ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ახალი სახლი

Posted by vekoo on June 14, 2010

ვჯდები მარშუტკაში, მოვდივარ სახლში და გზაში ვგრძნობ, რომ სახლს ვშორდები, იმის მაგივრად რომ სახლში წავიდე, ვშორდები მას. : O

დღეს კიდევ ერთხელ ვიყავი აჩოსთან, ამ ბოლო დროს რაღაც ძალიან მოვუხშირეთ სტუმრობებს…

მახსოვს როგორი იყო პირველი ვიზიტი, გული ნასკებში რომ მეპარებოდა,

ეხლა კი უკვე გამოზაფხულდა და აღარც ნასკები მაცვია და აღარც გული მეპარება ნერვიულობვისგან .

ხოდა, მთელ დღეებს რომ ვატარებ მასთან სახლში, გავიმშობლიურე იქაურიობაც. ( დედამისიც სახლში იყო ცუდი არაფერი იფიქროთ😀 ) სამივემ ერთად ჯერ ცხელ-ცხელი გამომცხვარი პიცა დავაგემოვნე, მერე სიგრილეში წამოვწექით დივანზე და გადავჭორეთ ამ მთისა და იმ ბარისა . აღმოვაჩინეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის სახლებს დაახლოებით 50 კმ გვაშორებს, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად განსხვავებულ გარემოში ვიზრდებოდით და სულ სხვადასხვა ხალხთან გვქონდა შეხება, მაინც უამრავი საერთო ნაცნობი გვყავს, ტაკ შტო როგორც გავიცანი აჩო იქ რომ არ გამეცნო, მაინც არ ამცდებოდა მისი ნახვა ოდესმე : P

ხოდა, ბოლოს, სახლში რომ მივდიოდი, ვერ ვიგრძენი რომ ჩემ “ბუდეში” ვბრუნდებოდი. აი ეხლა როცა უკვე ჩემ ოთახში ჩემ კომპთან ვზივარ კი ვრძნობ თავს მშობლიურად, მაგრამ მაშინ, სულ ნახევარი საათის წინ კი მქონდა შეგრძნება რომ სადღაც სხვაგან მივდიოდი.


აჩომაც მეც დანაკლისის გრძნობა მაქვს შენ როცა არ ხარ სახლშიო. ყველაზე მეტად ის უყვარს კალთაში რომ ჩამიდებს თავს და ისე რომ ნებივრობს საკუთარ სამყოფელში. ნუ, ყველაზე მეტად არა, მაგრამ მაინც😀

ხოდა, ფაქტია, რომ უკვე იმდენჯერ მითხრეს “თავი იგრძენით ისე, როგორც საკუთარ სახლში”, რომ მართლა ახდა .

მიხარია, რომ ეს ყველაფერი ეტაპობრივად ხდება და არა ვდრუგ და უკვე სხვაგან ცხოვრობ, ანუ ძველებური გრუზინული ტრადიციები : ქმარს რომ ლამის ქორწილის დღეს იცნობენ. მე მაქვს ჯანსაღი ურთიერთობა აჩოს ოჯახთან, მათაც უხარიათ ჩემი მისვლა ერთი დიიიიდი იმედი მაქვს, რომ ქართული ანდაზა “ახალი ცოცხი კარგად გვისო” არ გამართლდება და მომავალშიც არ შეიცვლება ჩვენი დამოკიდებულება ერთმანეთთან .


2009 ზაფხული .

http://sunwaited.wordpress.com/2010/04/24/ჩემი-აღკაზმულობა/

http://sunwaited.wordpress.com/2010/03/20/beloved-granny/

8 Responses to “ახალი სახლი”

  1. Di@ said

    takaleli❤ :*

  2. archily said

    ხინკლის კეთების მოვალეობას როდის გადაიბარებ ?😛 :*

  3. rockyourbaby said

    ziedaaaa,chemi tutucaaaaaa!!!araa diasaxlisis rolshi ver zarmomidgenixaarr!!!!!

  4. sunwaited said

    Di@😀

    archily
    ოოო , შემეშვით😀

    rockyourbaby
    მევ არ ტუტუცი ხოო?😛 ჩამო და თუ არ ვიდიასახლისო, მე ვიყო კომპოსტო😀

    • rockyourbaby said

      kombosto arada , marzyvi xar marzyviiii!!!:P:P:P

      keee chamovaaalll, da erti ar gagizyvia 5 varskvlaviani sufra da vaii shens tyavs!!!

  5. Marr said

    საით უკაკუნებ ვერიკო?😛

    • ქმრობა შესთავაზა დაახლოებით. რით ვეღარ მიხვდი ჩემს სახლში მინდაო😀😀 კაი ვხუმრობ = ))
      ორი დღეა ამ პოსტს ვუტრიალებ და რა დავპოსტი ვერ ვფიქრობ. ”საყვარლები ხართ”, ”ტქვენ გენაცვალეთ”’ ”ბედნიერებას გისურვებთ”, ”სულ ეგრე ყოფილიყავით” და ა.შ მსგავსი უაზრო უწი-პუწი არ მინდა. ისედაც იცით უჩემოთ.
      ხო და სხვა რა შეიძლება რომ დაიწეროს?
      ალბათ ის რომ ბედნიერი ხარ თუნდაც მარტო იმიტომ, რომ იცი წინ რა/ვინ დაგხვდება. იცი როგორი ხასიათი,გემოვნება აქვს და ბოლოს და ბოლოს იცნობ. ახლობელი გახდება/არის იქამდე სანამ დაუნათესავდები და სანამ სახლში დაუჯდები (:D). შეიძლება სულ დედიკო ვერ დაუძახო მაგრამ ისიც სასიამოვნოა როცა გრძნობ რომ შვილივით უყვარხარ…
      მაინც უაზრობა გამომივიდა და… არა და უკომენტაროდაც არ მინდოდა რომ დამეტოვებინა

  6. archily said

    Siyvarulovna
    კომენტარი იყო მკვლელი იმენა😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: