამოვიდნენ, ქალი ესე 25 წლის, კაცი – 30 . ფანჯრიდან შევათვალიერე და არ მომწონს ასეთი ჩაცმული გოგოები. დღესაც ამას ვამბობდი აჩოსთან, ვერ ვიტან როცა მაღალ გოგოს დიდი ტრაკი აქვს და ზაფხულში ბრეტელებიანი მაიკა, მოტკეცილი  ჯინსის შარვალი და “შპილკები” აცვია. ეს სამოსი კიდე იმიტომ მეზიზღება, რომ ეს მაიკა ზევით ადის და მთლიანი ხორცი უჩანთ წელზე და მუცელზე და მეზიზღება რატომღაც.  მაღლებზე მუცლის გამოჩენა  საძაგლობად მეჩვენება. დადიან და დაიკუზებიან ჯორ–ცხენებივით.

ნუ, ლეთ ით ევეი,  გადის რამოდენიმე წუთი , მძღოლმა მანქანა გააჩერა, 10 ლარიანი მიაწოდეს .

“რამდენის?”

“–რამდენსაც აიღებ, აიღე”.

მძღოლმა უკან გახედა და

“–ორნი მოდიხართ და რამდენი უნდა ავიღო”.

და მერე ეს  კაცი პასუხობს .

“– მთელი გზა კალთაში მეჯდა და რამდენსაც აიღებ აიღეო” .

ვიფიქრე ბავშვთან ერთადაათო. რატომღაც, მაინც გავიხედე უკან და ის კაცი და ქალი შემრჩა “ხელთ” .

P.S. მძღოლი პატიოსანი იყო და 1 კაცის აიღო. საინტერესოა  ის ქალი რამდენს აიღებდა? : D

14 Responses to “"ქალი კალთაში მეჯდა"”

  1. archily said

    ლოლ :D:D:D

  2. Marr said

    ეს მარშუტკის ამბები გადაგვარჩენს ხოლმე გაჭირვების ჟამს :))) ყოჩაღ ვერიკო, მე შენ ადგილას სიცილით გავიგუდებოდი იქვე. =)))))))))))))

  3. kevana said

    მოიცა, მოიცა…. მთელი გზა კალთაში მეჯდა და რამდენსაც აიღებ, აიღებო რომ უთხრა, ის მძღოლი რა სუტენიორი იყო? :დ
    არა, ის მძღოლიც კაი ტიპი ჩანდა რა, ორი კაცია და ორის უნდა აიღოს, რაღას ეკითხებოდა :დ

    :რაჭველისმაილი:

  4. sunwaited said

    archily😀😀 😀

    Marr
    ხო შევასრულე დანაპირები? :პ

    kevana
    სუტინიორი?😀 რავი, არამგონია😀 რატო ეკითხებოდა და არ იცოდა ალბათ ერთად იყვნენ თუ არა😀 რავიცი მე😀

    ხო, აქ არ დამიწერია, ის რომ უთხრა იმ კაცმა რამდენს აიღებო , მძღოლმა, აი, სულ ისე ჩადიო დაუბრუნა ეს 10 ლარი და იმან უთხრა მერე : არა, არა, მაგიტომ კი არ მითქვამსო😀
    ხოდა, მერე ერთის აიღო😀

  5. 😀

  6. მემგონი ახალდამამების გამო მამაკაცი მზად იყო ღირსეულად ეზრუნა შთამომავლობის მგზავრობის ხარჯებზე😀

  7. 🙂 ჰა,ჰაა…

    ჯერ ეგ კაცი და მერე მძღოლი🙂

    • sunwaited said

      მძღოლი მაგარი ტიპი იყო, გააჩერეთო რომ ეტყოდნენ “ახლავე ჭირიმეეე” – ყველას ასე ეუბნებოდა :დ

  8. რა საზიზღრები არიან რაააააააა…
    ვინ ეხვეწებოდა კალტაში ჩაისვიო..
    ვერ ვიტან ესეთ ხალხს

    • sunwaited said

      გოგო, მაგარი მაინტერესებს რანაირად იჯდნენ, მარა მე ხო წინ ვიჯექი და უკან რაზე გავიხედავდი რა ხდებოდა :დ

      მაგრამ წარმომიდგენია გვერდით ვინც ყავდათ იმათი გაკვირვებული სახეები :დ

  9. mariefille said

    ღმერთო ჩემო,რას არ გაიგებ🙂 ჯერ მეგონა,რომ ის კაცი ყველა მგზავრისთვის აპირებდა გადახდას🙂 თურმე რაში ყოფილა საქმე :დ

  10. Lord Vader said

    ყველასი გადახდილია!

  11. ადო said

    amazing😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: