ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

10 152 საათი და 609 120 წუთი

Posted by vekoo on June 10, 2010

კარგა ხანია პირადულზე შევეშვი ბლოგვას, კარგა ხანია  ზომბად ვიქეცი . კარგა ხანია ვეღარ ამჩნევთ, რომ მე გული მაქვს .  კარგა ხანია ბლოგიც მივაგდე.

არადა მე მონატრება შემიძლია, სიყვარული და ერთგულება შემიძლია. სიყვარული შემიძლია !

მე ყველაფერი შემიძლია .

მე ყველაფერს შევძლებ.

თუმცა, დაივწყოთ თავიდან :

ხედავ რამდენი დრო გავიდა? აქ ახლა 1 წელს, ერთ თვესა და 27 დღეს აჩვენებს.

მთელი 10 152  საათი და 609 120  წუთი ჩვენ ერთმანეთით ვცხოვრობდით, ერთმანეთით ვსუნთქავდით და საშხაპეშიც ერთმანეთისთვის შევდიოდით.

ეს ერთგვარი რუტინაც შეიძლება  იყოს  ვინმესთვის : შენი ცხოვრებით ემსახურებოდე სხვას.  შენი ფიქრები დაუქვემდებარო სხვას, შენი ქცევას საზღვრავდეს სხვა ,  შენი გრძნობა მოიცვას სხვამ. შენი  გული მიუძღვნა მას .

რუტინაა ვითომ ეს? ეს ფერხულია, რომელშიც  ორივე თავით გადავეშშვით და ეხლა მხოლოდ მისით ვსულდგმულებთ .

ახლა უკვე სხვანაირად ჩვენ აღარ შეგვძლია !

ყველაზე კარგი კი ისაა, რომ აღარც გვინდა, რომ სხვანაირად შევძლოთ.

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული .

ეს ფერხულიც გაჩერდება ოდესმე? ესაა კითხვა, რომელიც მე ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად  არ მადარდებს .

მე არ მადარდებს ის, რაც   შეიძლება ან არც შეიძლება იყოს მომავალში. მე ვცხოვრობ შენით და დღევანდელი დღით, რომელსაც  შენ მე მჩუქნი.

შენ მე მარადისობა მაჩუქე. მე შენ მარადისობა  მოგიძღვენი ჩემს გულში, ტვინსა და ფიქრებში და ამ მარადისობას უკვე ვერაფერი შეერკინება .

არავის შეუძლია გააჩეროს დრო, ისევე, როგორც არავის ძალუძს მარადისობის დამონება .

მე და შენ უკვე ჩვენად ვიქეცით და ეს “ჩვენ”  მარადისობის საკუთრებაა .

ნუ შეეხებით მას .

11 Responses to “10 152 საათი და 609 120 წუთი”

  1. archily said

    ვერავინ შეეხება ‘ჩვენ’-ს🙂 :********

    მომეწონა ეს პოსტი ძალიან🙂 :*

    ყოჩაღ ჭუკლი :*:*:*:*:*:*

  2. momwons es posti :X :X

  3. sunwaited said

    archily
    ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა : )))

    siyvarulovna
    ხო გამიბანძე ბლოგი შენზე აღარაფერს წერო, ხოდა დავწერე მეც : )))

  4. LiLaC said

    <3<3<3
    miyvars aseTi posTebi
    da Tqveni wyvili miyvars "dauswreblad" : ))))))))))

  5. kevana said

    ჩავებათ ფერხულში🙂

    რამდენიმე დღეა ვერ შემოვედი აქ და თითქოს საუკუნე გავიდა : (

  6. Marr said

    ზომბად არა კვახი. ძაანაც გამჩნევთ რომ გული გაქვს და შენ აზრზეც არ ხარ როგორი ჰგონიხარ სხვებს. მაგარი ხარ ვეკო, იმდენად მაგარი რომ უკვე უკიდურესობაში ხარ გადასული.

  7. ეე ჩემიიიი დააა :)) რა დღეში ხარ გოგოო? :* :*

    ჭუკლებო მიყვარხართ❤

  8. tina said

    ვეკო ნაბიჯ-ნაბიჯ ვეცნობი შენს ბლოგებს,რადგანაც მითხარი ,რომ გიყვარს, როცა გიკომენტარებენ…გეტყვი,რომ ძალიან საყვარელი გოგო ხარ! ძალიან თბილი და ნიჭიერი! მჯერავს ბევრს მიახწევ,მშურს შენი სადედამთილოსი,ვიცი მომავალ ოჯახში დიდ სიყვარულს დაიმსახურებ! მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !

    • sunwaited said

      ვაიმეეეე, როგორ სასიამოვნოდ ამაფორიაქეთ : )))) ამ დროს მადლობებად ვიღვრები ხოლმე : )))) თქვენც დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის. როცა ვგრძნობ, რომ ჩემი უარყოფითი თვისებების ნაცვლად მხოლოდ კარგს ხედავენ და აფასებენ მეცხრე ცაზე ვარ : ))))
      ჩემი ოჯახი და სადედამთილო? – ჯერ-ჯერობით ამ ფლანგზე სიმშვიდეა და იმედია ასე გაგრძელდება სულ : D
      მეც ძალიან შემიყვარდით : ))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: