ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ოპტიმისტი და რისკიანი – მახასიათებენ

Posted by vekoo on June 12, 2010

– ზედმეტად ამყოლი ხარ – აი, მაგალითად, მე – ძალიან ამყევი .

– ჰო, ვიცი, ადრეც ხო მითხარი. ძალიან მენდე მაშინ, როცა ჯერ არ მქონდა ამის უფლება მოპოვებულიო.

– ჰო, კიდე  2 – ძალიან ოპტიმისტი ხარ, ყოველთვის გაქვს იმედი. ძალიან რისკავ და ისეთ საქმეებზე რისკავ, რომ რომ არ გაგიმართლდეს მაგრად დაგერხევა …

– ცუდია ოპტიმისტობა? და გაიხესნე აბა მერე როდის არ გამიმართლდა ?

– ეხლა ვერ ვიხსენებ, ჯერ ისეთი არაფერი დაგმართვნია ,  მაგრამ ხშირად რისკავ, თუნდაც ელემენტარული გამოცდებზე, თუნდაც ურთიერთობებში. თუნდაც ჩემთან , – რამოდენიმეჯერ ვიგრძენი, რომ ჩემ დაკარგვასაც რისკავდი .  ყოველთვის გაქვს იმედი, რომ მაინც შენთან მოვალ, რომ არ დაგტოვებ .

– ეს იმედი არაა. მე ეს ვიცი და ჯერ მოლოდინი არ გამცრუებია არც შენთან და არც სხვა რამეში . ისე კი , მართალი ხარ.  იყო დრო მართლა ისე ვიქცეოდი უკან დასახევ გზას არ ვიტოვებდი …  არც შენთან . მაინც ყოველთვის ვიცი, რომ მე ვერასოდეს დამტოვებ .  თუმცა, ახლა ამას აღარ გავრიკავ.

– ამას ახლა ამბობ, თორე საქმეს–საქმეზე რომ მიდგება აღარ გახსოვს ეს და ძველებურად მაწვები .  კიდე, ბავშვურად ცელქი და ონავარი ხარ. ხანდახან ასე მგონია, რომ მომავლაზე არ ზრუნავ, არადა ზუსტად ვიცი, რომ ხშირად ფიქრობ მაგაზე.

– არც ისეთი მოსაწყენი ცხოვრება მაქვს, რომ თითოეული ქმედება ზუსტად გავთვალო და  მერე ამ ნაბიჯებით ვიარო წინ. კუს ნაბიჯებით.  კიდე რას იტყვი ჩემზე?

– კიდე? კიდე ის, რომ გარშემო ყველა დებილი გგონია, არადა არ არის ეგრე. მეც დებილი გგონივარ, მაგრამ ოოო რა იცი რა ჭკვიანი ვარ :  პ

– :დ მართლა დებილი მგონია  ბევრი . ეს ცუდია, კონცენტრაციის უნარს მაკარგვინებს მერე .., შენ კი დებილი არ მგონიხარ. ჩემზე მეტად ჭკვიანი ხარ, მაგრამ ამ ჭკუას ხშირად ვერ იყენებ : დ

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მეტი აღრ მახსოვს, არადა საინტერესო დახასიათება გამოვიდა ჩემი უარყოფითი მხარეების.

ისე კი, ვინ იცის რომელია უარყოფითი და რომელი დადებითი.

ყველაფერი შეფარდებითაო ამ ქვეყნიერებაზე .

ფარდობითია ყველა და ყველაფერი .  ხოდა, მოდი და შეეწყვე ეხლა ყველაფერს.

ამიტომაც ვარ ის, რაც ვარ და არ ვცდილობ მოვერგო სიტუაციებს, მე ის ვარ რაც ვარ შინაგანად და  მართლა არ მინდა ხელ–ფეხში თოკები გამიყარონ და ცხოვრებას მარიონეტად ვექცე .

ბლოგის იმ მკითხველებს მივმართავ, რომელთაც ჯერ ა ქ არ დაუკომენტარებიათ, მაგრამ ვიცი  მკითხულობთ  :

ჩემი თავი ამ რისკიან კაცს მაგონებს, მსოფლიოს რომ აოცებს არაორდინალური საქციელით, გამბედაობითა და შემართებით, ბეწვის ხიდზე რომ დადის … მაგრამ მას ფეხქვეშ ყოველთვის წითელი ხალიჩა კიარადა ფუმფულა ბალიში ეგულება😉

დაამატეთ ჩემი უარყოფითი თვისება, თუნდაც დადებითი,  ის მაინც თქვით კარგია თუ ცუდი ოპტიმისტობა და რისკიანობა ?

ერთგულმა მკითხველებმა  კი ისედაც იცით რა უნდა გააკეთოთ : )))

5 Responses to “ოპტიმისტი და რისკიანი – მახასიათებენ”

  1. LiLaC said

    mec riskiani var, gansakuTrebiT, urTierTobebshi…
    sheidzleba, parashuTiT ar gadmovxTe, magram adamianTan mimarTebashi ufro meTs gavakeTeb, Tu mivxvdi, rom es me mchirdeba im momenTshi.

    ver viTyvi, rom es riski yovelTvis warmaTebiT mTavrdeba, magram, rac mTavaria, arasdros vnanob, imiTom, rom sheidzleba argakeTebis shemTxvevashi ufro damwydomoda guli…

    hoda, ase😀 ramdeni vwere.: ))

    • sunwaited said

      არააა, მიყვარს მე გრძელი და მსუყე კომენტარები : )))

      ხო, მთავარი ეგაა რა, რომ არ ინანო არგაკეთება ; )

      მგონი ის უარესია მერე რომ დაჯდე წლების მერე და იფიქრო, ის რომ გამეკეთებინა მე ადრე ნეტა რა მოხდებოდა …

  2. Marr said

    საშიში ხარ, ოღონდ ჯერ ის არ ვიცი მხოლოდ საკუთარი თავისთვის ხარ თუ სხვებისთვისაც.

  3. მიყვარს რისკი,ურთიერთობებშიც და ცხოვრებაშიც. მაგრამ არ მახსენდება ჯერ ის ფაქტი რომ სერიოზულად გამერისკოს. ალბათ ან შემთხვევა არ მქონია ან არ მიღირდა. გააჩნია სად რისკავ და ვისთან. არამგონია საყვარელ ადამიანთან გარისკვა მიღირდეს ან შენ გიღირდეს. თუნდაც 100% იყო დარწმუნებული რომ დაბრუნდება. რო არ დაბრუნდეს? დარჩები გაღიმებული😛

    ცუდი თვისებები??? ესე კონკრეტულად ვერ ვიტყვი. ამგრამ ალბათ ყველაფრის გაკეტება/კადრება შეგიძლია ”მტრის” გასანადგურებლად,ჩასაძირად. მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებას. კიდე გინდა ცუდი? მაინც არაფერი მომდის ტავში.. ალბათ სიტუაციას გააჩნია და იმ ხალხს სადაც იმ მომენტში ხარ.

    ჩემი ცუდი თვისება, რასაც მე ვამჩნევ, ის არის რომ ყველა კარგი ადამიანი მგონია. ყველასთან შემიძლია მეგობრობა და კარგი ურთიერთობა. ხშირად ცხვირი,კისერი წამიმტვრევია მაგრამ მაინც ვუშვებ იგივე შეცდომებს. ვერ წარმომიდგენია რომ ვინმემ ბოროტის გამკეტებელია

  4. rockyourbaby said

    no risk no fun!!!:)

    ase rom, szorad xar szoraad da ar gadaguno tu qali xar raaa,gagunul xalxs ver vitan!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: